www.qiziki.blogspot.com

.
.
.
.
.
.
.
.
.
ახალი ინფორმაციები შეგიძლიათ იხილოთ შედარებით გამარტივებულ საიტზე

www.qiziki.blogspot.com
.
.
- - -
.
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _

შესვლა . - . შესვლა . - . შესვლა . - . შესვლა
. - . შესვლა . - . შესვლა . - . შესვლა . - . შესვლა . - . შესვლა . - .
შესვლა . - . შესვლა . - . შესვლა . - . შესვლა . - . შესვლა . - . შესვლა
. - . შესვლა . - . შესვლა . - . შესვლა . - . შესვლა . - . შესვლა . - . შესვლა . - .
შესვლა . - . შესვლა . - . შესვლა . - . შესვლა . - .


,

შესვლა . - . შესვლა . - . შესვლა . - . შესვლა . - . შესვლა . - . შესვლა . - . შესვლა . - . შესვლა . - . შესვლა . - . შესვლა . - . შესვლა . - . შესვლა . - . შესვლა . - . შესვლა . - . შესვლა . - . შესვლა . - . შესვლა . - . შესვლა . - . შესვლა . - . შესვლა . - . შესვლა . - . შესვლა . - . შესვლა . - . შესვლა . - . შესვლა . - . შესვლა . - . შესვლა . - . შესვლა . - . შესვლა . - . შესვლა . - . შესვლა . - . შესვლა . - . შესვლა . - . შესვლა . - . შესვლა . - . შესვლა . - . შესვლა . - . შესვლა . - . შესვლა . - . შესვლა . - . შესვლა . - . შესვლა . - . შესვლა . - . შესვლა . - . შესვლა . - . შესვლა . - . შესვლა . - .

.
.
.
.
.
.
.
.
.
.
.
.
.
.
.
.
.
.
.
.
.
.
.
.
.
.
.
.
.

ინციდენტი გაზიფიკაციის შენობაში – რატომ გახდა სასწრაფოს გამოძახება აუცილებელი?..

ქალაქ დედოფლისწყაროში ხორნაბუჯის ქუჩაზე მდებარე, სს დედოფლისწყაროგაზის ოფისში ინციდენტი მოხდა. უკმაყოფილო აბონენტი ეთერ ჭაბაშვილი გაზიფიკაციაში ბოლო დროს არსებული პრეტენზიების გასარკვევად მივიდა, სულ მალე ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება აუცილებელი გახდა. აღშფოთებულ აბონენტს მედიკამენტების მიღება რაიგაზის შენობაშივე მოუხდა. მოგვიანებით, ინციდენტში დედოფლისწყაროგაზის ხელმძღვანელი ემზარ ჯანაშვილიც ჩაერთო და აბონენტის შეპასუხება ხმამაღალი ტონით არაერთხელ სცადა. როგორც გაირკვა, წნევის უეცარი ცვალებადობა აღენიშნებოდა რაიგაზის ხელმძღვანელსაც, რომელიც ნაციონალური მოძრაობის სიის მერვე ნომერი გახლავთ.

უკმაყოფილო აბონენტი ეთერ ჭაბაშვილი–ქობელაშვილი აცხადებს, რომ გაზიფიკაციის ინკასატორ მარიკა ჯავახიშვილს მისი მისამართით პირადი ინტერესები ამოძრავებდა და ხელოვნური მიზეზების მოძებნა დაიწყო: ,,ჯავახიშვილი იმიზეზებდა, თითქოს მრიცხველი არ მუშაობს და პრობლემები აქვს. დაბრკოლებებს ხელოვნურად ეძებდა. გაზიფიკაციაში ამის გასარკვევად მივედი, რომ უსამართლოდ მჩაგრავდნენ და ჯავახიშვილის პირადი მოსაზრებების გამო დაბრკოლებები შემექმნა. ყვირილზე ძალიან ავნერვიულდი და ისე ცუდად გავხდი, სასწრაფო დამჭირდა. დირექტორიც ხმამაღლა მიყვიროდა – აცხადებს უკმაყოფილო აბონენტი.

თავად ემზარ ჯანაშვილი გაზეთ ქიზიყთან საუბარში ადასტურებს, რომ ჭაბაშვილთან საუბრისას ხმას ზომაზე მეტად აუწია და არც ის უარყო, რომ წნევამ მასაც აუწია და თავი შეუძლოდ იგრძნო. დედოფლისწყაროგაზის ხელმძღვანელმა ინციდენტთან ერთად ის ფაქტიც დაადასტურა, რომ სასწრაფო დახმარების გამოძახებაც მოხდა. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი 21.05.2010


გამარჯვებაში, მირზაანსა და წითელწყაროში გარე-განათება მოეწყობა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის რიგ სოფლებში გამარჯვებაში, წითელწყაროსა და მირზაანში გარე-განათების მონტაჟი მიმდინარეობს. როგორც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში ინტერნეტ-პორტალ ქიზიყს განუცხადეს, ამჟამად უკვე დასრულებულია ბოძების დაბეტონება.
გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის ნიკოლოზ შანშიაშვილის თქმით, ამ სოფლებში სულ მალე დაიწყება ლამპიონების დამონტაჟებაც. შანშიაშვილის ინფორმაციით, მირზაანის, გამარჯვებისა და წითელწყაროს ქუჩები უახლოეს მომავალში განათდება.
მუნიციპალიტეტში განმარტავენ, რომ მიმდინარე წელს როგორც სოფლებში, ისე ქალაქ დედოფლისწყაროში კიდევ მრავალი პროექტის განხორციელება იგეგმება, რომლებიც ადგილობრივების ყოფას ბევრად გააუმჯობესებს. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი 21.05.2010

დედოფლისწყაროს სოფლებში სოფლის პროგრამის სამუშაოები დაიწყო

უკვე რამდენიმე დღეა დედოფლისწყაროშიც გამოიამინდა და მუნიციპალიტეტს სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი სამუშაოების დაწყების საშუალება მიეცა. როგორც ინტერნეტ-გაზეთ ქიზიყს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმაიკოლოზ შანშიაშვილმა განუცხადა, სამუშაოები სოფლებში უკვე დაწყებულია და მთლიანობაში წელს ამ პროგრამით დედოფლისწყაროს სოფლებს 357 277 ლარი მოხმარდება.
,,შიდა გზების რეაბილიტაციაზე 25 518 ლარი დაიხარჯება, სპორტული მინი-მოედნების მოწყობაზე 10000 ლარი, სანიაღვრე არხების რეაბილიტაციისთვის 16 ათასი ლარია გათვალისწინებული. სხვადასხვა კეთილმოწყობითი სამუშაოებისთვის 21 535 ლარი. - აცხადებს ნიკოლოზ შანშიაშვილი და დასძენს, რომ წყალმომარაგების სამუშაოებს ყველაზე მეტი ყურადღება ეთმობა და წელს 250 344 ლარი დაიხარჯება. სოფლის დახმარების პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოები რამდენიმე თვეში დასრულდება /ქიზიყი/ 20.05.2010
* * *

ახალგაზრდებმა ფონდ ნუგეშის ანგარიშზე საკუთარი წვლილი შეიტანეს

დედოფლისწყაროში პროექტ განძის მაძიებლების ფარგლებში საქველმოქმედო შეჯობრება და ღონისძიება გაიმართა. როგორც პროექტის ახალგაზრდა ავტორებმა რევაზ ზურაშვილმა, გიგა გონაშვილმა და სოფო შანშაშვილმა ინტერნეტ-პორტალ ქიზიყს განუცხადეს,
,,გვინდოდა დედოფლისწყაროში ახალგაზრდები გამოგვეცოცხლებინა და ნუგეშს დავხმარებოდით. ანგარიშზე ჩვენი წვლილიც შეგვეტანა. სპეციალურად გამოავაცხვეთ ნამცხვრები, უალკოჰოლო სასმელები გავყიდეთ და თანხა ფონდ ნუგეშის ანგარიშზე შევიტანეთ. მსურველებმა თანხა შესაწირ ყუთშიც მოათავსეს. საბოლოოდ, საღამოზე შემოსულმა თანხამ 200 ლარს მიაღწია. – აცხადებენ პროექტის ავტორები.
,,ჩატარდა თამაშები, ბავშვებს გადაეცათ რუკები, რის მიხედვითაც გარკვეული მინიშნებებით განძი უნდა ეპოვათ. შეჯიბრში მე-VI-დან XII კლასის 160 მოსწავლე მონაწილეობდა. შეჯიბრის შემდეგ კულტურის სახლში დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. უფროს ასაკებში გამარჯვებული 4 კაციანი გუნდი გახდა, თითეულს სკეიტბორდი გადაეცა. უმცროსი ასაკის გუნდის სამმა 4 კაციანმა გუნდმა გაიმარჯვა, მათ კი სიგელები გადაეცათ. პარალელურადად ბავშვების წასახალისებლად საღამო მოეწყო. – ამბობს გაზეთ ქიზიყთან საუბარში დედოფლისწყაროს გამგეობის არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სპეციალისტი თეა ლეკაშვილი.
როგორც ქიზიყმა გაარკვია, ახალგაზრდები მომავალშიც აქტიურობას და უამრავ საინტერესო ღონისძიებას გეგმავენ. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი 20.05.2010
* * *

მიმინოს რაგბისტებმა თბილისის ტორნადო 27-ით 0 დაამარცხეს

ქალაქ თბილისში, ვისოლის ბაზაზე მე-6 ტურის მარჩი გაიმართა რაგბში, სადაც ერთმანეთს თბილისის გუნდი ტორნადო და დედოფლისწყაროს მიმინო ეპაექრებოდნენ. მიმინოს მორაგბეებმა ტრადიცია არც ამჯერად დაარღვიეს და დედაქალაქელი მეტოქეები რეკორდული ანგარიშით 27-ით 0 დაამარცხეს.
საულისხმოა, რომ დედოფლისწყაროელი მორაგბეების მიერ თბილისის გუნდების რეკორდულად დამარცხების ფაქტები ბოლო დროს რამდენჯერმე დაფიქსირდა.
მიმინოს მთავარი მწვრთნელი სოსო შიოლაშვილი გაზეთ ქიზიყთან საუბრისას მიღწევების გახშირებას გამგეობის მხრიდან სათანადო ყურადღებას დაპირობების გაუმჯობესებას უკავშირებს. მისი თქმით,
დედოფლისწყაროს ხელმძღვანელობამ სპორტს ბოლო დროს იმხელა ყურადღება და თანადგომა გამოუცხადა, რაც ათეულობით წელია არ ყოფილა.. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი 20.05.2010

დედოფლისწყაროში ჰაერის საშუალო, წლიური ტემპერატურის 4,6 გრადუსით მომატებაა მოსალოდნელი

გარემოს დაცვის სამინისტრო, საგანგაშო სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. უწყების მონაცემებზე დაყრდნობით, 2010 წელს მოსალოდნელია დედოფლისწყაროს რაიონში ჰაერის საშუალო, წლიური ტემპერატურის 4,6 გრადუსით მომატება. ოფიციალური ინფორმაციით, კლიმატის პროგნოზირებული ტემპერატურა რაიონს გადაიყვანს კიდევ უფრო ნახევრად უდაბნო კატეგორიაში. შედეგები კი სავალალო იქნება.
მოსალოდნელ საფრთხეებთან დაკავშირებით რადიო “ჰერეთი” საქართველოს გარემოს დაცვის ეროვნული ცენტრის თავმჯდომარეს ესაუბრა. კარლო ამირგულაშვილი ამბობს, რომ ლანდშაფტის ცვლილების მიზეზი პირუტყვების მიერ საძოვრების ჭარბი ძოვება, ნაყანი ტერიტორიების გადაწვა, ტყის სისტემატური გაჩეხვა და წყლის რესურსების უსისტემო გამოყენებაა.
“მდგომარეობა სასწრაფოდ უნდა გამოსწორდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში დედოფლისწყაროს რაიონიდან შესაძლოა მასობრივი მიგრაცია დაიწყოს, რადგან დეგრადირებული მიწების რაოდენობა 4 975 ჰექტარს აღწევს. ასეთი ვითარების გაგრძელების შემთხვევაში სოფლის მეურნეობისა და მეცხოველეობისათვის ვარგისი ტერიტორიები აღარ იქნება. ეს კი ლოგიკურია, მოსახლეობის მიგრაციის უმთავრესი მიზეზი გახდება”, - განმარტავს კარლო ამირგულაშვილი.
მისივე თქმით, აუცილებელია დაიწყოს სპეციალისტებთან ერთად სერიოზული სტრატეგიული ხედვების შემუშავება. მოხდეს ტყის განაშენიანება, საძოვრების მართვის განსაზღვრა, სისტემური, სწორი წყლის რესურსების გამოყენება და სამელიორაციო სისტემის რეაბილიტაცია.
“პრობლემის მოგვარებაში სასწრაფოდ უნდა ჩაერთოს გარემოს დაცვის რეგიონალური განვითარებისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებთან ერთად, კახეთის რეგიონის ხელმძღვანელობა”,–აღნიშნავს ამირგულაშვილი.
აღსანიშნავია, რომ კლიმატის ელემენტების ცვლილება, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში უკვე დაწყებულია, დიდ გავლენას მოახდენს წყლის რესურსებზე, ეკოსისტემასა და ეკონომიკაზე. /რადიო ჰერეთი/ 19.05.2010

„ბიომრავალფეროვნების მდგრადი მართვის“ ფარგლებში თანამშრომლობა გაგრძელდება

„ბიომრავალფეროვნების მდგრადი მართვის“ ფარგლებში თანამშრომლობა გაგრძელდება
ამ დღეებში სიღნაღის რაიონში გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (GTZ) პროექტის - „ბიომრავალფეროვნების მდგრადი მართვის“ ფარგლებში ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ზედგინიძე, GTZ-ის პროგრამის ხელმძღვანელი ფრანკ ფლაშე, გარემოს დაცვის სამინისტროსა და დედოფლისწყაროს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ამის შესახებ ინტერნეტ-გაზეთ ქიზიყს გარემოს დაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურმა ელზა ჯაფოშვილმა აცნობა. შეხვედრას სოფელ წითელწყაროს მაჟორიტარი კანდიდატი გელა თეთრაულიც დაესწრო. “მადლობა მინდა გადავუხადო გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოებას შეხვედრის ორგანიზებისთვის. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ნაყოფიერი შეხვედრა, რადგან ჩვენ განვსაზღვრეთ ის მიმართულებები, რომლებშიც შესაძლებელია გავაგრძელოთ თანამშრომლობა და დავსახეთ სამომავლო გეგმები,” - განაცხადა გიორგი ზედგინიძემ. გასვლით შეხვედრაზე მონაწილეებმა ბიომრავალფეროვნების მდგრადი მართვის პროგრამის მიზნები, მოსალოდნელი მიღზევები და უკვე არსებული სტრატეგიული მიდგომები განიხილეს. ასევე, იმსჯელეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს პოლიტიკის იმ პრიორიტეტებსა და სტრატეგიულ მიმართულებებზე, რომლის შესახებ მუშაობაც პროგრამის ფარგლებში უნდა განხორციელდეს. შეხვედრის შედეგად დაისახა ის სამომავლო გეგმები, რომელიც პროგრამის პირველი ფაზის დასრულებამდე განხორციელდება. /ქიზიყი/ 18.05.2010

ნიკა ლალიაშვილი მარტყოფლიშვილის ზეწოლის ფაქტის შესასწავლად დედოფლისწყაროში გაუშვეს

ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერებმა გაზეთ ქიზიყის რედაქტორზე ილია მარტყოფლიშვილზე 11 მაქისს დედოფლისწყაროს გამგეობის შენობაში მათივე კანდიდატის მხრიდან განხორციელებული ზეწოლის ფაქტის ადგილზე შესასწავლად მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა ლალიაშვილი მიავლინეს. ამის შესახებ ცენტრალური ტელეკომპანიების ჟურნალისტებთან საუბარში პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა. მისი თქმით, ლალიაშვილი მომხდარში ადგილზე გაერკვევა და ფაქტის დადასტურების შემთხვევაში ალუღიშვილს პარტიიდან განკვეთენ და საარჩევნო სიიდანაც მოხსნიან. ყველაფრის მიუხედავად, ლალიაშვილი ამ დრომდე არ დაკავშირებია გაზეთ ქიზიყის თანამშრომლებს და მომხდარის გადამოწმება ადრესატებთან არ უცდია. /ქიზიყი/ 18.05.2010


გაზეთი ქრონიკა ალუღიშვილი-მარტყოფლიშვილის ინციდენტს ეხმაურება

გელა ზედელაშვილი

გაზეთი ქრონიკა (17 მაისი)

ქრისტიან-დემოკრატების კანდიდატმა ჟურნალისტი სცემა

როგორც ინტერნეტ-გაზეთ ქიზიყის მთავარი რედაქტორი ილია მარტყოფლიშვილი ამბობს, ორი დღის წინათ, ერთ-ერთი შეხვედრის დროს ქრისტიან-დემოკრატების კანდიდატმა დათო ალუღიშვილმა მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ააზე დაწვრილებით გაზეთ ქრონიკას თავად ილია მარტყოფლიშვილი ესაუბრა.
- დედოფლისწყაროში სამართლიანმა არჩევნებმა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ჩაატარა შეხვერდა, სადაც ყველა საარჩევნო სუბიექტი მონაწილეობდა. ამ შეხვედრაზე გასაშუქებლად მივედი ჩვეულებრივად, მოვიდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები, ასევე ხელისუფლების კანდიდატები და იგი საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა. შუა შეხვედრის დროს მრე ცოტა ხნით დარბაზი დავტოვე და დერეფანში გავედი. ამ დროს გამოვიდა ქრისტიან-დემოკრატების კანდიდატი დათო ალუღიშვილი, რომელიც ასევე არის სიის მეორე ნომერი. ის უკმაყოფილებას გამოსთქვამდა იმაზე, თუ რატომ იწერება თქვენს გაზეთში ჩემზე ცუდი რაღაცეებიო. ალუღიშვილი სანამ ქრისტიან დემოკრატებში შევიდოდა, მანამდე იყო ლეიბორისტების ხელმძღვანელი დედოფლისწყაროში. ჩვენ მას ყოველთვის ვამხელდით. ასევე იყო წინა საკრებულოს წევრი, ოთხი წლის მანძილზე იყო ჩუმად, გაურიგდა ხელისუფლებას. მაშინ ლეიბორისტების ნათესავები თანამდებობებზე დაინიშნნენ. ყველა ლეიბორისტმა კარგად აიწყო ცხოვრება. ისინი იმ დონეზეც კი დაუახლოვდნენ ადგილობრივ ხელისუფლებას, რომ ხშირად გამგებელი მათი მანქანებითაც კი დადიოდა. ისე ძმაკაცობდნენ აღარც მალავდნენ. მას შემდეგ, რაც ჩვენ გამოვაქვეყნეთ, ლეიბორისტული პარტიის ლიდერები დაინტერესდნენ და ალუღიშვილი საერთოდ გააძევეს. ასევე გაკეთდა განცხადებები, რომ მათ დედოფლისწყაროს ორგანიზაციაში ჰყავდათ მოღალატეები. მოკლედ, ამაზეა განაწყენებული ეს კაცი. ღოგორც სჩანს მონახა დრო, თან იყო ნასვამი და ხელი გამარტყა. დერეფანში იყვნენ მისი პარტიის წევრები, მათ შეაჩერეს, მაგრამ მაინც იწევდა. ნაბიჭვარი ხარო, ხელ-ფეხს დაგამტვრევო, არ შეგარჩენო, აღარ ახსენო ჩემი გვარიო, საერთოდ შემეშვი, თორემ ჭკუას გასწავლიო.
- -სხდომის ორგანიზატორებმა დააფიქსირეს რომ ალუღიშვილი მთვრალი იყო?
- მოგვიანებით თვითონაც აღიარა, რომ მთვრალი იყო. ეგ გაიყვანეს, მაგრამ მე ისევ სხდომაზე შევბრუნდი, მაინტერესებდა რა ხდებოდა. მაგის ადგილობრივ ლიდერს გოდერძი აბულაშვილს მივუთითე, რომ მიხედე, პროვოცირებას ახდენს-მეთქი, მაგრამ ყურადღება არ მოუქცევია. ვითომ ვერ გაიგო. მოგვიანებით ალუღიშვილი ისევ შემოვიდა სხდომაზე და გააგრძელა მოსმენა. მე ვუთხარი, რომ ამ ფაქტს გავახმაურებდი. მაგისმა კოლეგებმა მთხოვეს, თავი შემეკავებინა, გამწვავება არ გინდა, თავი დაანებეო.

ქრონიკა კომენტარისთვის დათო ალუღიშვილს დაუკავშირდა
- დათო, ილია მარტყოფლიშვილს მართლა გაარტყი?
- ჰო, გელა, გაბრაზებული ვიყავი იმაზე, რომ ჩემს კომენტარს არაფერზე არ დებდა და ეგრე არ შეიძლება რაა.
- თვითონ მითხრა, სატელეფონო კომენტარები გვქონდაო.
- -არა, ეგ ტყუილია... მე ძალიან გავბრაზდი. ისე ვიყავი აღელვებული, რომ მაგ მომენტში აღარ მახსოვს რა იყო და როგორ იყო
- ნასვამი ყოფილხარ, ასე ამბობენ...
- აბა, მთვრალი როგორ ვიქნებოდი შუადღისას და თანაც გამგეობის შენობაში რაღაც იმაზე?
- სისხლის სამართლის საქმე მართლა აღიძრა?
- არ ვიცი, დამკითხეს, ჩვენება მივეცი. გაზეთით შეურაცხყოფა მომაყენა, რეები აღარ დაწერა.
- ლეიბორისტებიდან მართლა გაგაძევეს?
- ბატონო გელა, მოდი რა, ეს სატელეფონო საუბარი არ არის. შაკმაოდ დიდი ხნის ამბავია. თუ გაინტერესებთ, შევხვდეთ და მოგიყვებით. კარგი, რაა... გელა მე უცებ ვერ მოგცემ მაგაზე კომენტარს. შემოგევლოს ჩემი თავი, მე ძალიან გიცნობ, ძალიან კარგად გიცნობ და სხვა დროს ვილაპარაკოთ.

ამ ინციდენტის შესახებ არაფერი იციან ქრისტიან-დემოკრატების ცენტრალურ ოფისში. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, თუ მათმა კანდიდატმა მართლა გაარტყა ჟურნალისტს ხელი, ის ადამიანი დაუყოვნებლივ დატოვებს პარტიის რიგებს და მოიხსნება რეგისტრაციიდან.
ვნახოთ, ფაქტი რომ დადასტურებულია, ეს თვით ალუღიშვილის კომენტარიდანაც კარგად ჩანს!...

/გაზეთი ქრონიკა 17-23 მაისი 2010/

ილია მარტყოფლიშვილზე განხორციელებულ ზეწოლის ფაქტზე სს საქმე აღიძრა

შს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველომ ადგილობრივ გაზეთ ქიზიყის რედაქტორზე ილია მარტყოფლიშვილზე 11 მაისს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში მომხდარ შეურაცხყოფის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. გამოძიება მედიაში გამოქვეყნებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო.
ინციდენტის დროს ჟურნალისტს ქრისტიან-დემოკრატების კანდიდატმა დავით ალუღიშვილმა, რომელიც ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ხელი გაარტყა და მის შესახებ სტატიების წერა აუკრძალა:
,,საქმის ძიება თავდაპირველად გამომძიებელმა დავით პოპიაშვილმა დაიწყო, თუმცა გამომძიებლის აცილება მოვითხოვე, რადგან ამ უკანასკნელის მამა პაატა პოპიაშვილიც ქრისტიან-დემოკრატების სიაში წერია და ალუღიშვილის თანაგუნდელად ითვლება. ამას გარდა, ეს ის გამომძიებელია, რომელიც ჩვენს გაზეთზე რატომღაც განაწყენებულია. ის სულ რაღაც ორიოდ თვის წინ ჩვენი გაზეთის მისამართით იმუქრებოდა, რომ ერთხელაც თქვენი ჭკუის ადამიანი შეგხვდებათ და ჭკუას გასწავლიანო. ცხადია, ამ ყველაფრის გათვალისწინებითის გამოძიებას ობიექტურად ვერ წარმართავდა და პოპიაშვილი საქმეს ჩამოვაცილეთ. ამჯერად, საქმე გამომძიებელ ვალერი ლეკაშვილს გადაეცა, რომელმაც უკვე დამკითხა. - აცხადებს ილია მარტყოფლიშვილი.
სს საქმე კორესპონდენტის შეურაცხყოფისა და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე აღიძრა. /ქიზიყი/ ირაკლი კანდელაკი 16.05.2010
* * *
ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო 
 
შს დედოფლისწყაროს რაიონულ სამმართველოში ჟურნალისტ ილია მარტყოფლიშვილისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 154-ე მუხლით აღიძრა.
როგორც მარტყოფლიშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს აცნობა, 11 მაისს, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობიდან მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დავით ალუღიშვილმა ხელი გაარტყა და მის შესახებ სტატიების წერა აუკრძალა.
საქმის მოკვლევა გამომძიებელ დავით პოპიაშვილს ჰქონდა დავალებული, თუმცა ჟურნალისტმა მას აცილება მისცა. „მისი მამა პაატა პოპიაშვილი ქრისტიან - დემოკრატების პარტიული სიის კანდიდატია და მიმაჩნია, რომ გამომძიებელი დაინტერესებული იქნებოდა“, - ამბობს მარტყოფლიშვილი. შს დედოფლისწყაროს რაიონულმა სამმართველომ ჟურნალისტის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და საქმე გამოსაძიებლად სხვა გამომძიებელს, ვალერი ლეკაშვილს გადაეცა. /კახეთის საინფორმაციო ცენტრი - ICK.ge/


დედოფლისწყაროში გაზეთ ,,სპექტრის`` ნომერი დაიბლოკა

კახეთის რეგიონული გაზეთი სპექტრი საგანგებო განცხადებას აქცეყნებს და დედოფლისწყაროში შექმნილ დაბრკოლებაზე ამახვილებს ყურადღებას.

გაზეთ ,,სპექტრის~ 8_14 აპრილის #6 (272)-ში გამოქვეყნდა სტატია სათაურით: `სიღნაღს იქითაც საქართველოა~, რომელშიც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ზემო ქედის, ქვ. ქედისა და არხილოსკალოს მკვიდრი მოსახლეობის პრობლემები იყო განხილული. აქცენტი კეთდებოდა გამგებლის პირველი მოადგილის, ამჟამად სოფელ წითელწყაროს დეპუტატობის კანდიდატის გელა თეთრაულისა და დედოფლისწყაროს მაჟორიტატი დეპუტატის ავთო ლეკაშვილის მოსახლეობასთან დამოკიდებულების შესახებ.
,,გაზეთი ქსელში ს.ს. `საქ-პრესის~ საშუალებით 8_9 აპრილს უნდა შესულიყო, თუმცა როგორც დედოფლისწყაროდან მკითხველებმა შეგვატყობინეს, `სპექტრი~ საგაზეთო ჯიხურში ვერ შეიძინეს. როგორც საქ_პრესის განაწილების სამსახურში აგვიხსნეს, გაზეთი ქსელში ჩვეულებისამებრ შევიდა.
დედოფლისწყაროს საგაზეთო ჯიხურების გამყიდველები კი ამბობენ, რომ `სპექტრის~ აღნიშნული ნომერი არ მიუღიათ, თუმცა მიზეზებს ვერ აკონკრეტებენ. რედაქციამ საკუთარი ძალებით მოახერხა გაზეთის გავრცელება ზემოჩამოთვლილ სოფლებში.
ჩვენ ვერ შევძელით დაგვედგინა ვინ იყო `სპექტრის~ დაბლოკვის ინიციატორი, თუმცა ერთი რამ ცხადია, რომ დამოუკიდებელი გაზეთის გავრცელების გაკონტროლებას დაინტერესებული პირები იოლად ახერხებენ.
-– ნათქვამია სპექტრის რედაქციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

* * *

ინტერნეტ-პორტალმა ქიზიყმა გადაწყვიტა სპექტრის მიერ მომზადებული და დაბლოკილი სტატია უცვლელად შემოგთავაზოთ და ინფორმაციული ვალუუმი ამ გზით შეავსოს

"სიღნაღს იქითაც საქართველოა"

სპექტრი. დილით ადრიანად ავტომანქანაში ვჯდებით და გეზს ვიღებთ მუნიციპალიტეტიდან საკმაოდ მოშორებით მდებარე სოფლებისკენ (ზემო ქედი, არხილოსკალო, ქვემო ქედი). გზა საკმაოდ გრძელი, დამღლელი და ძნელადსავალია, მაგრამ ვიცით, რომ საკმაოდ შრომისმოყვარე და უამრავი პრობლემით გადაღლილი ხალხი გველოდება. ისინი არც თუ ისე განებივრებულები არიან ჟურნალისტებისა თუ ხელისუფლების წარმომადგენლების ვიზიტებით. ჩვენს მიზანს წარმოადგენს უფრო ახლოს გავეცნოთ და გავიზიაროთ იქაური ხალხის ჭირ-ვარამი.
სოფელ ზემო ქედის ცენტრში მამაკაცები შეკრებილან და მასლაათობენ. მანქანას ვაჩერებთ, გადავდივართ და შეკრებილებს ვესაუბრებით. ისინიც თავიანთ მდგომარეობაზე უკმაყოფილებას გამოთქვამენ: "შვილო, აქ დაბადებული და გაზრდილი, 74 წლის კაცი ვარ, მაგრამ ამ ხნის მანძილზე ასეთი გაპარტახებული ზემო ქედი არასოდეს მინახავს. მე ჩემი წლები და ახალგაზრდობა გავლიე, საკმარისი ოფლიც ვღვარე, მაგრამ მომავალმა თაობამ რა ქნას? მუქთად დადიან, არაფერს აკეთებენ და გაიქცევიან საზღვარგარეთ, აბა რას იზამენ?! რომ გაიძახიან, ზემო ქედს წყალი აქვსო, წამოდით, თვითონ ნახეთ რა ხდება _ გათხარეს და მილები დაყარეს. მიწა გაჯიჯგნეს, მაგრამ ერთი წვეთი წყალი არ მოდის. დენზე კიდევ ისეთ დღეში ვართ, ამისთანა ქონას არქონა ჯობია. ხან ორი ლარით ზედმეტს გვახდევინებენ, ხან სამით. წინა თვეში კი თითო ოჯახს ზედმეტად 18 ლარი დაგვაწერეს. გვაინტერესებს, ასე რატომ იქცევიან, მაგრამ არავინ გვპასუხობს. ორმოში ვართ და ჩვენი არავის ესმის. ასე გვაბეჩავებენ, მთქმელი კაცი ყველას სძულს," _ ამბობს ზაქარია ქურციკაშვილი.
მას თანასოფლელებიც ეთანხმებიან და სხვა პრობლემებზე აგრძელებენ საუბარს. "იმას რატომ აღარ ამბობ, ორი ტრაქტორის იმედად რომ ვართ მთელი სოფელი? ახლაც ტრაქტორს ველოდებით. დილიდან საღამომდე აქ ვაღამებთ, რომ როგორმე რიგმა მოგვიწიოს და ნაკვეთი მოვახვნევინოთ," _ გვეუბნებიან გლეხები. ზაურ წიკლაურის თქმით, ისეთი დიდი სოფლისთვის, როგორიცაა ზემო ქედი 2 ტრაქტორი საკმარისი არ არის. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საგაზაფხულო სამუშაოები მიმდინარეობს. "პრეზიდენტი დასავლეთ საქართველოში, რომ არიგებს ტრაქტორებს, იმათ სჭირდებათ და ჩვენ არა? ამხელა ფართობებს დამუშავება არ უნდა? იქ რომ ხშირად ჩადის, აქაც ჩამოვიდეს და ნახოს როგორ ჩაკვდა სოფლის მეურნეობა. ყველა დარგი, რომ მოისპო რიღათი ვიარსებოთ? ჩვენი ცხვარ-ძროხა არაბებმა გაზიდეს და ხვალ-ზეგ შალის ნაწარმსა თუ ტყავს ათმაგ ფასში მოგვასყიდებენ, ესაა საქმე? დღესაც სიღნაღში ბრძანებულა მიშა, სიღნაღს იქითაცაა საქართველო. რაო, აქეთ ადამიანებად აღარ გვთვლიან? მოვიდეს და გვკითხოს რა გვიჭირს და რა გვილხინს," _ ამბობს ზაურ წიკლაური.
პრობლემებზე საუბრობს არხილოსკალოს მოსახლეობაც. მათ პრეტენზიები ძირითადად სოციალური სააგენტოს მიმართ აქვთ, თუმცა ტექნიკის სიმცირესა და საწვავის სიძვირესაც უჩივიან. "სოფელში წყალი კვირაში ერთხელ მოდის. მიუხედავად ამისა, უკმაყოფილო მაინც არ ვართ, რადგან ადრე ესეც არ გვქონდა. მართალია, სასმელად ვერ ვიყენებთ, მაგრამ საქონლის დასაწყურვებლად მაინც ხომ აღარ ვყიდულობთ? ტრაქტორები არ გვყავს, თუმცა, არც საწვავი გვაქვს თავზესაყრელი, სიძვირის გამო ვერ ვყიდულობთ. გახვალ ალაზანს გაღმა 90 თეთრი ღირს, აქეთ კიდევ ორ ლარს უტოლდება. ამის შემდეგ გამოვლენ და გვიმტკიცებენ მთავრობა სოფლის მეურნეობაზე და გლეხებზე ზრუნავსო, ლამის ყელში ამოვიდეს ამდენი ტყუილი. ამ მიწებს უქმად ვინ მოაცდენს, მაგრამ საშუალება არ არის რომ დავამუშავოთ. ასეთ დღეში მაგათ ჩაგვყარეს,"_ ამბობენ არხილოსკალოელები. გაჭირვებაზე საუბრობენ 80 წლის ეთერ უგუნარაშვილი და 78 წლის მარიამ საქიძეც. "დავბერდით და შვილები ხელს გვკრავენ _ უმუშევრად ვართ და ვერ შეგინახავთო. ჩვენი პენსია კი შეშის ფულად არ გვყოფნის, ყველაფერს "ცეცხლი უკიდია". ძალიან გვიჭირს. სიარულის თავი არ გვაქვს, რომ რაიონამდე ჩავიდეთ ნათესავებთან ვართ შეკედლებული. სოციალურ დახმარებას ვითხოვთ, აგენტები გვეუბნებიან მიიღებთო, მაგრამ უკვე თვეები გავიდა. გთხოვთ დაგვეხმაროთ, რომ ისეთი კომისია გამოგვიგზავნონ, რომელიც სამართლიანად შეგვამოწმებს."
გზა ქვემო ქედისკენ განვაგრძეთ, სადაც კიდევ უფრო გაუსაძლის ცხოვრებაზე გვიყვებიან. განსხვავება მხოლოდ ერთია _ აქ დენის და ტექნიკის პრობლემებს უგზობა და უწყლობა ემატება. "არავინ არაფერში გვეხმარება, არც გზა გვაქვს, არც წყალი და დენი. რაიონის ხელმძღვანელობა ჩამოდის, მაგრამ მაინც არაფერს აკეთებს. ადგილზე პრობლემის გადაჭრაც არ შეგვიძლია, რომ მივმართოთ ვის მივმართოთ? საჯარო რეესტრიდან ცნობა რომ დაგვჭირდეს წნორში უნდა წავიდეთ თურმე. მინდოდა პოლისი მაინც ამეღო, რომ შეღავათები მქონოდა, მაგრამ არ მაღირსეს. რომ მოვკვდები ეგ იქნება ჩემი პოლისი. ჩვენს იქით მამალი აღარ ყივის, დაღუპული ქვეყანა ვართ,~ _ ამბობს ქვემო ქედელი არსენა ბედოიძე. მძიმე პირობების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ პედაგოგებიც: "ოთხი წლის წინ სკოლაში 235 მოსწავლე გვერიცხებოდა, ახლა _ 118. ქვემო ქედში ოჯახი არ არის, რომ შვილი საბერძნეთში არ ჰყავდეს, ეს ყველაფერი კი არსებული პირობების გამო ხდება. გზა ჩვენ არ გვაქს, წყალი და გაზი ხომ ოცნებად გვექცა. შარშან პროექტით მხოლოდ გარე განათება გააკეთეს, მაგრამ უკეთესი იქნებოდა ამის ნაცვლად ჯერ გზის პრობლემა გადაეჭრათ. გვითხრეს ლამპიონებზე 30 000 გავხარჯეთო, მითხარით ამდენი თანხა რად უნდა გარე განათების აღდგენას? რომ გაიძახიან, სასაფლაო შემოვღობეთო, ტყუილია. ოთხი ფიცრისგან შეკრული საპირფარეშო გააკეთეს სასაფლაოზე და როგორც ამბობენ, ათასი ლარი გახარჯეს, გამოდის, რომ ყველაზე ძვირადღირებული საპირფარეშო გვაქვს სოფლის შუაგულში. უფრო წინა წლებში 80 ათასლარიანი სტადიონი გააკეთეს, მაგრამ ტრიალ მინდორზე მხოლოდ ბოძებია ჩაყრილი, რკინის წნულიც კი არ არის. ესაა სტადიონი? აი, ამის გამო გარბიან ახალგაზრდები სოფლიდან. სკოლა კი გაგვირემონტეს კაპიტალურად, მაგრამ რად გინდა? შენობაში რომ შევდივართ დუმილი გვაშინებს, ბავშვები აღარ არიან. გამგებლის მოადგილეს გელა თეთრაულს შევჩივლეთ: _ გვიშველეთ რამე, სოფელში აღარაფერი გვაქვს, ხომ არ დავიხოცებითო? გვითხრა, _ დაიხოცეთო. საჯარო მოხელე რომ ასე გიპასუხებს, ის ამ მთავრობის რეიტინგს მაღლა ასწევს? ჩვენი დეპუტატი ავთო ლეკაშვილი ნუღარ შეეცდება რამე გვთხოვოს, რადგან მეორედ აღარ ავირჩევთ. გზის გაკეთებას შეგვპირდა, შემდეგ კი შემოგვითვალა, გრეიდერის მოტანა ძვირი ჯდება და ვერ დაგეხმარებითო. დეპუტატი რომ ხალხს დაპირდება, სიტყვა არ უნდა გატეხოს, რადგან მის სიტყვას შემდგომში აღარავინ დაიჯერებს. ერთი გაკეთებული საქმე მაინც გვაჩვენოს! ნუ გეგონებათ, რომ ჩვენი პედკოლექტივი ოპოზიციურად არის განწყობილი და ასე იმიტომ ვსაუბროთ, ამ მთავრობამ ხომ იმედი გაგვიცრუა, მაგრამ არც ოპოზიციის გვჯერა," _ ამბობენ ქვემო ქედის საჯარო სკოლის პედაგოგები, თუმცა, ვინაობის დასახელებისგან თავს იკავებენ.
უგზობით შეწუხებულმა პედაგოგებმა ისიც აღნიშნეს, რომ მიკროავტობუსის მძღოლები ქვემო ქედის დაზიანებულ გზამდე არ ჩამოდიან და არხილოსკალოს ბოლო გაჩერებიდან ფეხით უწევთ სახლამდე მისვლა, არადა, თბილისის მარშრუტი ერთადერთი სამგზავრო საშუალებაა რაიონიდან სოფლამდე.
როგორც გავარკვიეთ, აღნიშნულთან დაკავშირებით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ლევან ბაღაშვილი საქმის კურსშია. მისი განმარტებით, ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მდგომარეობა სასიკეთოდ შეიცვალოს. "ტყუილია, როცა ამბობენ, რომ ზემო ქედში წყალი არ არის. ზემო ქედი და არხილოსკალო ნამდვილად გაწყლოვანებულია და თუ ხშირად ვერ მიეწოდებათ, ეს წყლის დებეტის ბრალია. რაც შეეხება ქვემო ქედს, იქ წყალი ჯერ არ შესულა, ეს სამომავლო პროექტებია. ელექტროენერგიის ზედმეტ გადასახადებზე კი გეტყვით, რომ დედოფლისწყაროს ენერგოდისტრიბუციის უფროსი ამის თაობაზე მკაცრად გავაფრთხილე, ჩანს კარგად ვერ გაიგო და კიდევ ვუსაყვედურებ. ქვემო ქედის გზაზე ჩვენც აქტიურად ვფიქრობთ, ვეძებთ გამოსავალს, რა უნდა გავაკეთოთ, რომ პროექტში ჩავსვათ. ნუ ჰგონია ხალხს რომ ჩვენ გულხელდაკრეფილები ვზივართ და არაფერს ვცდილობთ," - განაცხადა ლევან ბაღაშვილმა.

* * *

როგორ დაამარცხეს თბილისის გუნდი რეკორდული ანგარიშით და რა პერსპექტივა აქვთ ,,მიმინოს მორაგბეებს


,,გამგეობის რიგგარეშე დახმარება გადამწყვეტი აღმოჩნდა და ამის დამსახურებაა, ამხელა ანგარიშით რომ დაამარცხეს დედაქალაქის გუნდი``
სოსო შიოლაშვილი (მორაგბეთა გუნდ ,,მიმინოს~ მწვრთნელი): ,,გამგეობისგან ძალიან კმაყოფილი ვართ. ასეთი ყურადღება ჩემი მწვრთნელობის განმავლობაში არასოდეს ყოფილა. თითქმის 6 წელია, ამ რაიონში ვმუშაობ და ასეთი ხელშეწყობა საერთოდ არ გვქონია. შეიქმნა რაგბის განვითარების სახელმწიფო პროგრამა და ვითარება ამანაც გამოასწორა. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობამ კი ახალი სათამაშო ფორმები და მოედნის აღჭურვილობა შეგვიძინა. ბოლო დროს ჩვენი გუნდის ტრანსპორტირების ხარჯები საკუთარ თავზე მთლიანად მუნიციპალიტეტის გამგეობამ აიღო. სულ რაღაც ერთი წელია რაც ბიუჯეტიდან ხელფასები დაგვენიშნა, თორემ მანამდე თითქმის ენთუზიაზმზე ვმუშაობდით.
_ რამდენი სპორტსმენია დედოფლისწყაროში რაგბით დაკავებული?
_ მთლიანად რაიონში რაგბიზე 52 სპორტსმენი ირიცხება, რომლებიც 3 კატეგორიადაა დაყოფილი. 15-16 წლიანი ვაჟები საქართველოს ჩემპიონატის ბე-ლიგას თამაშობენ. ამ კატეგორიაში 22 მორაგბეა. შემდეგ მოდის 13-14-წლიანთა და ქვემოთ, საფესტივალო ასაკის გუნდები.
_ რა მიღწევები აქვთ მიმინოს მორაგბეებს?
_ გასული წლის ნოემბრიდან უფრო აქტიურად დავიწყეთ მზადება. ქალაქ რუსთავის მერიის მიერ ორგანიზებულ რაგბის ფესტივალზე, რომელიც რუსთავქალაქობას მიეძღვნა, რუსთავის მერიის თასი ავიღეთ. შემდეგ სეზონი დაიხურა და სულ ახლახან, 15 მარტიდან ისევ გაიხსნა. საქართველოს ჩემპიონატის ბე-ლიგის I ტურის მატჩზე 8 აპრილს დედოფლისწყაროს სტადიონზე თბილისის ყოჩები რეკორდული ანგარიშით 54 - 0 დავამარცხეთ. ახლა იმართება საქართველოს ჩემპიონატის ბე-ლიგის II ტური, სადაც თბილისის ლელო-ს შევერკინებით. სულ 15 ტური უნდა გაიმართოს.
_ თუ ასე გაგრძელდა, რა შედეგებს ელოდებით და რამდენად პერსპექტიული თაობა არის თქვენს გუნდში?
_ თუ ვაჟები არ იზარმაცებენ, საშუალება გვექნება პირველი ლიგა ვითამაშოთ და შემდეგ ცხადია უმაღლესი ლიგა. აქ ჭაბუკური ასაკი მთავრდება და შემდეგ 18 წლის ასაკიდან დაშვებულია ახალგაზრდების კაცთა ლიგაში თამაში. მაგრამ, ეს უკვე დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული. რაც მთავარია, თაობა უნდა იყოს ქუჩას მოწყვეტილი და ჯანმრთელი. აი, ეს არის წარმატების საწინდარი.
_ ამბობთ, კონკრეტულად რომელიმე მოთამაშის გამოყოფა მიჭირსო, მაგრამ საინტერესოა, მაინც განსაკუთრებული აქტიურობითა და მიზანდასახულობით რამდენად ბევრი მორაგბე გამოირჩევა...
_ რაგბი გუნდური თამაშია. რაც გინდა ძლიერი იყოს მოთამაშე, თუ გუნდთან შეწყობილი არ არის და გუნდური პრინციპით, ერთიანი ძალებით არ თამაშობენ, ასე არაფერი გამოვა.
_ ვნახეთ, რომ საქართველოს ჩემპიონატის ბე-ლიგის I ტურის მატჩზე რეკორდული ანგარიშით 54-ით 0 გაანადგურეთ თბილისის გუნდი. მაშინ, როცა დედაქალაქში გაცილებით უკეთესი პირობებია მოსამზადებლად, ვიდრე რეგიონებში, საინტერესოა, როგორ შეძელით თბილისის გუნდის ასე დამარცხება?
_ გულით მოვემზადეთ და შედეგმაც არ დააყოვნა. საწვრთნელი შეკრება მოვაწყვეთ, რომელიც დამატებით ხარჯებს მოითხოვდა და ეს ადგილობრივი ბიუჯეტიდან არ იყო გათვალისწინებული. მიუხედავად ამისა, გამგეობამ ეს წვრთნები მთლიანად დააფინანსა და ასე რომ არ მომხდარიყო, ალბათ ასეთ კარგ შედეგს ვერ მივიღებდით.
_ გასაგებია, რომ კარგად მოემზადეთ, მაგრამ ასეთი რა განსხვავებული ტაქტიკით თამაშობდნენ დედოფლისწყაროელი მორაგბეები, რომ ამხელა სხვაობით გაიმარჯვეს?
_ ბავშვთა მომზადების ტექნიკური დონე მაღალია. გუნდი ორგანიზებულია და ამან გამოიწვია დედაქალაქის გუნდთან მაღალი ანგარიშით გამარჯვება. რაც მთავარია, სპორტსმენების მომზადება დიდი იყო. ამ მატჩზე აშკარა უპირატესობა პირველივე წუთებიდან აშკარა იყო. თავიდანვე მედგრად შეუტიეს, არაფრის საშუალება არ მისცეს და მოწინააღმდეგე წელში გაწყვიტეს. ასე, რომ გამგეობის რიგგარეშე ფინანსური დახმარება შეიძლება ითქვას, გადამწყვეტი აღმოჩნდა და სწორედ ამის დამსახურებაა, ამხელა ანგარიშით რომ დაამარცხეს დედაქალაქის გუნდი.

ილია მარტყოფლიშვილი; თამილა გურაშვილი
15.04.2010

* * *
#1 სკოლაში დედაენის დღე საპატიო სტუმრებთან ერთად აღნიშნეს


დედაენის დღე განსაკუთრებულად აღნიშნეს დედოფლისწყაროს #1 საჯარო სკოლაში.
ამავე სკოლის პედაგოგ ლალი აბაშიძის ორგანიზებით საღამოს თბილისიდან პოეტები თამარ ლომიძე, მიხეილ ღანიშაშვილი, ნიკო ზვიადაური, სევარიონ ნადირაძე და თამარ ჩადუნელი ესწრებოდნენ. საპატიო სტუმრებს შორის იყო ასევე, პროგრამა ჩვენი საგანძურის ავტორი ივანე ჯაფარიძე.
ლამაზად მორთუილ სააქტო დარბაზში ტკბილეულის სუფრასთან მშვენიერი საღამო მიმდინარეობდა. მასში სხვადასხვა კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. როგორც გაზეთ ქიზიყს ღონისძიებაზე განუცხადეს, განსაკუთრებული წვლილი ლალი აბაშიძემ შეიტანა. საპატიო სტუმრებს შორის ღონისძიებას დედოფლისწყაროს ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის მოძღვარი, მამა ნიკოლოზ ლომსაძეც ესწრებოდა.

ღონისძიებას პედაგოგებთან და მოსწავლეებთან ერთად ესწრებოდნენ პარლამენტის წევრი, დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ლეკაშვილი, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი მარინე მეხრიშვილი და სკოლის დირექტორი მაია ლაპიაშვილი. სკოლის მოსწავლეებმა სხვადასხვა ნომრები შეასრულეს, მათ კი თბილისელი პოეტების ლექსები ენაცვლებოდა, რაც ღონისძიებას განსაკუთრებულ ხიბლს სძენდა. /ქიზიყი/

ილია მარტყოფლიშვილი 14.04.2010
* * *
ბოლო ორი წელია დედოფლისწყაროს მზრუნველი ხელი დაეტყო

დედოფლისწყაროში მიმდინარე სამუშაოებიდან რომელს მიიჩნევს მოსახლეობა პრიორიტეტულად და რა შენიშვნები აქვთ გამგეობასთან?!

ინტერნეტ-გაზეთმა ,,ქიზიყმა`` გადაწყვიტა ქალაქ დედოფლისწყაროს ქუჩებში მოსახლეობა გამოეკითხა და ადგილობრივებს მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამუშაოების შესახებ საკუთარი პოზიცია საჯაროდ დაეფიქსირებინათ. მოქალაქეთა მოსაზრებებს უცვლელად გთავაზობთ.

მარინა (48 წლის): ,,ქალაქ დედოფლისწყაროში ცვლილებები თვალშისაცემი ბოლო წლებში გახდა. ვარდების რევოლუციის შემდეგ დედოფლისწყაროში უკეთესობა საერთოდ არ შეინიშნებოდა... დანარჩენ გამგებლებს საერთოდ არაფერი გაუკეთებიათ საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნვის გარდა. რეალურად რომ შევაფასოთ, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დავით ლეკიშვილის დედოფლისწყაროში გადმოყვანის შემდეგ დაიწყო და სიმართლე უნდა ითქვას, რომ შემდეგ ლევან ბაღაშვილის პერიოდშიც ქალაქში უკეთესობისკენ ბევრი რამ შეიცვალა... ეს ყველაფერი არ არის და კიდევ ბევრია გასაკეთებელი. კარგია, აზრის გამოთქმის საშუალება რომ მომეცა. ჩემი შეფასება არის ის, რომ ქალაქს ბოლო ორი წელია მზრუნველი ხელი დაეტყო. ვერ გეტყვით, რამდენად ხარისხიანად სრულდება, მაგრამ შეუძლებელია არ დაინახო, რომ რაღაც კეთდება... თუმცა, ისიც გვახსოვს, მილიონებით განახლებულ სიღნაღში, სულ მალე, ბინებში წყალი რომ ჩასდიოდათ და უამრავი ხარვეზი გამოჩნდა. ხარვეზები ყოველთვის არსებობს, მაგრამ მთავარია გულგრილი მიდგომა არ იყოს ხელისუფლების მხრიდან და სამუშაოები პიარისთვის კი არ შესრულდეს, არამედ საქმისთვის და მოსახლეობის კეთილდღეობისთვის.

გიორგი (24 წლის): ,,გზები მომწონს. ძალიან კარგია, რომ ქალაქში გზები საგრძნობლად მოწესრიგდა. ამან სულ სხვა იერი შესძინა მთლიანად ქალაქს და მანქანებით მოძრაობაც სასიამოვნო გახადა. ეს კი ადგილობრივებისთვის ახლო მომავალშიც წარმოუდგენელი ოცნება იყო... ახლა ქალაქში მოძრაობაც სასიამოვნო გახდა და აღარც ადამიანებს ექმნებათ ამ მხრივ პრობლემები. ძვირადღირებული და კარგი საქმე გაკეთდა დედოფლისწყაროში. გზების საკითხს ნამდვილად გამოვყოფდი.
ნიკა (17 წლის): ,,კარგია ის, რომ კულტურის სახლთან სკვერი გაკეთდა და ახალგაზრდებს საშუალება მოგვეცა შევიკრიბოთ ხოლმე და ვისაუბროთ, დავისვენოთ. მაგრამ კარგი იქნება, თუ კულტურული და გასართობი ღონისძიებები აქტიურად გაიმართება, თორემ ამ მხრივ რაიონი მართლაც ჩამკვდარია და არაფერი ხდება. ამიტომაც არის, რომ ახალგაზრდები თბილისში გარბიან და აქ ჩამოსვლა ეზარებათ... ხშირად დედოფლისწყაროში მოზარდისთვის მოსაწყენი გარემოა. გამგეობა ამაზეც თუ იზრუნებს, ძალიან გამიხარდება...
თამრიკო (67 წლის): ,,წყალზე უკეთესი პირველ რიგში რა უნდა გაეკეთებინათ. ეს ყველაზე მტკივნეული და აუცილებელი პრობლემა იყო და წყლის პრობლემა აუცილებლად უნდა გამოვყოთ, რადგან ახლა ამაზე წარსულ დროში გვიწევს საუბარი...
თავი სიზმარში მგონია, ამდენი წელია უწყლოობით ვიხრჩობოდით და ახლა 24 საათით გვაქვს, მითუმეტეს საკუთარ ეზოებში... საუბნო ონკანებზეც თანახმა ვიყავით და ჩვენთვის ესეც დიდი შეღავათი იქნებოდა, მაგრამ ეს ათმაგად მეტი ბედნიერებაა, როცა საკუთარ ონკანებზე ვიღებთ წყალს... ბევრი მითქმა მოთქმა იყო, რომ დედოფლისწყაროს დებეტი არ ეყოფოდა და წყალმომარაგების 24 საათიანი გრაფიკი ვერ შენარჩუნდებოდა, მაგრამ საბედნიეროდ, ჯერჯერობით ამ მხრივ შეზღუდვები არ გვაქვს. თუ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა უზრუნველყოფს, რომ 24 საათიანი მომარაგება მომავალშიც შენარჩუნებული იყოს, მადლობლები ვიქნებით. თითეულ ოჯახში მრიცხველების დაყენება სწორი ნაბიჯი იყო, რადგან მან ხალხს წყლის ეკონომიურად მოხმარების კულტურა ასწავლა და უდიერად აღარ ღვრიან... სწორედ ამის ხარჯზე გვაქვს მუდმივი წყალი. მასიური გამრიცხველიანება რომ არ მომხდარიყო, მუდმივი მომარაგების საკითხი ალბათ, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა...
ნონა (36 წლის): ,,სხვა პრობლემებიც გვარდება, მაგრამ მე თუ მკითხავთ, ყველაზე მნიშვნელოვანი დედოფლისწყაროს გამწვანებაზე ზრუნვაა. ვიცი, რომ გაუდაბნოების საფრთხე ყველაზე მეტად ჩვენს რაიონს ემუქრება და მართლა მიხარია, რომ რაიონის ხელმძღვანელობამ ამ პრობლემას დიდი ყურადღება დაუთმო. კარგია, რომ ამ მტკივნეული საკითხის მოგვარებაში უცხოელი მეგობრებიც გვეხმარებიან... უცხოური დაფინანსება რომ არ შემოსულიყო, ალბათ კიდევ კარგა ხანს ვერ მოხდებოდა დედოფლისწყაროში ქარსაფარი ზოლების გაშენება. ჩემი აზრით, ეს ყველაზე მასშტაბური სამუშაოებია, რაც დედოფლისწყაროში ტარდება... სხვა პრობლემები უფრო დროებითია, მაგრამ ეს საკითხი მართლაც დროულად მისახედი იყო და ბედნიერი ვარ, რომ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა და გაუდაბნოებასთან ბრძოლაში ჩაერთო. ალბათ გარემო პირობებმა გამოიწვია, რომ დედოფლისწყაროში ბოლო წლებია მოსავლიანობის ხარისხმა და ოდენობამ რეკორდულად დაბლა დაიწია... /ქიზიყი/

ილია მარტყოფლიშვილი
11.04.2010
* * *

რატომ გახდა დედოფლისწყაროს სავარგულები ნაკლებად მოსავლიანი და რამდენად აისახება კლიმატის ცვლილება ადგილობრივებზე

დიმიტრი ყოჩიაშვილისთვის გლობალური კლიმატური დათბობა გვალვასა და ძლიერ ქარებთან ასოცირდება. ის დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ჯაფარიძეში ცხოვრობს და გვალვებისა და ძლიერი ქარების გამო წელს ხორბლის ყანაში კომბაინი საერთოდ არ შეუყვანია.
ქარებმა ნათესები მთლიანად წაიღო,”ამბობს 30 წლის ფერმერი ბოლო სამი წელია არავითარი მოსავალი არ აგვიღია. გვალვის გახანგრძლივება, ქარების სიჩქარის და ტემპერატურის მატება, ნალექების შემცირება –კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ის კომპონენტებია, რომელიც დედოფლისწყაროში მიმდინარეობს.

ქარები, ძირითადად, გაზაფხულზე მოდის, როცა თესვის დრო დგება,”- ამბობს მარინა შვანგირაძე.
მარინა შვანგირაძე საქართველოს მეორე ეროვნული შეტყობინების კოორდინატორია. ამ შეტყობინების ფარგლებში, დედოფლისწყარო შერჩეულ იქნა, როგორც გაუდაბნოების საფრთხის წინაშე მდგარი ტერიტორია.
ეროვნული შეტყობინების მომზადება გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო-კონვენციის წევრ ყველა ქვეყანას ევალება. საქართველომ კონვენციის რატიფიკაცია 1994 წელს მოახდინა და როგორც განვითარებად ქვეყანას, ევალება ყოველ სამ წელში ერთხელ მოამზადოს ეროვნული შეტყობინება. გლობალური გარემოსდადაცვითი ფონდი კონვენციის ფინანსური ინსტრუმენტია, რომლის დონორები განვითარებული ქვეყნები არიან და განვითარებად ქვეყნებს ეროვნული შეტყობინების მომზადებაში ფინანსურად ეხმარებიან.
კლიმატის დათბობა გავლენას ახდენს როგორც ბუნებრივ ეკო-სისტემებზე, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობაზე და რიგ შემთხვევებში, მათ გადასახლებას, ანუ ეკომიგრანტების გაჩენას იწვევს.
ეკომიგრანტები დედოფლისწყაროს რაიონიდან ჯერ არ არსებობენ, თუმცა, მეორე ეროვნულ შეტყობინებას თუ დავუჯერებთ, მათი გაჩენა რეალურია.
,,მეორე ეროვნული შეტყობინების კვლევის შედეგად, გამოიკვეთა საფრთხეები, რომელიც ელოდება ამ რეგიონს. ესენია: სასოფლო-სამეურნეო მიწებისა და საძოვრების ნაყოფიერების კიდევ უფრო შემცირება ეროზიის ზრდისა და წყლის ნაკლებობის გამო. შეტყობინების დოკუმენტის მიხედვით, ხორბალზე წყლის დანაკლისი, სავარაუდოდ, 73%-ით შემცირდება, რაც იმოქმედებს მის ხარისხსა და საკვებ ღირებულებაზე.
მაღალი სიჩქარის ქარების დროს ნიადაგი იფიტება, ქარს მიაქვს ზედა ჰუმუსოვანი, ანუ ნაყოფიერი ფენა, დათესილ კულტურასთან ერთად. ამდენად, კლიმატური ცვლილებები გავლენას ახდენს იქ მცხოვრებთა ეკონომიკაზე”-–ამბობს მარინა შვანგირაძე.
შედეგად კი ფერმერების მიერ მიწის მიტოვება და ეკოემიგრანტების ზრდაა მოსალოდნელი. სამ რეგიონში, რომელიც მეორე ეროვნული შეტყობინების მიხედვით ყველაზე მოწყვლად ტერიტორიებად დასახელდა, დედოფლისწყაროსთან ერთად, შედის შავი ზღვის სანაპირო ზონა და ქვემო სვანეთი.
დედოფლისწყაროში სასოფლო-სამეურნეო მიწების ქარისმიერი ეროზიისაგან დასაცავად გასულ საუკუნეში 1 770 ჰექტარი ფართობი დაირგა. 1990-იანი წლებიდან ენერგეტიკული კრიზისის გამო ეს ქარსაფარი ზოლები თითქმის მთლიანად გაიჩეხა, რამაც გააძლიერა ნიადაგის ქარისმიერი ეროზია.
2008 წლის ნოემბერში დაიწყო პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ქარსაფარი ზოლების აღდგენას, განადგურებული ტყეების რეაბილიტაციას და საშეშე პლანტაციების გაშენებას დედოფლისწყაროში.
პროექტის დონორია გერმანიის გარემოს, ბუნების დაცვისა და ბირთვული უსაფრთხოების ფედერალური სამინისტრო (BMU), რომელმაც პროექტს 1,2 მილიონი ევრო გამოუყო. პროექტის მიმღები (ბენეფიციარი) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროა, ხოლო განმახორციელებელი ორგანიზაციები გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოება (Gesellschaft fur Technische Zusammenarbeit, GTZ და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობა.
პროექტის ფარგლებში, ქარსაფარი ზოლების ნაწილობრივი რეაბილიტაცია უნდა მოხდეს ხეებით, რომელთა სახეობების არჩევის პროცესიც ამჟამად მიმდინარეობს.
იფანი, აკაცია, ნუში, მუხა, ელდარის ფიჭვი - ის საცდელი სახეობებია, რომლებიც ამ ეტაპზეა დარგული. მათი სიმაღლე ჯერ-ჯერობით 50 სანტიმეტრამდეა.
,,ჩვენ ვფიქრობთ, რომ ხეების გარკვეული სახეობები ვერ გაუძლებს დედოფლისწყაროს ექსტრემალურ კლიმატურ პირობებს – გვალვებს, წვიმების ნაკლებობას, ძლიერ ქარებს. ამიტომ, მხოლოდ ყველაზე გამძლე სახეობები დავტოვეთ გასაშენებლად,”-– ამბობს პროექტის ხელმძღვანელი დიტერ მიულერი.
ქარსაფარი ზოლების სიფართე - 10 მეტრია, საერთო სიგრძე კი - 1 700 კილომეტრი. ამჟამად მხოლოდ 30 კილომეტრია აღდგენილი. ზოლის სრული გაშენება შერჩეული სახეობებით არა ამ პროექტის ფარგლებში, არამედ მისი დამთავრების შემდეგ უნდა გაგრძელდეს.
მიულერს იმედი აქვს, რომ რომელიმე ადგილობრივი კომპანია ამ საქმეში დახელოვნდება და პროექტის დასრულების შემდეგ, თვითონ გააგრძელებს მათ დაწყებულ საქმეს ადგილობრივი თუ საერთაშორისო დაფინანსებით.
პროექტის ინიციატივა სწორედ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობიდან წამოვიდა. ისინი დაუკავშირდნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, ხოლო საქართველოს გარემოს დაცვის სამინსტრო – გერმანიის ბუნების დაცვისა და ბირთვული უსაფრთხოების სამინისტროს. ,,ეს პროექტი ზედა ეშელონებიდნ არ წამოსულა, პირიქით_უბრალო ხალხის ინიციატივა იყო. ისინი მიხვდნენ, რომ რაღაცა უნდა გაეკეთებინათ, - ამბობს მიულერი.
ხეები დედოფლისწყაროელებმა თვითონ დარგეს გერმანელი პარტნიორების დახმარებით. პროცესში ჯაფარიძელი დიმიტრი ყოჩიაშვილიც მონაწილეობდა. ის ხეების დამრგველი ჯგუფის ბრიგადირი იყო და ამ საქმეში სამი კვირის მუშაობის შემდეგ, 380 ლარი აიღო გასამრჯელოდ. დასაქმდნენ მისი მეგობრებიც. ამჟამად, ქარსაფარი ზოლის ნაწილი დიმიტრის კუთვნილ მიწის მიმდებარედაც გადის.
რაც შეეხება ტყეებს, ისინი დედოფლისწყაროს რაიონის მთლიანი ფართობის 1,3%-ს შეადგენენ. ტყის შეშა კი ზოგჯერ გათბობის ერთადერთი წყაროა მოსახლეობისთვის.
,,ჩვენთან არსებობს სოფლები, სადაც გაზი არაა გაყვანილი და შეშაა გათბობის ერთადერთი წყარო,”- ამბობს პროექტის დედოფლისწყაროელი კოორდინატორი გელა თეთრაული, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე.
ნიადაგის ეროზიის შედეგად ხორბლის წარმოება დედოფლისწყაროში შემცირდა. რამდენიმე წლის წინ, წელიწადში 7-8 ტონა ხორბალი მოდიოდა ჰექტარზე, ბოლო წლებში კი ნახევარ ტონამდე ჩამოვიდა.
დედოფლისწყაროს რაიონის მოსახლეობის ეკონომიკური სიძლიერე სწორედ მიწას უკავშირდება. ძირითადი კულტურები ხორბალი, ქერი, შვრია და მზესუმზირაა. მათ მოსაყვანად კი კლიმატური პირობები უარესდება.
,,ეს პროექტი სასიცოცხლოა დედოფლისწყაროელებისთვის, ამაზე ვერც კი ვიოცნებებდით,”-– ამბობს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ლევან ბაღაშვილი. როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი, ის მაქსიმალურად ცდილობს ამ პროექტის მნიშვნელობა ადგილობრივ მოსახლეობას გააცნოს და ასევე გაავრცელოს ინფორმაცია, თუ რა არის გლობალური კლიმატის ცვლილება.
,,გლობალური კლიმატის ცვლილება დედოფლისწყაროელების ყოველდღიურ ცხოვრებაზე და მოსავალზე აისახება,”-–ამბობს ბაღაშვილი. მისი თქმით, დაგეგმილია ქარსაფარის ზოლების გაშენებაში ადგილობრივი ფერმერების ჩართვა.
მართვის თანამედროვე მეთოდების გამოყენებით მოხდება დეგრადირებული ტყის მასივების გარდაქმნა პროდუქტიულ ტყეებად,” - აღნიშნავს პროექტის ქართველი კოორდინატორი გიორგი კოლბინი.
კლიმატის ცვლილებების ზემოქმედების შესარბილებლად და CO2–ის შესამცირებლად დედოფლიწყაროში მუშავდება ხელახალი გატყიანების მოდელები.
კიოტოს პროტოკოლით, საქართველოს, როგორც განვითარებად ქვეყანას, CO2–ის გამოყოფის კვოტა არ გააჩნია, რაც იმას ნიშნავს, რომ სათბურის ტიპის გაზების გამოყოფის კონტროლის პრობლემა საქართველოში არ დგას. შესაბამისად, პროექტს დღეისათვის არ გამოუთვლია, თუ რა რაოდენობის ნახშირორჟანგს შთანთქავენ მომავალში დედოფლისწყაროს რაიონში პროექტის ფარგლებში დარგული ხეები.
დიტერ მიულერის გამოთვლებით, ამჟამად დარგული, ჯერ კიდევ 50 სანტიმეტრის სიმაღლის ხეები 5 წელში დაიწყებენ ჩაფიქრებული – საადაპტაციო-შემარბილებელი ფუნქციების შესრულებას.
არსებობს გერმანული გამოთქმა: როცა ხეს რგავ და ფიქრობ, რომ მის ჩრდილში დაისვენებ, ცდები,”- ამბობს მიულერი “ხეები შთამომავლობისათვის ირგვება.”

ცირა გვასალია

* * *

დედოფლისწყაროელმა მორაგბეებმა თბილისი რეკორდული ანგარიშით 54-ით 0 დაამარცხეს



ხუთშაბათს ქალაქ დედოფლისწყაროს ცენტრალურ სტადიონზე საქართველოს ბე-ლიგა გაიმართა რაგბიში. ერთმანეთს დედოფლისწყაროს მორაგბეთა გუნდი ,,მიმინო` და თბილისის ,,ყოჩები` ხვდებოდნენ. ასპარეზობა 15 წლიანთა ასაკობრივ ჯგუფებში მიმდინარეობდა.
თენგიზ გუმაშვილი (დედოფლისწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრის სპეციალისტი, სპორტის ოსტატი): ,,შეხვედრა იმითაა მნიშვნელოვანი, რომ საქართველოს აღმოსავლეთი ზონის პირველობა მიმდინარეობს რაგბიში და მთლიანობაში ამ ბე-ლიგაში 16 გუნდი მონაწილეობს... სასიხარულოა, რომ დედოფლისწყაროს გუნდმა თბილისელი მეტოქეები რეკორდული ანგარიშით დაამარცხეს, საკუთარ სტადიონზე თავი არ შეირცხვინეს და რაიონის ღირსება დაიცვეს. მიმინოს მორაგბეებმა ნამდვილად გვასახელეს.
ამინდის გაუარესებისა და წვიმის მიუხედავად დედოფლისწყაროელ მორაგბეებს თბილისელი მეტოქეების დამარცხება არათუ გაუჭირდათ, არამედ შეჯიბრი განსაზღვრული დროის განმავლობაში მთლიანად დედოფლისწყაროელი ვაჟების აშკარა უპირატესობით მიმდინარეობდა. გულშემატკივარი წვიმის მიუხედავად მხურვალე ოვაციებით ცდილობდნენ სპორტსმენების გამხნევებას.
დედოფლისწყაროს მორაგბეთა გუნდ ,,მიმინოს` მთავარი მწვრთნელი სოსო შიოლაშვილი გაზეთ ქიზიყთან საუბრისას აცხადებს მორაგბეებმა განსაკუთრებულად ითამაშეს, თუმცა მან საუკეთესოებისა და აქტიური მოთამაშეების გამორჩევისგან თავი შეიკავა. /ქიზიყი/

ილია მარტყოფლიშვილი; თამილა გურაშვილი 08.04.2010

უშუქო, უწყლო და სტიქიური გიორგობა სატელეფონო კავშირების გარეშე

უჩვეულო გიორგობა ჰქონდათ დედოფლისწყაროელებს, 6 მაისი პრობლემებით დახუნძლული აღმოჩნდა აქაური მაცხოვრებლებისთვის. დილიდან მოსახლეობა ჯერ მობილური სატელეფონო კავშირის გარეშე დარჩა. მთელი დღის მანძილზე პარალიზებული იყო ჯეოსელის ქსელი. პრობლემები იყო მაგთიკომის მომსახურებაშიც. მოსახლეობა ვერც დარეკვას ახერხებდა და შემომავალი ზარების მიღებაც შეუძლებელი იყო.
დილიდან შეწყდა ქალაქის წყალმომარაგებაც. როგორც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დედოფლისწყაროს სერვის-ცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი ბენაშვილმა გაზეთ ქიზიყს განუცხადა, მოსახლეობას წყლის მიწოდება ცენტრალური მაგისტრალის დაზიანების გამო შეუწყდა. სამუშაოები დაუყოვნებლივ დაიწყო და დედოფლისწყაროს წყალმომარაგება ღამით აღდგა.
ამას ისიც დაერთო, რომ დღის მანძილზე საგრძნობლად გაუარესდა ამინდი. ძლიერმა წვიმამ და მცირე სეტყვამ ქალაქსაც გადაუარა, თუმცა დედოფლისწყაროს ერთ-ერთ ელექტროგამანაწილებელს მეხი დაეცა და 15:40 წუთზე მოსახლეობას დენის მიწოდებაც შეუწყდა. ელექტრომომარაგების აღდგენა ღამით გახდა შესაძლებელი, თუმცა ქალაქის დიდი ნაწილი მეორე დღემდე უშუქოდ დარჩა.
როგორც ქიზიყმა გაარკვია, ქალაქთან შედარებით უფრო ძლიერმა სეტყვამ გადაუარა ე.წ ჩალიანხევის ტერიტორიაზე არსებულ ნაკვეთებს. მათი მეპატრონეების ცნობით, სტიქიამ მარცვლეული კულტურების ნათესები გაანადგურა.
დილიდან ხარვეზები იყო ქალაქისთვის ტელე-გადაცემების მიწოდებაშიც. ტელეკომპანია იმედის ტრანსლაცია რამდენჯერმე გაითიშა.
ზემოთ ჩამოთვლილმა პრობლემებმა მოსახლეობასთან ერთად გაზეთ ქიზიყსაც შეუშალა ხელი, რედაქციის კუთვნილი ელექტროტექნიკის ნაწილი დაიწვა. უშუქობამ და სატელეფონო კავშირების გათიშვამ ინფორმაციის გავრცელება მნიშვნელოვნად შეზღუდა, რაც აქტიურ წინასაარჩევნო პერიოდში არცთუ სახარბიელოა. /ქიზიყი/ 07.05.2010

16 წლის ასაკში სტალინის ბაღში დაკარგული ქალწულობა, აწეწილი ცხოვრება და მომავლის შიში?!

16 წლის ასაკში სტალინის ბაღში დაკარგული ქალწულობა, აწეწილი ცხოვრება და მომავლის შიში?!
ახალგაზრდობის პრობლემებზე ბევრს საუბრობენ, თუმცა ისიც ყველამ კარგად იცის, რომ ბოლო წლებში მოზარდების კონტროლი გაცილებით რთულდება. თანამედროვე ტექნოლოგიების შემოჭრამ მოზარდების მიერ სექსუალური ცხოვრების ნაადრევად დაწყება გამოიწვია. - - ნინო 19 წლისაა, ახლა რუსთავში ცხოვრობს და თბილისის ერთ-ერთ რესტორანში მიმტანად მუშაობს. დედოფლისწყაროში დაიბადა და გაიზარდა. ამბობს, რომ ასაკის მიუხედავად მძიმე ცხოვრება გამოიარა. ქალწულობა დედოფლისწყაროში ე.წ. სტალინის ბაღში დაკარგა. ნაბიჯს ნანობს, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ პარტნიორი ძალიან უყვარდა და გრძნობების მოთოკვა ვერ შეძლო. ერთი შეხედვით, ამ ამბავში უცნაური არაფერია, თუმცა ირკვევა, რომ იძულებითი სექსუალური კავშირი მას 16 წლის ასაკში ქუჩაში, ღამით სკვერში ჰქონდა. ამბობს, რომ მას შემდეგ ცხოვრებას სხვა თვალით შეხედა. აღმოჩნდა, რომ პარტნიორმა პირობა მალევე დაივიწყა და ცოლად მოყვანაზე უარი უთხრა. პატარა იყო და მომხდარის მშობლებთან თქმაც ვერ გაბედა. რამდენიმე სექსუალური აქტის შემდეგ შეყვარებულმა მიატოვა და თავის საიდუმლოსთან ერთად სულ მარტო აღმოჩნდა. რეგიონებში ასეთი პრობლემებს განსაკუთრებით მწვავედ აღიქვამენ, ამიტომ მომხდარი არც დაქალებისთვის უთქვამს. საკუთარ თავში ჩაიკეტა, დეპრესია დაეწყო, აღარც სკოლაში სიარული უნდოდა. ცოტა ხანში ახალი თაყვანისმცემელი გამოუჩნდა – ერთმანეთს კარგად უგებდნენ, ოჯახის შექმნაზეც მალე ალაპარაკდნენ, მაგრამ ბიჭმა როცა მისი წარსული შეიტყო, სერიოზული გეგმები შეცვალა და მასთან მხოლოდ გართობის ინტერესი შერჩა. მორიგი იმედგაცრუება ნინოსთვის სასოწარკვეთაში გადაშვების მიზეზი კიდევ ერთხელ გახდა. დღევანდელი გადასახედიდან ამბობს, რომ ცხოვრების გზა გაუმრუდდა, ოჯახის შექმნას ვეღარ ახერხებს. ყვება, რომ ვინც მის საიდუმლოს შეიტყობს დაოჯახებაზე ფიქრს წყვეტს და მხოლოდ საყვარლის როლის შეთავაზებით შემოიფარგლება. ყველაფრის მიუხედავად ამბობს, რომ მომხდარი მისი ბრალი არ არის, პირველი სექსი იძულებით მოხდა და ვერაფერს შეცვლიდა. ამ ნაბიჯის ასე ნაჩქარევად გადადგმა არ სურდა, თუმცა პირველი მამაკაცის მიმართ გრძნობა იმდენად ძლიერი იყო, რომ სკვერში კოცნისთანავე წინააღმდეგობის გასაწევად ძალა არ ეყო. ამას სექსის ქვეცნობიერი ინტერესიც დაემატა და ისე დანებდა აზრზე მოსვლაც ვერ მოასწრო. გონს რომ მოვიდა უკვე გვიან იყო. ბიჭი მის სხეულს ბოლომდე დაუფლებოდა და შეწინააღმდეგებას აზრი აღარ ჰქონდა. შეშინდა, თუმცა ქვეცნობიერად ენდობოდა და არ ეგონა თუ ნივთივით მოეპყრობოდნენ. ამბობს, რომ ლამაზი სიტყვები და დაპირებები მაშინვე გაქრა, როცა შეყვარებულმა სურვილი აისრულა. ნინო კი ლამაზ ოჯახსა და შვილების აღზრდაზე ოცნებობდა. არ გამორიცხავს, რომ ოდესმე ისეთ მამაკაცს შეხვდეს, რომელიც გაუგებს და მასთან ბედნიერ ოჯახს შექმნის, მაგრამ ამბობს, რომ არაერთი მცდელობა კრახით დასრულდა. მას შემდეგ ცდილობს ყველა მოზარდ გოგონას გამოცდილება გაუზიაროს და აუხსნას, რომ ადვილად არავის ენდოს. უკვე მიხვდა, რომ ერთი დაუფიქრებელი ნაბიჯით მთელი ცხოვრება შეიძლება გაიმრუდო, მაგრამ იმასაც კარგად აცნობიერებს, რომ ახლა ყველაფერი უკვე ძალიან გვიანია. ყოველ ღამით, დაწოლისას ლამაზ ოჯახზე ოცნებობს, მაგრამ პირველად გადადგმული მცდარი ნაბიჯის გამო დაქორწინებას ვეღარ ახერხებს. იძულებული ვარ დროებითი პარტნიორი მყავდესო – აღნიშნა საუბრის ბოლოს ნინომ და გვარის გამხელისგან თავი შეიკავა. მის პირველ მამაკაცს კი, რომელმაც მასზე ე.წ. სტალინის ბაღში ძალა იხმარა – სურს გადასცეს, რომ კიდევ ახსოვს და ვერასოდეს დაივიწყებს. (იმედია, მასალას თავადაც წაიკითხავს)... /ქიზიყი/ შორენა ბერიძე

ენერგოდისტრიბუციის სიღნაღის მოლარე შესაძლოა, მოკლეს...

ს/ს კახეთის ენერგოდისტრიბუციის სიღნაღის სერვის–ცენტრის მოლარე–ოპერატორი მაია ქემაშვილი გარდაიცვალა – ამის შესახებ რადიო „ჰერეთის“ კორესპონდენტი სიღნაღიდან იტყობინება.

მაია ქემაშვილის გარდაცვალებაზე სიღნაღში ორი ვერსია არსებობს. პირველის თანამხად იგი ანევრიზმით იყო დაავადებული, რის გამოც იგი შეუძლოდ გახდა, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. მეორე ვერსიით მაია ქემაშვილს ჩანთაში სამსახურის 3 000 ლარი ჰქონდა, რომელიც ბოროტმოქმედებმა გასტაცეს და კვალის დაფარვის მიზნით იგი მოკლეს.

კახეთის ენერგოდისტრიბუციაში ქემაშვილის გარდაცვალებას ადასტურებენ, თუმცა ამბობენ, რომ იგი ავადმყოფობის გამო გარდაივალა. სამსახურის მედიასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერის ჟანა დიდებაშვილის განცხადებით, მათთვის ამ ეტაპზე უცნობია მაია ქემაშვილს ჰქონდა თუ არა სამსახურის თანხა ჩანთაში, ან აქვს თუ არა ფინანსური დანაკლისი ენერგოდისტრიბუციის სიღნაღის სერვის–ცენტრს

მაია ქემაშვილის ცხედარი ვაქირში წუხელ ჩამოასვენეს. [ჰერეთი]

რწმუნებული ფიროსმანშიც დისციპლინარული გადაცდომებისთვის გაათავისუფლეს?

სურმანიძე პრეზიდენტის ტრაქტორების სკანდალს გადააყოლეს

როგორც ქიზიყს ინფორმირებულმა წყარომ აცნობა, საზღვრისპირა სოფელ ფიროსმანში გამგებლის რწმუნებული ჯუმბერ სურმანიძე თანამდებობიდან გათავისუფლდა. წყარო იმასაც აკონკრეტებს, რომ სურმანიძის სავარძელი ოთარ ხოზრევანიძემ დაიკავა. შეგახსენებთ, სოფელ ფიროსმანის მოსახლეობა ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტს ჯუმბერ სურმანიძეს პრეზიდენტის ნაჩუქარი ტრაქტორების გამოყენებით თანხების გამოძალვაში ადანაშაულებს. მათი თქმით, ნაჩუქარ ტექნიკას რწმუნებულის ჯუმბერ სურმანიძის ძმა ჯამბულ სურმანიძე განაგებს, რითიც სურმანიძეები მოსახლეობას კატასტროფულად მაღალი თანხის გადახდას აიძულებენ.

უკავშირდება თუ არა გამგებლის მიერ სურმანიძის გათავისუფლება ინტერნეტ-გაზეთ ქიზიყში გამოქვეყნებულ სკანდალურ ინფორმაციას, რის მიხედვითაც სურმანიძეს ადგილობრივი მოსახლეობის გაყვლეფაში წვლილი მიუძღვის, ამ ეტაპზე ძნელი სათქმელია, თუმცა ფაქტია, რომ ის თანამდებობას ინფორმაციის გაჟღერებიდან ორიოდ კვირაში გამოეთხოვა.

მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლევან ბაღაშვილმა ამ ფაქტთან დაკავშირებით ქიზიყს განუცხადა, რომ სურმანიძეს დისციპლინარული გადაცდომები ჰქონდა და თანამდებობიდან ამიტომ გათავისუფლდა. შედის თუ არა ამ გადაცდომებში პრეზიდენტის ნაჩუქარი ტრაქტორების გამოყენება და ამ ფაქტს გადააყოლა თუ არა რწმუნებული, ეს ლევან ბაღაშვილს აღარ დაუკონკრეტებია, თუმცა მინიშნება ისედაც მკაფიო იყო...

მოკლედ, ყველაფერი ნათელია - სურმანიძე დისციპლინარული გადაცდომებისთვის დაისაჯა... თუ ეს მართლაც ასეა, დადებითი ნაბიჯია იმ მხრივ, რომ გამგეობის ხელმძღვანელობამ მორიგი განუკითხაობა ორი ყურის პრინციპით არ გაატარა და მასზე კონკრეტული რეაგირება მოახდინა. მაგრამ, ბაღაშვილის მხრიდან გაკეთებული მინიშნება სურმანიძის დისციპლინასთან დაკავშირებით ძალზე უცნაურად სჩანს. გაზეთი ქიზიყი უახლოეს დღეებში შეეცდება გაარკვიოს რატომ იყო სურმანიძე უდისციპლინო კადრი, ჰქონდა თუ არა მას სხვა დარღვევებიც და კონკრეტულად რა იგულისხმება დისციპლინარულ გადაცდომებში?..

გვიშველეთ, ძმები გვატყავებენო - დაახლოებით ასეთი იყო საზღვრისპირა სოფელში მცხოვრებთა თხოვნა გამგებლის მისამართით. ძმებში ფიროსმანელები სურმანიძეებს გულისხმობდნენ და ლევან ბაღაშვილს რეაგირებისკენ მოუწოდებდნენ. ასეა თუ ისე, მისასალმებელია, რომ ამ შემთხვევაში ლევან ბაღაშვილმა ლიდერის ფუნქციები გამოიყენა და ბრიყვი ჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხი დროულად დასვა. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი; ილია მარტყოფლიშვილი

კახეთში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამა” ერთთვიანი დაგვიანებით დაიწყო

რადიო “ჰერეთს” კახეთის 7 მუნიციპალიტეტში დაუდასტურეს, რომ პრეზიდენტის ინიცირებული “სოფლის მხარდაჭერის” პროგრამა დაიწყო. გარდა ლაგოდეხის რაიონის, სადაც პროგრამის განხორციელება მომავალი კვირიდან იგეგმება.
როგორც რადიო “ჰერეთს” კახეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი სიბაშვილმა განუცხადა, “სოფლის დახმარების” პროგრამა რეგიონის ყველა სოფელში ეტაპობრივად მიმდინარებს და ყველაფერი მზად არის იმისათვის, რომ სამუშაოები ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში დასრულდეს.
შეგახსენებთ, სოფლის მხარდაჭერის პროგრამა კახეთში ჯერ კიდევ მარტში უნდა დაწყებულიყო, თუმცა სამუშაოები ყველა რაიონში ამ დრომდე გადადებული იყო.
ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ სამუშაოების შეფერხების მიზეზი თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირდებოდა. ოპოზიციური პარტიებში აცხადებდნენ, რომ პროგრამით გამოყოფილ თანხას „ნაციონალური მოძრაობა“ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენებდა. /ჰერეთი/

აპრილში გაზეთ ქიზიყის რეიტინგი უპრეცენდენტოდ გაიზარდა

ქართული ვებ-გვერდების რეიტინგის მთვლელი სისტემის, TOP.ge-ს მონაცემების მიხედვით ინტერნეტ-გაზეთ ქიზიყის დავთვალიერებელთა რიცხვი ბოლო 1 თვის მანძილზე მოსალოდნელზე მეტად გაიზარდა. მკითხველთა რიცხვის მატება განსაკუთრებით 7 აპრილიდან გამოიკვეთა.
გაზეთ ქიზიყის მთავარი რედაქტორი ილია მარტყოფლიშვილი რეიტინგის ზრდას მოახლოებულ არჩევნებს უკავშირებს:
,,საერთოდ, კვლევები აჩვენებდა, რომ დაარსების დღიდან საიტის ვიზიტორთა რიცხვი მუდმივად იზრდებოდა. ნელ-ნელა, მაგრამ მაჩვენებელი განუწყვეტლივ ზემოთ მიიწევდა. აპრილიდან კი თვალშისაცემი გახდა, რომ მატების ტემპი მოსალოდნელზე მეტად დაჩქარდა და ეს რეიტინგის გრაფიკულ ფოტოზეც ნათლად ჩანს. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ზოგადად, ბოლო თვეების მაჩვენებელი გაცილებით მაღალი იყო, ვიდრე წინა წელს, ნოემბერსა და დეკემბერში. აპრილის შედეგები კი ჩვენთვის ნამდვილად მოულოდნელი იყო. მატებას ველოდი, მაგრამ ამდენს ნამდვილად არა... თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჩვენს ენთუზიაზმზე დადებითად იმოქმედებს, თვითკმაყოფილების უფლებას არ მოგვცემს და უფრო დიდი მონდომებით ვიმუშავებთ, რადგანაც მკითხველთა რიცხვის ასეთი ზრდა პასუხისმგებლობის განცდას გვიასმაგებს. ეს კი მოდუნების საშუალებას არ მოგვცემს.
- როგორ ფიქრობთ, რითია ეს გამოწვეული?
- პირველ რიგში მკითხველთა მოზღვავებას პირადად მე მოახლოებულ არჩევნებს დავუკავშირებ. ვითარება ნელ-ნელა იძაბება და საარჩევნო კამპანია აქტიურ ფაზაში შედის. დედოფლისწყაროში კი სხვა წლებისგან განსხვავებით წელს პირველად გვაქვს დამოუკიდებელი და რაც მთავარია ყოველდღიური მედიასაშუალება, რომელიც აქტუალურ თემებს და ახალ ამბებს ოპერატიულად ავრცელებს. ის ინფორმაციული ვაკუუმი, რაც ჩვენთან არსებობდა ქიზიყმა შეავსო და ამის დამსახურებაა, რომ ასე გაიზარდა ჩვენი დამთვალიერებელი. ხალხმა ის ნახა, რაც აკლდა, ამას წინასაარჩევნო პერიოდიც დაერთო და მოქალაქეები იმაზე მეტად აქტიურები გახდნენ ვიდრე მანამდე...
- ზოგიერთები ოპოზიციურ გაზეთად აღგიქვამენ...
- მცდარი შეხედულებაა, რადგან თუ მასალებს კადგად გადახედავთ, აღმოაჩენთ, რომ ინტენსიურად იწერება კრიტიკული სტატიები ოპოზიციურ პარტიებზე და მათ ადგილობრივ წარმომადგენლებზე. თითქმის ყველა ოპოზიციური ორგანიზაცია საკმაოდ მკაცრად გვყავს გაკრიტიკებული და სწორედ ჩვენი დამსახურება იყო, რომ რამდენჯერმე ლიდერებმა ზოგიერთის გათავიუფლების ან დასჯის გადაწყვეტილებაც მიიღო. კრიტიკა ოპოზიციონერობას არ ნიშნავს. თუკი ხელისუფლებასაც და ოპოზიციურ ძალებსაც ერთნაირად ვაკრიტიკებთ, რანაირად შეიძლება ვიყოთ ოპოზიციური? მითუმეტეს, რომ ჩვენი მუშაობიდან არცერთი პოლიტიკური სუბიექტის ინტერესები და მხარდაჭერა არ იკვეთება. ჩვენ არცერთი პოლიტიკური ჯგუფისგან არ ვფინანსდებით და ჩვენთვის სულ ერთია რომელი მხარეა. ნებისმიერის შესახებ გავრცელდება ყველა ის ინფორმაცია, რასაც ჩვენი რედაქცია საჭიროდ ჩათვლის და ამას ვერაფერი შეაფერხებს. ეს ალტერნატივა რომ გაჩნდა, დამთვალიერებელთა რიცხვი ამან გაზარდა. თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ არჩევნების გასვლის შემდეგ ამ მაჩვენებელმა ოდნავ დაიკლოს, მაგრამ იმაში დარწმუნებული ვარ, რომ ასე მაღალი თუ არ იქნება, ძველ ნიშნულთან შედარებით ზრდას კვლავაც სტაბილურად გააგრძელებს. ეს მოზღვავება კი მოდით, არჩევნებს დავუკავშიროთ. - აცხადებს ილია მარტყოფლიშვილი.
შეგახსენებთ, ორიოდ დღეში, 10 მაისს ინტერნეტ-გაზეთი ქიზიყი 1 წლის ხდება... ასე, რომ არ ჩამორჩე მოვლენებს - იმეგობრე შენს საიტთან!!! /ქიზიყი/ ბესიკ გულაშვილი 06.05.2010

წითელწყაროს სკოლის დირექტორი ტუხაშვილის მეუღლეზე განხორციელებულ ზეწოლას უარყოფს

უკვე მერამდენე დღეა ქრისტიან-დემოკრატების დედოფლისწყაროს ორგანიზაციის პარტიული სიის მეოთხე ნომერი თენგიზ ტუხაშვილი არსებულ ზეწოლებზე საუბრობს. გაზეთი ქიზიყი დაინტერესდა, განხორციელდა თუ არა რაიმე სახის ზეწოლა ტუხაშვილის მეუღლეზე მარიამ გულდამაშვილზე, რომელიც წითელწყაროს რუსულ-ქართული სკოლაში პედაგოგად მუშაობს. ინფორმაციის გადამოწმება წითელწყაროს საჯარო სკოლის დირექტორთან ლალი მენთეშაშვილთან ვცადეთ.
,,არავითარი ზეწოლა არ ყოფილა, მითუმეტეს სკოლის დირექციის მხრიდან, პირიქით... მარიამ გულდამაშვილი ჩვენთან ჩვეულებრივად მუშაობს რუსული ენის მასწავლებლად. მე პირადად, როგორც საკუთარ ახლობელს ისე ვექცევი. მინდა გითხრათ, რომ პედკოლექტივის წევრები რამდენად პოლიტიკურნი არიან თუ აპოლიტიკურნი, ამას ყურადღებას არ ვაქცევ... ყველას თავისი შეხედულება და მრწამსი აქვს. ყოველ შემთხვევაში, არც გარეთ და არც სკოლის შიგნით არავითარი ზეწოლა არ ყოფილა - აცხადებს სკოლის დირექტორი ლალი მენთეშაშვილი და მედიით გავრცელებულ ბრალდებებს ცრუს უწოდებს.
თენგიზ ტუხაშვილი, რომელიც წითელწყაროს მაჟორიტარობიდან პარტიამ ბოლო დღეს მოხსნა, ადგილობრივ ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებდა, რომ თუ კანდიდატურას არ მოხსნიდა, სხვადასხვა სახის მუქარებთან ერთად მის მეუღლესაც სამსახურთან დაკავშირებით, პრობლემების შექმნით ემუქრებიან.ხელმეორედ კომენტირებისას, ტუხაშვილმა გაზეთ ქიზიყს დაუდასტურა, რომ მეუღლესთან დაკავშირებით გამოკვეთილი მუქარები არ ყოფილა, თუმცა ფარული სატელეფონო ზარები რამდენჯერმე დაფიქსირდა. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი

გოდერძი აბულაშვილი ხელს ტუხაშვილისკენ იშვერს და ამბობს, რომ კომპრომატების გამო მოხსნა

ქრისტიან-დემოკრატების დედოფლისწყაროს ორგანიზაციაში დაპირისპირება გრძელდება. სოფელ წითელწყაროს მაჟორიტარობის ყოფილი კანდიდატი, #1 სკოლის ექს-დირექტორი თენგიზ ტუხაშვილი რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელს გოდერძი აბულაშვილს ხელისუფლებასთან გარიგებაში ღიად ადანაშაულებს. თავად აბულაშვილი კი ხელს ტუხაშვილისკენ იშვერს და ამბობს, რომ გარკვეულმა პირებმა პარტიის ზემდგომ პირებთან ტუხაშვილის მაკომპრომეტირებელი მასალები წარადგინეს, რის გამოც თარგამაძის მოძრაობამ მისი კანდიდატურის მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო. ,,ვერ გეტყვით, ნამდვილად არ ვიცი, რა კომპრომატები დაალაგეს თენგიზ ტუხაშვილის შესახებ...
- ანუ, თქვენ ამბობთ, რომ შესაძლოა, ტუხაშვილი გაურიგდა ხელისუფლებას?
- რაც არ ვიცი, რა გიპასუხოთ. რა წარადგინეს ზემდგომ პირებთან, არ ვიცი. თუმცა, ფაქტია, რომ პარტიამ მისი კანდიდატურის მოხსნა გადაწყვიტა. მინდა გითხრათ, რომ სამაგიეროდ, ტუხაშვილი სიის მეოთხე ნომრად ჩავწერეთ. მე ვფიქრობ, რომ ამ ნაბიჯით ის გაცილებით უკეთეს პირობებში აღმოჩნდა. - აცხადებს აბულაშვილი.
,,მე მოსყიდული როგორ ვიქნები, ჯერ თვითონ შემომთავაზეს და მერე კანდიდატურა ისე მოხსნეს აზრზე არ ვიყავი. გამოდის, რომ რაღაცაშია საქმე - ამბობს ტუხაშვილი და აბულაშვილის კომენტარს თავის მართლების მცდელობად აფასებს.
როგორც ქიზიყმა გაარკვია თარგამაძის მოძრაობის ადგილობრივ ხელმძღვანელს არცთუ სახარბიელო დამოკიდებულება აქვს დანარჩენ თანაგუნდელებთანაც. კულუარებში ბევრს საუბრობენ, რომ ქრისტიან-დემოკრატებში შიდა განხეთქილება და მუდმივი დაპირისპირებებია. მაგალითად, მითქმა-მოთქმა არ ცხრება იმ ფაქტთან დაკავშირებითაც, რომ აბულაშვილს დალაგებული და შეთანხმებული ურთიერთობა არც ქალაქ დედოფლისწყაროს მაჟორიტარობის კანდიდატთან ია ჯანაშვილთან აქვს. ადგილობრივები ამ პარტიას დედოფლისწყაროში ძალზე დაქსაქსულს უწოდებენ და მიიჩნევენ, რომ მთლიანი გუნდი გამოსაცვლელია. /ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი; თამილა გურაშვილი 04.05.2010

ნასამართლევი კანდიდატების ბუმი ალიანსის სიაში და საეჭვო წარსულის მაჟორიტარების ბრძოლა მანდატისათვის

რესპუბლიკური პარტიის დედოფლისწყაროს ორგანიზაციის თავმჯდომარე ნოდარ ტოკლიკიშვილი ამბობს, რომ მისივე თანაგუნდელებს თურმან და მამუკა კოჭლამაზაშვილებს, ასევე ვლადიმერ ჩარბოდაშვილს მისი ადგილი უნდათ და თავმჯდომარეობისთვის იბრძვიან. იგივეს ფიქრობს ტოკლიკიშვილის ფაქტობრივი მოადგილე, აკაკი ნატროშვილიც. ის აცხადებს, რომ უბრალოდ, მათ პარტიაში გამოჩნდნენ კონკურენტუნარიანი ადამიანები და ეს ამის შედეგია. კულუარებში კი ბევრს საუბრობენ, რომ თავად ხელმძღვანელსაც აკაკი ნატროშვილი მართავს.
გაზეთმა ქიზიყმა პარტიული სიების გამოქვეყნების შემდეგ აღმოაჩინა, რომ რესპუბლიკელების სახელით დედოფლისწყაროში მაჟორიტარ კანდიდატებად საეჭვო წარსულის ყოფილი პოლიციელები ჰყავთ დასახელებულნი.
ქალაქის მაჟორიტარად ყოფილი პოლიციელი გიორგი ნასრაშვილი იყრის კენჭს. ნასრაშვილი შს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოში ინსპექტორ-გამომძიებლად მუშაობდა. ის ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. ორწლიანი სასჯელის მოხდის შემდეგ საპროცესო გარიგებით 10 000 ლარი გადაიხადა და გათავისუფლდა.
სოფელ არბოშიკში მაჟორიტარად წარდგენილი მამუკა კოჭლამაზაშვილის ძმა თურმან კოჭლამაზაშვიც ყოფილი პოლიციელი გახლავთ და ისიც ქრთამის აღების ფაქტზე ნასრაშვილთან ერთად დააკავეს. როგორც აღმოჩნდა, კოჭლამაზაშვილსაც 2 წლიანი პატიმრობა და 10 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა.
ალიანსის მაჟორიტარი კანდიდატი პოლიციური წარსულის გახლავთ სოფელ ოზაანშიც. იოსებ ოზაშვილი პოლიციიდან კახეთის მთავარი სამმართველოს მიერ მოვალეობების არაკეთილსინდისიერად შესრულების გამო გათავისუფლდა.
სხვათაშორის, ახლახან, რესპუბლიკელმა აკაკი ნატროშვილმა დამოუკიდებელ ჟურნალისტებს მათ ოფისში მისვლა აუკრძალა.
პირობითი სასჯელის პარალელურად საკრებულოში მოხვედრას გეგმავს ნოღაიდელის მოძრაობის მიერ ქვემო ქედის მაჟორიტარად დასახელებული ყოფილი პოლიციელი თემურ კურეტიშვილი. მას ახლახან სასამართლომ 4 წლიანი პირობითი სასჯელი შეუფარდა, რომელიც ჯერ არ ამოწურულა.
მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის დედოფლისწყაროს ორგანიზაციის ხელმძღვანელმა შოთა ჯამასპიშვილმა ამ საკითხის ირგვლივ გაზეთ ქიზიყს ექსკლუზიური კომენტარი მისცა და ფაქტიც დაადასტურა. გაირკვა, რომ კანდიდატმა ჯამასპიშვილს დაუმალა, რომ ამ დრომდე პირობით სასჯელს იხდის:
,,აუცილებლად უნდა გავარკვიო და შეფასებებს აუცილებლად გავაკეთებ. წინასწარ ამის შესახებ არაფერი ვიცოდი. ეს ნამდვილად ასეა. კურატიშვილი დაბარებული მყავს. პირადად აგვიხსნის ყველაფერს და ალბათ, უახლოეს დღეებში ამ საკითხზე პრესკონფერენციას გავმართავთ. - აცხადებს შოთა ჯამასპიშვილი.
ამგვარი კანდიდატების წარდგენამ ამომრჩეველში დაბნეულობა გამოიწვია. მოსახლეობის ნაწილი ოპოზიციური პარტიების ამგვარ გადაწყვეტილებას უარყოფითად აფასებენ. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი; ილია მარტყოფლიშვილი 03.05.2010

მირზაანში მიგრაციის შესაჩერებლად გაუქმებული სკოლის აღდგენა იწყება

ნიკო ფიროსმანის მშობლიურ სოფელში უკვე სამი წელია სკოლა აღარ ფუნქციონირებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ სკოლის გაუქმებამ და მასიურმა უმუშევრობამ მიგრაციის გააქტიურება გამოიწვია. მოსწავლეებს განათლების მისაღებად ყოველდღიურად კილომეტრების გავლა და მეზობელი სოფლის სკოლაში სიარული უწევთ. უყურადღებოდ მიტოვებული შენობა კი გაიძარცვა და ნგრევის პირას აღმოჩნდა.
ბოლო წლებში მირზაანელებმა სკოლის აღდგენის მოთხოვნით არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს, წერილებიც ბევრგან გაგზავნეს, მაგრამ პრობლემის მოგვარება ამ დრომდე ვერ მოხერხდა.
როგორც დედოფლისწყაროს გამგეობაში განაცხადეს, მირზაანში მიგრაციის შესაჩერებლად აქილევსის ქუსლად ქცეული სკოლის რეაბილიტაცია იწყება. მუნიციპალიტეტის გამგებლის ლევან ბაღაშვილის ჩარევის შემდეგ, დედოფლისწყაროს სკოლების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წელს 280 000 ლარი გამოეყო. გამგეობაში განმარტავენ, რომ მირზაანის გაუქმებული სკოლის შენობას სრული რეაბილიტაცია წელს ჩაუტარდება, რაზეც 71 000 ლარია გათვალისწინებული.
ლევან ბაღაშვილი მიიჩნევს, რომ შენობის რეაბილიტაციის შემდეგ, სკოლის აღდგენა მოხერხდება და კონტინგენტიც ეყოლება. სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება და შენობის სრულ აღდგენას ითვალისწინებს.
სოფელი დაშლის საფრთხის წინაშე რომ სერიოზულად დგას ამას სოფლის კოლორიტად წოდებული, ყოფილი სკოლის დირექტორის მოადგილე, ნიკო ფიროსმანის შთამომავალი, დალი ფიროსმანაშვილიც ადასტურებს: ,,სკოლის არარსებობის გამო მირზაანში სულიერება და განათლების წყარო მოისპო. კულტ-სახლი დაგვინგრიეს. ერთადერთი ეკლესიაღა შემოგვრჩა, მის აღდგენასაც დიდი ბრძოლით მივაღწიეთ. მირზაანი ნასოფლარს დაემსგავსა, სკოლის აღდგენა აუცილებელია, თორემ სოფელი საცაა დაიცლება - ამბობს ხელოვანი დალი ფიროსმანაშვილი.
ადგილობრივები სკოლის აღდგენითი სამუშაოების დაწყებას მოუთმენლად ელიან და ამ ნაბიჯს სოფლის დაცლისგან გადარჩენის გზას უწოდებენ.
[ქიზიყი] ილია მარტყოფლიშვილი 03.05.2010


ნახე!!!

ნომერი, რითაც ეროვნული საბჭოს კანდიდატს ცოლშვილის აწიოკებით ემუქრებოდნენ ზუგდიდელ ქალს ეკუთვნის

გაზეთ ქიზიყის ჟურნალისტებმა იმ ტელეფონის ნომრის მფლობელის ვინაობა დაადგინეს, რომელიც ნოღაიდელის მოძრაობის დედოფლისწყაროს ორგანიზაციის წევრს და სოფელ არბოშიკის მაჟორიტარ კანდიდატს შალვა გოგიშვილს ურეკავდა, კანდიდატურის მოხსნას აიძულებდა და ცოლ-შვილის აწიოკებით ემუქრებოდა.
გოგიშვილთან მოკლე ტექსტური მესიჯები და მანდილოსნის მიერ განხორციელებული ზარები დაფიქსირდა ნომრიდან 8(99) 577 695.
როგორც ქიზიყმა გაარკვია, ნომერი ზუგდიდის რაიონის სოფელ ახალსოფელის მცხოვრებს, ვინმე ლუსანა ჭაბუას ეკუთვნის. ის ამბობს, რომ დიასახლისია, არსად მუშაობს და მომხდარი გამორიცხულია, რადგანაც ძალზე აპოლიტიკური ადამიანია.
,,ასეთი რამ გამორიცხულია. ეს რაღაც შეცდომაა. ადამიანს ვისაც თქვენ ასახელებთ, საერთოდ არც ვიცნობ და არც რაიმე დაინტერესება მაქვს. კახეთთანაც არანაირი შეხება არ მაქვს და რატომ უნდა დამერეკა. ძალიან აპოლიტიკური ადამიანი ვარ. თქვენ წარმოიდგინეთ, არჩევნებშიც კი არასოდეს ვიღებ ხოლმე მონაწილეობას და მითუმეტეს საერთოდ არ მაინტერესებს ვინ დააყენებს კანდიდატურას. ან ზუგდიდში მცხოვრებს კახეთის კანდიდატურები რა ხელს უნდა მიშლიდეს? საერთოდ არსად ვმუშაობ და მუდმივად შინ ვარ.
- მაშ როგორ აღმოჩნდათქვენი ნომრიდან წერილები? გოგიშვილი ამბობს, რომ ამავე ნომრიდან ქალი რეკავდა და ემუქრებოდა...
- არ ვიცი... მე ნამდვილად არ ვყოფილვარ. ტელეფონსაც არ ვტოვებ უყურადღებოდ და არასოდეს ვთიშავ. ამიტომ, ვერც იმას ვიტყვი, რომ შემთხვევით სხვას ესარგებლა ჩემი ნომრით. ასეთი რამ გამორიცხულია. ღამითაც არასოდეს ვრთავ და არც მისი უყურადღებოდ დატოვება მჩვევია. სხვა ვერ დარეკავდა. იქნებ ქსელებია არეული და რაღაც შეცდომა მოხდა, თორემ აი ხომ ხედავთ, არ ვყვირივარ და წყნარად და შეგნებულად გესაუბრებით. ძმასთან ერთად ვცხოვრობ, დიასახლისი ქალი ვარ არსად გავდივარ.
- მართლა განხორციელდა თუ არა ზარები თქვენი ნომრიდან, ამას გამოძიება დაადგენს და ამის დამალვას პოლიციასთან თქვენ ნამდვილად ვერ მოახერხებთ. მოდით, პირდაპირ თქვით, ანუ, ნაციონალურ მოძრაობასთან არანაირი შეხება არ გაქვთ და არც ოდესმე გქონიათ?
- საერთოდ პოლიტიკაში არ ვერევი. ალბათ, არც ამ არჩევნებზე წავალ. დამიჯერეთ რაღაც შეცდომაა.
ყველაფრის მიუხედავად იმავე ნომრიდან გამოგზავნილი წერილები გოგიშვილის ტელეფონში ამ დრომდე ინახება. შაქმის მოკვლევა შს დედოფლისწყაროს სამმართველომაც დაიწყო. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი 03.05.2010

რეგიონული გაზეთები პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღე საპროტესტო აქციით აღნიშნავენ

3 მაისს, პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს, თექვსმეტი რეგიონული გაზეთის პირველ გვერდებზე მხოლოდ მოწოდება - ,,მოგვეცით საჯარო ინფორმაცია!"- გამოქვეყნდება.

გაზეთების დემარში დაკავშირებულია საჯარო ინფორმაციის რეალური გამჭვირვალობას მო მოთხოვნასთან.

გაზეთებმა ერთობლივი მიმართვის ტექსტიც შეიმუშავეს, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს რეგიონებში დასაქმებული ჟურნალისტებისთვის უმწვავეს პრობლემას წარმოადგენს საჯარო ინფორმაციის მოპოვება და, მიუხედავად იმისა, რომ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვისა და მიწოდების წესს არეგულირებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, მუდმივად ირღვევა აღნიშნული კანონით დადგენილი ნორმები.

,,ამ მხრივ - საჯარო ინფორმაციის დამალვით - განსაკუთრებით გამოირჩევიან ძალოვანი უწყებები: შინაგან საქმეთა სამინისტრო, მთავარი პროკურატურა და თავდაცვის სამინისტრო", - ნათქვამია მიმართვის ტექსტში..

რეგიონული მედიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პრობლემებთანაა დაკავშირებული რეგიონებში მომუშავე ჟურნალისტების სხვა ცენტრალურ უწყებებთან ურთიერთობაც. კერძოდ, აღნიშნული უწყებების პრეს-სამსახურებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებების თანამშრომლები, ძირითადად, ინფორმაციის დამალვით არიან დაკავებულნი და ქმნიან დამატებით ბარიერებს ჟურნალისტებისთვის საჯარო ინფორმაციის მოპოვებისას.

,,უფრო მეტიც, ცენტრალური უწყებების პრეს-სამსახურები (იშვიათი გამონაკლისის გარდა) თითქმის არ თანამშრომლობენ რეგიონულ მედიასთან, ან შერჩევითი თანამშრომლობის ფორმებს იყენებენ - ინფორმაციას აწვდიან მხოლოდ მათთვის "სასურველ" ჟურნალისტებს, რომლებიც დასაქმებულები არიან ხელისუფლებისგან მართვად ან კონტროლირებად მედია-ორგანიზაციებში", - ვკითხულობთ მიმართვის ტექსტში.

რეგიონული მედიის წარმომადგენლები თვლიან, რომ საჯარო ინფორმაციის დამალვა წახალისებულია ცენტრალური ხელისუფლების მიერ, ამას იგივე მონდომებით იყენებენ თვითმმართველობების წარმომადგენლებიც, ადგილობრივ ჟურნალისტებთან ურთიერთობებისას..

,,მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, მთავრობის წევრებს, უზრუნველყონ საჯარო დაწესებულებების რეალური და არა - ფასადური გამჭვირვალობა! დაუყოვნებლივ აღკვეთონ საჯარო მოხელეების თვითნებობა ჟურნალისტებისთვის საჯარო ინფორმაციის მიწოდებისას და იმოქმედონ მხოლოდ და მხოლოდ კანონით დადგენილი ნორმებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, მივიჩნევთ, რომ ხელისუფლება მიზანმიმართულად ეწევა ქვეყანაში დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი ინსტიტუტის - მედიის თავისუფლების შეზღუდვას", - მოუწოდებენ მიმართვის ავტორები.

,,ახალი გაზეთის" (ქუთაისი) მთავარი რედაქტორი ია ბობოხიძე ამბობს, რომ რეგიონებში მოუშავე მედიასაშუალებები საჯარო ინფორმაციის გამოთხოვასთან დაკავშირებით ხშირად აწყდებიან სერიოზულ სირთულეებს, როგორც ადგლობრივ დონეზე, ასევე ცენტრალური უწყებებთან.

,,პრაქტიკულად ყველა რეგიონში სიტუაცია იდენტურია. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ ერთობლივი მშვიდობიანი აქციის ფორმატისთვის მიგვემართა", - ამბობს ბობოხიძე.

მისი თქმით, თუ რა პრობლემებზეა საუბარი, ახსნილი იქნება გაზეთების მომდევნო გვერდებზე, სადაც გამოქვეყნდება ერთობილი მიმართვის ტექსტი, რომლის შემუშავებაზე აქციაში მონაწილე ყველა მედიასაშუალების ჟურნალისტებმა იმუშავეს.

აქციას, საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციის გარდა, შეუერთდა სტუდია ,,მონიტორი", ,,კახეთის საინფორმაციო ცენტრი" და ცენტრალური გაზეთებიდან ,,რეზონანსი".

რეგიონული მედიის წარმომადგნელები გეგმავენ, რომ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი და არასამთავრობო ორგანიზაციებიც ჩააყენონ საქმის კურსში, გაიმართება აქციებიც.

რეგიონული მედიის ასოციაციის თავმჯდომარე ია მამალაძის თქმით, პრობლემა მეტად აქტუალურია, სასურველია რომ კამპანიას მომავალში ცენტრალური გაზეთებიც შეუერთდნენ.

,,ეს იდეა გაჩნდა სპონტანურად, ვეცდებით, აქციები გავაფართოვოთ და მომავალშიც გავაგრძელოთ", - ამბობს მამალაძე.

/გიორგი ფუტკარაძე/

თენგიზ ტუხაშვილი წითელწყაროს მაჟორიტარობიდან იძულებით მოხსნეს

ქალაქ დედოფლისწყაროს #1 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორი თენგიზ ტუხაშვილი საოლქო კომისიაში კანდიდატების რეგისტრაციის ვადის ამოწურვის ბოლო მომენტამდე დარწმუნებული იყო, რომ სოფელ წითელწყაროდან კენჭს ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის სახელით იყრიდა. ბოლო მომენტში კი აღმოჩნდა, რომ პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელობა მხოლოდ სიაში მის მეოთხე ნომრად ჩაწერას დასჯერდა.
თენგიზ ტუხაშვილი მიიჩნევს, რომ მისი მაღალი რეიტინგის გამო თარგამაძის პარტია მმართველი გუნდის კანდიდატთან დაპირისპირებას მოერიდა და სკოლის ყოფილი დირექტორის კანდიდატურა შედარებით უცნობი კადრით შეცვალა. მისი თქმით, რეიტინგული კანდიდატის ჩასმა მმართველი გუნდის გამარჯვებას ეჭვქვეშ დააყენებდა და ამგვარი სცენარიც ამიტომ გათამაშდა. საბოლოო ჯამში სოფელ წითელწყაროდან კენჭს სოსო რობიტაშვილი იყრის. მისი კანდიდატურა ამომრჩევლისთვის არცთუ ისე მრავლისმთქმელია.
თენგიზ ტუხაშვილი: ,,ჩემს შესაძლებობებსა და ავტორიტეტში ეჭვი არ მეპარება და დარწმუნებული ვარ, სოფელ წითელწყაროში 75%-იან გამარჯვებას მოვიპოვებდი. თუმცა, არ დამცალდა... მემუქრებოდნენ, რომ ჩემს მეუღლეს, რომელიც წითელწყაროს საჯარო სკოლაში პედაგოგად მუშაობს, პრობლემები შეექმნებოდა. ფარული ნომრებიდანაც მირეკავდნენ და მაშინებდნენ, პირდაპირ მოითხოვდნენ კანდიდატურა მომეხსნა. ამ ყველაფერში გოდერძი აბულაშვილს ვადანაშაულებ, რადგან ხელისუფლებასთან არის შეკრული. განცხადებაც არ დამიწერია, ისე მოხსნეს ჩემი კანდიდატურა... პირადად გიორგი თარგამაძესთან აღარ დამირეკია, რადგან ხელი ჩავიქნიე და დავრწმუნდი, რომ ეს პარტია მთლიანად ხელისუფლებასთან არის შეკრული და ბრძოლას აზრი არა აქვს. როდესაც აბულაშვილს განმარტება ვთხოვე, ასე მითხრა, ზემოდან ასეთი დავალება მქონდაო... - აცხადებს ტუხაშვილი, რომელიც ყველაფრის მიუხედავად ქდმ-ს პარტიული სიის მეოთხე ნომრად ფიქსირდება.
ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის დედოფლისწყაროს ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოდერძი აბულაშვილი, რომელიც ვარდების რევოლუციამდე მოქკავშირის ადგილობრივ ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა, გაზეთ ქიზიყთან საუბრისას ბრალდებებს უარყოფს: ,,ამ თემაზე ვრცლად ხვალ ვისაუბროთ, ჩვენს კანდიდატებს პიროვნულად კარგად ვიცნობ და არჩევანის გაკეთებაზე არ მიყოყმანია. - აცხადებს აბულაშვილი. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი

რესპუბლიკელების დედოფლისწყაროს ორგანიზაციაში დამოუკიდებელი ჟურნალისტების შესვლა აიკრძალა

რესპუბლიკური პარტიის დედოფლისწყაროს რაიონული ორგანიზაციის ოფისში დამოუკიდებელი ჟურნალისტების მისვლა და ნებისმიერი კითხვის დასმა აკრძალულია. ამის შესახებ ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომრის მოადგილემ აკაკი ნატროშვილმა ადგილობრივ დამოუკიდებელ გაზეთ ქიზიყის ჟურნალისტებს განუცხადა.
ჟურნალისტები რესპუბლიკელებს სხვადასხვა კითხვებზე პოზიციის დასაფიქსირებლად ეწვივნენ, თუმცა, როგორც გაზეთ ქიზიყის კორესპონდენტი თამილა გურაშვილი ამბობს, ნატროშვილმა მათ ოფისის დაუყოვნებლივ დატოვება მოსთხოვა.
„აკაკი ნატროშვილი მეუბნებოდა, რომ დამოუკიდებელ ჟურნალისტებს მათ ოფისში შესვლისა თუ კითხვების დასმის უფლება არ გვქონდა და ასე თქვა, არ ვნახო აქ ჟურნალისტებიო. ნატროშვილი პირადი ინტერესებით მოქმედებს. აკრძალვების განხორციელება, ახლახან, ჩვენს მიერ გამოქვეყნებული მწვავე სტატიების გამო გადაწყვიტა და თანამშრომლობა მხოლოდ იმიტომ შეწყვიტა, რომ რამდენიმე კრიტიკული წერილიც დაიწერა. სახელისუფლებო მედიის წარმომადგენელი რომ ვყოფილიყავი, ასეთი ნაბიჯი არ გამიკვირდებოდა, რადგან ოპოზიციის მხრიდან, სამწუხაროდ, ამა თუ იმ მედიასაშუალებების ბოიკოტირება ხშირად მომხდარა. ჩვენი გაკვირვება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ დედოფლისწყაროს ორგანიზაციაში აკრძალვა ამ შემთხვევაში მხოლოდ დამოუკიდებელ ჟურნალისტებს შეგვეხო. ანუ, ნატროშვილს რატომღაც მიაჩნია, რომ მედიამ კრიტიკული კითხვა საერთოდ არ უნდა დასვას და რაკი ოპოზიციის წარმომადგენელია, მასზე მწვავე შეფასებები არ უნდა გაკეთდეს. ჩვენ მოთხოვნის შემდეგ რესპუბლიკელების ოფისი დავტოვეთ და უამრავი კითხვა პასუხგაუცემელი დაგვრჩა. ამგვარი ქმედება კი დემოკრატიულ პროცესებს ეწინააღმდეგება. ხელისუფლებას იმაზე აკრიტიკებენ, რასაც თავად ახლავე აკეთებენ და საკითხავია ასეთი ადამიანები ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ რას გააკეთებენ“ - აცხადებს გაზეთ ქიზიყის ჟურნალისტი თამილა გურაშვილი.
მომხდარის შეფასება პარტიის ცენტრალურ ოფისში ვთხოვეთ. რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი ამბობს, რომ ასეთი აკრძალვებისა და დამოუკიდებელი ჟურნალისტების მისამართით ამგვარი მიდგომის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. ხიდაშელი ირწმუნება, რომ მომხდარით აუცილებლად დაინტერესდება, კონკრეტულად მოიკვლევს და პირობას დებს, რომ შესაბამის რეაგირებას მოახდენს.
აკაკი ნატროშვილის მიერ პარტიის დედოფლისწყაროს ორგანიზაციაში დაწესებული აკრძალვის შესახებ გაზეთ ქიზიყის რედაქტორმა ილია მარტყოფლიშვილმა და პარტიის ლიდერმა თინა ხიდაშელმა ახლახან რადიო იმედის პირდაპირ ეთერში ვრცლად ისაუბრეს. პრობლემის განხილვას საკმაო საეთერო დრო დაეთმო.
გაზეთ ქიზიყის რედაქციაში მომხდარს გმობენ, დამოუკიდებელი მედიის მუშაობაში ხელის შეშლად აფასებენ და სხვადასხვა პოლიტიკურ სუბიექტებს მედიასთან ცივილური ფორმებით თანამშრომლობისკენ მოუწოდებენ.
ყოველდღიური გაზეთი ქიზიყი სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში ერთადერთი დამოუკიდებელი მედიასაშუალებაა, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან არ ფინანსდება. /ქიზიყი/ ირაკლი კანდელაკი 01.05.2010

რამ დააცხრო ნიკო ბენიაიძის პოლიტიკური ამბიციები და რატომ გადაწყვიტა ბიზნესში წასვლა?!

დედოფლისწყაროს საკრებულოს თავმჯდომრის მოადგილე ნიკო ბენიაიძე პოლიტიკიდან მიდის. ამის შესახებ ბენიაიძე გაზეთ ქიზიყთან ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს. როგორც მისი კომენტარიდან ირკვევა, ის ბიზნესის გაგრძელებას გეგმავს.
ნიკო ბენიაიძე 2006 წელს ნაციონალური მოძრაობის დედოფლისწყაროს რაიონული ორგანიზაციის ლიდერი გახლდათ, საიდანაც თავის დროზე დავით კირკიტაძემ არაეფექტური მუშაობისთვის გაათავისუფლა. კირკიტაძე დედოფლისწყაროს კულტურის სახლში აღსარებას საჯაროდ წარმოსთქვამდა და აღიარებდა, რომ ნაციონალურ მოძრაობას იმ პერიოდში დედოფლისწყაროში არაფერი გაუკეთებია. ყველაფრის მიუხედავად, ბენიაიძე საკრებულოში მოხვდა და მეორე პირის სავარძელიც დაიკავა.
გუშინ, მმართველი გუნდის ახალი სიის გამოქვეყნებისთანავე ცნობილი გახდა, რომ ნაციონალებმა ბენიაიძეც თამაშგარე მდგომარეობაში დატოვეს. როგორც სჩანს, 30 კაციან სიაში ადგილი ვერც საკრებულოს მეორე პირისთვის გამოინახა... (!)
ჩვენთან საუბრისას ნიკო ბენიაიძე ზეწოლის ფაქტებს არც უარყოფს და არც ადასტურებს, თუმცა ხაზგასმით ამბობს, რომ პოლიტიკიდან მიდის.
,,გადაწყვეტილება იძულებით არ მიმიღია, კენჭისყრა აღარ მინდოდა. ასე გადავწყვიტე... პოლიტიკიდან წავალ და ბიზნესს და ვენახებს მივხედავ. უფრო დაკონკრეტებას საჭიროდ არ ვთვლი. ამას გარდა, მეუფე მელქისედეკმა ჰერეთი-დედოფლისწყაროს მთელი ეპარქიის მეურნეობის ხელმძღვანელობა ჩამაბარა. არა, ზეწოლა არაფერ შუაშია, ასე გადავწყვიტე და ბიზნესს მივხედავ - აცხადებს ბენიაიძე, რომელიც იმავდროულად დედოფლისწყაროს მევენახეთა ასოციაციის თავმჯდომრის მოადგილეც გახლავთ.
ნაციონალურ სიაში ვერ მოხვდა საკრებულოს ამჟამინდელი თავმჯდომარე თენგიზ გონაშვილიც. მართალია ამ ეტაპზე გონაშვილი და ბენიაიძე მიზეზების დაკონკრეტებისგან თავს იკავებენ, თუმცა მათი ტონიდან წყენა აშკარად ჩანს, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ თამაშიდან იძულებით გაიყვანეს. ბოლო ერთი თვის მანძილზე თენგიზ გონაშვილის შვებულებაში ყოფნის გამო ბენიაიძე საკრებულოს თავმჯდომრის მოვალეობას ასრულებდა. უნდა ითქვას, რომ ის საკმაო ამბიციურობით გამოირჩეოდა. /ქიზიყი/ 01.05.2010

გერმანელებმა დედოფლისწყაროში ქარსაფარი ზოლების აღდგენითი სამუშაოები მოინახულეს

გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის ცენტრის GTZ–ის თანამშრომლებმა დედოფლისწყაროში კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მიმართული მასშტაბური პროექტის მიმდინარეობა ადგილზე კიდევ ერთხელ დაათვალიერეს. ამჯერად დედოფლისწყაროს გერმანელი ჟურნალისტებიც სტუმრობდნენ.
შეგახსენებთ, გაუდაბნოების ყველა პარამეტრი სწორედ დედოფლისწყაროში გამოვლინდა, რის გამოც გერმანიის ტექნიკურ ცენტრს, გარემოს დაცვის სამინისტროსა და დედოფლისწყაროს გამგეობას შორის სამმხრივი ხელშეკრულება გაფორმდა და ქარსაფარი ზოლების აღდგენის 5 წლიანი პროგრამა დაიწყო.
ასობით ჰექტარზე უკვე გაშენდა დედოფლისწყაროს კლიმატისთვის გამძლე სახეობები.
პროგრამის ფარგლებში დედოფლისწყაროში მილიონობით ევრო იხარჯება. ორიოდ დღის წინ, სოფელ წითელწყაროს სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ქალაქ დედოფლისწყაროში ელიას მთასთან და სოფელ საბათლოში რამდენიმე ჰექტარზე დაირგო წითელ წიგნში შეტანილი უნიკალური ჯიშის ელდრის ფიჭვი.
როგორც გაზეთ ქიზიყს დედოფლისწყაროს გამგეობაში განუცხადეს, პროექტის ფარგლებში ახალი ზოლების გაშენება კვლავაც მიმდინარეობს და მომავალ წლებშიც აქტიურად გაგრძელდება. /ქიზიყი/ 23.04.2010

დედოფლისწყაროს გამგებლის მოვალეობას ნიკოლოზ შანშიაშვილი შეასრულებს

დედოფლისწყაროს გამგებლის მოვალეობას ნიკოლოზ შანშიაშვილი შეასრულებს
როგორც დედოფლისწყაროს გამგეობის აპარატის უფროსი ალექსანდრე ალუღიშვილი აცხადებს, გამგებლის პირველი მოადგილის გელა თეთრაულის შვებულებაში გასვლის გამო, მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობას სააღდგომო დღესასწაულების შემდეგ, მიმდინარე წლის 6 აპრილიდან გამგებლის მოადგილე ნიკოლოზ შანშიაშვილი შეასრულებს. შეგახსენებთ, ლევან ბაღაშვილმა კუთვნილი შვებულებით სარგებლობის შესახებ განცხადება ხუთშაბათს დაწერა. /ქიზიყი/ 02.04.2010

ქიზიყის კორესპონდენტის ბინაზე თავდასხმას გვიან ღამით უკვე მეორედ ეცადნენ

კვირას გვიან ღამით, გაზეთ ქიზიყის კორესპონდენტის თამილა გურაშვილის საცხოვრებელ სახლში ორი ბოროტმოქმედი შეღწევას დიდხანს ცდილობდა. ისინი კარზე აბრახუნებდნენ, ყვიროდნენ, იგინებოდნენ და დაუყოვნებლივ კარის გაღებას ითხოვდნენ. საყურადღებოა, რომ შს დედოფლისწყაროს სამმართველოს სამორიგეო განყოფილება ცხელი ხაზის ნომერზე 15 წუთის მანძილზე საერთოდ არ პასუხობდა და სამართალდამცველებს არც ინფორმაციის მიღების შემდეგ მოუხდენიათ სწრაფი და საფუძვლიანი რეაგირება. პოლიციამ ორივე ბოროტმოქმედი შემთხვევის ადგილზე დააკავა, თუმცა მალევე გაუშვა.
ქიზიყის რედაქციაში მომხდარს ჟურნალისტის დაშინების მცდელობად აფასებენ და საერთაშორისო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებისგან დახმარებას ელიან.
,,ეს უკვე მეორე შემთხვევაა. ორიოდ თვის წინ 9 მამაკაცი ცდილობდა გვიან ღამით კარის ჩამომტვრევას. ახლაც წიხლები იმდენი ურტყეს და იქამდე აბრახუნეს, კარი მთლიანად მორყეულია და საცაა შემოინგრეოდა. მე და ჩემს მცირეწლოვან შვილს ძალიან შეგვეშინდა და სასწრაფოდ პოლიციაში რეკვა დავიწყე, მაგრამ 15 წუთი ისე გავიდა სამორიგეოში არავინ მპასუხობდა. მოგვიანებით კი ნამძინარევმა მორიგემ ბესიკ ვახვახიშვილმა მიპასუხა. აშკარად ეძინა და იმიტომ არ მპასუხობდა. პოლიციამ ადგილზე მოსვლა კიდევ 10 წუთი დააგვიანა. ისინი კი ბინაში შეღწევას კვლავაც გაშმაგებით ცდილობდნენ და კარის გაღებისკენ მოგვიწოდებდნენ. – აცხადებს კორესპონდენტი. გურაშვილი მომხდარს ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირებს და დაშინების მცდელობად მიიჩნევს. მისი თქმით, აბსურდულია დაკავებულების მოტივი, თითქოს წყლის დასალევად ითხოვდნენ ბინაში შეღწევას და ამიტომ იმუქრებოდნენ.
,,ვიდრე ჩემს სახლამდე მოვიდოდნენ იქვე ქუჩის თავში არის ე.წ. ,,ჯარის წყალი. დაუჯერებელია, სოფელ არხილოსკალოში მცხოვრები ახალგაზრდები წყლის გამო მოსულიყვნენ, მითუმეტეს, რომ მანამდე წყაროს ტერიტორია გამოიარეს. პრეზიდენტის მოგვარე გამომძიებელი სააკაშვილი მეუბნება, იმიტომ გავუშვით, რომ ბინაში ფეხი არ შემოუდგამთო. დავკითხე და წყალი გვინდოდაო. არადა კარები ჩამონგრეულია... ალბათ პოლიცია რეაგირებას მაშინ მოახდენდა თუ ხულიგნები მე და ჩემს შვილს ყელს გამოგვჭრიდნენ... წინა შემთხვევის შესახებაც ჩემთვის ამ დრომდე არაფერია ცნობილი. არც თავდამსხმელების ვინაობა და არც ის, აგო თუ არა ვინმემ პასუხი ამ ყველაფერზე. – ამბობს დაზარალებული.
საქმეში შს დედოფლისწყაროს სამმართველოს გამომძიებელი დიტო სააკაშვილი ჩაერთო. პოლიციამ შემთხვევის ადგილზე სოფელ არხილოსკალოში მცხოვრები ორი ბოროტმოქმედი, ალექსი კობაიძე და გოგიტა წიკლაური დააკავა.
ინტერნეტ-პორტალ ქიზიყის ადმინისტრაცია დედოფლისწყაროს პოლიციას რეაგირებას და დამნაშავეთა დასჯას სთხოვს. რედაქცია მომხდარს მკაცრად გმობს და პოლიციის სამმართველოს სამორიგეო ნაწილს კი მეტი ყურადღებისკენ და ოპერატიულობისკენ მოუწოდებს. /ქიზიყი/

თავშესაფრის გარეშე დარჩენილი მრავალშვილიანი დედა დახმარებას ითხოვს


სოფელ ფიროსმანში მცხოვრები მრავალშვილიანი დედა მაია ხილაძე დედოფლისწყაროს სოციალური მომსახურების სააგენტოს არაობიექტურობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ არსებული განუკითხაობის გამო 4 მცირეწლოვანი ბავშვების გამოკვებას ვეღარ ახერხებს, რითიც ისინი შიმშილის საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ. ხილაძე ამბობს, რომ თავშესაფარიც არ გააჩნიათ.
ოჯახის უფროსი ნუგზარ წილოსანი II ჯგუფის ინვალიდია, გადაადგილებაც უჭირს. შესაბამისად, ოჯახი მთლიანად შემოსავლის გარეშეა დარჩენილი.
ეკონომიური სიდუხჭირის მიუხედავად, მრავალშვილიანი ოჯახი საარსებო შემწეობასაც არ იღებს. ოთხი შვილის დედა ამბობს, რომ დახმარება სოც-აგენტების პირადი ინტერესებისა და არაობიექტური მუშაობის გამო არ დაენიშნათ:
,,ძალიან გვიჭირს... ქალი ვარ, მაგრამ, სხვა გზა რომ არ მაქვს, ხშირად ოთხ ბავშვს უყურადღებოდ დავტოვებ ხოლმე და მთელი დღით ნახირში მწყემსად წავსულვარ, რომ სახლში ორიოდ ლარი მივიტანო და ბავშვებს ცარიელი პური მაინც ვაჭამო... სააგენტო კი რატომღაც გაჭირვებულად არ მთვლის. არადა, მართლა რთული ვითარება გვაქვს. მეუღლე ავადმყოფი გვაქვს და არათუ გვეხმარება, პირიქით, იქით სჭირდება მიხედვა... კათეტერი აქვს ჩადგმული და ყავარჯნით ძლივს დადის – ამბობს მრავალშვილიანი დედა.
მისი თქმით, ოჯახს საკუთარი ჭერიც არა აქვს და თავს სხვაგან აფარებს: ,,საცხოვრებელიც არ გვაქვს, რომ ოდნავ მაინც დავმშვიდებულიყავი. ჩემი დის ბინას ვაფარებთ თავს. მშველელი კი არ ჩანს.
/ქიზიყი/ თამილა გურაშვილი 01.04.2010

დედოფლისწყაროში გაუდაბნოებასთან ბრძოლა აქტიურად გრძელდება


ბოლო რამდენიმე წელია დედოფლისწყაროელებს გაუდაბნოების პრობლემა განსაკუთრებით აწუხებთ. ვითარებას ისიც ართულებს, რომ კლიმატის ცვლილებამ შირაქის ველების მოსავლიანობის ხარისხი მკვეთრად შეამცირა, რამაც ადგილობრივი მოსახლეობის ფინანსურ მდგომარეობაზეც ადექვატური რეაქცია იქონია.
შირაქის ველზე ქარსაცავი ზოლის გაჩეხვის გამო ტერიტორიები გაუდაბნოების საშიშროების წინაშე რეალურად დადგა. უცხოელი ექსპერტების მტკიცებით, გაუდაბნოების საფრთხის ყველა პარამეტრი სწორედ დედოფლისწყაროში გამოვლინდა. დრო არ ითმენს და პრევენციული ღონისძიებების ოპერატიულად გატარება აუცილებელი გახდა.
დედოფლისწყაროში ქარსაცავი ზოლის აღდგენა გასულ წელს დაიწყო. გაშენდა ქარსაფარი ზოლები, ტყის კორომები. ამისათვის გერმანიის ტექნიკური განვითარების ცენტრმა 5 მილიონი ევრო გამოყო. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ პრობლემის გადასაჭრელად ბრძოლის დაწყება სწორედ GTZ-ს დახმარებით მოახერხა.
ვითარება მას შემდეგ გართულდა, რაც ქარსაცავი ხეივანი, შეშისა და ფიჩხის გამო, გადაჭრეს. მას შემდეგ მხოლოდ კლიმატის ცვლილება კი არ დაიწყო, პურის ბეღლად წოდებულ შირაქის ველზე საკმაოდ არასაიმედო გახდა მოსავლის მოყვანა, რადგან ქარი მოსავალს მთლიანად ანადგურებდა. ბოლო წლებში შირაქში ქარსაფარი ზოლები საერთოდ გაქრა. შედეგმაც არ დააყოვნა: მას შემდეგ შირაქის ველები სტიქიური პროცესების მსხვერპლი რამდენჯერმე გახდა, რასაც ხელი ქარსაფარების განადგურებამაც შეუწყო. მიყენებული ზარალის შედეგებს კი დედოფლისწყაროელი ფერმერები დღემდე იმკიან.
ლევან ბაღაშვილი (დედოფლისწყაროს გამგებელი): ,,ადგილობრივი ხელისუფლება ბოლო რამდენიმე წლის შესახებ განუწყვეტლად წერდა გარემოს დაცვის სამინიტროს, რომ გამოეყო ფინანსები ქარსაფარების გასაშენებლად, მაგრამ სახელმწიფოს საკმარისი ფული არ ჰქონდა, ამის შემდეგ გერმანიის განვითარების ცენტრმა გამონახა ფინანსები და ხუთწლიანი პროგრამის განხორციელება დაიწყო. გასულ წელს დაირგო ხეები 1 500 ჰექტარზე. ეს არის სამმხრივი ხელშეკრულება. გერმანიის ტექნიკურ ცენტრს, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსა და დედოფლისწყაროს თვითმმართველობას შორის. ადგილობრივი ხელისუფლება ვალდებულია, უკვე დარგულ ქარსაფარებს მოუაროს, მორწყას და განადგურებისგან დაიცვას. ხის ნერგები სპეციალურ პლასტმასის ფანერითაა დაცული, რომელიც სამი-ოთხი წლის შემდეგ თავისით დნება და გარემოს არ აბინძურებს”, - ამბობს გამგებელი.
ახლახან, გაეროს განვითარების ფონდმა გადაიღო დოკუმენტური ფილმი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიის გაუდაბნოვების საშიშროებაზე. დოკუმენტურ ფილმში ექსპერტები ამბობდნენ, რომ საჭიროა ხელოვნურად გაშენდეს ქარსაფარი ზოლი, რაც ხელს შეუშლის გაუდაბნოვების პროცესს.
საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრებნი ჟურნალისტებთან საუბრისას ქარსაცავი ზოლების მასიურ განადგურებას იმ ფაქტს უკავშირებენ, რომ მათ სოფლებში ბუნებრივი აირის შეყვანა აქილევსის ქუსლად იქცა და ცისფერი ალი ამ დრომდე ვერ გამოჩნდა...
როგორც მუნიციპალიტეტის გამგეობაში ქიზიყს განუცხადეს, პროექტი 5 წლიანია და ადგილობრივი ხელისუფლება ხის ნერგებს რეგულარულად რწყავს. სადაც ნერგმა არ იხარა, ახლით ანაცვლებენ.
დედოფლისწყაროს გამგებელი ლევან ბაღაშვილი აღნიშნულ პროექტს ძალზე დროულს და მნიშვნელოვანს უწოდებს. გამგებელს მიაჩნია, რომ პროექტის დასრულების შემდეგ თვალშისაცემ შედეგს მიიღებენ და კლიმატური პირობები საგრძნობლად გამოსწორდება.

ილია მარტყოფლიშვილი

რა წამოაყრანტალეს ნაცების ახალგაზრდული ფრთის ახალმა წევრებმა

დაპირებული ექსკურსიებით მიღებული ხმები...

უკვე რამდენიმე დღეა,  ნაციონალური მოძრაობის დედოფლისწყაროს ორგანიზაციამ პარტიის ახალგაზრდული ფრთის რიგებში დედოფლისწყაროელი სკოლის მოწაფეების მასობრივი გაწევრიანება დაიწყო. გაუგებარია, რაში სჭირდება მმართველ პარტიას საარჩევნო ასაკს მიუღწეველი მოზარდები, თუმცა ამ ფონზე ისიც უნდა ითქვას, რომ ახალგაზრდული ფრთის ახალი წევრები, ანუ ნაცისტებში დაფრთიანებული მოზარდები ქიზიყის ჟურნალისტებთან საუბრისას ისეთ დეტალებზე საუბრობენ, რომლებიც მათ მიზნებს ზომაზე მეტად გასაგებს ხდის.
გაზეთმა ქიზიყმა ნაციონალური ოფისის შესასვლელთან მონიტორინგი აწარმოა. პარტიიდან გამოსულმა ახალგაზრდებმა კი ქიზიყთან საუბრისას ბევრი რამ დაუფიქრებლად წამოაყრანტალეს.

ზაზა ბოსტოღანაშვილი (XI კლასის მოსწავლე): ,,ნაციონალების ახალგაზრდულ ფრთაში გავწევრიანდით ეხლა...
-- რატომ ნაციონალურში, სხვა პარტია არ მოგწონდათ?
-- ახლა უფლისციხეში უნდა წაგვიყვანონ ახალგაზრდები ექსკურსიაზე. მერე ვაშლოვანის ნაკრძალის დათვალიერებასაც დაგვპირდნენ... მოგვწონს ნაციონალური პარტია.
-- და მაგით ყველაფერს ეშველება ქვეყანაში და ამიტომ არის კარგი პარტია?
-- გვითხრეს ექსკურსიებს და საინტერესო საღამოებს ხშირად მოვაწყობთო...

სხვათაშორის, ბოლო არჩევნების წინ, კულტურის სახლის ჰოლში გამართული სახელდახელო დისკოთეკა ქიზიყის ჟურნალისტებს დღემდე გვახსოვს. მაშინაც ერთ წინასაარჩევნო საღამოს მოზარდებს თავი მოუყარეს და ბოლო ხმაზე აყვირეს ,,ნაციონალურ მოძრაობას გაუმარჯოს და შემოხაზეთ ნომერი 5-იო... ამის შემხედვარეს ჩვენ კი გულში გვეცინებოდა, რადგან მასას რომ გადავხედეთ 200 კაციდან სრულწლოვანი 5 - 6 თუ იქნებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ არჩევნებზე მონაწილეობის უფლება უმრავლესობას არ ჰქონდა...

აქვე მშვენივრად გვახსენდება ახალგაზრდული ფრთის მაშინდელი ლიდერის, შოთიკო კოჭლამაზაშვილის სიტყვები. ეს უკანასკნელიც ირწმუნებოდა ახალგაზრდული დისკოთეკები, ექსკურსიები და გასართობი საღამოები ტრადიციულ სახეს მიიღებს და ხშირად გაიმართებაო, მაგრამ.... თქვენც არ მომიკვდეთ...
არჩევნებმა რომ ჩაიარა, პირობა აღარც ნაცისტების ადგილობრივ ლიდერებს ახსოვდათ და აღარც არავის... ეს ყველაფერი ორიოდ დღის წინ, მხოლოდ მას შემდეგ გაახსენდათ, რაც ახალი არჩევნებმა მოგვიკაკუნა... სამწუხაროდ, დედოფლისწყაროელი ახალგაზრდების ნაწილიც, მმართველი პარტიის მიერ სატყუარასავით გადმოგდებულ ანკესს მორჩილი ცხვარივით წამოეგო და ამ ფარსში ჩართულ-გამოყენებული გამოყენებული აღმოჩნდა... არადა, ახალგაზრდობა ყოველთვის საღად მოაზროვნე ნაწილად მიიჩნევა და მათ საკუთარი შეხედულებების დაფიქსირება ყველაზე უფრო მკვეთრად უნდა შეეძლოთ...
/ქიზიყი/

ილია მარტყოფლიშვილი; თამილა გურაშვილი

სოც-სამსახურის უფროსის ირონიული პასუხები, დამცირებული ღატაკები და უფასო სასადილოს საეჭვო სია


ჟუჟუნა ჯაგაშვილი, ლალი გულიაშვილი, რუსუდან ფოცხვერაშვილი, ნანა ჭიჭინაძე, თამრიკო ფოცხვერაშვილი – ეს იმ ადამიანთა ჩამონათვალია, რომლებიც სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობენ და პარალელურად ღატაკებისთვის განკუთვნილი უფასო კვების ობიექტით სარგებლობენ.
ასე მაგალითად: ჟუჟუნა ჯაგაშვილი დედოფლისწყაროს რაიონულ ბიბლიოთეკაში მუშაობს, ლალი გულიაშვილი კულტურის სახლში. თამრიკო ფოცხვერაშვილი დედოფლისწყაროს გამგეობის თანამშრომლის გია ფოცხვერაშვილის დედაა, თუმცა საჯარო სამსახურში დასაქმების მიუხედავად ფოცხვერაშვილი უფასო სასადილოს მომსახურებით კვლავაც სარგებლობს და ხშირად რამდენიმე ულუფას მოიხმარს.
როგორც უფასო ნაციონალური სასადილოს ბენეფიციარები აცხადებენ, რუსუდან ფოცხვერაშვილი მიუხედავად იმისა, რომ შეძლებული ოჯახი აქვს და კომპიუტერსაც ფლობს, უკვე მერამდენე წელია უფასო სასადილოში ირიცხება და მის ამოწერას არც ახალი ხელმძღვანელობა გეგმავს.
მაია ტუხაშვილი: (სიღატაკის ზღვარს ქვემოთ მყოფი): ორ მცირეწლოვან შვილს ვზრდი, არც სამსახური მაქვს, არც დახმარება. მერამდენე წელია გამგეობაში დავდივარ და ვიხვეწები, რომ უფასო სასადილოში მაინც ჩამწერონ, რომ ვითარება შემიმსუბუქდეს, მაგრამ ვერაფრით გამოინახა ჩემი ადგილი. არადა, სია მუდმივად გაბერილია. უამრავი ისეთი ჰყავთ ჩაწერილი – გაგეცინებათ... გეფიცებით, გამგეობის სოციალური სამსახურის ახალი უფროსის, ლევან ნატროშვილის ყოვლად უტაქტო, დამამცირებელი და ირონიული პასუხებიც უკვე მომბეზრდა. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, ეს ბიჭი მოწეულშია... კარგი იქნება, იქნებ შეამოწმონ, ნარკომანი ხომ არ არის?... მუდმივად ისეთ პასუხებს იძლევა, ეჭვი გაგიჩნდება ადამიანს... ამდენი წელია ჩემთვის სასადილოში ერთი ადგილი ვერ გამოინახა. არადა, საჯარო სამსახურში დასაქმებულები და მათი ოჯახის წევრები მშვენივრად არიან... ზოგიერთი ერთდროულად სამ ადგილზეა ჩაწერილი და რამდენიმე ულუფა საკვებს იღებს. ისეთებიც ბევრია, რომლებიც ორივე სათნოების სახლში არიან ჩაწერილები. დღის პირველ საათზე კულტურის სახლში მდებარე სასადილოში მიდიან, 2 საათზე კი სათნოების სახლში ცხადდებიან და ორმაგად სარგებლობენ. დანარჩენები კი სულ მშივრები რომ დავიხოცოთ არავის ადარდებს. პატარა ბავშვები მყავს, თორემ ჩემს თავს ვინ ჩივის...

მიუხედავად იმისა, რომ გამგეობის სოც-სამსახურის ახალი შეფი ლევან ნატროშვილი ახლახან სასადილოში სტუმრობისას მოხუცებს პირადად დაპირდა სიას გავცხრილავთო, ვითარება კვლავაც არ შეცვლილა. გაზეთ ქიზიყთან საუბრისას სასადილოს მომმარაგებელმა, ხელმძღვანელმა და ახლა უკვე მზარეულმა – ქალბატონმა ნუნუ თათარაშვილმა ისიც განაცხადა, რომ ამ ბენეფიციართა სიას ერთხელ და სამუდამოდ გავცხრილავთო, მაგრამ... შედეგი რატომღაც ჯერ არ ჩანს... იღუპება თუ არა დედოფლისწყაროში ვინმე შიმშილით და ვისი შვილები იქნებიან მშივრები, ამ საკითხზე დედოფლისწყაროს ხელისუფლება ჯერ არ ფიქრობს... ყოველ შემთხვევაში რეალური ნაბიჯები ჯერ არ ჩანს... /ქიზიყი/

თამილა გურაშვილი; ირაკლი კანდელაკი

დედოფლისწყაროს გამგეობაში ოპოზიციონერების გადაბირება ტრადიციად იქცა

აქტიური ოპოზიციონერები დედოფლისწყაროში ხელისუფლებასთან ჩახუტებით ხშირად გამოირჩევიან და ოჯახების კეთილდღეობასაც აღწევენ...

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელმა სოფელ ოზაანის გამგებლად რესპუბლიკური პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის წევრი სოსო თევზაძე დანიშნა. ინფორმაცია გაზეთ ქიზიყს რესპუბიკური პარტიის დედოფლისწყაროს ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ნოდარ ტოკლიკიშვილმაც დაუდასტურა.
თავად მუნიციპალიტეტის გამგებელი ლევან ბაღაშვილი ამბობს, რომ მისთვის მთავარია რეპუტაცია და არა ოპოზიციური წარმომავლობა.
ლევან ბაღაშვილი: ,,მე ხალხს პოზიცია-ოპოზიციად არ ვყოფ... მთავარი კრიტერიუმი მისი რეპუტაცია იყო და სწორედ ამ ნიშნით შევარჩიეთ თევზაძე. ის უკვე დაინიშნა ოზაანის რწმუნებულად. მიმაჩნია, რომ სოფლისთვის ბევრის გაკეთებას შეძლებს. რაც შეეხება გოჩა ყაჭაშვილს, მას უფლებამოსილება უკვე შეუჩერდა. მგონი განცხადებაც დაწერა... - ამბობს გამგებელი.
შეგახსენებთ, სოფელ ოზაანის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული გოჩა ყაჭაშვილი ორიოდ დღის წინ მას შემდეგ გათავისუფლდა, რაც რწმუნებული გაზეთ ქიზიყის კორესპონდენტს თამილა გურაშვილს თავს დაესხა და რაიონულ პოლიციაში ინციდენტის ირგვლივ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა..
როგორც დედოფლისწყაროს გამგებელი ლევან ბაღაშვილი განმარტავს, რწმუნებულისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ინციდენტის შესახებ შეიტყო. 
მიუხედავად იმისა, რომ მსუბუქი ხასიათის დაზიანებები ორივე მათგანს აღენიშნება და ინციდენტიც გოჩა ყაჭაშვილის წამოწყებული იყო, პოლიციაში განაცხადის შესატანად თავდაპირველად თავად ყაჭაშვილმა გაქუსლა. ექს-გამგებელი კორესპონდენტს ჩაქუჩის ჩარტყმაში ადანაშაულებს.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, რა დროსაც დედოფლისწყაროს გამგეობაში ოპოზიციონერები და მათი ოჯახის წევრები სხვადასხვა თანამდებობებს იკავებენ. ლეიბორისტული პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ყოჩიაშვილი ახლახან, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. მისი მეუღლე ნინო ჩოხელი კი უკვე მესამე წელია მუნიციპალიტეტის გამგებლის თანაშემწე გახლავთ.
სწორედ ამიტომ, ლეიბორისტული პარტიის ლიდერებმა დედოფლისწყაროს რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი დავით ალუღიშვილი და მთელი შემადგენლობა საკუთარი რიგებიდან სკანდალურად გააძევეს და გაყიდულები უწოდეს. ლეიბორისტმა პაატა ჯიბლაძემ დედოფლისწყაროელ ლეიბორისტებს ადგილობრივ ხელისუფლებასთან ჩახუტებული მოღალატეები უწოდა და აღნიშნა, რომ ასეთების ადგილი ოპოზიციაში არ არის...
ყველასთვის მოულოდნელად, მოღალატედ წოდებული ალუღიშვილი ასე რეიტინგულ პოლიტიკურ გაერთიანება ეროვნული ფორუმის დედოფლისწყაროს ორგანიზაციაში შეიფარეს, რამაც საზოგადოების გაკვირვება კიდევ ერთხელ გამოიწვია.

[ილია მარტყოფლიშვილი] - გაზეთი ქიზიყი

დედოფლისწყაროს ხელისუფლება ოპოზიციას საარჩევნო სიების კარდაკარ შემოწმებაში ხელს უშლის

დედოფლისწყაროში მოქმედი ოპოზიციური პარტიების ხელმძრვანელები აცხადებენ, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მათი აქტივისტები საარჩევნო სიების ,,კარდაკარის პრინციპით გადამოწმების პროცესში ხელს აქტიურად უშლიან და მოსახლეობის აღრიცხვის საშუალებას არ აძლევენ.
მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის დედოფლისწყაროს ორგანიზაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ სოფელ ქვემო ქედში მათ წარმომადგენლებს უამრავი დაბრკოლება შეექმნათ:
,,ქვემო ქედში მოსახლეობის ნახევარი გაუსაძლისი პირობების გამო საბერძნეთშია გადახვეწილი. თუ ჩვენს ინტერვიუერებს არ მისცემენ საშუალებას, რომ ნორმალურად აღრიცხონ მოსახლეობა, ამას ჩვენ მკაცრად გავაპროტესტებთ. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, კარდაკარ ჩამოვივლით და სათითაო ხელმოწერას შევამოწმებთ. თუ დარღვევებს კიდევ აღმოვაჩენთ, დედოფლისწყაროს საოლქო კომისიის მდივანს პასუხისმგებლობა მოუწევს. - აცხადებს ნოღაიდელის პარტიის დედოფლისწყაროს ორგანიზაციის თავმჯდომარე შოთა ჯამასპიშვილი.
მისი თქმით, ზეწოლის ფაქტები დაფიქსირდა ქალაქ დედოფლისწყაროს, არხილოსკალოსა და საბათლოშიც: ,,ქალაქ დედოფლისწყაროში ფარული ზეწოლა მიმდინარეობს. დარღვევები დაფიქსირდა არხილოშიც. სოფელ საბათლოში პირდაპირ ეუბნებიან, რომ თუ არ გაჩერდებიან დახმარებას მოუხსნიან და მშივრები დარჩებიან. - აცხადებენ ოპოზიციურ პარტიაში.
#14 დედოფლისწყაროს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე დავით ბუჩუკური ადგილობრივ ოპოზიციას კვირაში ერთხელ კონსულტაციებს და პირადად შეხვედრას სთავაზობს.
,,ყოველ ოთხშაბათ დღეს შევხვდეთ ხოლმე და აქტიურად ვითანამშრომლოთ, რომ ხარვეზები აღმოიფხვრას. - აცხადებს ბუჩუკური. /ქიზიყი/

ონკოლოგიური ავადმყოფი გამგეობასა და სოციალურ სააგენტოს უყურადღებობაში ადანაშაულებს

,,სიკვდილის პირას ვარ და არავინ მეხმარება - გასაყიდიც აღარაფერი დამრჩა``

დედოფლისწყაროში ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე მცხოვრები მეორე ჯგუფის ონვალიდი მიხეილ ბაღდასარიანი, რომელიც ონკოლოგიური ავადმყოფია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობასა და სოციალური მომსახურების სააგენტოს უყურადღებობასა და მისდამი გამოჩენილ გულგრილობაში ადანაშაულებს. მისი თქმით, დახმარების სათხოვნელად მესამე წელია დაატარებენ, თუმცა სახელმწიფოსგან თეთრიც არ მიუღია... მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კი ყოველდღიურად მძიმდება.
,,კანის კიბო მაქვს დიაგნოზით. ყოველ ორ კვირაში თბილისის ონკოლოგიურ კლინიკაში მიხდება სიარული. რაც რამე გასაყიდი მებადა, ყველაფერი გავყიდე და წამალ-ექიმში დავხარჯე. აღარაფერი მაქვს. ნათესავებიც მეხმარებოდნენ, მაგრამ ისინიც როდემდე დამეხმარებიან, ყველას თავისი ოჯახი აქვს. სოციალურ სააგენტოში მივედი და აგენტმა გოგიტა რობიტაშვილმა ასე უხეშად მითხრა: ეზოში თალარი ხომ გაქვსო, ტელევიზორიც გაქვსო... საარსებო შემწეობა არ მომცეს. მერამდენე წელია ვიბრძვი, მაგრამ ტყუილად დამატარებენ. ყველაფერს გეფიცებით, უბრალო ტელევიზორი ახლობლებმა მიყიდეს, რომ ამ ჩემს ავადმყოფობას გული გადავაყოლო. ზოგჯერ ისე ძალიან ცუდად ვხდები და ისეთი ძლიერი შეტევები მაქვს, არა მგონია დიდხანს გავძლო. პოლისი მაინც მქონოდა, ცოტა ვითარებას შემიმსუბუქებდა... არადა დახმარება ისეთ ოჯახებს ეძლევათ, გაკვირვებული დარჩები... დედოფლისწყაროელი კაცი ვარ, აქ დავბერდი, ვინ რითი სულდგმულობს ყველაფერი ვიცი, მაგრამ... მე მომჩივანი არასოდეს ვყოფილვარ, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ადამიანებო, ერთმანეთის კი არა - ღმერთის უნდა გვეშინოდეს! ასე ყველაფრის გაბითურება არ შეიძლება. სამართალი აღარ არის? -- დახმარების უსასრულო მოლოდინში აღშფოთებას ვერ ფარავს პენსიონერი.
ბაღდასარიანის ოჯახმა ყველაფრის მიუხედავად ბოლო შემოწმებისას მაღალი ქულა მიიღო, რის გამოც დახმარება არ დაენიშნათ. ვითარების გასარკვევად დედოფლისწყაროს სოციალური სააგენტოს ხელმძღვანელს ზურაბ ნატროშვილს ვესაუბრეთ. მან დასახელებული ოჯახი მონაცემთა ბაზაში გადაამოწმა.
ნატროშვილმა გაკვირვება გამოხატა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ვერ მოხერხდა მათთვის ამ დრომდე შემწეობის დანიშვნა. თუმცა, მას რატომღაც მიავიწყდა, რომ ხსენებული ოჯახის დეკლარაცია სწორედ მისი აგენტების მიერ გახლავთ შევსებული...
,,ზურა ნატროშვილი თითქოს ძალიან შეწუხდა, 2 წლის წინ შეუმოწმებიათო... სასწრაფოდ თავიდან დაწერე განცხადება და 1 კვირაში გადავამოწმებთო. ძველ მონაცემებშიც ისეთი არაფერია და ვერ ვხვდები მაღალი ქულები რატომ გაქვსო. მე რა ვიცი რატომაა მაღალი ქულები. მე კი დახმარების გარეშე დავრჩი და მაგათ რაც უნდათ ის ჩაწერონ... თანხის გამოყოფა ჩემს დასახმარებლად არც გამგეობიდან მოხერხდა. არადა, ვიცი, რომ ონკოლოგიური ავადმყოფებისთვის ბიუჯეტიდან გარკვეული ფულადი დახმარება ირიცხება. მართლა მძიმე მდგომარეობაში ვარ, სიკვდილის პირას ვიმყოფები და არავინ მეხმარება -- ამბობს ბაღდასარიანი.
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ის თბილისში სამკურნალოდ წასვლას ვეღარ ახერხებს და კვლავაც დახმარების მოლოდინშია. მშველელი კი ამ დრომდე არ ჩანს... /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი

რამ გააცოფა ლევან ნატროშვილი და რატომ აშფოთებს მას გაზეთ ქიზიყის რეიტინგი?!

დედოფლისწყაროს გამგეობის სოციალური სამსახურის ხელმძღვანელს ლევან ნატროშვილს გაზეთ ქიზიყის რეიტინგი ძალზე აშფოთებს. ჩანს ნატროშვილი ბოლო დროს პორტალზე გამოქვეყნებულმა არაერთმა წერილმა გააცოფა. იგი ქიზიყის კორესპონდენტთან საუბრისას აღშფოთებას არ მალავდა და აგრესიას აშკარად გამოხატავდა. ლევან ბატონი იმის გარკვევასაც შეეცადა, რამდენი აქვთ ხელფასი გაზეთის ჟურნალისტებს და ქილიკით იმის დადგენასაც ცდილობდა, ვინ დაიკავებს გაზეთ ქიზიყის რედაქტორის მოადგილის სავარძელს. ნატროშვილის კაბინეტში შესულ ჟურნალისტს ახლადგამოჩეკილმა სოციალური სამსახურის შეფმა ნოტაციების კითხვა დაუწყო და იმის ახსნას შეეცადა, რომ რედაქტორი მის გამოყენებას უხეშად ცდილობს.
ქიზიყის რედაქცია მიიჩნევს, რომ ამგვარი აგრესია ახლახან გამოქვეყნებულ მწვავე მასალებს უკავშირდება, რაშიც ნატროშვილი უშუალოდ ფიგურირებს. გაზეთმა ინფორმაცია იმის შესახებაც გამოაქვეყნა, რომ შესაძლოა ახალ საკრებულოში, მომავალ არჩევნებზე ქალაქ დედოფლისწყაროს კანდიდატურად მმართველმა გუნდმა სწორედ ეს კადრი წამოაყენოს. ქიზიყის რედაქციისთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ გამოხატავს სოცსამსახურის ახალი შეფი აშკარა ღვარძლს გაზეთ ქიზიყის დამოუკიდებელი ჟურნალისტების მიმართ და მითუმეტეს გაუგებარია, რატომ ცდილობს ის შიდა სარედაქციო საქმეებში ცხვირის უადგილოდ ჩაყოფას...

ვაჟბატონი ლევანი ხაზგასმით ქილიკურად მიანიშნებდა, რომ ქიზიყის პორტალს მაღალი რეიტინგი აქვს და მისი ჟურნალისტები მაღალი რეიტინგით გამოირჩევიან. გაზეთის რედაქცია კი მიმხდარს ახლახან გამოქვეყნებულ მასალას უკავშირებს, რომელიც ასე სრულდება: აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ ქალაქის მაჟორიტარად ლევან ნატროშვილის კანდიდატურა დასახელდება. მართალია კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ დედოფლისწყაროელები მმართველი გუნდისგან გაცილებით მაღალრეიტინგული კადრის დასახელებას ელიან, ვიდრე ეს ლევან ნატროშვილია. - ნათქვამია ორიოდ დღის წინ ქიზიყის მიერ გავრცელებულ სტატიაში. სავარაუდოდ, ლევან ბატონის შეშფოთებაც ამ ციტატამ გამოიწვია.
ქიზიყის ადმინისტრაცია ახლადგამომცხვარ ჩინოსანს მედიასთან ეთიკური დამოკიდებულებისკენ მოუწოდებს, მომხდარს გმობს და ჟურნალისტურ საქმიანობაში უხეშ ჩარევად აფასებს. ქიზიყის ხელმძღვანელობა გამგებელ ლევან ბაღაშვილს მოუწოდებს, პირად კონტროლზე აიყვანოს თანაგუნდელების უხეში გამოხტომები და მათ დამოუკიდებელ მედიასთან ცივილური ურთიერთობების ფორმა განუმარტოს. ასევე, უპრიანი იქნება, თუ ესა თუ ის გაზულუქებული ჩინოსნები დამოუკიდებელი ჟურნალისტების საქმიანობაში ცხვირის და ერთი ადგილის ჩაყოფის ნაცვლად, მათზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას შეუდგებიან... /ქიზიყი/


ოპოზიციურ პედაგოგებს დევნიან და რწმუნებულები სახალხოდ ლანძღავენ

შეურაცხყოფილი პედაგოგები გუბერნატორთან ჩასვლას გეგმავენ

საზღვრისპირა სოფელ საბათლოს საჯარო სკოლის ქართული ენა–ლიტერატურის პედაგოგი ნინო ქადაგიშვილი სოფლის რწმუნებულს დავით გუნდაძეს უხეშ მოპყრობასა და პოლიტიკური ნიშნით დევნაში ადანაშაულებს. პედაგოგები ამბობენ, რომ ახლახან პრეზიდენტის კახეთის მხარის რწმუნებულის, გიორგი ღვინიაშვილის მიერ გამოგზავნილი სარვამარტო მისალოცები ოპოზიციურად განწყობილ მასწავლებლებს არ დაურიგეს...
,,გამგებლის რწმუნებული დავით გუნდაძე ასე მეუბნება, თუ ხარ ჩვენთან იყავი, თუ არადა სკოლიდან წადიო... მისალოცები სარვამარტოდ ყველას დაურიგეს და მე სიაში არ ვიყავი... პირადად გუნდაძე არიგებდა... გავაპროტესტე, ვამბობდი, ყველაფერი გასაგებია – პოლიტიკური ნიშნით მავიწროვებთ–მეთქი. თქვენ წარმოიდგინეთ, რწმუნებულმა სამასწავლებლოში უხეში და უშვერი სიტყვებიც იყმარა. ძალიან შეურაცხყოფილი დავრჩი... თან ასე ამბობდა – მე ისეთი რაღაცეები ვიცი, ვერავინ გამათავისუფლებს, ყველა მთავრობას მოვერგებიო... საინტერესოა, ასეთი რა იცის გუნდაძემ, რომ არაფრის ეშინია... – ამბობს საბათლოს საჯარო სკოლის ქართული ენის მასწავლებელი ნინო ქადაგიშვილი.
შეგახსენებთ, რომ საბათლოში რწმუნებულს სხვა მაცხოვრებლებიც ემდურებოდნენ. თვენახევრის წინ, გაზეთმა ქიზიყმა გაავრცელა ინფორმაცია, სადაც ადგილობრივები დავით გუნდაძეს უყურადღებობაში და სოფლისადმი გულგრილ დამოკიდებულებაში ადანაშაულებდნენ. როგორც მოსახლეობა ამბობს, გუნდაძე აჭარის რეგიონში თვეობით მიდის ხოლმე და სოფელი ღვთის ანაბარა მიგდებული რჩება, რწმუნებულს კი მხოლოდ პირადი კეთილდღეობა ადარდებს...
სოფელ საბათლოს მკვიდრი, ლია ოვსეპიანი ამბობს, რომ ოპოზიციური მოსაზრებების გამო რწმუნებულმა ის პირად კონტროლზე აიყვანა და მისი ყოველი ნაბიჯი საგულდაგულოდ მოწმდება:
,,საბათლოში ზეწოლები აშკარად გახშირდა. პირდაპირ მაფრთხილებენ, თუ არ გაჩერდები დახმარებას მოგიხსნითო. სოც–დახმარება ადრეც პოლიტიკური ნიშნით ნაწილდებოდა, მაგრამ ახლა ვითარება უფრო გამძაფრებულია და უარესები ხდება – აცხადებს ოვსეპიანი.
გუნდაძის ახირებებსა და არაადეკვატურ ნაბიჯებზე ადგილობრივები უკვე ღიად საუბრობენ და გამგებელ ლევან ბაღაშვილს სთხოვენ დაინტერესდეს მისი რწმუნებულის თავხედური ქმედებებით. მათი თქმით, რწმუნებული უკვე უკონტროლო ხდება. შეურაცხყოფილი პედაგოგები გუბერნიაში ჩასვლას და პრობლემებზე საუბარს გიორგი ღვინიაშვილთან პირადად გეგმავენ. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი

უფასო სასადილოს ბენეფიციარები შაბათი დღის დამატებას ითხოვენ

დედოფლისწყაროს უფასო ნაციონალური სასადილოს უმწეო ბინადრები გაუქმებული შაბათი დღის აღდგენას ითხოვენ. შეგახსენებთ, უკვე რამდენიმე თვეა, გამგეობის სოციალური სამსახურის მაშინდელი უფროსის ლევან ჯამალაშვილის მითითებითა და ერთიანი ნაციონალური გადაწყვეტილებით, ხსენებული კვების ობიექტის ბინადრებს შაბათი დღე გაუუქმეს. შაბათობით დაისვენეთ, ჩვენც ხალხნი ვართ დასვენება გვინდა და სამაგიეროდ საკვების ხარისხი გაუმჯობესდებაო... საუბედუროდ, მაშინ დედოფლისწყაროს გამგეობის სამსართულიან შენობაში ისეთი ღვთისნიერი არავინ აღმოჩენილა, რომელსაც გული აუჩუყდებოდა, მოხუცები ოდნავ მაინც შეებრალებოდა და შაბათი დღის გაუქმების წინააღმდეგი წავიდოდა...

ასე იყო თუ ისე, შაბათი გააუქმეს და ასამდე მოხუცს შაბათობით იძულებით კუჭის დასვენება უწევდა... ამ ფაქტზე სასადილოს ხელმძღვანელს ქალბატონ ნუნუ თათარაშვილს მეტად უცნაური პასუხი ჰქონდა: ,,ყველა დაწესებულება ისვენებს. ჩვენც ხალხნი ვართ, პერსონალსაც ხომ უნდა დაისვენოს? ოჯახები გვყავს. ამიტომ გადაწყდა შაბათი გავაუქმოთო - ბრძანებდა ქალბატონი ნუნუ გაზეთ ქიზიყის რედაქტორის სახელზე გამოქვეყნებულ ღია წერილში. ისე, ყველაფერი გამიგია, მაგრამ უმწეოებს ეძახონ - ჭამაში დაისვენეთო, ასეთი რამ არსად მსმენია...

მოკლედ, მიუხედავად იმისა, რომ შაბათი გაუქმდა და ამან სასადილოს ხელმძღვანელობას ხარჯების დაზოგვის საშუალება მისცა, ეს საკვების ხარისხზე სულაც არ ასახულა. სასადილოს თანამშრომლები მაინც იძახდნენ - მთელი დღე აქ ვართ, სახლში დაღლილები მივდივართ, აბა სადილს სახლში ხომ არ მოვამზადებთო... თან, სასადილოში საკვები რომ რჩება, ხომ არ გადავყრით, ყოველდღე სახლში მიგვაქვსო...

ბინადრები კი მუდმივად საკვების უკმარისობასა და მის უგემურობაზეც ხმამაღლა მიანიშნებდნენ. ნაციონალური უფასო სასადილოს მოხუცები სასადილოს ხელმძღვანელობას უპირისპირდებიან და აცხადებენ, რომ უხარისხო საკვებს აჭმევენ: ,,ქათმის ჩახოხბილს უწოდებენ და რომ ნახოთ გაგეცინებათ. რეალურად წყალწყალა და უგემურია. ხორციც იმდენად ცოტაა, დიდხანს უნდა ეძებო, რომ მიაგნო - აღშფოთებას ვერ ფარავენ უკმაყოფილო მოხუცები და დახმარებას ითხოვენ.
,,სიაში ახლახან ჩამწერეს, მაგრამ არაფერი მომწონს. საკვები ხშირად უგემურია. ზამთარ-ზაფხულ მენიუ უცვლელია. არც ბოსტნეულს გვაძლევენ. ამას კი ყველა აპროტესტებს. ჩემი შვილი სოც-სამსახურის უფროსს ლევან ჯამალაშვილს მიუვარდა და ეჩხუბა კიდეც, მაგრამ ჯამალაშვილმა უთხრა - მადლობელი უნდა იყოო - ამბობს გიორგი მჭედლიშვილი.

სასადილოს მზარეული ფიქრია წიკლაური ორიოდ თვის წინ, ქიზიყთან საუბრისას ადასტურებდა, რომ ქათმის ჩახოხბილი წყალწყალა გამოდის: ,,ყველაფერი გრამებშია გათვლილი. ჩახოხბილს რომ ვამზადებდით ძალიან წყალწყალა გამოდიოდა და იძულებულნი ვართ ბრინჯი დავუმატოთ, რომ ცოტა მაინც შეივსოს. ბრინჯი გათვალისწინებული არაა, მაგრამ მაინც ვუმატებთ, ისე მთლად წყალწყალაა - ამბობს წიკლაური და ხელს მენიუს შემდგენლებისკენ იშვერს.
მიუსაფარ მოხუცებს კი არა მენიუს შედგენილობა, არამედ საკვების ხარისხი აინტერესებთ, ნაციონალური სასადილოს მისამართით კი პრეტენზიების ბუმი კვლავაც არ ცხრება.

მოკლედ, გაუთავებელი პრეტენზიების შემდეგ ბოლო დღეებში ბენეფიციარები შაბათი დღის აღდგენას უკვე კატეგორიულად ითხოვენ. როგორც ქიზიყმა შეიტყო, სასადილოში ისეთი ვაი-ვიში ატყდა, სოციალური სამსახურის ახალი ხელმძღვანელი ლევან ნატროშვილიც გამოიძახეს. ეს ის ნატროშვილია, რომელსაც თურმე საკრებულოში ქალაქის მაჟორიტარად ამზადებენ... ვერ გეტყვით, ნატროშვილმა წინასაარჩევნო აგიტაციის ფარგლებში რა მოახსენა სოციალურად დაუცველ ფენას, მაგრამ ის, რომ ბენეფიციარებს გაუქმებული დღის აღდგენა სურთ, ეს უდავოა...

რამდენად გამოასწორებს ჯამალაშვილის ჩაფურთხებულ საქმეს ახალბედა ნატროშვილი, ამას მომავალში შევიტყობთ. სავარაუდოდ, ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ და თუკი ნატროშვილი მოახლოებულ არჩევნებში კენჭისყრას მართლაც გეგმავს, მაშინ უმწეო მოხუცებს დიდი შანსი აქვთ შაბათობით კვება კვლავაც აღუდგინონ... ყოველ შემთხვევაში მაისის ბოლომდე მაინც... ანუ, იქამდე, ვიდრე არჩევნები ჩაივლის და... მერე ყველაფერი წყალსაც წაუღია... /ქიზიყი/


რა მიზნით შეარჩია კირვალიძემ მეჯვარედ სოსო ბენაშვილი?!

რა მიზნით შეარჩია კირვალიძემ მეჯვარედ სოსო ბენაშვილი?!
ახლახან, ინტერნეტ-გაზეთ ქიზიყს ხელში საკმაოდ სკანდალური ფოტოები ჩაუვარდა. საქმე ეხება ახლადშეუღლებულების, დედოფლისწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრის უფროსის თამაზ კირვალიძისა და გამგეობის აპარატის სპეციალისტის ეკა გიგაურის ქორწილს. სადღესასწაულო საღამოზე გადაღებულ ფოტოებში ქიზიყის ჟურნალისტებმა ბევრი უცნაური ფაქტი აღმოაჩინეს. ფოტოებიდან ირკვევა, რომ არც მეტი არც ნაკლები, კირვალიძის მეჯვარე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის წარმომადგენელი დედოფლისწყაროში სოსო ბენაშვილი გახლავთ. ვერ გეტყვით, რამდენად მფარველობს კირვალიძეს ქორწილის მეჯვარე, მაგრამ რაიონში აქტიურად ვრცელდება ხმები, რომ ძმაკაცური და ახლა უკვე ნათესაური კავშირების გამო კუდ-ის თანამშრომელი კირველიძეს ბევრ რამეში მფარველობას უწევს. სხვათაშორის, ჩვენს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა აღმოვაჩინეთ, რომ ქორწილის სურათები უხვი ოდენობით არის გამოფენილი კირვალიძის მეუღლის, იგივე აპარატის სპეციალისტის ეკატერინე გიგაურის ონდოკლასნიკების პირადი ანკეტაში. არადა, როგორც წესი, საჯარო მოხელეები ამგვარი ფოტოების საჯაროდ გამომზეურებისგან ხშირად თავს იკავებენ ხოლმე. მითუმეტეს უნდა შეეკავებინათ ამ შემთხვევაში, რადგან სიძის ხელისმომკიდე კუდ-ის წარმომადგენელი გახლდათ...

კირვალიძესთან დაკავშირებას ქიზიყი დიდხანს ცდლობდა, თუმცა თამაზ ბატონმა ჩვენს სატელეფონო ზარებს სხვადასხვა ნომრებიდანაც არ უპასუხა ვინაიდან ფოტოებში გამგეობის სოციალური სამსახურის უფროსი ლევან ნატროშვილიც შევნიშნეთ, ფაქტების გადასამოწმებლად ნატროშვილს შევეხმიანეთ. მან ქორწილში ყოფნა დაგვიდასტურა და აღნიშნა, თუ სწორად მახსოვს, მეჯვარე სოსო ბენაშვილი იყოო... თავად სოსო ბენაშვილის ქორწილის მეჯვარე, მუნიციპალიტეტის გამგებელი ლევან ბაღაშვილი გახლავთ, ასე რომ გამგეობის თანამშრომელთა უმრავლესობას ერთმანეთთან ნათესაური კავშირი აერთიანებს. /ქიზიყი/

რატომ არის დედოფლისწყაროში ახლობლის გარეშე დასაქმება შეუძლებელი?

არც ისეა საქმე, როგორც პრეზიდენტი ამბობს, ხალხი შიმშილით იხოცება...

ქიზიყი ტრიბუნას კვლავაც რიგით დედოფლისწყაროელებს უთმობს და მათ პრობლემებზე ღიად ესაუბრება. ქალაქის ქუჩებში გამოკითხვა ამჯერად რაიონში არსებულ უმუშევრობაზე ჩავატარეთ. ვნახოთ, როგორ უყურებენ რიგითი მოქალაქეები ამ საკითხს და როგორია მათი მოსაზრებები ქვეყანაში გამეფებული უმუშევრობის შესახებ.


ნათელა წიკლაური, (42 წლის, მხატვარი): ,,უმაღლესი განათლება მაქვს, მაგრამ არსად ვმუშაობ... მეუღლე ადრე გარდამეცვალა, ობოლ შვილს მარტო ვზრდი. სახელმწიფოსგან არც დახმარება გვაქვს. მხოლოდ ბავშვის პენსიას შევყურებთ. ყოველდღიური არსებობაც გვიჭირს.ძალიან რთულ ვითარებაში ვართ.
ლალი აბულაძე (45 წლის): ,,მარტოხელა დედა ვარ, პედაგოგი, მაგრამ სამსახურს ვერ ვპოულობ. გამგებელს დახმარება რამდენჯერმე ვთხოვე, მაგრამ ყური არ შეიბერტყა... თვითონ რა ენაღვლებათ, ხიზილალაგადასმულ პურს ჭამენ... ჩვენ კი შვილებს რითი გამოვკვებავთ ეს არავის ადარდებს. თვიდან თვემდე თავი ძლივს გამაქვს. განუკითხაობა და უსამართლობაა ქვეყანაში. ამდენი ტყუილი დაპირებებით დავიღალეთ... ყველაფერი უკვე მომაბეზრებელია. რეალური ცვლილებები არ ჩანს და გლეხკაცის პრობლემები ოდნავაც არ შემსუბუქდა.
დალი ცეცხლაძე (34 წლის): ,,5 შვილის დედა ვარ, საზღვრისპირა სოფელში ვცხოვრობ. სიღატაკის ზღვარს ქვემოთ ვართ. ვერც მიწას ვამუშავებთ, ვერც ვენახს... მე და ჩემი მეუღლე უმუშევრები ვართ. თქვენ წარმოიდგინეთ, ბავშვებს წიგნებიც ვერ ვუყიდე, რომ ელემენტარული განათლება მიიღონ. თავის გატანა ყოველდღიურად გვიჭირს. ავადმყოფი დედამთილი მყავს. მე და ჩემი მეუღლე იძულებულები ვართ, რამდენიმე თვით თურქეთში გადავიხვეწოთ. სხვა გზა არ გვაქვს, შვილები შიმშილით დაგვეხოცება. გასაქცევად გვაქვს საქმე.

ბექა გიგაური (21 წლის): ,,თუ ვიღაც ნათესავი არ გყავს, დედოფლისწყაროში ვერსად დასაქმდები და მშიერი მოკვდები. სამსახურს მერამდენე წელია ვერ ვშოულობ. დღიური საქმეც ვერ მინახია. ხულიგნობაზე ნასამართლევი ვარ და ეს ფაქტი ხელს ძალიან მიშლის... ბებია და პაპა მყავს და მხოლოდ იმათ პენსიას შევყურებ. გამოსავალი ვერ მიპოვია.
გუარა მაკარიანი (37 წლის): ,,სიღატაკის ზღვარს ქვემოთ ვარ, უსახლკარო და ახლობელს შეკედლებული. იმ სხვის ბინასაც მედავებიან. 2002 წლიდან მაფიას ვებრძვი... მერამდენე წელია სასამართლოში სიარული მიხდება. უმუშევარი ვარ და ძალიან მიჭირს. სად არის სამსახურები? ვიხვეწები და ვერაფერი მიშოვნია. გამგებელი დამპირდა მაღაზიაში დაგასაქმებო, მაგრამ კონკრეტულად არაფერი ჩანს... ბინასაც მედავებიან და მეშინია ღია ცის ქვეშ არ დავრჩე. გამგეობაც ვერაფრით მაიმედებს...
მზია გარსენიშვილი (54 წლის): ,,ჩემი ასაკის ხალხი აღარავის სჭირდება. ჩამოგვწერეს და თინეიჯერებს ეძებენ. ჟურნალისტური განათლება მაქვს, თბილისის პრესტიჟულ გამოცემებში ვმუშაობდი. დღეს კი არსებობა მიჭირს და დასაქმებას ვერ ვახერხებ. მასიური უმუშევრობაა. ან სად წავიდა სააკაშვილის მიერ დაპირებული მილიონი სამუშაო ადგილი და ას დოლარს გათანაბრებული პენსია??? საარჩევნო ტყუილი აღმოჩნდა... ნეტა იცოდეთ, რეალურად რა ხდება. ხალხი შიმშილობს. უმუშევრობის გამო ბევრი შიმშილით იხოცება.
სანდრო თეზელაშვილი (32 წლის): ,,ორი შვილი მყავს. ისინი რომ გეტყვიან მშიაო და ვერაფერს აკეთებ – როგორი მოსათმენია?... არაფერს ვთაკილობ, მაგრამ სამსახური და ლუკმა პურის შოვნა ძალიან ჭირს. ამიტომაც ყველა საზღვარგარეთ გარბის. მეც სხვა გამოსავალი რომ აღარ მქონდა თურქეთში წავედი. ვირივით მამუშავებდნენ. ამოსუნთქვისა და ოფლის მოწმენდის საშუალებასაც არ მაძლევდნენ. უხეშად დამყვიროდნენ ნუ ისვენებო. ძალიან დამამცირებელი იყო იქ მუშაობა. საქართველოში კი სამსახურს ვერ ვშოულობ და სისხლი ყელში მასხამს. ამ მთავრობის იმედზე დღიურ ლუკმასაც ვერ ვშოულობთ... ძალიან გვიჭირს ცხოვრება. არც ისეა საქმე, როგორც პრეზიდენტი ამბობს... /ქიზიყი/

პანიკაში მყოფი დედოფლისწყაროელი ნაციონალები ოფისში გამოცხადებას კვლავაც საგულდაგულოდ მალავენ

ნაციონალური მოძრაობის დედოფლისწყაროს ორგანიზაციაში ღამით გამართული საგანგებო გაფართოებული თათბირის შემდეგ ქიზიყმა ისიც გაარკვია, რომ შაბათს მთელი დღის მანძილზე პარტიის ადგილობრივ ოფისში მუშაობა აქტიურად მიმდინარეობდა და უქმე დღის მიუხედავად მისვლა-მოსვლა მთელი დღის მანძილზე არ წყდებოდა.
ნაციონალურ ოფისში, რომელიც ქალაქ დედოფლისწყაროს ცენტრალურ ქუჩაზე მდებარეობს დღის 2 საათისთვის პარტიის ლევან ჯამალაშვილი შევნიშნეთ, რომელიც ახალგაზრების ჯგუფს გამალებით ესაუბრებოდა.
რა სახის შეხვედრები იმართებოდა ნაციონალურ მოძრაობაში და რატომ მუშაობდნენ დასვენების დღეებში ასე აქტიურად, ამის გასარკვევად ქიზიყი თავდაპირველად ჯამალაშვილს დაუკავშირდა.
ლევან ჯამალაშვილი: ,,არ ვიცი, მე დღეს პირადი საქმეები მქონდა და იქ არ ვყოფილვარ...
_ დღის 2 საათზე ოფისში შეგნიშნეთ და როგორ არ ყოფილხართ...
_ აა, ხოო... ცოტა ხანს მივედი და მერე გასვენებაში წავედი... მართლა არ ვიცი, იქ რა ხდებოდა...
_ ახალგაზრდებთან იდექით და აბა რაზე საუბრობდით. პარტიის მდივანი ხართ და არ იცით იქ რახდება?
_ ხომ გითხარით. დაკრძალვაზე წავედი და იქ ვარ. არ ვიცი...
_ ასეთი რა ხდება, რომ შაბათ დღესაც ასეთი ფუსფუსია, დასვენება აღარ გინდათ?
_ მე შუადღისას ვიყავი... მეტი არაფერი ვიცი...

ჯამალაშვილთან უშედეგო საუბრის შემდეგ მმართველი პარტიის ადგილობრივ წარმომადგენელს, დედოფლისწყაროს საკრებულოს წევრს ზაზა ფიროსმანაშვილსაც რამდენჯერმე დავუკავშირდით, თუმცა ამ უკანასკნელმა ჩვენს სატელეფონო ზარებს საერთოდ არ უპასუხა... არადა, ფიროსმანაშვილი ნაციონალურ ოფისში შაბათს რამდენჯერმე შევნიშნეთ.
წინა გასაიდუმლოებული თათბირის შემდეგ როგორც სჩანს ნაციონალები თავიანთ სხადნიაკებს კვლავაც საგულდაგულოდ ასაიდუმლოებენ. მიუხედავად იმისა, რომ შევნიშნეთ, ჯამალაშვილი მაინც ცრუობდა და ცდილობდა დავერწმუნებინეთ, რომ ოფისში არ ყოფილა. ზოგიერთებისთვის რატომაა საკუთარ სამუშაო ოფისში გამოცხადება სამარცხვინო და დასამალი, ჩვენთვის ეს ნამდვილად გაუგებარია, მაგრამ ფაქტია, რომ დედოფლისწყაროში უკვე მეორედ შეეცადნენ შეკრეფის უარყოფას და სამსახურში გამოცხადების მკაცრად გასაიდუმლოებას...
ამ ფონზე დედოფლისწყაროს გამგებელი ლევან ბაღაშვილი, რომელიც იმავდროულად ნაცმოძრაობის დედოფლისწყაროს ორგანიზაციის თავმჯდომრის მოვალეობის შემსრულებელი გახლავთ, ჩვენთან საუბრისას ყურადღებას იმაზე ამახვილებდა, რომ ჯერ არც წინასაარჩევნო კამპანია დაწყებულა, არც არჩევნების თარიღია კონკრეტულად გადაწყვეტილი. ანუ ბაღაშვილს იმის თქმა უნდოდა, რომ არჩევნებამდე ჯერ ადრეა და რაღაც საკითხებზე კონკრეტულად საუბარი ნაჩქარევიაო.
თუ ასეა, მოსახლეობისთვის მაშინ გაუგებარია, რატომ იკრიბებიან დედოფლისწყაროელი ნაციონალები ოფისში გვიან ღამით და უქმე დღეებში. კიდევ უფრო ასმაგად გაუგებარია, მაშინ როცა კონკრეტულად შევნიშნეთ, რატომ ცდილობენ უარყოფას... ორიოდ დღის წინ ნაცისტების ამგვარ ნაბიჯებს საზოგადოებამ კომიკური უწოდა. ოპოზიციამ კი აღნიშნა, რომ ნაციონალები პანიკაში არიან და სამარცხვინო ნაბიჯებსაც ამიტომ დგამენ. /ქიზიყი/

თამილა გურაშვილი

დედოფლისწყაროში ქარვას ზეთის ქარხანა მომხმარებელს ატყუებს და უკრაინულ ზეთს ასხამს

,,გლეხი ქარვას მზესუმზირას არ ჩააბარებს, იმიტომ, რომ მაგათი ვირის მუშა არავინ არ არის…

გაზეთ ალიაში დაბეჭდილი მასალის შემდეგ, რომელიც ქართული ზეთების წარმომავლობასა და ხარისხს ეხებოდა, დედოფლისწყაროელმა გლეხებმა პირველად გადაწყვიტეს ხმა აემაღლებინათ და თავისი პროტესტი ხმამაღლა გამოეხატათ. ვითარება ქართულ ზეთთან მიმართებაში იმდენად რთული აღმოჩნდა, ვიდრე წარმოვიდგენდით...

კახი მეზვრიშვილი (დედოფლისწყაროს მკვიდრი): - ,,მე გეტყვით ახლა სიმართლეს. ქარვა რომ ჰქვია მაგათ ზეთს და ვითომ ქართული ზეთია, ვითომ დედოფლისწყაროს მზესუმზირისგან გამოყვანილი, საერთოდ არ არის ჩვენი მზესუმზირა მანდ...
-- რატომ, თქვენგან არ იბარებენ? ქარხნის დირექტორმა თემურ ბუკიამ განაცხადა, მზესუმზირის ძირითად ნაწილს დედოფლისწყაროელი გლეხებისგან ვიბარებთ, რაც დაგვაკლდება უმნიშვნელო რაოდენობა უკრაინიდან შემოგვაქვსო.
_ ტყუილია... ეგენი ძალიან მიზერულ თანხას იძლევიან დედოფლისწყაროში მზესუმზირის შესაძენად. თუ დავუშვათ სადედე მზესუმზირა კილოგრამი 60_70 თეთრი ღირს...
_ რას ნიშნავს სადედე მზესუმზირა?
_ სანედლეულე მზესუმზირა, რომლიდანაც ზეთი იხდება. ეგენი კიდევ იძლევიან ამ თანხის ნახევარს 30_35 თეთრს. ამიტომ, იძულებული ვხდებით მაგათ არ ჩავაბაროთ. თითქმის არცერთი გლეხი მაგათ არ აბარებს. იმ ფასად რომ ჩავაბაროთ, ჩვენ ხარჯს ვერ ვფარავთ. გვირჩევნია, გავიტანოთ და გავყიდოთ.
_ კი მაგრამ სად უნდა გაიტანოთ, ვინ ყიდულობს ამხელა რაოდენობას?
_ დასავლეთიდან ჩამოდიან მყიდველები. ასევე სხვადასხვა რაიონებიდან და იმათ ვაძლევთ შეძლებისდაგვარად ნორმალურ ფასებში, რომ მთელი ზამთარი ოჯახები ვარჩინოთ. აბა, სხვა შემოსავლის წყარო ჩვენ არ გაგვაჩნია. 
_ ქარხნის დირექტორი ამბობს, რომ ქარვას თავისი ტერიტორიები აქვს ჰექტრობით აღებული და მზესუმზირა თვითონ მოჰყავთ... 
_ დედოფლისწყაროში არაფერი ტერიტორია მაგათ არა აქვთ. არავითარი მზესუმზირა მაგათ არ მოჰყავთ და კიდევ ვიმეორებ, გასულ წლებში მაგათ საზღვარგარეთული მზესუმზირა შამოჰქონდათ, კიდევ კასრებით საზღვარგარეთული ზეთი. ასხამდნენ ბოთლებში და ჰყიდდნენ... აწერდნენ იმას, თითქოს ქართული, დედოფლისწყაროში ჩამოსხმული ზეთია.
_ კი მაგრამ ქარხანაში ზეთის გამოხდა არ ხდება?
_ ძირითადად, უკრაინიდან ვაგონებით შამოაქვთ...
_ გამოხდილი უკრაინული ზეთი შემოაქვთ, თუ უკრაინული მზესუმზირა?
_ ვაგონებით შამოაქვთ როგორც უცხოური მზესუმზირა, ასევე გამოხდილი ზეთი 200 ლიტრიანი კასრებით. ერთსაც აკეთებს და მეორესაც. არ ვიცი რა კომბინაციებს აკეთებენ, უკრაინულ მარცვალს წნეხენ, ასხამენ ლიტრიან და ორლიტრიან ბოთლებში და ყიდიან იმას.
_ საიდან გაქვთ ეს ინფორმაცია, რომ ასე ხდება ქარხანაში?
_ დედოფლისწყაროელები მუშაობენ მანდ ყველა და გამოაქვთ ეგ ინფორმაცია.
_ კი მაგრამ, ამდენი მოსახლე ხართ რაიონში და აქამდე პროტესტი რატომ არ გამოგითქვამთ?
_ იყო მასეთი შემთხვევები ჩვენი ხალხის მხრიდან, ქარვას წარმომადგენლებთან მივიდნენ და პროტესტიც ხმამაღლა გამოთქვეს. ერთია, რომ დედოფლისწყაროში მდებარეობს ქარხანა და უკრაინულ ზეთს ხდის, თან აწერს ქართულია და გამოხდილია დედოფლისწყაროშიო. ატყუებ ხალხს რაა... მერე კიდევ ჩვენ გვაყრი თვალში ნაცარს. კახელი გლეხის მოყვანილს წიხლს უკრამ და უკრაინელისა ჩამოგაქვს. ეს ყველაფერი ხო, უთხარით, მაგრამ გვიპასუხეს რომ ჩვენო ჩამატანილი მზესუმზირა იაფი გვიჯდება და თქვენსას კიდევო აქობამდე იმიტო არ ვყიდულობდით, რომ ძვირიაო. ან ჩაგვაბარეთ ამ ფასში, ანდა ნუ ჩაგვაბარებთო. სულ ბოლოს 15_20 თეთრის წამატებაზე იყო საუბარი, მაგრამ ამაზეც უარი გვითხრეს. ჩვენც იძულებულნი ვხდებით არ ჩავაბაროთ და ეგენი მოგებულები რჩებიან მაგით...
_ ქარხნის დირექტორთან, თემურ ბუკიასთან იყავით?
_ არა, ეგ კაცი ფაქტიურად არ დადის. ვიღაც წარმომადგენელი ჰყავს და ის აწარმოებს ყველაფერს.
_ ანუ რა გამოდის, კაბალურ მდგომარეობაში ჰყავთ გლეხები?
_ ასეა...
_ ისეთები თუ არიას, რომლებიც მაინც აბარებენ მზესუმზირას ამ ქარხანაში?
_ თითქმის არა... თუ ისეთი გაჭირვებული არის, რომელსაც აი, რაღაც მომენტში სჭირდება ფული ძალიან და იძულებულია, ის მიჰყიდის. თორემ, ისე მანდ არავინ არ შეიტანს.
_ ფაქტიურად ქარვას წინააღმდეგ გაფიცულები ხართ. ასე როდემდე აპირებთ?
_ კახელი გლეხი მაგათ თავის მზესუმზირას არ ჩააბარებს, იმიტომ, რომ მაგათი ვირის მუშა არავინ არ არის. დედოფლისწყაროში ქარხანა სხვების თვალის ასახვევად აქვთ, იმიტომ, რომ დაანახონ, ვითომ ნამდვილ ქართულ ზეთს ასხამენ...
ქარხნის დირექტორმა თემურ ბუკიამ სატელეფონო კომენტარზე უარი განაცხადა. არც რედაქციაში მოსვლა ინება, ისიც დაამატა ოფისი არ მაქვს, თორემ ჩემს ოფისში შეგხვდებოდითო. ბოლოს ქუჩაში შეგვხვდა და განგვიცხადა ამ საკითხზე კომენტარს არ მოგცემთო. ჩვენი შეკითხვა, ხომ შეიძლებოდა უარი ტელეფონშივე ეთქვა და ტყუილად არ მივეყვანეთ, ჰაერში დარჩა...

თამარ როსტიაშვილი

რას უკავშირდება ღამით ნაციონალბის ოფისში გამართული საიდუმლო სერობა და რა მითითებები გასცეს სხდომაზე?

9 მარტს, ღამის 20:00 საათზე დედოფლისწყაროს ნაციონალური მოძრაობის ოფისში საიდუმლო სერობა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა გაფართოებული სხდომა გაიმართა. სხდომას ქიზიყის კორესპონდენტი შეესწრო და მოვლენათა განვითარებას დააკვირდა. ერთი შეხედვით ამაში უცნაური არაფერი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მმართველი გუნდის დაბნეულობამ და უცნაურმა პასუხებმა არაერთი კითხვა გაგვიჩინა... ჩვენი გაოცება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ყველა მათგანი შეკრების მიზეზებს საგულდაგულოდ მალავდა, ზოგიც საერთოდ უარყოფდა. უცნაური კი ის გახლავთ, რომ სხდომაზე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დედოფლისწყაროელი თანამშრომლები საპატიო ადგილებზე ისხდნენ. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ გაფართოებული სხადნიაკი სწორედ მოახლოებულ არჩევნებს უკავშირდებოდა. არც ისაა გამორიცხული, რომ ლიდერებისა და კუდ-ის თანამშრომლებისგან დედოფლისწყაროელმა ჩინოსნებმა სპეციალური მითითებები მიიღეს.

ლევან ბაღაშვილი (დედოფლისწყაროს გამგებელი): ,,ნაცმოძრაობის ოფისში პარტიის წევრები იყვნენ შეკრებილი. ამაში გასაოცარსა და გასაკვირს მე ვერაფერს ვხედავ...
- გასაოცარს ჩვენც ვერაფერს ვხედავთ. ის გვაკვირვებს სათავეში კუდის თანამშრომლები რატომ ესხდნენ და რატომ მალავენ? აცხადებენ მეგობრული შეხვედრა იყოო...
-
რაც შეეხება კუდ-ის თანამშრომლებს, ჩემი ინფორმაციით ისინი ამ დროისთვის სიღნაღში უნდა ყოფილიყვნენ...
- ჩემი თვალით ვნახე, რომ იმავე ოთახში სათავეში ისხდნენ...
-
არ ვიცი... თქვენ თუ გინდათ რამე ააგოროთ, ეგ სხვა საკითხია...
ლევან ჯამალაშვილი (ნაცმოძრაობის აღმასრულებელი მდივანი დედოფლისწყაროში): ,,
მეგობრული შეხვედრა იყო. სამსახურის შემდეგ უბრალოდ შევიკრიბეთ... სხვა არაფერი. არჩევნების თარიღი ჯერ დასახელებულიც არ არის და წინასაარჩევნო ხასიათის შეხვერდა როგორ იქნებოდა... ისე ვსაუბრობდით...
- ბატონო ლევან, კუდ-ის თანამშრომლები რატომ ესწრებოდნენ ამ თათბირს?
-
იმავე შენობაში პრობაციისა და აღსრულების ბიუროც მდებარეობს და ვინ სად შედიოდა, ამას მე ვერ გავაკონტროლებ... იქნებ სხვა ოფისში იყვნენ...
- სხვა ოთახში არა, კარგად დავინახე, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ორივე თანამშრომელი თქვენს ოთახში იჯდა...
-
ალბათ, ისე მეგობრულად შემოვიდნენ, თორემ... ყველას შეეძლო შემოსულიყო. არავისთვის დახურული არ ყოფილა და ხომ არ ავუკრძალავდი ჩვენთან შემოსვლას...
კუდ-ის დედოფლისწყაროელმა თანამშრომელმა ილია ნატროშვილმა ქიზიყთან სატელეფონო საუბრისას დაადასტურა, რომ სამშაბათს ღამით ნაციონალების ოფისის შენობაში ნამდვილად იმყოფებოდა, თუმცა ისიც დაამატა, პრობაციის კაბინეტში ვიყავი და არა ნაციონალურ სხდომაზეო. მეორე მათგანმა, სოსო ბენაშვილმა ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. ორივე მათგანი ქიზიყის კორესპონდენტმა ნაციონალურ სხდომაზე საკუთარი თვალით შენიშნა.

თამაზ კირვალიძე (კულტურისა და სპორტის ცენტრის უფროსი): ,,მე ჩემს პირად საქმეზე ვიყავი. ერთ პიროვნებასთან პირადული საქმე მქონდა და ამიტომ მივედი, სხვა არაფერი...
ლევან ნატროშვილი
(გამგეობის სოციალური სამსახურის უფროსი):  ,,არ ვიცი... (დაიბნა) აზრზე არ ვარ... საიდან იცით?...

გამგეობის სხვადასხვა სამსახურების ხელმძღვანელთა ამგვარი კომენტარები რბილად რომ ვთქვათ ლოგიკას მოკლებულია. ეს მაშინ, როცა ისინი სხდომას ნამდვილად ესწრებოდნენ. მოულოდნელი და აკრძალული არც ის იქნებოდა, რომ ეთქვათ წინასაარჩევნოდ დავალებები მივიღეთო, მაგრამ, რაკი ყველაფერს ასე საგულდაგულოდ ასაიდუმლოებენ და უარყოფას ცდილობენ, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელმძღვანელი პირებისგან ზომაზე მეტად მკაცრი მითითებები გაიცა... /ქიზიყი/

თამილა გურაშვილი

* * *

გაზეთ რეზონანსში ქიზიყის ჟურნალისტთან დაკავშირებით სამშაბათს გამოქვეყნებულ ვრცელ სტატიას, პოპულარული ინტერნეტ პორტალი PRESA.ge აქვეყნებს. 

გამგებელი ჟურნალისტ ქალს ცემისთვის უჩივის, ჟურნალისტი გახშირებულ ზეწოლებზე საუბრობს

იხილეთ მასალა ვრცლად>>>


რატომ ჩამოვიდნენ კომედი-შოუს ზანგი მსახიობები დედოფლისწყაროში და ვინ მიიწვია ისინი ზემო ქედში?!

რატომ ჩამოვიდნენ კომედი-შოუს ზანგი მსახიობები დედოფლისწყაროში და ვინ მიიწვია ისინი ზემო ქედში?!
ცოტა ხნის წინ ჩემს მშობლიურ მხარეს, დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო ქედს ვეწვიე. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა ქუჩაში გამოსული, 5 ფერადკანიან ბიჭს შევეჩეხე. ცოტა ხნით ადრე, ბავშვების მიერ გარეთ გამოყვანილი ჩემი 8 თვის შვილი ხელში აეყვანათ, კოცნიდნენ და ეფერებოდნენ... რასაკვირველია, დავინტერესდი, საიდან გაჩნდნენ შუაგულ კახეთში და ინტერვიუს ჩაწერა გადავწყვიტე. 
ბრაიან იდოუ, ლარი რამანი, ქაზიმ ჰუსეინი და ოლუმუიავა ოკეუო ოიბადი თავ-თავის ბიოგრაფიას ხალისიანად მიყვებოდნენ. უნდა აღვნიშნო, რომ ბრაიანმა და ოლუმუიავამ უკვე ქართულიც იციან და ცდილობდნენ, ჩემს შეკითხვებზე პასუხის გაცემისას, ინგლისური სიტყვების გამოყენებისთვის თავის აერიდებინათ.

საინტერესო მასალა იხილეთ ვრცლად>>>

უფასო სასადილოში სხვისი ულუფის გამოყენება აიკრძალება...

ზოგს სამი-ოთხი ულუფა მიაქვს, ზოგიც მშიერი რჩება, თათარაშვილი ვითარების დარეგულირებას იწყებს?!

გასულ კვირას ქიზიყის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ დედოფლისწყაროს გამგებლის მოადგილის გელა თეთრაულის მეუღლფიქრია წიკლაური უფასო სასადილოდან წასვლას გეგმავდა, სიმართლე აღმოჩნდა. 1 მარტიდან ის სამსახურიდან უკვე წავიდა. რაოდენ უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, მისი ადგილი ამავე სასადილოს მომმარაგებელმა ნუნუ თათარაშვილმა დაიკავა. 

წიკლაურმა წასვლის მიზეზებზე გასულ კვირას ქიზიყთან ექსკლუზიურად უკვე ისაუბრა, თუმცა აქტიურად ვრცელდება ხმები, რომ მან სასადილოდან წასვლის გადაწყვეტილება გამგებლის ჩარევის შემდეგ მიიღო. თავად წიკლაური ამაზე პირდაპირი საუბრისგან თავს იკავებს, თუმცა მიანიშნებს, რომ ყველაფერი მობეზრდა და ამდენი პრეტენზიებით დაიღალა. გამგებელი ლევან ბაღაშვილი კი ადასტურებს, რომ მის მოადგილეს, გელა თეთრაულს სასადილოდან მეუღლის ჩამოშორების შესახებ საკუთარი აზრი პირადად გააცნო. ანუ გამგებელი მიიჩნევს, რომ თეთრაულის მეუღლის ირგვლივ გამოთქმული პრეტენზიები უკვე მეტისმეტია და ასე გაგრძელება უხერხულია. თუმცა, ლევან ბაღაშვილი იქვე იმასაც აკონკრეტებს, რომ ეს წასვლის მითითებას ან იძულებას სულაც არ ნიშნავს. მისი თქმით, წიკლაური ადამიანია და ყველაფერს თავად გადაწყვეტს...
შეგახსენებთ, ახლახან, ნუნუ თათარაშვილი სასადილოს მომმარაგებლად უკვე მეორე ვადით დაამტკიცეს, ახლა კი ირკვევა, რომ ღატაკების ხარჯზე ნაშოვნი ფული თათარაშვილს ეცოტავება და მეორე ვაკანსიის დაუფლების ამბიციაც გაუჩნდა. ასე რომ, ამიერიდან თათარაშვილი ორ ადგილზე იმუშავებს. სოციალურად დაუცველების პროდუქტების მომარაგებაზეც თავად იზრუნებს და მზარეულადაც.
მის მოვალეობაში სასადილოში ყოველდღიურად სიარული ამ დრომდე არ შედიოდა, ამიერიდან კი ნუნუ თათარაშვილი მზარეულობასაც შეითავსებს. ვერ გეტყვით, რამდენად ხელმარჯვე მზარეული იქნება ქალბატონი ნუნუ, ან შეძლებს თუ არა უმწეოების გულის მოგებას, მაგრამ ფაქტია რომ თათარაშვილი მზარეულად მუშაობასაც უკვე შეუდგა.
ინფორმაციის გადასამოწმებლად გაზეთი ქიზიყი დედოფლისწყაროს კულტურის სახლის შენობაში განთავსებულ უფასო ნაციონალურ სასადილოს ეწვია. ნუნუ თათარაშვილი ადგილზე დაგვხვდა და არც ის დამალა, რომ ფიქრია წიკლაურის ადგილიც თავად შეავსო.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ქალბატონი ნუნუ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ვითარებაში გარკვევას ცდილობს.
ქიზიყის მიერ დასმულ კითხვაზე: აპირებენ თუ არა, ბენეფიციართა სიის გადახედვას და ზედმეტი ადამიანების გაცხრილვას - ამაზე თათარაშვილმა პირობა საჯაროდ დადო, რომ უახლოეს დღეებში თითეულ მომხმარებელს შეისწავლის და ხარვეზებს აღმოფხვრის.
ნუნუ თათარაშვილი: - ,,ჯერ ორი დღეა რაც გამოვედი, თან ავად ვარ და აუცილებლად გავარკვევ. ვგეგმავ ყველა დავიბარო, პირადად შევხვდე და გავარკვიოთ, რადგან სხვისი ულუფა სხვებმა არ გამოიყენონ. ვინც თავად აღარ მოიხმარს, ალბათ სიიდან ამოვწერთ... - ამბობს თათარაშვილი.
ამ დრომდე სხვისი კუთვნილი საკვების სხვა ბენეფიციარის მიერ გამოყენების ფაქტები საკმაოდ ხშირია. ზოგიერთს ყოველდღიურად სამი-ოთხი ულუფა საკვები გამოაქვს. ბევრი კი სიაში ისე წერია, სასადილოში არც ცხადდება და არც მისი ოჯახი საჭიროებს ამგვარ შემწეობას. ასეთი შემთხვევები კი პირადი ინტერესების მიხედვით გადანაწილდა და დედოფლისწყაროში ზოგიერთები სულ მშივრები რჩებიან, ზოგიც ერთბაშად რამდენიმე ულუფას ითვისებს...

შეასრულებს თუ არა თათარაშვილი პირობას და რამდენად დაარეგულირებს სიაში არსებულ ხარვეზებს, ამას მომავალი გვიჩვენებს. ქიზიყი სასადილოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს თვალყურს კვლავაც აქტიურად მიადევნებს... /ქიზიყი/

თამილა გურაშვილი, ილია მარტყოფლიშვილი


ხელისუფლებასთან ჩახუტებისთვის ლეიბორისტებიდან გაძევებული ალუღიშვილი ეროვნულ ფორუმში შეიფარეს?!


მოღალატედ წოდებული ექს-ლეიბორისტი ფორუმელებს პატიოსნად მიაჩნიათ...

წიანსაარჩევნოდ მეტად უცნაური ამბები ხდება დედოფლისწყაროში. ბევრისთვის გასაკვირად ასე პოპულარულ ,,ეროვნული ფორუმის` დედოფლისწყაროს ორგანიზაციაში ლეიბორისტული პარტიიდან გაძევებული ექს-ლიდერი დავით ალუღიშვილი შეიფარეს. ქიზიყელები მიიჩნევენ, რომ ეს ფაქტი ფორუმის რეიტინგზე დადებითად სულაც არ აისახება.
ეროვნული ფორუმის ოფისი დედოფლისწყაროში, რუსთაველის ქუჩაზე განთავსდა. გახსნას პარტიის გენერალური მდივნის მოადგილე თამაზ ხუციშვილიც დაესწრო. ამ დროს ინციდენტიც დაფიქსირდა, რომელსაც ქიზიყის კორესპონდენტიც შეესწრო.
ფორუმელებთან დასახმარებლად მისულ პედაგოგს ქეთევან მჭედლიშვილს, რომელიც სკოლიდან უკანონოდ გაათავისუფლეს, ხუციშვილი ირონიული ტონით ელაპარაკა და დახმარებაზე უარი იმ მოტივით უთხრა, რომ მისი საჩივრების გამო ალუღიშვილი ლეიბორისტებიდან გაათავისუფლეს: ,,ჯიბლაძემ ეს პატიოსანი ადამიანი შენს სიტყვაზე გაათავისუფლა და შენ როგორ დაგეხმარები?! - განაცხადა ხუციშვილმა.
უცხო აღარავისთვისაა ის ფაქტი, რომ დავით ალუღიშვილი დედოფლისწყაროში მმართველ გუნდთან ჩახუტებულია და წლების მანძილზე საკრებულოში ყოფნისას ის ხელისუფლებასთან შეხმატკბილებული ურთიერთობით გამოირჩეოდა.
რატომ მიიღეს საეჭვო პოლიტიკური კურსის ხელისუფლებასთან დაახლოებული ექს-ლეიბორისტი ალუღიშვილი საკმაოდ რეიტინგულ ,,ფორუმში` და რა შეფასებებს აძლევენ თანაგუნდელების ნაბიჯებს ხელმძღვანელები, ამის გასარკვევად გაზეთი ქიზიყი ეროვნული ფორუმის ცენტრალურ ოფისს დაუკავშირდა.

მაგდა პოპიაშვილი
(ეროვნული ფორუმის პრეს-სპიკერი): -- ,,დედოფლისწყაროს ორგანიზაცია ჯერ მთლიანად ჩამოყალიბებული არ არის. საინიციატივო ჯგუფია შექმნილი, რომელსაც გია ბენაშვილი ხელმძღვანელობს. ჩვენ არა გვაქვს ინფორმაცია, რომ განთავისუფლებულ პედაგოგს ეროვნული ფორუმისთვის მოემართოს. მე არა მგონია, რომ ასეთი რამ მომხდარიყო, მაგრამ თუ დადასტურდა, მაშინ ფორუმის ლიდერებს მოუწევთ თამაზ ხუციშვილთან დალაპარაკება.
პაატა ჯიბლაძე
(ლეიბორისტული პარტიის აღმასრულებელი მდივანი): -- ,,ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს ფორუმს დათო ალუღიშვილი და ძმანნი მისნი... თუ ასე დასუსტდნენ, რომ ჩვენი პარტიიდან გაძევებული არაფრის მაქნისი წევრები მიიღეს, წარმატებებს ვუსურვებ... თამაზ ხუციშვილი ჩვენთან მუშაობდა, ჩემი მუშაობის სტილი შესანიშნავად იცის და ისიც იცის, რომ უსამართლოდ არავის გავათავისუფლებდი. უღირსი რომ იყო ალუღიშვილი და ადგილობრივ ხელისუფლებას მიეყიდა, ამიტომ იყო, რომ მივაბრძანეთ პარტიიდან.

ჯიბლაძის საუბრიდან ირკვევა, რომ ხუციშვილსაც ლეიბორისტული წარსული აქვს. ალუღიშვილის ოპოზიციონერობა მოსახლეობაში უკვე ღიმილის მომგვრელი გახდა. ადგილობრივებს არც ის დავიწყებიათ, რომ კიდევ ერთი ლეიბორისტი ზურაბ ყოჩიაშვილი დედოფლისწყაროში დასუფთავების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა, მისი მეუღლე ნინო ჩოხელი კი გამგებლის თანაშემწედ... ამ ფონზე, ხუციშვილის მხრიდან ექს-ლეიბორისტების პატიოსნად მოხსენიება, ვფიქრობთ, ლოგიკას მოკლებულია...
/ქიზიყი/
თამილა გურაშვილი


ღია წერილი ლევან ბაღაშვილს საბერძნეთიდან

 
შვილო ლევან, ძალიან მინდა ეს წერილი წაიკითხოთ...

შვილო ლევან, ჩემი შვილების ხელა ხარ და თავს უფლებას მივცემ, ასე მოგმართო... მართალია გამგებელი ხარ, მაგრამ იმედია არ მიწყენ... არ ვიცი, ბოლო წლებში დედოფლისწყაროში რა ხდება. ოჯახით საბერძნეთში ვართ და მშობლიური რაიონის ამბებს მოვწყდით. ვერც იმას გეტყვით ვინ რა თამაშს თამაშობს, მაგრამ...
ლევან, ძვირფასო... რაც ამ საიტზე იწერება ალბათ შენც კითხულობ. თუ არ ადევნებ თვალყურს, ალბათ ქვეშევრდომები მაინც მოგაწვდიან. ძალიან მინდა ეს წერილი წაიკითხოთ... ვაჟკაცურად თქვი, რასაც ქიზიყის გაზეთი აქვეყნებს, მოგწონს შენ ეს???... პატარა რაიონში ჟურნალისტი ამდენ ნეგატიურს რომ აღმოგიჩენს, მგონი დაფიქრება გმართებს, შვილო... ასე არ ივარგებს...
კიდევ ვიმეორებ, არ ვიცი მანდ რა ხდება, მაგრამ რასაც ამ საიტზე ვიგებ, აღშფოთებული ვარ. ნუთუ თქვენ ამ ყველაფერზე რეაქცია არ გაქვთ? საინტერესოა, საიდან მოიყვანეთ, სად შეარჩიეთ ასეთი თავხედი თანაგუნდელები... გამოუსვლელობას რომ ამტკიცებენ... როგორ შეიძლება ჟურნალისტს (როგორი მომაბეზრებელიც არ უნდა იყოს მისი მუშაობა) ასე უხეშად მიმართოს საჯარო მოხელემ?
ან, წინა კვირას თქვენი თანამშრომელი ვინმე პაპაჩაშვილი რომ გამოდგა და ფეხებზე მკიდიაო, ცხვირაბზუებული გაიძახოდა - ნამუსი აღარ შეგრჩათ ხალხო? ჩემო ლევან, არ ვიცი ამ პაპაჩაშვილს გამგეობაში ვინ მფარველობთ, მაგრამ ერთი ის ვიცი, რომ თქვენს ადგილას ამ ქალბატონს ნამდვილად გავათავისუფლებდი... საყვედური მაინც გეთქვათ... თქვენ კი მუდმივად ყველაფერს რეაგირების გარეშე ტოვებთ... აბა ხელმძღვანელი რას ნიშნავს, მართვის სადავეები რისთვის გაქვთ, თუ ყველაფერზე თვალს დახუჭავთ და შეცდომებს გადაყლაპავთ?... ლიდერი მკაცრი და მომთხოვნი უნდა იყოს!
სააკაშვილის თანაგუნდელებს სწორედ ეგ გღუპავთ, რომ ხალხს ზემოდან დაჰყურებთ და ჯიბრით ელაპარაკებით...
ცხოვრებაში ბევრი რამ ვნახე და, არა მგონია, რასაც მარტყოფლიშვილი აქვეყნებს უსაფუძვლო იყოს... უქმე დღეებში ახლობლები ვიკრიბებით და მშობლიური კუთხის მოგონებებს ვიხსენებთ... ამ ბოლო დროს ტკბილ მოგონებებს გაზეთ ქიზიყის განხილვაც დაერთო და მანდ მიმდინარე მოვლენებს შორეულ საბერძნეთში განვიხილავთ-ხოლმე. რასაც მე გწერთ, მარტო ჩემი აზრი არ არის... ნურც ჭკუის სწავლებად ჩამითვლით... უბრალოდ, გულწრფელად მინდა დედოფლისწყაროში ყველაფერი მალე მოგვარდეს, რომ ყველა საზღვარგარეთ გაქცეული მალე დავბრუნდეთ...
თამამად უნდა გითხრათ, რომ თქვენს მოღვაწეობაში ბევრი რამ არ მოგვწონს!... ჯერ მაინც პატარა ბიჭი ხარ და შენგან შეუძლებელს ნამდვილად არ ვითხოვთ... მაგრამ, ზოგჯერ არც იმას აკეთებ, რაც ნამდვილად შეგიძლია...
პირდაპირი ქალი ვარ და მოდი, ასეთივე პირდაპირობით გეტყვი. დედაშვილურად გთხოვ, არ გეწყინოს ლევან, მაგრამ მეტი სიმკაცრე გმართებს!... ზოგ რაღაცაში მუხრუჭი უნდა იცოდეთ... სახელისუფლებო სავარძლებიდან ყველაფერი სხვაგვარად ჩანს... მითუმეტეს, რომ დღეს გამგეობაში ბევრმა ეს სკამები ძალზე მცირე ასაკში დაიკავეთ და ზუსტად ამიტოა, რომ შეცდომების ალბათობა გაზრდილია.
რამდენი განუკითხაობა ხდება დედოფლისწყაროში, თქვენ კი მე ვარ და ჩემი ნაბადიო ფიქრობთ და ყურსაც არ იბერტყთ... ბოდიში მომითხოვია, მაგრამ დღეს ზოგიერთი თქვენი თანაგუნდელი ასეთებს რომ კადრულობს, ხვალ უარესს იზამს... ზეგ კი ისეთს ჩაიდენს, თავბედს გაწყევლინებთ... ამიტომ, კუდაბზიკობა ძირშივე უნდა აღმოფხვრათ და გაბღენძილი ჩინოსნები ცოტა გონს მოიყვანოთ... ლიდერი ხართ და ეს ყველაფერი თქვენ უნდა დაარეგულიროთ... სხვაგვარად ჩაითვლება, რომ მმართველად ვერ ივარგეთ, რადგან ლიდერის პრინციპებს ძმაკაცური გაგება ანაცვალეთ, პირადი და სამსახურებრივი ურთიერთობები ერთმანეთში აზილეთ და საკუთარი იმიჯიც დაასამარეთ...
ზედმეტები რომ მოსდით მე საზღვარგარეთიდან ვამჩნევ და, წარმომიდგენია ადგილზე რა ვითარება იქნება... ყველა მაგაზე დაგცინით, საძმაკაცოთი გამოიტენა გამგეობის შენობაო. ჩემები რომ ხართ და გულწრფელად რომ მტკივა, იმიტომ გწერთ... ახლა მეუღლეების მანდ მიყვანაც დაგიწყიათ და აშენებულა ქვეყანა... ნუთუ, ეს ხმები თქვენამდე არ აღწევს? ნუთუ.....
ან, ჩემი შეხსენება რად გინდათ, მოდით, ერთხელ გულში ჩაიხედეთ და თავადაც მიხვდებით, რომ არ ხართ მართალი საკუთარი სინდისისა და თანარაიონელების მიმართ... უკადრებელი არ უნდა იკადროთ...
ბოლო დროს, ადგილობრივების იმედი არცერთმა გამგებელმა არ გაამართლა. ლევან, შვილო, შენ ისეთი ოჯახის შვილი ხარ, ნამდვილად მინდა, პირველი შენ იყო, რომელზეც ვიტყვით, რომ კარგ ლიდერად ჩამოყალიბდა. ლიდერი კი პრინციპულობას გულისხმობს. მაგ გათავხედებულ ქვეშევრდომებს ხშირად თავშიც უნდა წამოარტყათ, მერე გაცილებით უკეთესად შეასრულებენ დავალებებს. თქვენი დუმილი და მათდამი ლოიალობა კი ნამდვილად საეჭვოდ ჩანს...

დიდი მონატრებითა და სიყვარულით, 
თქვენი კეთილისმსურველი საბერძნეთიდან.


ლევან ბაღაშვილმა თეთრაულს უფასო სასადილოში ხელების ფათურისგან თავის შეკავება ურჩია?!


რატომ მობეზრდა გამგებელს უფასო სასადილოს პრეტენზიები და რითი დასრულდება ლევან ბაღაშვილისა და გელა თეთრაულის დაპირისპირება?!

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელსა და მის პირველ მოადგილეს, ბუტაფორიულად წოდებულ გელა თეთრაულს შორის განხეთქილება დაიწყო. როგორც გაირკვა, თეთრაულის მეუღლის, ფიქრია წიკლაურის მისამართით გამოთქმული პრეტენზიები გამგეობაში უკვე მობეზრდათ... აღმოჩნდა, რომ საყვედურების მოთმენას გამგეობის ხელმძღვანელობა სულაც აღარ აპირებს... შეგახსენებთ, წიკლაური თეთრაულის დაწინაურების შემდეგ, დედოფლისწყაროს უფასო სასადილოს ხელმძღვანელად დაინიშნა. ქიზიყმა ისიც გაარკვია, რომ გამგეობის მაღალჩინოსნების ნაწილმა მეუღლის სასადილოდან წასვლის შესახებ გელა თეთრაულს ზოგმა პირდაპირ მიანიშნა, ზოგმაც ირიბად... თუმცა, მინიშნებები მკაფიოდ გაკეთდა და შესაბამისი ნაბიჯების მოლოდინში არიან...
გამგებელმა ლევან ბაღაშვილმა ქიზიყთან საუბრისას დაადასტურა, რომ მოადგილეს მეუღლის სასადილოდან წასვლის შესახებ საკუთარი აზრი პირადად უკვე მოახსენა. ბაღაშვილის საუბრიდან ისიც დადასტურდა, რომ თეთრაულის მეუღლის მისამართით გამგეობაში შესულ საჩივრებს ბოლო არ უჩანდა.
ლევან ბაღაშვილი: -- ,,თეთრაულს ჩემი აზრი ვუთხარი, რომ გამგეობაში ამდენი საჩივარი შემოდის და სირცხვილია-მეთქი. ჩემი აზრი ასეთია და ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვაიძულებ... ასე კი არ დაწეროთ, წასვლა მოსთხოვაო... ეს ჩემი აზრია. ადამიანია და წიკლაური თვითონ გადაწყვეტს, როგორ მოიქცეს.
ქიზიყი ინფორმაციის დაზუსტებას ფიქრია წიკლაურთანაც შეეცადა და ნაციონალურ უფასო სასადილოს ესტუმრა. წიკლაური ჩვენთან საუბრისას მის გადაწყვეტილებაში გამგებლის ჩარევას არც უარყოფს და არც ადასტურებს, თუმცა მკვეთრი შეფასების გაკეთებისგან ამჯერად თავს იკავებს.
ფიქრია წიკლაური: -- ,,გაუთავებელი პრეტენზიებით ძალიან დავიღალე... სასადილოში ათასნაირი ხალხი შემოდის, ათას რამეს ამბობენ და მომბეზრდა... ალბათ, რამდენიმე დღეში, პირველი მარტიდან წავალ... ჩემს შვილებს მივხედავ... სულ მაგაზე საუბრობდნენ და მეც ადამიანი ვარ. მართლა დავიღალე, წავალ და მშვიდად ვიქნები.
სხვათაშორის, ფიქრია წიკლაურის ჩაჩოჩების ამბავი ქიზიყს ძალზე უცნაურად ეჩვენა. სასადილოს ხელმძღვანელობა რატომღაც თავის მართლების რეჟიმში აღმოჩნდა. როგორც ცნობილია, თავდაპირველად სასადილოს მომარაგებასაც წიკლაური უზრუნველყოფდა. როგორც ამბობენ, თეთრაული მიუსაფარი მოხუცების მომარაგებას ე.წ. ,,ირაკლის წყაროსთან` არსებული თავისივე მარკეტიდან ახორციელებდა. თუმცა, გასული წლის სექტემბერში ყველასგან მოულოდნელად, საჯაროდ პირველად გაირკვა, რომ სასადილოს ხელმძღანელი ნუნუ თათარაშვილი გახლდათ, ფიქრია წიკლაური კი რაოდენ დაუჯერებლადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, მზარეულად გადავიდა. სასადილოს ბინადრები ხელმძღვანელად დღესაც წიკლაურს ასახელებენ. დაუჯერებელი კია, გამგებლის მოადგილეს მეუღლე ღატაკების მზარეულად გაეშვა, მაგრამ ამტკიცებენ ასეაო... თავად ქალბატონმა ფიქრიამ კი ჩვენთან საუბრისას ვერ დააკონკრეტა, რა პერიოდიდან გადავიდა ხელმძღვანელობიდან რიგით მზარეულად. ამის პასუხად წიკლაურმა 2009 წლის სექტემბერში ჩვენთან საუბრისას ურთიერთგამომრიცხავი თარიღები დაასახელა.
სასადილოს ხელმძღვანელობა ფასთა კვოტირების ტენდერს იშველიებდა, რომელიც რატომღაც მაშინაც საიდუმლოდ ჩატარდა და ბოლო შემთხვევაშიც საგულდაგულოდ გასაიდუმლოვდა. ეჭვებისა და პრეტენზიების საფუძველიც მოსახლეობაში სწორედ ეს გახდა.
სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ხსენებული სასადილო სკანდალების მიზეზი არაერთხელ გამხდარა. ისიც აღარავისთვისაა უცხო, რომ ზოგიერთი ბენეფიციარი 3_4 ულუფა საკვებს ღებულობს. ეს კი იმ ფონზე, როცა დედოფლისწყაროში ბევრი მათგანი კვლავაც შიმშილით სიკვდილის საფრთხის წინაშეა.
თავის დროზე, როცა თეთრაულმა დავით ლეკიშვილისგან ფეშქაშად მიღებული გამგებლის მოადგილის სავარძელი ბაღაშვილის მმართველობის პერიოდშიც შეინარჩუნა, კულუარებში ალაპარაკდნენ, რომ გელა თეთრაულს ზემოთ სერიოზული მფარველები ჰყავს. დედოფლისწყაროელებისთვის არც ის არის უცხო, რომ თეთრაული გამგეობაში გავლენით არასოდეს გამოირჩეოდა (მიუხედავად იმისა, რომ ის მეორე პირია). არც მისი სერიოზული განცხადებები ახსოვს ვინმეს, რაც იმის დასტურია, რომ ის პოლიტიკური ფიგურა არასოდეს ყოფილა. 3 წელზე მეტია, ის გამგებლის მოადგილის სავარძელს იკავებს, თუმცა რჩება შთაბეჭდილება, რომ აქტიურ პოლიტიკურ მოვლენებისგან ის მუდმივად განზე იდგა. გამგეობაშიც ადასტურებენ, რომ თეთრაული ძირითადად ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს კურირებს და სწორედ ამ ნიშნით შეირჩა თანამდებობაზე.
და ყველაზე მთავარი: როგორც კულუარებში ამბობენ, თეთრაულის მიერ თანამდებობის ასე ხანგრძლივად შენარჩუნების მთავარი მიზეზი ის გახლავთ, რომ ბატონი გელას პოლიტიკური ამბიციები არცთუ ისე შორს მიდის. ასე, რომ გამგეობის ხელმძღვანელობა მასში კონკურენტს ვერ ხედავს, რაც თავისთავად სიმშვიდის საფუძველს იძლევა...
რაც შეეხება რიგითი დედოფლისწყაროელების შეფასებას, გამგებლის პირველ მოადგილეს ადგილობრივები ბუტაფორიულ ფიგურად მოიხსენიებენ. იმთავითვე პოლიტიკურად გამოუცდელი თეთრაულის პირდაპირ გამგეობის მეორე კადრად დანიშვნას მოსახლეობა დიდი ეჭვებით შეხვდა და პირად ინტერესებზე ალაპარაკდა. თეთრაულის მოადგილედ დანიშვნას დედოფლისწყაროელები გამგებელ ლეკიშვილის დიდ შეცდომად აფასებენ, რაც სამწუხაროდ ლევან ბაღაშვილმაც თვალდახუჭულმა გაიმეორა. სამწუხაროდ, ბაღაშვილმა თავის დროზე თეთრაულს ნდობა ისე გამოუცხადა, შედეგებზე სულაც არ დაფიქრებულა.
ბოლო დროს, ლევან ბაღაშვილს თეთრაულის დასუსტება რომ უნდოდა, ეს იმ ნაბიჯითაც გამოჩნდა, რომ არც ისე დიდი ხნის წინ, გამგეობას მოადგილის შტატი კიდევ დაემატა და გამგებელმა კიდევ ერთ მოადგილედ ნიკოლოზ შანშიაშვილი დანიშნა. ამ ნაბიჯით თეთრაულის მნიშვნელობა გამგეობაში კიდევ უფრო დაბალხარისხოვანი გახდა. ამგვარი შეფასებების ღიად გაკეთებისგან გამგეობაში თავს იკავებენ, თუმცა გარკვეული მინიშნებები უკვე თვალშისაცემი ხდება, რაც შესაბამისი დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლევა...
სხვათაშორის, კულუარულ საუბრებში გელა თეთრაულიც არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა სულ მალე თანამდებობიდან თვითონაც წავიდეს... ყველაფერი მოვლენათა განვითარებისას გაირკვევა. ქიზიყი კი ვითარებას თვალყურს კვლავაც აქტიურად მიადევნებს.
/ქიზიყი/

ილია მარტყოფლიშვილი


გასაიდუმლოებულ ტენდერში კვლავაც ნუნუ თათარაშვილს გაამარჯვებინეს


ქალბატონო ნუნუ, თუ ასეთი გულწრფელი ხართ, მაშ ისიც გვითხარით, სად მიგაქვთ უმწეოების ხარჯზე ნაშოვნი ფულები???...

_ _ დედოფლისწყაროს უფასო სასადილოს მომარაგება კვლავაც ნუნუ თათარაშვილს დაევალა. როგორც ქიზიყმა შეიტყო, საიდუმლოდ გამოცხადებულ ფასთა კვოტირებაში კვლავაც ნუნუ თათარაშვილმა გაიმარჯვა.
ინფორმაცია ქიზიყს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლევან ბაღაშვილმაც დაუდასტურა. მისი თქმით, მონაწილეობის მიღება სამ სუბიექტს შესთავაზა, საბოლოოდ კი გამარჯვებული კვლავაც ნუნუკა თათარაშვილი აღმოჩნდა.
როგორც ქიზიყმა გაარკვია, თათარაშვილის გარდა კვოტირების პროცესში სუპერმარკეტების მფლობელები ზურაბ ყაზარაშვილი (იგივე ყაზაროვი) და გივი გონაშვილიც მონაწილეობდნენ. საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ ყაზარაშვილთან ფასებზე ვერ მორიგდნენ, გონაშვილიც განზე გადგა და ბურთი და მოედანი კვლავაც თათარაშვილს დარჩა.
უფრო სწორად, მისი მომსახურებით სრულიად დედოფლისწყარო იმდენად აღტკინებულ-აღფრთოვანებულ იყო, რომ მის გაშვებას ასე ადვილად ვერ გადავიტანდით. ჰოდა, აკი ვადაც ამიტომ გაუგრძელეს, ძვირფას ნინელის...
ამის გაგონებაზე თავად ნუნუ მთლად გაბადრულა. ხუმრობა საქმე ხომ არ არის, ამხელა სასადილო ჩააბარეს. თანაც, როგორც სჩანს, გლახაკების ხარჯზე ბიზნესის კეთებაც მშვენივრად შეიძლება. ჰოდა მასაც გაეხარდა და მეორე წრეზე წავიდა...
ტაში მეგობრებო!!! ახლა, უკვე ქალბატონი ნუნუ ორგზის გამარჯვებული გახლავთ. ახლა ისღა დარჩენია კვლავაც გლახაკების ბედზე ინაღვლოს და გაზეთ შირაქის რედაქციას კიდევ ერთი წერილი გაუგზავნოს.
ალბათ იფიქრებთ, წერილი რა შუაშიაო... იმ შუაშია ძვირფასებო, რომ ამასწინათ, ქალბატონი თათარაშვილი არამკითხესავით გამოხტა და გაზეთ შირაქის რედაქციაში იმხელა უსტარი აფრინა, უთუოდ გემახსოვრებათ... მაშინ ფელამუშიშვილი იმაზე გვეტრაბახებოდა, თქვენ ვინ ხართ, აი, მე ფასთა კვოტირებაში გავიმარჯვეო...
ახლა, როდესაც ეს უბადლო ადამიანი უკვე ორგზის გამარჯვებულია, წარმომიდგენია თავში როგორ აიწევს... ის კი არადა, ვშიშობ, უფასო სასადილოში მიუსაფარ მოხუცებს თქვენობით და ქალბატონოთი მიმართვები არ მოსთხოვოს... ეშმაკმა უწყის...
ისე, იმ აბდაუბდა წერილზე გამახსენდა... ერთ შავბნელ დღეს, ამდგარა ეს ნუნუკა და ფურცელზე ჩამოუწერია: ტყუილი #1; ტყუილი #2; ტყუილი #3 და ასე შემდეგ. მოკლედ რომ ვთქვათ, ნაციონალების ბიზნეს ვუმენმა ჟურნალისტის მხილება გადაწყვიტა. თურმე, ილია მარტყოფლიშვილი იტყუება და თათარაშვილს საკუთარ ხალხზე გული ისე შესტკივა, ღამეებს თეთრად ათენებს და გაჭაღარავდა ქალი... არადა, ამ ეშმაკისეულ საქმეში მარტყოფლიშვილის ბიზნეს-ინტერესები დევს თუ თათარაშვილის, ეს მთელმა დუნიამ იცის...
თუ ასეთი გულწრფელი ხართ, მაშინ ისიც გვითხარით, სად მიგაქვთ უმწეოების ხარჯზე ნაშოვნი ფულები??? ალბათ, მთლიანად ქველმოქმედებას ახმართ...
ჟურნალისტი რისი ჟურნალისტი იქნებოდა, თათარაშვილის ნაბოდვარი რომ არ გაებათილებინა.
შირაქის მომდევნო ნომერში ისეთი საპასუხო წერილი გამოვაქვეყნეთ, თათარაშვილს ყველა ბრალდება ჩავუფლავეთ და ისიც დავამტკიცეთ, რომ ეს უკანასკნელი გაგებაში არ არის რა ხდება იმ დაწესებულებაში, რის ხელმძღვანელადაც თავი მოაქვს... ანდა, წერილის ბოლოს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სასადილოო ისე მიუწერია, თითქოს ვინმესთვის ნაციონალური მოძრაობა პატივი იყოს... თქვენ ადგილას მე ამ პარტიის ხსენების ნამდვილად მომერიდებოდა...
ანუ, ნუნუკა გვადანაშაულებდა იმაში, რაზეც წარმოდგენა არ ჰქონდა... დღესაც კი სასადილოს ბენეფიციარებს რომ ჰკითხოთ, ყველა გეტყვით, რომ სასადილოს ხელმძღვანელი ფიქრია წიკლაურია და თათარაშვილი თვალით არ უნახავთ.
ჰოდა, შე კაი დედმამიშვილო, თუ არც დაბრძანდებით, საიდან გეცოდინებათ, ვის რა მიაქვს სახლში და მართლა წაიღებენ თუ არა მოხუცები უხარისხო საკვებს გამგეობაში... ჩვენ კი რასაც ვხედავთ და გვესმის, სწორედ რომ იმას ვწერთ და ამას არც მომავალში დაგზარდებით.
იმასაც გვეტრაბახებოდით, ილია მარტყოფლიშვილის ტყუილებს აღარ მოვითმენთო და მაშ ახლა პირში წყალი რატომღა ჩაიგუბეთ?... ნუ მოითმენთ, რას უცდით?... მართალი თუ ხართ, წერა ხომ გეხერხებათ, ჰოდა მოიმარჯვეთ კალამი და გვიპასუხეთ! მაგრამ, თავის მართლებაც აღარ შეგიძლიათ და რაღას გვექიშპებით...
ზოგიერთები ბოღმითაც რომ გასკდეთ, კვლავაც იმის გამოქვეყნებას განვაგრძობთ, რაც მოხდება და კაცურ სიტყვას გაძლევთ, რომ არცერთ ფაქტზე შეღავათს არ დავუშვებთ. უმნიშვნელო ფაქტებსაც კი სააშკარაოზე დიდი სიამოვნებით გამოვიტანთ...
ამ ნაციონალურ სასადილოს როგორი ხელმძღვანელობა ჰყავს, ეს იმითაც ჩანს, რომ ყველა უცნაურობა და სასწაული მანდ ხდება, ყოველკვირეულად თავისმომჭრელი ინფორმაციები სწორედ მაგ დაწესებულების შესახებ ვრცელდება. გაზეთი აღარ დარჩა, ამ სასადილოს ,,გრეხებზე` რომ არ წერდეს.
ქალბატონი კია, მაგრამ აქეთ რომ დაგიწყებს მორალის კითხვას და ნოტაციების კითხვას, ესაა საკვირველი, თორემ... ვინ ვინ და, რეპუტაციაზე თქვენ მაინც არ უნდა გვექირქილებოდეთ, ძვირფასო ნუნუ.
მოსახლეობამ მშვენივრად იცის, ვინ არის ნუნუ თათარაშვილი და ვინ კიდევ ილია მარტყოფლიშვილი. შეფასებების უფლება საზოგადოებას დაუტოვეთ, თუ ღმერთი გწამთ... /ქიზიყი/

ილია მარტყოფლიშვილი


კლანური ეპოპეა გრძელდება - თამაზ კირვალიძის ახლადშერთული ცოლი გამგეობის აპარატში დაასაქმეს

დედოფლისწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრის ხელმძღვანელის თამაზ კირვალიძის ახლადშერთული მეუღლე ეკა გიგაური დედოფლისწყაროს გამგეობის აპარატის სპეციალისტად დაინიშნა. მან ია სულაშვილი შეცვალა, რომელიც ახლახან დეკრეტში გავიდა.
ამ ფაქტს უარყოფითად აფასებენ რიგითი დედოფლისწყაროელები. მოსახლეობა მიიჩნევს, რომ ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ დედოფლისწყაროს გამგეობაში კვლავაც კლანური მმართველობა მძვინვარებს და დღითიდღე უფრო ფართო მასშტაბებს აღწევს.
ვაკანტური ადგილის დასაკავებლად თანაგუნდელის მეუღლე რის მიხედვით შეირჩა, ამის გასარკვევად ქიზიყი ადრესატებს გაესაუბრა. ინფორმაციის დასაზუსტებლად ჯერ თამაზ კირვალიძეს დავუკავშირდით, შემდეგ კი გამგეობის აპარატის უფროსსაც შევეხმიანეთ:
თამაზ კირვალიძე: _ ,,რა პრინციპებით შეარჩიეს არ ვიცი, მაგრამ ეკა მანამდე ,,ტაოპრივატბანკში მუშაობდა და იქიდან შემცირების შედეგად გათავისუფლდა. რაკი კომპიუტერის გამოცდილება ჰქონდა, ამიტომ... რა ვიცი, რატომ დანიშნეს, ეს უკვე იმათ ჰკითხეთ, ვინც დანიშნა. მე ვერაფერს გეტყვით...
ალექსანდრე ალუღიშვილი (აპარატის უფროსი): _ ,,ვაკანტურ ადგილზე რამდენიმე განცხადება შემოვიდა, თუმცა საბოლოოდ ეკა გიგაური შევარჩიეთ, რადგან კომპიუტერთან მუშაობის გამოცდილება ჰქონდა. განცხადებები შევისწავლეთ და ისე შეირჩა.
გაზეთი ქიზიყი აპარატის უფროსთან იმის დაზუსტებასაც შეეცადა, თუ რამდენი განაცხადი შევიდა აპარატში, ან რატომ მიენიჭა უპირატესობა მაინცდამაინც მხოლოდ თანაგუნდელის მეუღლეს... თუმცა, ჩვენდა გასაკვირად ალიკა ალუღიშვილმა აღნიშნა, რომ ასეთი დეტალები არ ახსოვს და დეტალების დასაზუსტებლად სხვა დროს ვესტუმროთ.
კირვალიძის მეუღლის დანიშვნა მოსახლეობაში მითქმა-მოთქმისა და აჟიოტაჟის საბაბი უკვე გახდა. მოსახლეობა გამგებელს შეცდომად უთვლის... ადგილობრივები მიიჩნევენ, რომ ამგვარი ნაბიჯები წინასაარჩევნო პერიოდში ადგილობრივი ხელისუფლების რეიტინგზე უარყოფითად იმოქმედებს და მათდამი მოქალაქეების ნდობას საბოლოოდ დაასამარებს. ქიზიყმა დედოფლისწყაროს ქუჩებში რიგით მოქალაქეებს ამ ფაქტების შეფასება სთხოვა:
,,სირცხვილია, როცა მხოლოდ საკუთარი ოჯახის წევრების დასაქმებასა და თანამდებობებზე დასმაზე ფიქრობენ და არა კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებაზე. ალბათ, გამგებელ ლევან ბაღაშვილს დაავიწყდა, რომ სამსახურში მეგობრულ დამოკიდებულებას კარგი შედეგები არ მოაქვს და დამღუპველ შედეგებს იწვევს. ახლა ცდილობენ დაგვარწმუნონ, რომ დედოფლისწყაროში მხოლოდ კირვალიძის ცოლს ჰქონდა გამოცდილება და სხვა მცოდნე ამხელა რაიონში ვერავინ მოიძებნა? ცხადია ეს ხალხის მასხრად აგდებაა და მეტი არაფერი. იმდენი ვაჟკაცობა მაინც ეყოთ, გამოვიდნენ და პირდაპირ თქვან, რომ ახლობლის გაყვანა უნდოდათ და გაიყვანეს კიდეც!... ამათ ფანტაზიას და თავხედობას საზღვარი აღარ აქვს... მერე გადმოდგებიან და ხალხზე ვზრუნავთო... ნათლად ჩანს ბატონებო, გლეხებზე ზრუნავთ თუ საკუთარი ოჯახებისა და ახლობელ-ნათესავების კეთილდღეობაზე... ხალხი ბრმა ნუ გგონიათ, ყველაფერს ვხედავთ და ყველაფერს მშვენივრად ვხვდებით... მერე კიდევ მათხოვრობას და ფეხების ლოკვას დაგვიწყებენ, ხმა ჩვენ მოგვეცითო. ნამუსის ძარღვი არ უნდა გაიწყვიტოს კაცმა, თორემ მერე ყველა უკადრებელს იკადრებს. - აღშფოთებას ვერ ფარავს მოსახლეობა და აპარატში განხორციელებულ ცვლილებებს მწვავე კრიტიკის ქვეშ ატარებს. თუმცა, ქიზიყი შეეცადა არაეთიკური მოსაზრებები შედარებით შეერბილებინა, რადგან დედოფლისწყაროელების აზრი ამგვარ შემთხვევებში გამგეობის ხელმძღვანელების მიმართ გაცილებით უფრო მწვავე და დაუნდობელია.
/ქიზიყი/
თამილა გურაშვილი; ილია მარტყოფლიშვილი


როგორ აგინებდნენ გამომძიებლები მოქალაქეებს და რა შარში გაეხვნენ ოფიცრები და ქირურგი?!

როგორ ემუქრებოდნენ პოლიციელები სოფელ ლენინოვკაში მცხოვრებ ბოშებს, რატომ იგინებოდა გამომძიებელი ლეკაშვილი უშვერი სიტყვებით. რა მოხდა სოფელ წითელწყაროში, რა შარში გაეხვია თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ნაწილის მესამე ქვეგანყოფილების უფროსი ოფიცერი ზაზა ყანჩაშვილი და როგორ ჩამოვარდა საჭედან მთვრალი მორის ბატიაშვილი...

ვინ შეამჩნია დედოფლისწყაროს საავადმყოფოს ქირურგი ნუკრი ბაღაშვილი მთვრალ მდგომარეობაში დანაშაულის ადგილას და მართლა იმყოფებოდა თუ არა ის ავტოავარიის დროს უაზში?! რა ბრალდებებს  უყენებენ ბოშები ბაღაშვილს და ვინ მიიმალა ავტომანქანების შეჯახების შემდეგ დანაშაულის ადგილიდან?!

ვინ და როგორ აუკრძალა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს დედოფლისწყაროს პოლიციაში მისვლა და რატომ ემუქრებოდნენ მათ ციხეში გამომწყვდევით. რა დეტალებს იხსენებენ ალექსანდრე მადოიანი და მალინა პიდანოვა?!

სიღნაღი-დედოფლისწყაროს პროკურორი სოსო გულოშვილი, პოლიციის მხრიდან დაჩაგრულ ბოშებს უშვერი სიტყვებით აგინებდა, ხოლო მათი პრობლემებით დაინტერესებულ ჟურნალისტებს კი მიმართა, - მეტი საქმე არა გაქვთო? ზემოთხსენებული პროკურორი გულოშვილი, კიდევ ერთ სკანდალურ საქმეში ფიგურირებს...

დედოფლისწყაროში, სოფელი ლენინოვკა მთლიანად ეთნიკური უმცირესობებით არის დასახლებული. აქ ძირითადად, ბოშები ცხოვრობენ. ისინი უფლებების დარღვევაზე, ხშირად ჩივიან და აცხადებენ, რომ მათ მაღალჩინოსნები ხშირად დასცინიან და ფიზიკურ შეურაცხყოფასაც აყენებენ. სამართალდამცველებსა და აქაურ ბოშებს შორის, არაერთი სკანდალი მომხდარა. ბოშები არ მალავენ, რომ ამგვარ განუკითხაობასთან შეგუებას არ აპირებენ.

ამ და სხვა სკანდალური ფაქტების შესახებ იხილეთ მასალა - ვრცლად>>>

დედოფლისწყაროს უფასო სასადილოში ინციდენტისას სოციალურად დაუცველი დაშავდა

ინციდენტი მოხდა დედოფლისწყაროს ნაციონალური მოძრაობის უფასო სასადილოში. ერთ-ერთმა ბენეფიციარმა თამრიკო ფოცხვერაშვილმა ინვალიდ შოთა კოპლატაძეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი საკვებით სავსე ქილებით ცემა დაუწყო.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ, შუშის ქილები ფოცხვერაშვილმა კოპლატაძეს ზედ დაამტვრია, რის შემდეგაც სასადილოს ხელმძღვანელობამ პოლიცია გამოიძახა.
კოპლატაძე სხეულის მრავლობითი დაჟეჟილობებით და სხვადასხვა სახის დაზიანებებით დედოფლისწყაროს საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაზარალებულს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა.
როგორც ქირურგი გოგიტა სეხნიაშვილი ამბობს, პაციენტს სამი ჭრილობა აღენიშნებოდა, რომელიც უკვე დამუშავდა. მისი თქმით, შესაბამისი დოკუმენტები პოლიციას გადაეგზავნა.
დედოფლისწყაროს პოლიციაში აცხადებენ, რომ სისხლის სამართლის საქმე უკვე აღიძრა და საქმეს გამომძიებელი ნაზი მწყერაშვილი იკვლევს, დაკითხულნი არიან თვითმხილველებიც.
,,ფოცხვერაშვილი ედავებოდა თქვენ რომ მთავრობამ ბინების ფული გამოგიყოთ, ჩემი ბინაც ინგრევა და რატომ მეც არ მაძლევენო. შემდეგ ცუდ სიტყვებს ხმარობდა. დავინახე, როგორ ურტყამდა ინვალიდ კაცს საჭმლის ქილებს და როცა კოპლატაძეს სისხლი წამოუვიდა სასწრაფო და პოლიცია გამოიძახეს - ამბობს თვითმხილველი ლეილა პოპიაშვილი.
ეს ნაციონალურ სასადილოში ბოლო თვეების მანძილზე უკვე მესამე ინციდენტია, წინა შემთხვევებშიც ფოცხვერაშვილი ფიგურირებდა. შეგახსენებთ, თამრიკო ფოცხვერაშვილი დედოფლისწყაროს გამგეობის თანამშრომლის გია ფოცხვერაშვილის დედაა. /ქიზიყი/


დედოფლისწყაროში წლის საუკეთესო ჟურნალისტი გამოვლინდა

მოსახლეობის გამოკითხის შედეგად დედოფლისწყაროში 2009 წლის საუკეთესო ჟურნალისტი დასახელდა. გამოკითხულთა 49%-მა წლის ჟურნალისტად ილია მარტყოფლიშვილი დაასახელა. გამგეობის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტმა ანა ბენაშვილმა ხმების მხოლოდ 20% მოაგროვა. მესამე ადგილზე გაზეთ ქიზიყის კორესპონდენტი თამილა გურაშვილი გავიდა, რომელმაც 18% აღება შეძლო. ინგა შიოლაშვილმა გამოკითხულთა ხმების 8%, ხოლო შირაქის რედაქტორმა ნაირა გორაშვილმა 2% მიიღო. 

გამოკითხვა ავტომატური სისტემით ორი თვის მანძილზე მიმდინარეობდა და სრული ობიექტურობის დასაცავად, ერთი კომპიუტერიდან თითო ხმაზე მეტის განხორციელება ტექნიკურად შეუძლებელი იყო, ამიტომ შედეგები მაქსიმალურად რეალურ განწყობას ასახავს.

ქიზიყის რედაქციაში შედეგებს მოულოდნელს უწოდებენ, თუმცა აცხადებენ, რომ ამგვარი მხარდაჭერა მათთვის მოდუნებისა და თვითკმაყოფილებაში ჩავარდნის მიზეზი არ გახდება:

,,ჩემთვის დიდი პატივია, რომ მკითხველმა 2009 წლის საუკეთესო ჟურნალისტად დამასახელა. თუმცა რაიმე განსაკუთრებული ნამდვილად არ გამიკეთებია. ვმუშაობ ისე, როგორც ნებისმიერი ჟურნალისტი უნდა იქცეოდეს... მართალია 10 წელია მედიაში ვმოღვაწეობ, მაგრამ რაიონული გაზეთი სულ რამდენიმე თვის დაარსებულია და ორიოდ თვეში ამხელა მხარდაჭერას თუ მივიღებდი, ჩემთვის ნამდვილად დაუჯერებელი იყო. მით უფრო, რომ სახელისუფლებო ძალები თავისი კანდიდატის პროცენტების ასაწევად ძალებს არ იშურებდნენ. ამხელა აგრესიის ფონზე გამარჯვებაში დარწმუნებული არ ვიყავი, თუმცა, როცა რეიტინგები 28%-იდან 47-49%-ზე ავიდა, უნდა გამოგიტყდეთ, რომ გაოგნებული დავრჩი. ამხელა მხარდაჭერას და თანადგომას ნამდვილად არ ველოდი. ეს იმის მანიშნებელია, რომ მოსახლეობამ ქიზიყში მონატრებული კრიტიკული აზრის წყაროს მიაგნო და მოსწონს, რასაც ვთავაზობთ... დიდი მადლობა ყველას, ასეთი მხარდაჭერისთვის. თუმცა, გვინდა დაგპირდეთ, რომ ეს მხარდაჭერა თვითკმაყოფილების საბაბს სულაც არ მოგვცემს და კვლავაც ვიზრუნებთ მკითხველის ნდობის გამართლებისთვის. არცერთი წუთით არ მოვადუნებთ ყურადღებას. - აცხადებს ილია მარტყოფლიშვილი.

წლის ჟურნალისტის წოდების მინიჭება დედოფლისწყაროში პირველად არ მომხდარა, თუმცა გასულ წლებში მოსახლეობას არჩევანის გაკეთება მხოლოდ სახელისუფლებო ჟურნალისტებს შორის უწევდა და გამოკითხვებსაც ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეხმატკბილებული პირები ხელმძღვანელობდნენ. /ქიზიყი/ირაკლი კანდელაკი

საზღვრისპირა სოფლებში ნაჩუქარ ტრაქტორებს რწმუნებულები და მათი ნათესავები ეპატრონებიან

პრეზიდენტს აცნობეთ, რომ მისი ნაჩუქარი ტრაქტორებით სოფლის გამგებლები მდიდრდებიან და სულს გვაძრობენ

ახლახან, ქიზიყმა სკანდალური ინფორმაცია გამოაქვეყნა იმის შესახებ, რომ სააკაშვილის ნაჩუქარი ტრაქტორები დედოფლისწყაროში 10 ლარად გაიყიდა და მოსახლეობა ტექნიკით სარგებლობას ვერ ახერხებს. როგორც ქიზიყმა გაარკვია, ამ მხრივ მუნიციპალიტეტის სოფლებში გაცილებით რთული ვითარებაა. სოფელ ფიროსმანის მოსახლეობა ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტს ჯუმბერ სურმანიძეს პრეზიდენტის ნაჩუქარი ტრაქტორების გამოყენებით თანხების გამოძალვაში ადანაშაულებს. მათი თქმით, ნაჩუქარ ტექნიკას რწმუნებულის ჯუმბერ სურმანიძის ძმა ჯამბულ სურმანიძე განაგებს, რითიც სურმანიძეები მოსახლეობას კატასტროფულად მაღალი თანხის გადახდას აიძულებენ. სამთაწყაროში კი ნაჩუქარ ტრაქტორს საბათლოს რწმუნებულის დავით გუნდაძის ბიძაშვილი მერაბ გუნდაძე განკარგავს...
,,ერთი ჰექტარი მიწის დამუშავებისთვის სურმანიძეები გლეხებს 30 ლიტრ საწვავსა და 20 ლარ ფულს სთხოვენ. ასეთი მაღალი ფასები არსად გვინახავს. ამის გამო მიწის დამუშავებას ბევრი ვერ ახერხებს. - ამბობს ფიროსმანის მკვიდრი გოჩა შაინიძე.
მას შემდეგ, რაც ქიზიყის რედაქციამ ამ საკითხის მოკვლევა დაიწყო, მეორე დღესვე სოფლის რწმუნებულები გამგებლის მოადგილესთან გელა თეთრაულთან დაიბარეს და ანგარიშის წარდგენა მოსთხოვეს. საბუთებმომარჯვებული რწმუნებულები და ამხანაგობის წევრები გამგებლის მოადგილის კაბინეტში საბუთებს აფრიალებდნენ.
,,გამგებელ ლევან ბაღაშვილს ვთხოვთ დაინტერესდეს ფიროსმანის რწმუნებულისა და მისი ძმის საქმიანობით. მეტი აღარ შეგვიძლია, ყურადღება მოგვაქციოს, თორემ გაგვატყავეს და სული ამოგვაძრეს... ამხელა ტარიფები სად გაგონილა, თანაც სააკაშვილის ნაჩუქარი ტრაქტორების გამოყენებისთვის... იქნებ პრეზიდენტს აცნობოთ, რომ მისი ნაჩუქარი ტრაქტორებით სოფლის გამგებლები მდიდრდებიან... სააკაშვილმაც გაიგოს, რომ ზოგიერთებს მისი სახელიც აღარ აბრკოლებთ... - აღშფოთებას ვერ ფარავს მოსახლეობა და ლევან ბაღაშვილისგან კონკრეტულ ნაბიჯებს ელის.
ქიზიყი კომენტარისთვის ჯერ სამთაწყარო-ფიროსმანის რწმუნებულს პაატა ნადირაშვილს დაუკავშირდა. ნადირაშვილი განმარტავს, რომ შესაძლოა ტარიფი მაღალია, მაგრამ სხვა ტექნიკასთან შედარებით ადგილობრივებს პრეზიდენტის ნაჩუქარი ტრაქტორები ოდნავ იაფი უჯდებათ: ,,ჩვენთან ძირითადად ვენახებია, მაგრამ ნაჩუქარი ტექნიკა მოსახლეობას შეღავათიან ფასად ემსახურება. როგორც მახსოვს, 20 ლიტრ საწვავს და 20 ლარს ფულს იღებენ თითო ჰექტარში. - ამბობს ნადირაშვილი.
თავად სურმანიძე ამ თემით ჟურნალისტების დაინტერესებამ ააღელვა, ის კონკრეტული გვარების დასახელებას მოითხოვდა, თუ ვის გაუჩნდა სოფელში ამ ტექნიკის სიძვირეზე პრეტენზია.
ამ საკითხის ირგვლივ კომენტარი გამგებლის მოადგილემ, გელა თეთრაულმაც გააკეთა:
,,ასეთი ფაქტები ალბათ ხდება, მაგრამ ამის გაკონტროლება ძნელია. გამგეობას შეუძლია ფასების რეგულირებასთან დაკავშირებით მხოლოდ მითითება მისცეს... 2004 წელს დედოფლისწყაროს 12 ტრაქტორი გამოეყო, 2007 წელს კიდევ 7 პრეზიდენტისგან. ფიროსმანის ზონაში სწორედ პირველად მიღებული ტექნიკა განაწილდა. - ამბობს თეთრაული.
ვასილ ჩოუშიანი (საბათლოს ტრაქტორის მძღოლი): ,,ყველაზე იაფად მოსახლეობას მე ვემსახურები. 1 ჰექტარ მიწის დამუშავებაში 25 ლიტრ საწვავს და 15 ლარს იხდიან... სოფელში ჭირია თუ ლხინი, მხოლოდ საწვავს ასხამენ და ნებისმიერი იყენებს.
საწინააღმდეგოს ამტკიცებენ ადგილობრივები. საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა ირწმუნება, რომ ნაჩუქარი ტექნიკის დაქირავება მათთვის ხელმისაწვდომი არ არის, კატასტროფულად მაღალი ფასი აქვს და გლეხი მის გამოყენებას ვერ ახერხებს... ამ ფონზე, დედოფლისწყაროს გამგეობას რატომღაც საეჭვოდ არ ეჩვენება ის ფაქტი, რომ ფიროსმანში სააკაშვილის ტექნიკას რწმუნებულის სპეციალისტი განაგებს, ხოლო სამთაწყაროში გუნდაძის ბიძაშვილი.../ქიზიყი/
თამილა გურაშვილი, ირაკლი კანდელაკი

ვის დაბადების დღეზე მოილხინა ოპოზიციამ და მთავრობამ და როგორ შესვეს ერთხმად სააკაშვილის სადღეგრძელო

ორიოდ დღის წინ ქალაქ დედოფლისწყაროში მორიგი უცნაური ამბავი მოხდა. გამგეობის ერთ-ერთი არცთუ მნიშვნელოვანი თანამშრომლის დაბადების დღეზე დიდი სხადნიაკი მოეწყო. ფაქტი მით უფრო საინტერესო ხდება, როცა ირკვევა, რომ ქალაქ დედოფლისწყაროს ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტის გიორგი ფოცხვერაშვილის იუბილეზე თავი საკმაოდ უცნაურმა პიროვნებებმა მოიყარეს. დასკვნები თქვენთვის მოგვინდვია, ქიზიყი უბრალოდ ფაქტებს აღწერს. აქვე დავძენთ, რომ ამგვარი მასიური თავშეყრა, ალბათ, რაიონის ხელმძღვანელების იუბილეზეც არ არის ხოლმე.

მაშ ასე: სუფრას, რომელიც ლია კვაჭაძის ახლადგახსნილ კაფეში გაიშალა, დედოფლისწყაროს გამგებლის მოადგილეები გელაკო თეთრაული, ნუკრი შანშიაშვილი, ასევე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დედოფლისწყაროელი თანამშრომლები სოსო ბენაშვილი და ილია ნატროშვილი, სასაზღვრო სამმართველოს თავმჯდომრის მოადგილე გია თეთრაშვილი, უშიშროების სამსახურის უფროსი დიმა კვიწინაშვილი, პოლიციის სამმართველოს უფროსი გელა ბუნტური, მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ავთანდილ თეთრაული, სოციალური სამსახურის უფროსი ლევან ნატროშვილი, მთელი კულტურის სახლის შემადგენლობა და ა.შ. მოკლედ, მოლხენას მხოლოდ გამგებელი გამოაკლდა. 
რაოდენ დაუჯერებლადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის დედოფლისწყაროს ორგანიზაციის ლიდერი შოთა ჯამასპიშვილი გამგებლის მოადგილის გელა თეთრაულის ინიციატივით სუფრის თამადად დანიშნეს. სხვათაშორის რადიკალური ოპოზიციის ადგილობრივმა ლიდერმა არც პირადად სააკაშვილის სადღეგრძელოს შესმა ითაკილა...

შოთა ჯამასპიშვილი: ,,იქ რა საზოგადოება შეიკრიბებოდა წინასწარ ნამდვილად არ ვიცოდი... გიორგი ჩემი ბავშვობის მეგობარია და ამიტომ წავედი. რომ მივედი უშიშროება და კუდ-ის თანამშრომლები იქ ჯერ არ იყვნენ. როცა ისინი მოვიდნენ, მე უკვე თამადად არჩეული ვიყავი. ერთ მომენტში კუდ-მა რეპლიკა მესროლა, ვუპასუხე და 15 წუთში კუდ-ის წარმომადგენლები და უშიშროება სუფრიდან გავიდნენ. მხოლოდ სამი ჭიქა დავლიე და ხაჭაპური შევჭამე... 
გელა თეთრაული: ,,მე ისეთი პიროვნება ვარ, დაბადების დღე თქვენც რომ გადაიხადოთ და დამპატიჟოთ, იქაც მოვალ, თუ კარგი ღვინო იქნება... გიორგი ჩვენი თანამშრომელია და რა მოხდა მერე?... მე თამადობა არ მინდოდა, იმ წუთას არ შემეძლო და ჯამასპიშვილი ამიტომ დავასახელე (იცინის)... სუფრაზე ჩვენ ერთმანეთი პოზიცია-ოპოზიციად არ მიგვაჩნია... 
ლევან ხაზიური, (ნოღაიდელის მოძრაობის კახეთის კურატორი): ,,მიმაჩნია, რომ უშიშროებასთან და კუდ-ებთან ოპოზიცია ნამდვილად არ უნდა ქეიფობდეს. დიდი მადლობა ამ ინფორმაციისთვის. აუცილებლად გადავამოწმებთ და შევისწავლით... თქვენს გაზეთს ყოველთვის დიდი ინტერესით ვკითხულობთ.``... 
თავად იუბილარი, ქიზიყთან საუბრისას ამბობს, რომ დაბადების დღის სუპერ-გრანდიოზულად და მასშტაბურად აღნიშვნა ვალებით მოახერხა და ამაში მეგობრები დაეხმარნენ. ფოცხვერაშვილი განმარტავს, რომ ტაშ-ფანდურის თანხა გამგეობიდან არ ჩაურიცხავთ. საოცარი ის გახლავთ, რომ ფოცხვერაშვილი დედოფლისწყაროს ტერიტორიული ორგანოს რიგითი სპეციალისტია და ის ხელმოკლე ოჯახიდანაა. გაჭირვება დასაძრახი ნამდვილად არ არის, მაგრამ მაშინ, როცა მისი ოჯახის წევრი ყოველდღიურად სათნოების სახლით სარგებლობს, ასეთ დროს 50 კაციან დაბადების დღეებს რესტორნებში არ იხდიან ხოლმე... სიმართლე უნდა ითქვას, არც ფოცხვერაშვილი გახლავთ რაიონში ის ფიგურა, რომლის დაბადების დღეზეც მთელი ჩინოსნები უნდა იკრიბებოდნენ. მეგობრები და გამგეობის თანამშრომლები კიდევ გასაგებია, მაგრამ მოსახლეობაში გავრცელებულ ეჭვებს ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების სრული შემადგენლობით დასწრებაც ამძაფრებს. სხვათაშორის, იუბილარს კუდ-ისა და ადგილობრივი ძალოვნებთან დაახლოებულ პირად აღიქვამენ, რაც ფაქტობრივად ამ ჟესტით კიდევ ერთხელ დადასტურდა. 
ჩვენ არც მეგობრობის წინააღმდეგნი ვართ, არც ახლო ურთიერთობების ჩარჩოებში მოქცევას ვქადაგებთ, მაგრამ ვაღიაროთ, რომ ამგვარი ნაბიჯები თვალისმომჭრელია და მოსახლეობის მითქმა-მოთქმის საგნად კვლავაც დიდხანს დარჩება... ისიც დაუჯერებელია, ხელმოკლე ოჯახის დაბალხელფასიან შვილს ამხელა იუბილე ვალებით გადაეხადა, ვინმეს იმედი რომ არ ჰქონოდა... დასკვნების გამოტანა თქვენთვის მოგვინდვია, თუმცა ამაზე ისეც მთელს რაიონში აჟიოტაჟია ატეხილი... 
/ქიზიყი/ თამილა გურაშვილი; ირაკლი კანდელაკი


მოსახლეობა პრეზიდენტის ნაჩუქარი ტრაქტორებით სარგებლობას ვერ ახერხებს

გაზეთმა ქიზიყმა მეტად უჩვეულო ამბავი გაარკვია. აღმოჩნდა, რომ ქალაქ დედოფლისწყაროსთვის განკუთვნილი პრეზიდენტის ნაჩუქარი სამი ტრაქტორი 10 ლარად გაიყიდა და ის დედოფლისწყაროში კირქვათა საამქროს ხელმძღვანელმა გურამ ნატროშვილმა შეიძინა. ყველაზე მოულოდნელი ისიც აღმოჩნდა, რომ თავად ნატროშვილმა ეს ფაქტი დაადასტურა და ისიც დასძინა, სიმბოლურ ფასად შევიძინეო. ყველაფრის მიუხედავად ის ამტკიცებს, ხალხს ტექნიკით უფასოდ სარგებლობა მაინც შეუძლიაო. თუმცა, ფერმერები ამბობენ, რომ ამ ტრაქტორებით მიწის დამუშავებაზე ფულს ახდევინებენ:
გურამ ნატროშვილი: ,,დედოფლისწყაროს შვიდი ტრაქტორი ერგო. სამი ქალაქის ზონას, ორი მაჩხაანი-მირზაანი-არბოშიკის და ორიც ქედების ზონას... 2008 წელს შეიქმნა ამხანაგობა ,,მექანიზატორი-2008. ქალაქ დედოფლისწყაროზე განკუთვნილი სამი ტრაქტორი ათ-ათ ლარად შევისყიდე და ჩემს სახელზე გავიფორმე. თანხაც გადახდილი მაქვს და შესაბამისი დოკუმენტაციაც მოვაგროვე... თელავშიც ვიყავი და პოლიციიდანაც ავიღე საბუთები. თუ ადგილობრივ მოსახლეობას ტექნიკა დასჭირდება საწვავს ასხავენ და ამ ტრაქტორებს გამოიყენებენ. - ამბობს სააკაშვილის ტრაქტორების ახალი მფლობელი. სხვათაშორის, ნატროშვილი დედოფლისწყაროს კუდ-ის ილია ნატროშვილის ბიძა გახლავთ...
თუმცა, ნატროშვილის საწინააღმდეგოს ამტკიცებს დედოფლისწყაროს მოსახლეობა და ცალკეული ფერმერები.
ჯუდი ზედელაშვილი (ფერმერი): ,,პრეზიდენტის ნაჩუქარი ტრაქტორებით მოსახლეობისთვის სარგებლობა უფასო ნამდვილად არ არის. თითო ჰექტარი მიწის დამუშავებაში ხუთ ლარს ახდევინებენ, საწვავის ჩასხმასაც ითხოვენ და უფასო როგორ გამოდის... ასე ნებისმიერ ტექნიკას დაიქირავებ. როგორც ვიცი, იშვიათი ვინმე სარგებლობს ამ ტრაქტორებით. ტექნიკა ხშირად მჭირდება, მაგრამ პირადად მე არ მისარგებლია...
მოსახლეობის დიდი ნაწილიც იგივე აზრისაა, დედოფლისწყაროელები ირწმუნებიან, რომ პრეზიდენტის ნაჩუქარი ტრაქტორებით არასოდეს უსარგებლიათ და არც მათი ადგილსამყოფელის შესახებ სმენიათ.
დედოფლისწყარო ყველაზე მეტ სახნავ-სათეს მიწის ფართობს ფლობს, თუმცა როგორც სჩანს გლეხებისთვის გამოგზავნილი ტრაქტორებით დედოფლისწყაროში სწორედ ბობოლებმა ისარგებლეს.
ქიზიყი დაინტერესდა ასეთი უცნაური რამ სხვა რაიონებშიც თუ მოხდა და მუნიციპალიტეტს გამგებელს ლევან ბაღაშვილს შეეხმიანა.
ლევან ბაღაშვილი: ,,მუნიციპალიტეტის გამგეობას ამ საკითხთან არანაირი შეხება არ გვაქვს. შეიქმნა ამხანაგობა, თავისივე სურვილით აირჩიეს თავმჯდომარე და ჩვენგან დამოუკიდებლად აიღეს პასუხისმგებლობა, რომ მოსახლეობას შეღავათიან ფასებში მოემსახურებოდნენ. ფერმერების ბრალდებების შეფასებას ვერ გავაკეთებ, რადგან, როგორც გითხარით, ჩვენ ვერ ჩავერევით და პასუხისმგებლობა მთლიანად ამხანაგობამ იკისრა... სხვა მუნიციპალიტეტებშიც ასე მოხდა, ტექნიკა სიმბოლურ ფასად შეისყიდეს და გაიფორმეს... -- ამბობს გამგებელი ლევან ბაღაშვილი.
,,თქვენ გგონიათ პრეზიდენტმა გლეხებისთვის გამოგზავნა??? ძალიან ცდება, თუ ვინმეს მიაჩნია, რომ ხალხის დასახმარებლად გაკეთდა. ეს იყო პიარ-აქცია, რითიც შელახული იმიჯის აღდგენას შეეცადნენ. შედეგი სახეზე გვაქვს. ზოგი გამგებლების ეზოებში გააჩერეს, ზოგი გაყიდეს და დანარჩენს კიდევ გლეხებს ფულს სთხოვენ და საჩუქარი როგორ გამოდის? ეს არის უსინდისო ხელისუფლების მხრიდან ხალხის დაცინვა და მეტი არაფერი. - აღშფოთებას ვერ ფარავს მოსახლეობა.
სხვათაშორის, ტრაქტორის მიღების შემდეგ სოფელ ჯაფარიძის მოსახლეობაც დიდხანს წუხდა, რომ სააკაშვილის ნაჩუქარი ტექნიკა მუდმივად სოფლის გამგებლის ეზოში იდგა და გლეხი მისით სარგებლობას ვერ ახერხებდა. /ქიზიყი/
თამილა გურაშვილი; ილია მარტყოფლიშვილი

* * *
სალომე ზურაბიშვილი: ვრცელდება ჭორი, რომ პრეზიდენტი ლამის მომაკვდავი მიიყვანეს თოდუას კლინიკაში

* * * ვალერი გელბახიანი: გივიმ (თარგამძე) მითხრა საქართველოში აღარ ჩამესვლებაო


უცნაური ლეგენდები ელიას მთაზე

უცნაური ლეგენდები ელიას მთაზე
დედოფლისწყაროში არის ესეთი მთა, ელია. ილია წინასწარმეტყველის დღეს ყოველწლიურად იქ აღნიშნავენ... მაგრამ საქმე სხვაშია.. ამ მთას შორიდან რომ შეხედო, გეგონება ულამაზესი ქალი წევს, გულხელდაკრეფილი... ლეგენდა კი რომელიც აქტიურად ვრცელდება ასეთია: ძველ დროში სოფელში ძალიან ლამაზი ქალი ცხოვრობდა, რომელიც ყაჩაღებმა მოიტაცეს. ღამით დასასვენებლად ერთ ადგილას გაჩერდნენ... ქალი ძალიან განიცდიდა თურმე და სულ ტიროდა... მეორე დილით გაღვიძებულ ყაჩაღებს ქალი აღარ დახვდათ... თვითონ კი მაღალ მთაზე აღმოჩნდნენ... ასევე არსებობს ის ვერსიაც, რომ ელიას მთა ვულკანური წარმოშობისაა და ასეთი კონტურები საუკუნეების წინ სწორედ ვულკანის ამოფრქვევის შედეგად წარმოიშვა... გაზეთი ქიზიყი დანამდვილებით ვერაფერს გეტყვით, თუმცა მოსახლეობასა და სხვადასხვა წყაროებში ამგვარი ინფორმაციები ვრცელდება. /ქიზიყი/

სკანდალი - დედოფლისწყაროში შეძლებული ფერმერის ოჯახი ყოველთვიურ საარსებო შემწეობას იღებს

განუკითხაობა

აგენტ გია გუგენიშვილს ამ სკანდალს გადააყოლებენ?!

დედოფლისწყაროში ლესელიძის ქუჩაზე მცხოვრები სესილი ნათელაძის საკმაოდ შეძლებული ოჯახი უკვე მეორე წელია სიღატაკის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დახმარების სახით ყოველთვიურად 125 ლარს იღებს. ამის შესახებ დედოფლისწყაროს სოციალური მომსახურების სააგენტოში კახეთის რეგიონალური სამსახურის ხელმძღვანელის ოთარ სესიკაშვილის სამუშაო ვიზიტისას გაირკვა, რა დროსაც კაბინეტში რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერი და მოსახლეობა შეიჭრა და აჟიოტაჟი ატეხა. ორმოცამდე მოქალაქე სააგენტოს დედოფლისწყაროს ხელმძღვანელის ზურაბ ნატროშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და მისი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხის დასმას ითხოვდა. 
ოპოზიციიდან წამოსული არგუმენტები სააგენტომ გადამოწმების შემდეგ დაადასტურა და გაირკვა, რომ ნათელაძეების ოჯახი დახმარებას ნამდვილად იღებს. ოთარ სესიკაშვილმა დედოფლისწყაროს სოც-მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელს ზურაბ ნატროშვილს ამ საქმის პირად კონტროლზე აყვანა მოსთხოვა და სასწრაფო რეაგირებისკენ მიუთითა...
როგორც დედოფლისწყაროს სოციალური მომსახურების საატგენტოს ხელმძღვანელი ზურაბ ნატროშვილი აცხადებს, მომხდარის შესახებ არაფერი იცოდა: ,,ოქმი უკვე დავწერე, ეს საქმე აგენტმა გია გუგენიშვილმა აწარმოა. ასეთ უკანონობას არავის ვაპატიებ, საქმის კურსში ნამდვილად არ ვიყავი, აუცილებლად გავათავისუფლებ. - აცხადებს ნატროშვილი.
,,სამი ბინა აქვთ, ასევე ბინა აქვთ თბილისში. 30 ჰექტარი მიწის ნაკვეთი აქვთ შირაქის უხვმოსავლიან ველებზე. ასევე სახლში თონე აქვთ გახსნილი და პურის ბიზნესს მისდევენ, გაოცებულები დავრჩით როცა გავიგეთ, რომ სიღატაკის ზღვარს ქვემოთ მყოფთა დახმარებას იღებენ. - ამბობს ნათელაძეების მეზობელი გალინა აბულაშვილი.
სოციალური აგენტი გია გუგენიშვილი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და ფიქრობს, რომ დახმარებას კანონიერად იღებდნენ. უკანონოს ვერაფერს ხედავენ თავად ნათელაძეების ოჯახშიც.
აგენტის კომენტარს ზურაბ ნატროშვილმა სისულელე უწოდა და განაცხადა, რომ გუგენიშვილს ამ ფაქტს გადააყოლებს... /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი


დედოფლისწყაროს ეკა კვალიაშვილი და ნანა ცინცაძე სტუმრობდნენ

დედოფლისწყაროს ეკა კვალიაშვილი და ნანა ცინცაძე სტუმრობდნენ

რატომ გამორჩება ტურნეს მხოლოდ დედოფლისწყარო და რაზე გასცა გამგეობამ მომღერლებს ირონიული პასუხი?!

დედოფლისწყაროს კულტურის სამსახურის მისამართით გამოთქმული პრეტენზიები კვლავაც აქტუალურია. როგორც ქიზიყს ინფორმირებულმა წყარომ აცნობა, 21 იანვარს საღამოს დედოფლისწყაროს ცნობილი მომღერალი ეკა კვალიაშვილი და პოეტი ნანა ცინცაძე პროდიუსერთან ერთად სტუმრობდნენ. ჩვენთვის ისიც გახდა ცნობილი, რომ 14 თებერვლიდან დედოფლისწყაროს გარდა კახეთის ყველა რაიონში მუსიკალური ტურნე იწყება. რას უკავშირდებოდა მათი ვიზიტი დედოფლისწყაროში, რატომ არ მოიცავს ტურნე დედოფლისწყაროს და რატომ მიაჩნიათ მომღერლებს, რომ დედოფლისწყარო მოიკოჭლებს, ამის გასარკვევად პროდიუსერს დავუკავშირდით, რომელმაც საკმაოდ მოულოდნელი კომენტარი გააკეთა:
ბექა ხალათაშვილი (პროდიუსერი): ,,დედოფლისწყაროში ამჯერად ისე, სტუმრად ვიყავით, ჩვენს მეგობართან დათო ქვრივრიჭიშვილთან, რომელიც სარეკლამო სააგენტოში მუშაობს. საქმიანი ვიზიტი არ ყოფილა.
-- უახლოეს ხანში რაიმე კონცერტის ჩატარება ხომ არ იგეგმება დედოფლისწყაროში?

-- ბოლო დროს უამრავი კონცერტი ჩატარდა, მათ შორის რამდენიმე საქველმოქმედო. კახეთის რეგიონში რაც ტარდება, ყველა ონცერტს მე ვკურირებ. ამასწინათ, როცა მორიგი კონცერტების სერიას ვგეგმავდით, ცნობილმა წამყვანმა თამუნა გომართელმა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობას წერილობითი შეთავაზება გამოუგზავნა და საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობა შესთავაზა, თუმცა სამწუხაროდ, გამგეობის მხრიდან ირონიული პასუხი მიიღო და გამგეობის მხრიდან უარი წამოვიდა. არადა საინტერესო საქველმოქმედო კონვერტების ჩატარებას ვგეგმავდით. გვინდოდა ეკლესიების მშენებლობას და უპატრონო ბავშვებს დავხმარებოდით. 14 თებერვლიდან კახეთის რაიონებში მასშტაბურ კონცერტებს ვიწყებთ, რომელსაც თამუნა გომართელი და კოტიკო თოლორაია გაუძღვებიან. საახალწლო ღონისძიებების დროსაც დედოფლისწყაროს გარდა, კახეთის ყველა რაიონში მოხერხდა საღამოს ჩატარება.
-- დედოფლისწყაროს გამგეობის რომელმა თანამშრომელმა გითხრათ კონცერტის ჩატარებაზე უარი?
-- ერთერთი ასეთი ღონისძიების დროს, როდესაც თელავში ამ კონცერტების შესახებ მსჯელობა მიდიოდა, დედოფლისწყაროს ახალგაზრდა გამგებელი ლევან ბაღაშვილიც იქ იყო. ბაღაშვილი ყველაფერს ისმენდა, თუმცა დაინტერესება არ გამოუხატავს და არაფერი უთქვამს. ჩვენ კი ამას ვერავის დავაძალებთ. სამწუხაროა, რომ ამ მხრივ დედოფლისწყარო მოიკოჭლებს... არადა, თებერვლიდან მთელი კახეთის მასშტაბით ძალიან საინტერესო ტურნე გაიმართება, სადაც უამრავი პოპულარული ვარსკვლავი მიიღებს მონაწილეობას.
-- ირონიული პასუხი მივიღეთო ახსენეთ და რა მიზეზი დაგისახელეს?
-- როცა თამუნა გომართელმა უარყოფითი პასუხი მიიღო ძალიან გაგვიკვირდა. მიზეზად ფინანსების სიმცირე დაასახელეს, მას მერე ჩვენ აღარც შეგვითავაზებია, რადგან ამგვარი პროექტები ნებაყოფლობითია და დაინტერესება მათგანაც უნდა მოდიოდეს. სამწუხაროა, რომ ასეთი კარგი საღამოები დედოფლისწყაროს გამგეობამ არ დაგვიფინანსა. /ქიზიყი/
ილია მარტყოფლიშვილი

თამილა გურაშვილი

ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დირექტორად პროკურორი დაინიშნა


დედოფლისწყაროში ტურიზმის განვითარებას ყოფილი პროკურორი შეეცდება. ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დირექტორად სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორი მერაბ ფიროსმანაშვილი დაინიშნა. როგორც დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენელმა თამუნა კვარაცხელიამ განაცხადა, ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დირექტორად ფიროსმანაშვილი იმიტომ შეარჩიეს, რომ ორგანიზაციის მართვის გამოცდილება აქვს.
ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დირექტორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც პაატა ხუმარაშვილმა სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა.

ხუმარაშვილის ხელმძღვანელობის დროს ხორნაბუჯის ციხესთან განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების კანონიერებას სიღნაღის პროკურატურა იკვლევს. დედოფლისწყაროს ყოფილი არქიტექტორი ვახტანგ ბაცაცაშვილი დოკუმენტების გაყალბებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ისტორიულ ძეგლთან განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების დროს V საუკუნის ციხის იერსახე დაირღვა და თანხებიც არამიზნობრივად გაიხარჯა:
,,როგორც ამ საქმის სპეციალისტი, ვიცი, რომ იმ ოდენობის სამშენებლო მასალები, რაც ამ მშენებლობისას გააფორმეს, ცხრა სართულიან შენობას სჭირდება, ამათ კი პატარა ერთსართულიანი ნაგებობა ააშენეს. ანუ, ადგილი აქვს თანხების მითვისებას და პირად ინტერესებს. ცნობილი აკადემიკოსი, კიაზო ფიცხელაური ადასტურებს, რომ ამ მშენებლობის დროს დოკუმენტებზე დაფიქსირებული ხელმოწერა მას არ ეკუთვნის და ეს შეგნებულად გაკეთდა. ეს კი ძალზე სერიოზული სკანდალის საფუძველია – აღნიშნავს არქიტექტორი ვახტანგ ბაცაცაშვილი. მისი თქმით, ამ საკითხებზე პროკურატურამ უკვე არაერთი ადამიანი დაკითხა.
გათავისუფლებულმა ხუმარაშვილმა სამღვდელოებაში გადასვლა გადაწყვიტა, თუმცა აჟიოტაჟი არ ცხრება იმასთან დაკავშირებით, რომ ამ სკანდალის გამო მას თანამდებობის დატოვება აიძულეს... მოსახლეობის ნაწილი მიიჩნევს, რომ პაატა ხუმარაშვილი ამ ფაქტს შეეწირა.
ქიზიყმა ბრალდებებთან დაკავშირებით ხუმარაშვილს კომენტარი რამდენჯერმე სთხოვა, მაგრამ მან დუმილი ამჯობინა.
დედოფლისწყაროელები მიიჩნევენ, რომ პროკურორის ნაკრძალში გადაყვანა მოახლოებულ ადგილობრივ არჩევნებს უკავშირდება, რათა ხელისუფლებამ ამ სფეროს კონტროლიც შეძლოს.
ნაკრძალის ადმინისტრაციაში განხორციელებული საკადრო ცვლილებების შესახებ არქიტექტორ ვახტანგ ბაცაცაშვილს დავუკავშირდით:
-- ბატონო ვახტანგ, ვაშლოვანის ნაკრძალის ხელმძღვანელზე თქვენ უამრავი კომპრომატი გამოაქვეყნეთ და თქვენი აზრი ნაკრძალში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით საინტერესო იქნება. რას უკავშირებთ ხუმარაშვილის გათავისუფლებას, ხომ არ ფიქრობთ, რომ ის ხორნაბუჯის ციხესთან განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების დროს არსებულ დარღვევებს შეეწირა?
-- პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, თუმცა ძიება არ დასრულებულა. ამ თემის ირგვლივ თქვენს გაზეთშიც აქტიურად იწერება და თავად კოდიაშვილმა საუბარი არ ისურვა. ამ საკითხებზე კომენტარის გაკეთებისგან მან რატომღაც თავი შეიკავა. სამინისტრომაც განაცხადა, რომ პროკურატურის საბოლოო დასკვნას დაელოდებიან და მერე იმოქმედებენ. არ ვიცი, რას დავუკავშირო...
-- თქვენი აზრი გვითხარით, როგორ მიგაჩნიათ, ამ გახმაურებულ სკანდალს ხომ არ გადააყოლეს?
-- მას ბევრი დარღვევა ჰქონდა, ალბათ ცოტ-ცოტა ყველაფერი მოგროვდა და მისი გათავისუფლება გადაწყვიტეს. როგორც ამბობენ, პაატა ხუმარაშვილმა ერთ-ერთ მინისტრს ნაკრძალის ტერიტორიაზე ნადირობის ნებართვა არ მისცა. არ ვიცი, ეს ფაქტი რამდენად რეალურია, მაგრამ შესაძლოა, მოვლენები ამ ფაქტმაც დააჩქარა. იმედია, პროკურატურა მოკვლევას მალე დაასრულებს და დამნაშავეებს დასჯის...
/ქიზიყი/ ილია მარტყოფლიშვილი


პატივს ვცემთ ჩვენს წეს-ჩვეულებებს, მაგრამ სიახლეებიც აუცილებელია

მშობლებისა და მოზარდების ურთიერთობა მუდამ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება. საუკუნეების მანძილზე საკითხი აქტუალობას არასოდეს კარგავდა. რამდენიმე წლის წინ, მეცნიერებმა აღმოაჩინეს ძალიან ძველი, დაახლოებით 25 საუკუნის პაპირუსი, ბერძენის მიერ ძველ ეგვიპტეში დაწერილი. სწავლული ამბობდა, რომ ახალგაზრდებთან საუბარი შეუძლებელი იყო. ის წუხდა, რომ საშინელი და უხეში თაობა მოდიოდა. ქიზიყმა გადაწყვიტა ისაუბროს პრობლემებზე, რომლებიც მოზარდებსა და უფროსებს შორის დამოკიდებულებას ართულებს.
თინეიჯერული ასაკი ცხოვრების საუკეთესო პერიოდია. ახალი იდეები, პიროვნების ჩამოყალიბების პროცესი, რომლის დროსაც მოზარდები ძალიან იცვლებიან. ხვდებიან, რომ უკვე დიდები არიან და ცდილობენ უფრო მეტად დამოუკიდებლები იყვნენ.
ფსიქოლოგების აზრით, ისინი ძალზე მგრძნობიარეები ხდებიან, მათი გაღიზიანება ყოველ პატარა წვრილმანს შეუძლია. ამის გამო, ხშირად კამათობენ მშობლებთან და ყველაფერზე პროტესტის გრძნობა უჩნდებათ. პროტესტი სხვადასხვა გზებით გამოიხატება. ზოგიერთი ფიქრობს მხოლოდ მუსიკაზე, შესაძლოა უცნაურ გარეგნობაზე, ან იშვიათ ჰობზე. ხშირად პრობლემური საგანი ხდება მოზარდების ჩაცმულობა. მაგრამ არ იფიქროთ, რომ უცნაურ და თავისუფალ ტანსაცმელს მხოლოდ პროტესტის გამოსახატად ატარებდნენ. არა, ეს მოდაა... მოდა კი ყოველ წელს იცვლება და უფროსებს ცვლილებებთან შეგუება უჭირთ.
ახალ თაობას როკი და რეპი მოსწონს, ცდილობენ კუმირებს მიბაძონ. უფროსი თაობა ბითლზებს აღმერთებდა, ამიტომაც ისინი ვერაფრით ახერხებენ შვილებს გაუგონ. მათთვის გაუგებარია, ამგვარი საშინელი მელოდიისგან რა სიამოვნებას ღებულობენ...
მშობლების უმრავლესობას არ მოსწონს, როცა შვილი შეყვარებულია და პაემანზე დადის. ამიტომაც, გარკვეულ აკრძალვებს ხშირად აქვს ადგილი. ასეთ ფრაზებს ბევრ ოჯახში მოისმენთ - ,,ეს არ გიხდება; ,,ეს კაბა ძალიან მოკლეა, სხვა ჩაიცვი!; ,,თმა შეიღებე? ღმერთო ჩემო!!! - ,,არ შეგიძლია მუსიკას დაბალ ხმაზე უსმინო? ეს რა საშინელი მელოდიაა, ამას როგორ უსმენ?; ,,გარეთ ვერ გახვალ, უნდა იმეცადინო...
ამ საკითხებზე ფსიქოლოგს, #1 საჯარო სკოლის პედაგოგს ქალბატონ მარინას ვესაუბრეთ:
- ,,მშობლებსა და მოზარდებს შორის პრობლემები ყოველთვის არსებობდა და დღესაც აქტუალურია. მთავარი მიზეზია ასაკთა სხვაობა. მშობლები გრძნობენ პასუხისმგებლობას. არ გვინდა ჩვენი შეცდომები გაიმეოროთ. თქვენთვის ყველაფერი საუკეთესო გვინდა. სწორედ ამიტომ ვეგუებით თქვენს არასწორ ნაბიჯებს.
-- რას ფიქრობთ დღევანდელ ახალგაზრდებზე?
-- მომწონს, რადგან უკომპლექსოები არიან, მაგრამ არ იციან ცოდნის ფასი.
-- თქვენ როგორც ფსიქოლოგი, საინტერესოა, რაში ხედავთ გამოსავალს?
_ გარკვეულწილად მშობელმაც უნდა დათმოს და ბავშვმაც. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს დროს არ ვიცვამდით შარვლებს, მოკლე კაბებს, ტოპებს, უნდა გავაანალიზოთ რა დროში ვცხოვრობთ და მათ არ უნდა ავუკრძალოთ, რომ იყვნენ მოდურები. – მიიჩნევს ფსიქოლოგი.
გადავწყვიტეთ, ახალგაზრდების აზრიც მოგვესმინა:
თეონა 16 წლის – რამდენიმე კვირის წინ თმა შევიღებე. ოჯახში ამის გამო დიდი პრობლემები შემექმნა. მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვსწავლობ, მშობლებს არ უნდათ, რომ დიდი დრო გარეთ, მეგობრებთან გავატარო... ფიქრობენ, რომ ეს ხელს შეუშლის ჩემი ცოდნის გაღრმავებას და მომავალს. მაგრამ, ძალიან მინდა გავხდე ჟურნალისტი და აუცილებლად ვიბრძოლებ მიზნების მისაღწევად.
ჩვენზე ფიქრობენ, რომ ვართ ზარმაცები, უხეშები, უპასუხისმგებლოები და დაუმორჩილებლები. მაგრამ მშობლებს არ შეუძლიათ თქვან, რომ ჩვენს ასაკში მათი მშობლები კმაყოფილნი იყვნენ. ეს არის ცხოვრების დაუწერელი კანონი, რომელიც ყოველთვის აქტუალური იყო. ამგვარი პრობლემების მოგვარების მთავარი გზა ურთიერთგაგება და პატივისცემაა. არ ვამბობ, რომ მშობლებმა თავიაანთ პრინციპებზე უარი თქვან. ხშირად ჩვენც უნდა გავაანალიზოთ, რომ მათ ჩვენთვის მხოლოდ სიკეთე სურთ და მათი შენიშვნებიც უნდა გავითვალისწინოთ. როცა ვცდილობთ, ჩვენი განსხვავებული და თავისუფალი შეხედულებები დავამკვიდროთ, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ამით ქართულ ტრადიციებს შეურაცხყოფას ვაყენებთ. უდაოდ პატივს ვცემთ ჩვენს წეს-ჩვეულებებს, მაგრამ აუცილებელია სიახლეებიც. მათ გარეშე სამყარო მონოტონური და მოსაწყენი გახდებოდა...

მოამზადა: ანა კვირიკაშვილმა

ბავშვობაში თამაშ-თამაშით გაუცნობიერებლად დეიდაშვილთან დაწყებული სექსი და დანგრეული მომავალი...

ბავშვობაში თამაშ-თამაშით გაუცნობიერებლად დეიდაშვილთან დაწყებული სექსი და დანგრეული მომავალი...
პირადი ისტორია
ჩვენი სტატიის გმირი დედოფლისწყაროში დაიბადა და გაიზარდა, თუმცა ბოლო წლებია თბილისში უწევს ცხოვრება. მშობლიური რაიონი ძალიან ენატრება, თუმცა აქ ჩამოსვლა მისთვის ბევრ ცუდთან ასოცირდება და მისთვის სევდის მომტანი ხდება. ამიტომაც ცდილობს, დედოფლისწყაროში ჩამოსვლას უკიდურესი აუცილებლობის გარდა თავი აარიდოს. ამბობს, რომ მის ცხოვრებაში იმდენი პარადოქსული ფაქტი მოხდა, რაიონში სტუმრობა განწყობას მუდმივად უფუჭებს...
ამბობს, რომ სექსი იმდენად პატარა ასაკში ჰქონდა, მომხდარი ვერცერთმა ვერ გააცნობიერა. ყველაზე მეტად იმისი სცხვენია, რომ სექსუალური ცხოვრება თანატოლ დეიდაშვილ ბიჭთან დაიწყო... ზუსტად ვერ იხსენებს, მაგრამ ამბობს, რომ 10 – 11 წლის ასაკშიც აკრძალულ თამაშს თამაშობდა. მშობლებსა და ახლობლებს ეჭვები არ გამოუთქვამთ, არც უცნაური ქმედება შეუნიშნავთ.
ყველაფერი კი ბავშვური თამაშით დაიწყო. ნათესავი ბავშვები ჯერ უბრალო თამაშებით ერთობოდნენ, შემდეგ ტელევიზორში ნანახი რამდენიმე სცენის გათამაშება გადაწყვიტეს. მალევე ოჯახური თამაშები ჩაენაცვლა. ასაკთან ერთად მათი გართობის მეთოდებიც დაიხვეწა. მშობლები მუშაობდნენ და ამბობს, რომ სკოლიდან დაბრუნებულს, რამდენიმე საათი თავისუფლება კიდევ ჰქონდა ხოლმე. გულწრფელად ყვება, რომ არცერთმა იცოდა, რას აკეთებდა და ყველაფერს თამაშის სახე ჰქონდა... იცოდნენ, რომ ტელევიზორში ნანახისთვის უნდა მიებაძათ, თუმცა არ ეგონათ, თუ რამე საშინელებას აკეთებდნენ. როცა ყველაფერში გაერკვნენ და მიხვდნენ მათი გართობა რასაც ნიშნავდა, უკვე ყველაფერი გვიან იყო. ამბობს, რომ ამ პერიოდს მალე გარდატეხის ასაკიც დაერთო და გრძნობებისა და ვნებების მოთოკვა ვერცერთმა ვეღარ შეძლო და ბიძაშვილების ვნებას ისევ თავაშვებულ თავისუფლება მიეცა... იმ წუთას მოწონდათ და რაკი ვითარების გამოსწორება შეუძლებელი იყო, აღარც შედეგებზე უფიქრიათ... სიამოვნებდათ და მორჩა!!!
ყველაფრისთვის წერტილის დასმა მას შემდეგ შეძლეს, როცა უკვე ერთმანეთისთვის თვალებში შეხედვისაც სცხვენოდათ, როცა გაუცნობიერებელ საქციელში გამოერკვნენ და მწარე რეალობის მოწმე გახდნენ. ძალიან დაიბნნენ, დეპრესია დაეწყოთ...
,,მოძველებული აზროვნება არ მაქვს, არც ნაადრევი სექსუალური ცხოვრება მიკვირს და დეპრესია ამას არ გამოუწვევია. ყველაზე დიდი შოკი ის იყო, რომ მართლა გაუცნობიერებლად ვაკეთებდით, თამაში გვეგონა და, ძალიან იმოქმედა იმ ფაქტორმა, რომ ეს ყველაფერი დეიდაშვილთან მოხდა... – სევდით ცრემლმორეული იხსენებს.
დეპრესია დიდხანს გაგრძელდა, სკოლის დამთავრებისთანავე თბილისს მიაშურა. ახლა წლინახევრის შვილს მარტო ზრდის. ამბობს, რომ ოჯახი არ შეუქმნია, შვილი ზუგდიდელი მამაკაცისგან ჰყავს, რომელიც წარსულის მიუხედავად ყველაფრის დავიწყებას დაპირდა და ცოლობა შესთავაზა. მალე ეს ყველაფერი ფარსი აღმოჩნდა... ის ბიჭიც დაიკარგა, ბავშვის დაბადების შემდეგ აღარც უნახავს. დეიდაშვილ ბიჭს კი თავისი ოჯახი აქვს და მათი წარსულის შესახებ არავინ იცის... მასთან მას შემდეგ აღარ უსაუბრია. საიდუმლო შინაგანად ღრღნის, ამბობს მთლიანად მანადგურებსო და რაკი ინკოგნიტოდ მაგრამ ყველაფერს გულწრფელად ყვება, მიაჩნია, რომ ამით შვებას იგრძნობს...
ფინანსური პრობლემები არ აქვს, თორემ ალბათ ვერც ბავშვის გაზრდას მოვახერხებდი და გავგიჟდებოდიო... თბილისში, ბანკის ერთ-ერთ ფილიალში მუშაობს, მაღალი ანაზღაურება აქვს. ჰყავს მეგობარი მამაკაცი, რომელიც ცოლ-შვილიანია, მაგრამ ტკივილს უმსუბუქებს. იძულებულია, ასეთი ცხოვრების სტილს შეეგუოს. სხვებისგან განსხვავებით ბავშვობის გახსენება არ უნდა, რადგან მისთვის წარსული ტკბილ ბავშვობასთან არ ასოცირდება. ქიზიყის კითხვაზე, ხომ არ იყო თავდაპირველად დეიდაშვილის მხრიდან დაშინების ან იძულების მომენტები - ხაზგასმით ამბობს, რომ ისინი და-ძმებივით იზრდებოდნენ, მშობლები ერთად ხშირად ტოვებდნენ. სხვაგვარად არავის უფიქრია, მაგრამ თამაშები აკრძალულ მეთოდებში ისე გადაიზარდა, ვერაფერს მიხვდნენ... როცა მიხვდნენ მაშინ კი აღარაფრის შეცვლა შეეძლოთ.
ამიტომაც გაურბის წარსულს... ცდილობს, დედოფლისწყაროსგან თავი შორს დაიჭიროს. ძნელია საკუთარი ფესვები დაივიწყო, მაგრამ როცა ეს ყველაფერი საშინელ ფაქტებთან ასოცირდება, მაშინ ყველაფერი შესაძლებელი ხდება... /ქიზიყი/ შორენა ბერიძე

ხმებისთვის ბრძოლა

ვაშა, ნაცმოძრაობის ახალგაზრდული

ფრთა გააქტიურებულა...

,,ადგილობრივ ხელისუფლებას შეშის დარიგების პროცესში აქტიურად უდგას გვერდში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რაიონული ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთა. ახალგაზრდები დახერხილ შეშას ტრანსპორტზე ტვირთავენ და სიის მიხედვით ურიგებენ გაჭირვებულ ოჯახებს. სოფლებშიც და ქალაქშიც შეშის ტრანსპორტირება პრეზიდენტის ნაჩუქარი ტრაქტორებით ხდება.წერს გაზეთ შირაქის ფურცლებზე მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის თავგადაკლული სპეციალისტი ან ბენაშვილი. ეს ის ბენაშვილია, რომელმაც დედოფლისწყაროში კომუნიზმის ნიშნები შემოიტანა. ამ ფრაზებს ყურადღებით თუ წაიკითხავთ, ვეღარავინ შემედავება, რომ ამ სტატიის კითხვისას თავი უდაოდ კომუნიზმის ეპოქაში გეგონება.

ვაშა, ბატონებო!!! ახალგაზრდები ხალხის სამსახურში ჩაბმულან და რაღა გვიჭირს... ქვეყანა შენდება! ჩანს, ძალიან აღელვებთ სოციალურად დაუცველთა პრობლემები და ადგილობრივ ხელისუფლებას გვერდში დაუდგნენო ბრძანებს ძვირფასი ანა. დედოფლისწყაროს გამგეობასაც სიღატაკის ზღვარს ქვემოთ მყოფთა შეშით მომარაგების საკითხი იმდენად ძლიერ აღელვლებდა, რომ დახმარების გაცემაში რატომღაც თვენახევარი გაეპარა და რას უცდიდნენ კაცმა არ იცის... სანამ ხალხმა არ შეუძახა, სიცივით ვიჟუჟებით, გაზაფხულზე თქვენი შეშა რაღა ეშმაკად გვინდა, ახალ წელს საწოლში ვიწექით, სიცივის გამო ვერ ავდექითო, მანმადე გამგეობაში ყურიც არავის შეუბერტყავს და ახლა ბენაშვილმა პიარის გასაკეთებლად სტატია რა ელვისებურად გამოაცხო... ძვირფასო ანა, სულ სიმართლეს რომ წერ, შენიშვნებს აქეთ რომ გვაძლევ და წერას რომ გვასწავლი, ამ სტატიაში ტაშ-ფანდური რომ გააჩაღე, რატომ ის არ აღნიშნე, მავანთა წყალობით იგივე ოჯახები თვეზე მეტი სიცივეში რომ იყინებოდნენ?...
ყველაზე
მეტად ის მენიშნა, რომ თურმე ნაცისტების დედოფლისწყაროს ორგანიზაციას ახალგაზრდული ფრთაც ჰყოლია...
აღარ
გრცხვენიათ, ხალხო? ნამუსი სულ დაკარგეთ, თუ როგორაა თქვენი საქმე? არ ვიცი, ამ ახალგაზრდულ ფრთაში თუ ბანდაში რომელი დაჯგუფების ახალგაზრდები მოხვდნენ, მაგრამ ერთი კი უდავოა, რომ ხალხმა ახალგაზრდული ფრთა კი არა, ისიც არ იცის, თუ ვინ არის პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე. ბოლოს, მახსოვს იმიჯის გამოსასწორებლად ზაზა კედელაშვილი დანიშნეს, მას მერე თავმჯდომარე საჯაროდ არსად გამოჩენილა... ჯერ ერთი, სად ერეკლე და სად... კედელაშვილის თავმჯდომარეობა... მითუმეტეს, რომ ის დედოფლისწყაროში ჩამოსვლას საერთოდ ვეღარ ახერხებს. ბოლოს გამგებლის კაბინეტში შესული მაშინ შევნიშნე, როცა იქიდან ჯილდოს სახით ჩვენი ბიუჯეტიდან 2 000 ლარი გადასცეს. რატომ არ ჩამოვიდოდა ბიჭი?!
და
მეორე: ასეთი სიცოცხლით სავსე და მოსახლეობის ჭირ-ვარამზე ჩაფიქრებული ახალგაზრდები თუ გვყოლია, საინტერესოა, მათი ენთუზიაზმი სეზონური ხასიათის რატომ არის? ხმები და რეიტინგი დაგჭირდათ და ახლაღა შეატოკეთ ერთი ადგილი, ძმებო? დედოფლისწყაროელი უმწეოების ბედი რეალურად თუ გადარდებთ სხვა დღეებში კურდღლებივით რატომ იმალებით?... ვაჟკაცურად ადექით, მუდმივად იაქტიურეთ და გაჭირვებულებს დაეხმარეთ.

მაშინ სად ხართ ხოლმე, როცა ჟურნალისტებს პირი გვაქვს გადართხმული მათ პრობლემებზე საუბრით? უფრო აქტიურად რომ მუშაობდეთ და თქვენი ენთუზიაზმი მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში არ აქტიურდებოდეს, თქვენი ვაი-პატრიოტიზმი უფრო დამაჯერებელიც იქნებოდა და აღარც ამდენი ხელისუფლებაზე იმედგაცრუებული მოქალაქე გვეყოლებოდა. წადით აბა, იმათაც მიეხმარეთ, ამასწინათ, ერთმა მამაკაცმა ქიზიყის მეშვეობით რომ შემოგითვალათ, მთავრობას გადაეცით, ამ არჩევნებზე ნაციონალების დედებს მოვტ...ნავთო! მიდით და კაცურად ჰკითხეთ, რა უჭირს, გული რამ გაუტეხა. დაინტერესდით, ასეთი რა აწუხებს, რომ იმედი გადაწურული აქვს დედის ხსენებამდე მიიყვანეთ კაცი...
მაგრამ
, მოდით აღიარეთ, რომ ეს თქვენი ურა-პატრიოტიზმი მხოლოდ თვალებში ნაცრის შეყრაა და მეტი არაფერი. გეყოთ ვაჟკაცობა და პირდაპირ თქვით, რომ გვაბოლებთ. ეს თქვენი კეკლუცობა მხოლოდ პიარს ემსახურება და მეტი არაფერი... ახლა არ თქვათ, უბრალო დამთხვევაა, ახალგაზრდული ფრთა მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში რომ აქტიურდებაო. ულვაშებში გეტყობათ, რა მიზანიც გამოძრავებთ და რისთვისაც იბრძვით. მაგრამ, საკითხავი ის არის, ამ ანკესზე ვინ წამოეგება? ვინღა გაბრიყვდება, ან ვინ დაგიჯერებთ, რომ თქვენ გლეხკაცის ბედზე ზრუნავთ და არა სკამებისთვის. მაისში ვინც თქვენს შტაბთან იხეტიალა ყველა ხელმძღვანელის სავარძელში ჩაჯდა (თუ ჩადეს) და თქვენც თამასუქებს დაგპირდენ ძვირფასებო? ანტიკვარები ხართ, პირდაპირ რაა...

სხვებსაც ბევრ რამეს დაპირდნენ, მაგრამ ბუს კვერცხები შერჩათ... ამუშავეს და მოისროლეს. ყველაფერს ნუ დაიჯერებთ, მეგობრებო.

კარგად მახსოვს, ახალგაზრდული ფრთის პირველმა თავმჯდომარემ საპარლამენტო არჩევნების წინ დედოფლისწყაროს კულტურის სახლის ჰოლში სახელდახელოდ გამართულ ახალგაზრდულ დისკოთეკაზე ჩემთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ამგვარი მუსიკალურ-გასართობი საღამოები ტრადიციად იქცევა, რათა ახალგაზრდობას თავშესაქცევი ჰქონდესო. იმის მერე არც ასეთი საღამოები მინახავს და აღარც არაფერი. არჩევნებმა ჩაიარა და აღარ სჭირდებოდათ... ექსკურსიები ხშირად უნდა მოვაწყოთო. რამდენიმე მოვაწყეთო მერე თქვეს და როგორც ვიცი, იქაც შერჩევით, ისევ გამგეობის თანამშრომელთა შვილები წავიდნენ და მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობას მიაბრალეს...

ჰოდა, იმას ვამბობდი, რომ პირადად მე არჩევნებს დედოფლისწყაროს უბნებზე დავაკვირდები და ერთად ვნახოთ, რა მოხდება...

ილია მარტყოფლიშვილი

პატივაყრილი მომავალი
და
გამოფიტული ცხოვრება

გასახსენებლად წარსულიღა დაგვრჩა, ეს კი ტკბილ-მწარე მოგონებების გადმონაშთია. პატივაყრილ მომავალს იმედიანი თვალით ვუყურებთ, მაგრამ თვალში ნაცარშეყრილნი ბევრ ცხოვრებისეულ სტიქიასშიმშილს, უმუშევრობას და ეკონომიურ დაცემას უფსკრულისკენ მივყავართ. საინტერესოა, სადამდე გაგრძელდება ეს უხერხემლო და გამოფიტული ცხოვრება? ნეტავ ჩვენი ბედოვლათი მთავრობა ჩვენს დასაღუპად და გადასაჯიშებლად კიდევ რა ახალ ვერსიას შეიმუშავებს...
დედოფლისწყაროში ვცხოვრობ, ორი მცირეწლოვანი ბავშვი მყავს. მერამდენე წელია უსასრულოდ ველოდები დასაქმებას. შახლი საშინლად ავარიულია, კედლები ყველა ხარეზე დაბზარული და გადაწოლილია, ბათქაში პირდაპირ ბავშვების საწოლებთან ცვივა. მეშინია, ერთ დღესაც არ ჩამოინგრას და ცოცხლად არ დაგვმარხოს. ორი დიპლომი მაქვს, მაგრამ გამგეობაში მუდმივად ასე მეუბნებიან თუ დასაქმება გინდათ, ფერმებში ინდაურები დამწყემსეთო... დიდი მადლობა, ასეთი სახარბიელო ვაკანსიის შემოთავაზებისთვის...
ასე უიმედოდ შევყურებ ჟამთა სვლას. დრო არ იცდის, ასაკი გვემატება. ჩვენმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა კი გამოცდილი ხალხი უარყოფით სასწორზე შესვა და რაღაში გამოვდგებით? მხოლოდ თინეიჯერებისთვის შეიძლება გამგებლობა და მინისტრობა. ჩემი გულისტკივილი სანდრა რულოვსისთვის მინდოდა მომეთხრო. თბილისში ჩავედი, თუმცა მხოლოდ წერილის დონეზე ვაცნობე ჩემი გასაჭირი. დედოფლისწყაროში არც საშველია, არც სამსახური. სკამებზე ლაზათიანად მორგებულნი აღარც გვისმენენ... როგორ უნდა მოვუხუჭო თვალი ამ უსამართლობას, როცა ის გვთელავს და აღარ გვინდობს...
სად არის სამართალი? ალბათ, ფარდებს მიღმაა მიჩქმალული. მართალ კაცს ველოდებით, ვინც ამ ფარადს ახსნის და დატანჯული ცხოვრებიდან რეალურ სამართლიან სამყაროში გადაგვანაცვლებს.
ეხ სიმართლევ, რა მწარე და აუტანელი ხარ... როგორ დავაღწიოთ თავი ამ მოთენთილ და უხალისო ცხოვრებას? ვის დავამწყრალოთ ჩვენი ულუკმაპუროდ დარჩენილი შვილები? იმედის სხივ-გაცრუებულნი ნაძალადევად ვუღიმით შვილებს, მაგრამ ამას ნაციონალები ვერ გაიგებენ. ჩვენი განცდები რომ შეიგრძნონ, შიმშილი გამოცდილი უნდა ჰქონდეთ...
ჭეშმარიტებას ცოტა მუშტარი ჰყავს და ხელსაყრელად არავის ეჩვენება. გაჭირვება და გულის ტკივილი კი მოგვჭარბებია თმაში მორეული ჭაღარასავით და... ამ ცხოვრებას თურმე მხოლოდ ბობოლა მდიდრები ერგებიან. რა ქნან ქუჩაში ულუკმაპუროდ დარჩენილმა ხალხმა?

ასეთი დროის ჭენება როდემდე გაგრძელდება? უსამართლობითა და განუკითხაობით განრისხებული ბუნება ბოლოს მწარედ გამოგვიგლოვებს. როგორც წმიდა სიტყვა ამბობს, ყველაფერი, რასაც სიმდიდრე ჰქვია, მიწისა და ჟანგის კერძია. უბადრუკო ხელისუფალნო, გეშინოდეთ პატივაყრილი მომავლის, რადგან ამ საცოდაობაზე თავის წილად პასუხი ყველას მოეთხოვება...

მაია მოსულიშვილი
დედოფლისწყარო.

სხვისი ქმარი მიყვარს...

სხვისი ქმარი მიყვარს...
პირადი ისტორია

ელექტრონულ ფოსტაზე ერთი უცნაური წერილი მივიღეთ. ბევრი ვიფიქრეთ, ღირდა თუ არა ამ წერილის გამოქვეყნება, მაგრამ დაჟინებით ითხოვს, რომ მისი ისტორია ყურადღებით წავიკითხოთ და რჩევები მივცეთ. 19 წლის თიკა გვწერს, რომ სხვისი მეუღლე უყვარს და ამის გამო ურთულეს მდგომარეობაშია.

,,თქვენს საიტს დაქალის სახლში ვათვალიერებ-ხოლმე. ხშირად ვერა, მაგრამ კვირაში ერთხელ მაინც ვახერხებ თქვენი სტატიები ვიკითხო. გამიხარდა ბოლო დროს ახალგაზრდების პრობლემებზე ბევრს რომ წერთ. ვიცი უფროს თაობას არც ეს თემები მოეწონება, მაგრამ, ღიად უნდა ვიმსჯელოთ, რომ შეცდომებზე სწავლა მოვახერხოთ, ერთმანეთს დავეხმაროთ, მხარში დავუდგეთ და მცდარი ნაბიჯები აღარ გადავდგათ.
სახელს
ვერ გეტყვით, მაგრამ ის 27 წლის ბიჭი რამდენიმე თვის წინ, დაქალის დაბადების დღეზე სოფელ მაჩხაანში გავიცანი. იმ დღეს წესიერად არც კი დავლაპარაკებივარ. შხვები ცეკვავდნენ კიდეც, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად ძალიან მომეწონა, რატომღაც მასთან არც მიცეკვია, არც ყურადღება გამომიჩენია და არც დავლაპარაკებივარ. რამდენჯერმე მის დაჟინებულ მზერას წავაწყდი და გამოგიტყდებით, რომ ერთი-ორჯერ თვალი თვალში მეც გავუყარე... იქნებ არც დამიჯეროთ, მაგრამ მთელი ქეიფის მანძილზე სულ ეს იყო, სახლში ისე წავედი, რომ მეტი არაფერი მომხდარა. შემდეგ დღეებში გავიგე, რომ ის ბიჭი ჩემი დაქალის ძმის კლასელი ყოფილა. მაშინ ძალიან მომეწონა, მაგრამ მგონი 2 კვირა იქნებოდა გასული, რომ ტელეფონზე მესიჯი მომივიდა. როგორ ხარო, უცხო ნომრიდან ვიღაც უცნობი მკითხულობდა. მიწერ-მოწერაში მალე გავარკვიე, რომ ის ის იყო... მართლა ალალად ვამბობ, მისი არსებობა უკვე აღარც მახსოვდა. გავბრაზდი, საიდან გაიგო ჩემი ნომერი და რატომ მომიკითხა. უბრალოდ შეგეხმიანე და მეტი არაფერიო, იფიცებოდა. ასეც ჩავთვლიდი, მაგრამ ყოველ დილით მისი მესიჯები მაღვიძებდა. მოკითხვები ნელ-ნელა ლექსებით შეცვალა, ლექსების შინაარსი კი რამდენიმე დღეში სიყვარულის ახსნას შეიცავდა. გარეგნულად ძალიან მომწონდა, მაგრამ მისი ასეთი პირდაპირობა და სითამამე ძალიან გამიკვირდა, ეს მაბნევდა. გოიმურად არ ვაზროვნებ, მაგრამ სოფელში, ტრადიციულ ოჯახში გაზრდილი ვარ და ვიცი პატიოსნების ფასი. რაკი ის მაჩხაანში გავიცანი არ გეგონოთ, მეც იქ ვცხოვრობ. იქვე, ახლო სოფელში ვცხოვრობ, მაგრამ ზაფხულობით მაჩხაანში მეგობრების გამო ხშირად ვარ-ხოლმე. სასიყვარულო მესიჯებზე მკაცრად ვპასუხობდი, ხან უპასუხოდ ვტოვებდი, ხან ვეჩხუბებოდი, ასე ნუ ამბობ-მეთქი.
ბევრი
რომ არ გავაგრძელო, პირდაპირ გეტყვით, რომ ელიაობის დღესასწაულის წინა საღამოს დედოფლისწყაროში გამოვედით. კულტურის სახლთან ჯერ შეჯიბრი იყო, მერე ღია ცის ქვეშ კონცერტი. ჩემს დაქალებთან ერთად კონცერტზე ვცეკვავდი, როცა მისი მესიჯი მომივიდა რაიონში გავდივარ და თუ გინდა შენ და შენს დაქალს მანქანით კონცერტზე წაგიყვანთო. არაფერი მიმიწერია. მალევე დარეკა და მისაყვედურა, უპასუხოდ რატომ დამტოვე, კონცერტზე არ გინდაო? თუმცა ჩემგან მუსიკის ხმა ესმოდა და მიხვდა, მე უკვე იქ ვიყავი. მითხრა, 20 წუთში მეც მოვალო. თან გამიხარდა, თან ჩვეულებისამებრ დავიბენი. გამიკვირდა მარტო რომ მოვიდა. მეგონა, ისიც მეგობრებთან ერთად იქნებოდა. მოკლედ, კონცერტზე ვიცეკვეთ, ის ბევრ ლუდს სვამდა. მაგრად გავერთეთ. კონცერტის დასრულების შემდეგ ხალხი ელიას მთისკენ გაემართა. ჩვენც ელიაზე ასვლა დავაპირეთ, მაგრამ შენთან საქმე მაქვსო სახალხოდ მითხრა და ცალკე გავედით სასაუბროდ. კინოთეატრთან სკვერში სკამზე ჩამოვსხედით, ღამის 10 საათი იქნებოდა, ის კი თვალებს მიჟუჟუნებდა. ბევრი ვისაუბრეთ, დაქალები ტელეფონს მიფეთქებდნენ, თუმცა ხელს გვიშლიანო და მობილი გამომართვევინა. არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ საუბრით ისე გამაბრუა, რომ გამოვერკვიე თავი მის კალთაში მედო და ტუჩებში ვნებიანად ვკოცნიდით. ამაზე იმდენად არ გავბრაზებულვარ, მაგრამ სულ მალე მისი ხელები ჩემს მკერდზე ვიგრძენი. შევეწინააღმდეგე და სკამიდან წამოვხტი, მაგრამ ძლიერად მომქაჩა და ისევ დამსვა. მიხსნიდა, რომ ჩემზე დაქორწინებას აპირებს და კოცნით არაფერი დაშავდებოდა. მობილური ჩავრთე და უკვე 12-ის ნახევარი იყო. ჩემი დაქალები წასულიყვნენ, მაგრამ საით, ვერ გავარკვიე. მეგონა ელიას მთაზე იყვნენ. მანქანით ავიდეთო, მითხრა, მაგრამ ელიამდე ასულები არც ვიყავით, იქვე ახლოს, გაერთიანების შენობაა და იმ ეზოში გავჩერდით. უკვე გვიან იყო, ვემუდარებოდი წავსულიყავით. სკამის საზურგე გადასწია და კოცნა გააგრძელა. კიდევ თავბრუ დამეხვა და გონს რომ მოვედი ორივენი ნახევრად შიშვლები ვიყავით. სასწრაფოდ ჩავიცვით და ელიის მთის ნაძვნართან მისულები არ ვიყავით, რომ ჩემი დაქალები დავინახე, რომლებიც უკან ბრუნდებოდნენ. ძალიან გამიხარდა, რადგან ისინი რომ წასულიყვნენ, ვერ წარმოიდგენთ რა მოხდებოდა. მშობლებისთვის როგორ უნდა ამეხსნა, რომ ახლადგაცნობილ ბიჭთან ჯერ სკვერში ვიკოტრიალე, შემდეგ მანქანაში. მოლკედ, დაქალების პოვნამ გადამარჩინა. კიდევ იმით ვიყავი ბედნიერი, რომ ჩემი ქალწულობა გადარჩა და იმდენად არ გავითიშე, რომ თავი დამეკარგა.
ერთი
ჩვეულებრივი ისტორიაა, რომელიც ხუთი თვეა გრძელდება და თითქმის ყოველდღიურად ვხვდებით. ძალიან შემიყვარდა და ოჯახის შექმნასაც ვგეგმავდით, მაგრამ სულ ახლახანს, ახალი წლის პირველივე დღეს გავარკვიე, რომ ყველაფერს მატყუებდა. მას ცოლ-შვილი ჰყოლია. 1 იანვარს მისალოცად დავურეკე და იმდენად ნასვამი იყო, ტელეფონი უყურადღებოდ დაუტოვებია და რომ მიპასუხეს მისი მეუღლე ვარო, ვერ აღგიწერთ რა დამემართა. მას შემდეგ ერთხელღა შევხვდით, ვიჩხუბეთ და დავშორდით. იმით მაწყნარებს, ქალწულობას არ შევხებივართ და რატომ ბრაზობო. მაგრამ, იმდენად მიყვარს, მის გარეშე ვერ გავძლებ. უკვე მთლიანად შემზადებული ვიყავი, რომ მისი ცოლი უნდა გავმხდარიყავი და ყველაფერი დამემსხვრა. დავშორდით, მაგრამ მაინც მიყვარს, მომატყუა, მაგრამ მაინც ვერ ვივიწყებ... ამას რომ ვუხსნი, ამბობს, ცოლად ხომ ვერ მოგიყვან და თუ გინდ საყვარლები ვიყოთო...

ძალიან გთხოვთ, რამე მირჩიეთ... ნუთუ ასეთი სიყვარულის გამო ცხოვრება უნდა გავიმრუდო და მხოლოდ საყვარლის როლს დავჯერდე? დიდი სიყვარულის გამო ლამაზი ოჯახის შექმნაზე უარი ვთქვა და სხვისი ქმრის საყვარელი გავხდე? არადა, ისე ძლიერ მიყვარს, მისი ტუჩების გემო რომ მახსენდება აღარაფერი მადარდებს. ძალიან დაბნეული ვარმომწერეთ, დავთანხმდე საყვარლობაზე?

თიკა 19 წლის.

(მაჩხაანი, მირზაანი, არბოშიკის ზონიდან)

გამოხმაურების მსურველებს შეგიძლიათ რჩევები, შენიშვნები და მოსაზრებები გამოგვიგზავნოთ -მეილზე: iliapress84@gmail.com

მოზარდების მავნე ჩვევები თინეიჯერების თვალით – ნარკოტიკი, ალკოჰოლი, სიგარეტი და ქურდული გარჩევები

მოზარდების მავნე ჩვევები თინეიჯერების თვალით – ნარკოტიკი, ალკოჰოლი, სიგარეტი და ქურდული გარჩევები
XXI საუკუნის ახალგაზრდას უამრავი მავნე ჩვევა ახასიათებს. პრობლემები ძირითადად გარდატეხის ასაკში იჩენს თავს, როცა მოზარდის ორგანიზმი გარდაქმნას განიცდის და ყალიბდება. ფსიქოლოგების აზრით, სქესობრივი მომწიფების პერიოდში ახალგაზრდა მეტად ემოციური და პრობლემატური ხდება გარშემომყოფებისა და ცხოვრების მიმართ. ამ ასაკში მოზარდებს სხვადასხვაგვარი მავნე ჩვევები უვითარდებათ, რომელთაგან ზოგი მეტად პრობლემურია, ზოგიც ნაკლებად. მოზარდის ნაკლებად აქტიური პრობლემა უჩვეულო ჩაცმულობა, ვარცხნილობა და ქცევებია. ხშირად შეხვდებით ახალგაზრდას, რომელიც თავისი ჩაცმულობითა თუ ვარცხნილობით ყურადღების მიქცევას ცდილობს. ეს არის საკუთარი ამბიციის მკვეთრი გამოვლენა. მოზარდმა არ იცის, ვის ან რისთვის უცხადებს ასეთი ქცევებით პროტესტს. ის უბრალოდ თავის პიროვნებას ხაზს უსვამს. მავნე ჩვევას წარმოადგენს ასევე ახალგაზრდებში განვითარებული ე.წ. ქურდული მენტალიტეტი. ვაჟები დგანან ქუჩაში და უწმაწურ სიტყვებს იძახიან, ერთმანეთს სცემენ, კამათობენ და ჰგონიათ, რომ თავს იმკვიდრებენ. მაგრამ გადის დრო, ქუჩის ბიჭი გამოდის ამ ასაკიდან და ხელმოცარული რჩება, რადგან მას არც განათლება და არც ავტორიტეტი არ გააჩნია.
თავხედობა მოზარდის ყველაზე ცუდი ჩვევაა, რომელიც XXI საუკუნის ახალგაზრდებს განსაკუთრებულად გვახასიათებს. ჩვენი თაობის გოგო-ბიჭებს მორიდება დაკარგული გვაქვს და პატივს აღარავის ვცემთ. ჩვენს ასეთ საქციელს ხელს უწყობს ახლანდელი საგანმანათლებლო რეფორმა, რომლის მიხედვითაც მხოლოდ ისეთ ცნებებს გვასწავლიან, რაც ზედმეტ პატივმოყვარეობაში გადაგვდის. სკოლებში მოსწავლის უფლებები უფრო გაზრდილია, ვიდრე პედაგოგის, შედეგი კი ყოველ ნაბიჯზე თვალშისაცემია.
მოზარდების მავნე ჩვევაა SMS დაCHAT-მანია, რომელიც ჩვენს გონებას ბინდავს, დროთა განმავლობაში კი ისე გვიჩვევს, რომ ჩვენი ცხოვრების განუყრელი ნაწილი ხდება. მოზარდი სმს შეტყობინების საშუალებით განიმუხტება და იძენს ახალ მეგობრებსა და საყვარელ ადამიანებს. ერთი შეხედვით ამაში ცუდი არაფერია. მაგრამ, მუდმივად ტელეფონისა და კომპიუტერის გარემოცვაში ყოფნამ შეიძლება დაასუსტოს ჩვენი მხედველობა, სმენა და გონება. უფრო ცუდი შედეგი კი, რაც ამ საქმიანობას მოაქვს სისხლის გათეთრება ანუ ლეიკემია გახლავთ.
ჩამოთვლილი პრობლემები ასაკთან ერთად დავიწყებას ეძლევა. ჩვენს ცხოვრებაში დგება დღე, როცა შეცდომებს ვაცნობიერებთ და მისგან თავის დაღწევას ვცდილობთ. მაგრამ, არსებობს პრობლემები, რომლებიც ძნელად განკურნებადია და თავის დაღწევას ვერ ვახერხებთ. დაუფიქრებელი ნაბიჯებით ხშირად საფრთხეს ვუქმნით ჩვენს ჯანმრთელობას. უარყოფითად მოქმედებს თამბაქოს მოწევა, ალკოჰოლის და ნარკოტიკის ჭარბი მოხმარება და სხვა. ყველაზე გავრცელებული მოზარდებში სიგარეტია, რომლის მოწევაც რატომღაც ვაჟკაცურ საქციელად აღიქმება. ბოლო დროს, მწეველთა რიცხვი ძალზე გაახალგაზრდავდა და ვაჟების დიდი ნაწილი მოწევას სწორედ 12-13 წლის ასაკიდან იწყებს. ამ ნაბიჯს ბევრი თავის დასამკვიდრებლად დგამს და ამით იმის ხაზგასმას ცდილობს, რომ ის უკვე დიდი ბიჭია. სიგარეტს ნერვების დასამშვიდებლად, უფრო ხშირად კი თავის წარმოსაჩენად იყენებენ, თუმცა იმაზე არ ფიქრობენ, რა ხდება ამ დროს მათ ორგანიზმში... თამბაქოს მოწევა მავნეა არა მარტო მწეველთათვის, არამედ გარშემომყოფთათვისაც. ყოველწლიურად ასობით არამწეველი იღუპება სიგარეტით მოწამლული ჰაერის ორგანიზმში მოხვედრის გამო. მათი უმრავლესობა ბავშვები არიან.
მოზარდები ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნიან სპირტიანი სასმელებითაც. მათი ზომიერად მიღება სასარგებლოც კია. ის აუმჯობესებს საჭმლის მონელების სისტემას, მაგრამ ჭარბი დოზა უკუქმედებებს იწვევს.
ალკოჰოლს ხალისისა და სითამამის მოსამატებლადაც იყენებენ, მისი ინტენსიური მოხმარება კი მიჩვევას იწვევს. აფუჭებს ნერვებს, მეხსიერებას. მომხმარებლები ღვიძლის სხვადასხვა დაავადებებს უჩივიან, რომლებიც ხშირ შემთხვევაში მომაკვდინებელია.
გარდა სპირტიანისა, ორგანისმს საფრთხეს უქმნის კოფეინის შემცველი სასმელები – ყავა და ჩაი. მათი ზომიერად მიღებისას ადამიანს ერთი-ორად ეხსნება გონება და უფრო მხიარული ხდება. დიდი დოზით მიღება კი მოქმედებს გულზე, ტვინზე, აფერხებს ძვლების ზრდა განვითარებას.
XXI საუკუნის ყველაზე პრობლემატური და მავნე ჩვევა ნარკომანია და მასთან ბრძოლაა. ახალგაზრდა მასში მაქსიმალურ სიამოვნებას პოულობს. ის კარგ ხასიათზე დგება, უფრო აქტიურია, მთლიანად ბრუვდება და დაღლილობას ვეღარ გრძნობს. ეს ეფექტი ხანმოკლეა, რის შემდეაც ე.წ. ,,გამოსვლის ფაზა` იწყება, ამ დროს უგუნებობას განიცდის, აღენიშნება თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, გულის რევა...
თავდაპირველად მოზარდი მსუბუქი ნარკოტიკით ანუ ე.წ. პლანით ერთობა. მათ მარიხუანა საშიში არ ჰგონიათ. მისი ხანგრძლივი გამოყენების დროს მეტი ნეტარების სურვილი უჩნდებათ. თანდათან იზრდება დოზა, შემდეგ კი ძლიერ ნარკოტიკზე გადადის. ამ დროს ვითარდება ე.წ. ლომკა და თავის დანებება შეუძლებელი ხდება. აღინიშნება უძილობა, უმადობა, მხედველობითი და სმენითი ჰალუცინაციები და ნარკოტიკის მიღების მტანჯველი სურვილი. ნარკოტიკი ანადგურებს ორგანიზმის ყველა ნაწილს რომელიც აღარ აღდგება. წარმოიქმნება გულის, ნერვული, საჭმლის მომნელებელი სისტემის და სასქესო ორგანოების დაავადებები. ნარკომანებს ხშირად აწუხებთ პოტენციისა და უშვილობის პრობლემები. სასქესო ჯირკვლებს დაკარგული აქვთ ფუნქციები. მათი თაობა აუცილებლად ნაკლოვანებებით იბადება. ნარკომანის ცხოვრება მუდამ საფრთხეშია, რადგან სხვა ფაქტორებთან ერთად დიდია დოზის გადამეტების ალბათობაც, რაც სიკვდილს იწვევს. მათ მუდმივად აქვთ პრობლემები ოჯახში, მეგობრებთან და კანონმდებლობასთან. ნარკომანიისგან გათავისუფლებას იშვიათად ახერხებენ და ამისთვის დიდი ძალისხმევაა საჭირო.
ჩამოთვლილი მავნე ჩვევების საწყისი მიზეზი ის გახლავთ, რომ ქვეყანაში ცოტაა ადგილი, სადაც მოზარდი მაქსიმალურად მოახდენს საკუთარი ნიჭისა და შესაძლებლობების რეალიზებას. ქუჩაში უსაქმურად დარჩენილი ახალგაზრდა კი იძულებული ხდება გართობის სხვა საშუალებებს მიმართოს. მოზარდი მოსალოდნელ შედეგებზე იშვიათად ფიქრობს. თუმცა, რაც უნდა რთულად განკურნებადი იყოს მავნე ჩვევა, მთავარია მისი მხრიდან მონდომება და მეგობრების თანადგომა. ამის შემდეგ პრობლემების დაძლევას ადვილად შევძლებთ...

მოამზადა:
ნატო ნატროშვილმა (17 წლის)

ვინ აუნაზღაურა ზარალი და რატომ შეცვალა ზურაბ ყოჩიაშვილმა ავტომობილი?

ვინ აუნაზღაურა ზარალი და რატომ შეცვალა ზურაბ ყოჩიაშვილმა ავტომობილი?
როგორც ცნობილია, ამასწინათ, დასუფთავების სამსახურის უფროსის მოადგილის ზურაბ ყოჩიაშვილის კუთვნილ ავტომობილს ტარიბანის გზაზე ავარია შეემთხვა. როგორც ქიზიყს ინფორმირებულმა წყარომ აცნობა, ავტომანქანას კუდ-ის დედოფლისწყაროს თანამშრომელი სოსო ბენაშვილი მართავდა. მალევე ქიზიყს ისიც აცნობეს, რომ ყოჩიაშვილი წუხდა ზარალს არ მინაზღაურებენო. არადა მაშინ ყოჩიაშვილმა ქიზიყთან საუბრისას ავტოავარია დაადასტურა, თუმცა დასძინა, რომ თბილისელი სტუმრის მანქანა დაიმტვრა. ყოჩიაშვილის ავტომანქანა კი სწორედ ამ დღიდან აღარსად გამოჩენილა. სულ ახლახან, ზურაბ ყოჩიაშვილი ქალაქში ახალი მანქანით შევნიშნეთ, ცხადია, ქიზიყმა მას რამდენიმე შეკითხვა დაუსვა. ყოჩიაშვილი ამბობს, რომ ავარია არაფერ შუაშია – ის გავყიდე და ახალი ვიყიდეო. სინამდვილეში როგორ იყო, ეს თავად გამგებლის თანაშემწის მეუღლემ (თავად ყოჩიაშვილმა) უკეთ იცის. ინფორმირებული წყარო კი ირწმუნება, რომ ახალი ავტომობილი სოსო ბენაშვილს შეუძენია. /ქიზიყი/ თამილა გურაშვილი

ალაზანი დედოფლისწყაროში ნაკრძალის მიწებს იტაცებს?!

ალაზანი დედოფლისწყაროში ნაკრძალის მიწებს იტაცებს?!
`მდინარე ალაზანმა კალაპოტი იცვალა და კიდევ ერთი წყალდიდობის შემთხვევაში საქართველოს დაახლოებით 204 ჰა ტერიტორიას მოსტაცებს~, - ამის შესახებ კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის შეხვედრაზე ბუნებისმოყვარულთა საზოგადოების წარმომადგენელმა კახა სუხიტაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მდინარის მიერ წართმეული ტერიტორია ან აზერბაიჯანის რესპუბლიკის მხარეს დარჩება, ან შუაგულ მდინარეში, კუნძულივით. `მდინარე ალაზანი საფრთხეს უქმნის ერთადერთ გზასაც, რომელიც საქართველოს ე.წ. კაკლის ყურესთან აკავშირებს~, - განუცხადა სუხიტაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს. ცნობისათვის, კაკლის ყურეს ბუნების ძეგლის სტატუსი აქვს და ვაშლოვანის ნაკრძალის ტერიტორიაზე მდებარეობს. `ეს პრობლემა დედოფლისწყაროს რაიონში ნამდვილად დგას, თუმცა მისი მოგვარება და თუნდაც პრევენციული ღონისძიებების გატარება, ადგილობრივი ძალებით შეუძლებელია~, - განაცხადა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის უფროსმა ანა ბენაშვილმა. გთავაზობთ ფოტოებს, რომელიც ბუნებისმოყვარულთა საზოგადოებიდან მოგვაწოდეს. /კახეთის საინფორმაციო ცენტრი/

ლესბოსელებზე, მოზარდებისა და სასულიერო პირების ჰომოსექსუალიზმზე...

ყველას სმენია სოდომისა და გომორის გარყვნილებათა ქალაქების შესახებ. ეს იყო ადგილები, სადაც თავაშვებული ღრეობები და ორგიები არავის უკვირდა. არატრადიციული ორიენტაციის ადამიანთა არსებობაც პირველად აქ გამოიკვეთა. დამეთანხმებით, ბისექსუალიზმი, ანუ ერთი სქესის ორი ადამიანის ინტიმური ურთიერთობა უდიდესი ცოდვაა იმის გაუთვალისწინებლად, თუ რომელ რელიგიას აღიარებს წყვილი. დეგენერაცია არის ადამიანის სულიერი გადაგვარება, დეგრადაცია, რაც ძალიან რთული დასანახია ჩვეულებრივი მოკვდავის თვალით, რადგან როგორც წესი, ისინი არასოდეს საუბრობენ საკუთარ პათოლოგიებზე.
საკუთარი სქესიდან გამომდინარე დავინტერესდი ლესბოსელებისა და ბისექსუალების ცხოვრებით, მათი ისტორიული ფესვებით, ფსიქოლოგიით. ძირითადი მასა პროპაგანდის მსხვერპლია. მათ სკოლასა თუ ინსტიტუტში გამუდმებით უნერგავენ ე.წ. ,,სტაჟიანები, თითქოს ორალური სექსი დაუგეგმავი ორსულობის თავიდან აცილების საუკეთესო საშუალებაა. ქალი გარდა იმისა, რომ სუსტი სქესია, ცბიერი ეშმაკისთვის მშვენიერი სამიზნეც ყოფილა. არ იფიქროთ, ყველა ქალში პათოლოგიურ გადახრას ვეძებდე, მაგრამ, როგორც ერთი ჩემი მეგობარი იტყოდა, ნებისმიერ ადამიანში დევს თავისივე სქესისადმი ლტოლვა, ოდნავ მაინც.
თუ მონასტრების სტატისტიკას გადავხედავთ, დიდ უცნაურობას წავაწყდებით. მამათა მონასტრებში ბერების ოდენობა ყოველთვის სჭარბობდა მონაზვნებს. იბადება ძალზე ლოგიკური კითხვა – რატომ? ქალისგან განსხვავებით მამაკაცთა დიდ ნაწილს უჭირს მამათმავლობის დაფარვა. ამას საზოგადოების ულმობელობაც ემატება, ან ის, რომ ოჯახის შექმნა ამ სიტუაციიდან გამოსავალი არ არის. მათ სხვა გზა არ რჩებათ, გარდა მონასტრისა. ქალი კი ადვილად ირგებს ნორმალური, პროდუქტიული ადამიანის როლს. საკუთარ დემონებთან ეკლესიის კედლებში ბრძოლას თავს არიდებს.
პატარაობიდანვე პროტესტი მიჩნდებოდა რელიგიის და ჩემს შემთხვევაში ქრისტიანობის მიმართ ქალის კულტთან დამოკიდებულებაში; მიუღებლად მივიჩნევდი იმ შედარებით აუცილებელ თავმდაბლობას, რასაც ეს მრწამსი ითხოვდა. ჩემს კითხვებს ნაწილობრივ ახსნა მოვუძებნე. მაშინ, როცა ციცერონი თავის ,,რიტორიკაში` ამბობს - ,,მამაკაცის ვნებას შეიძლება ერთადერთი ცოდვა მოჰყვეს, ხოლო ქალის ვნება ყველა ცოდვის გამომწვევია-ო... არ შემიძლია ჩემი აღშფოთება არ დავაფიქსირო არა მარტო მის, არამედ მრავალი ფილოსოფოსისა თუ საზოგადო მოღვაწის მიმართაც, რომლებიც ალმაცერად უყურებენ ქალს. ფრანგული ანდაზაც გვაფრთხილებს – ეძიეთ ქალი-ო!... ნუთუ ესეც იმას ნიშნავს, რომ სუსტი სქესი ბოროტების შეუცვლელი იარაღია ქვეყნად? ამ შემთხვევაში მეც უმწეო ვარ მათ არგუმენტებთან ბრძოლაში. ფაქტების დამოწმების შემდეგ არსებული ვითარება სხვა კუთხით დავინახე. ამდენი ბოროტების თავმოყრა და ისიც ქალში, უმშვენიერეს ქმნილებაში ცოცხალ არსებათა შორის? თუმცა, დეგენერაცია არც ძლიერ სქესს ინდობს. თუ ერთგან სექსუალური გარყვნილების მაღალი კონცენტრაციით გვევლინება, მამაკაცთა შორის, გარდა ჰომოსექსუალიზმისა, ფსიქიკური აშლილობაც მკვიდრდება. თუმცა, საზოგადოებასთან მათ აგრესიული დამოკიდებულება არ აქვთ, რაც სუსტ სქესს ახასიათებს.

მსოფლიოს გენიოს ქალთა არცერთი სახელი არ შემოუნახავს, სამაგიეროდ, მამაკაცების ჩამოთვლა ყველა დარგში შეგვიძლია:
აინშტაინი, ვან-გოგი, ჰიტლერი და სხვა... მათი 90% ფსიქიკურად არანორმალურია და არა მარტო ფსიქიკურად. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მედალს ორი მხარე აქვს. მათი უმეტესობა სისხლის სამართლისა და პოლიტიკურ დანაშაულებშია ბრალდებული.
არატრადიციული ორიენტაციის აღმოცენება არაჯანსაღ გარემოში ხდება. გადავავლოთ თვალი დღევანდელობას: გარყვნილების პირველწყარო – პრესა და ტელევიზია ნებისმიერი ასაკის წარმომადგენელთათვის შეუზღუდავია. ამ სიბინძურეებისადმი ინტერესს უმეტეს შემთხვევაში მოზარდი იჩენს. ეს კი ბავშვის ნაადრევ ფსიქოლოგიურ მომწიფებას იწვევს. ცნობიერებაში ეხლიჩება ჩამოყალიბებული სამყარო და მას როგორც პიროვნებას – თრგუნავს. უჩნდება სურვილი გაემიჯნოს გარემოს. მოზარდი ინდიფერენტული ხდება საპირისპირო სქესის მიმართ და გაუკუღმართებულ ცხოვრებას იწყებს. ამას ემატება ოჯახური კონფლიქტები, ქუჩა, ხშირად ნარკოტიკები... თუ ადამიანის ფსიქიკა ლმობიერია, ნებისმიერ ჭაობში ადვილია მისი ჩათრევა. თუმცა, დიდია ალბათობა, სრულიად შემთხვევით, ნორმალური ადამიანის ფსიქოლოგიაც შეარყიოს საკუთარ თავში მოულოდნელად აღმოჩენილმა სექსუალურმა გადახრამ!
მიზეზს ვეძებთ? იქნებ ესეც ჩვენში, საზოგადოებაშია? მათ სწორედ ჩვენ ვაქცევთ იმად, რანიც არიან... ყველა უცოდველი ჩნდება, დედის მუცელში არავინ ყალიბდება კრიმინალად. თუ მას მემკვიდრეობით მოსდევს ეს გენები, რატომ არ შეიძლება მისი წინაპარი სოციუმის მსხვერპლი ყოფილიყო? ფაქტია, ფსიქოლოგია რელიგიასთან მჭიდრო კავშირშია. მრწამსი ადამიანური წარმოსახვის პირმშოა. არავის ვეკამათები, რომ არსებობს რაღაც უხილავი ძალა, რასაც ჩვენ მოკვდავნი ღმერთს ვუწოდებთ და რასაც უფალი, ალაჰი, შივა და ა.შ ჰქვია, მაგრამ დედამიწაზე ბოროტება ყოვლისმომცველი კლანჭებით მაინც აღწევს.
სასულიერო დაწესებულებებს ვგულისხმობ (ანუ, შუამავალს ხალხსა და უფალს შორის) – რომის პაპმა გრიგორი VII-მ დააკანონა უშვილობის აღთქმა – ცელიბატე. ისინიც ჩვეულებრივი მოკვდავები არიან, აბა რატომ გაკეთდა ასე?
მღვდლები ხშირად დათრგუნული ჰომოსექსუალისტები არიან და დეგენერაციის გარკვეულ ზღვარზე დგანან... ნიცშე, რომლის ფილოსოფიამაც ფაშიზმის საფუძვლები წარმოშვა, პასტერის შვილი იყო. მან საგიჟეთში რამდენიმე წელი დაჰყო. ჰიტლერი დედის ჩაგონებით ბავშვობიდან მღვდლობაზე ოცნებობდა. ანასტას მიქოიანი ყველა წმენდას გადარჩენილი ერთადერთი მღვდლადნაკურთხი რევოლუციონერი გახლდათ; ლესბოსელ პოეტ მარინა ცვეტაევას ჰყავდა მღვდელი ბაბუა, რომელიც ცოლად ჰომოსექსუალ ებრაელს გაჰყვა და სარეცელს ასევე პოეტ სოფია პარნოკთან იყოფდა; კომუნიზმის ფუძემდებელი კარლ მარქსი რაბინების შთამომავალი იყო, თან მასონი; მწერალი ჯონათან სვიფტი მღვდელი იყო, მაგრამ ანტირელიგიურ წიგნებს წერდა (საბოლოოდ ის გაგიჟდა). ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია, მაგრამ სასულიერო პირების შთამომავალთა შორის ყველა არანორმალური როდია. ყველაფერს უბრალო შემთხვევითობა რომ ვუწოდოთ და ეს ფაქტები უგულებელვყოთ, რელიგიის ისტორია მაინც გვამხელს, რომ უშვილობის აღთქმის შემოღებამდე და მერეც, ცელიბატს არაერთი პაპი არღვევდა. ანუ მსოფლიო ხალხთა საყვარელი უფლის მსახურიც სრულიად გამიზნულად სცოდავდა.
სხვადასხვა წყაროების მიხედვით: 939 წელს აქტის დროს გული გაუსკდა ლეონ VII-ს; იოანე VII საყვარლის ქმარმა ცემით მოკლა (705-707); მისი ბედი გაიზიარა იოანე IX-მაც (898-900); 1471 წელს კი სექსუალური აქტის დროს მამაკაც პარტნიორს ხელებში ჩააკვდა პავლე II-ე (1464-1471); უმაღლესი სასულიერო პირების ასეთი საქციელი ყოველგვარ ზნეობის ჩარჩოებს სცილდება. 1983 წელს პაპმა იოანე პავლე II-მ (1978-2005) სიკვდილმისჯილის შეწყალება ითხოვა, რომელიც 4 შვილის მამის მკვლელობისთვის დაკავებული ჰომოსექსუალი იყო. ესეც შემთხვევითობაა? იქნებ პაპმა სულიერი საერთო გამოძებნა რეციდივისტ მამათმავალთან?
_ _ P.S. სამყაროს შექმნის დღიდან ორ ძალას – ბოროტსა და კეთილს, უსამართლობასა და სამართალს შორის მუდმივად მიდის ბრძოლა. შეტაკება დღესაც გრძელდება. ყველა რელიგია ამ ორი მხარის ჭიდილზეა აგებული და ყველა კეთილის გამარჯვებას წინასწარმეტყველებს...
მე მხოლოდ ფაქტები მოვიყვანე, დანარჩენი თავად განსაჯეთ. ბოლოს კი დავსვამ კითხვას: როგორ ფიქრობთ, ბოროტსა სძლია კეთილმან???...

მოამზადა

მარიამ კოჭლამაზაშვილმა
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _

ყანჩაშვილი რომ პოლიციამ გააპარა, გაქცეულის დედა ქეთო ღვედაშვილი ყოველ სასამართლოზე ადასტურებდა

ყანჩაშვილი რომ პოლიციამ გააპარა, გაქცეულის დედა ქეთო ღვედაშვილი ყოველ სასამართლოზე ადასტურებდა

შვილმკვდარი დედის ღია წერილი

სასამართლოზე ბიძინა ბიძინაშვილმა და მამუკა ყავრელიშვილმა განაცხადეს, რომ მათი აღიარებითი ჩვენებები გამოწვეული იყო გამომძიებლის მხრიდან იძულებითი და ფსიქიკური ზემოქმედების შედეგად.

მასალა იხილეთ ვრცლად>>>

საბათლოელ მამაკაცს ჯილეხი აღმოაჩნდა

სოფელში ვაქცინაცია იწყება

დედოფლისწყაროში, სოფელ საბათლოში მცხოვრებ 76 წლის ვიქტორ საფარიანს ჯილეხი აღმოაჩნდა. ინფორმაციას ქირურგი ბელა გოგიბერიძე და საავადმყოფოს ხელმძღვანელი ივანე ნატროშვილიც ადასტურებენ.
,,
პაციენტის მდგომარეობა საეჭვო მოგვეჩვენა და თბილისში გავაგზავნეთამბობს გოგიბერიძე.
,,
ეს დედოფლისწყაროში უკვე მეორე შემთხვევაა. ციმბირის წყლულის კანის ფორმა აღენიშნება. სიცოცხლისთვის საშიში არ არის, მაგრამ სოფელშია სახიფათო სიტუაცია, რადგან პირუტყვი დაიხოცა. პაციენტმა ძროხა გაატყავა და ჯილეხი ამიტომ გადაედო. ამჟამად, სოფელ საბათლოში ინფექციურ საავადმყოფოს ეპიდემიურ დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომლები იმყოფებიან და მოკვლევას აწარმოებენ. – ამბობს ვანო ნატროშვილი.
,,
სოფელ საბათლოსთვის 1 200 ცალი ციმბირის წყლულის ვაქცინა უკვე შემოტანილია და მთელი სოფლის პირუტყვის აცრას ვიწყებთ. – ამბობს დედოფლისწყაროს მთავარი ვეტერინარი დავით ვეშაგურიძე.
საბოლოო
დასკვნა 3 დღე-ღამეში იქნება, პაციენტი მკურნალობას თბილისში გადის. /ქიზიყი/
თამილა
გურაშვილი
ილია
მარტყოფლიშვილი

პოლიციამ ჯილეხით დაავადებული საქონლის ხორცი ვერ ამოიღო

შს დედოფლისწყაროს სამმართველოს თანამშრომლებმა სოფელ საბათლოში ჯილეხით დაავადებული პირუტყვის ხორცის ამოღება ვერ შეძლეს. როგორც კრიმინალური პოლიციის უფროსმა ნოშრევან ნატროშვილმა ქიზიყს განუცხადა, პოლიციამ სპეციალური მოკვლევა ჩაატარა, თუმცა არცერთ ჩამბარებელ პუნქტს დაავადებული ხორცი არ აღმოაჩნდა. დედოფლისწყაროს ვეტერინარიის სამსახური მოსახლეობას გადაუმოწმებლად ხორცის შეძენისგან თავის შეკავებას ურჩევს და შიშობს, რომ დაავადებული ხორცი დახლებზე არ აღმოჩნდეს. როგორც ცნობილია, ციმბირის წყლულის ბაქტერიები 100 წელი ცოცხლობს. /ქიზიყი/
თამილა გურაშვილი


კირქვის ქარხნების წინააღმდეგ ლეიბორისტებმა ხელმოწერების შეგროვება დაასრულეს

კირქვის ქარხნების წინააღმდეგ ლეიბორისტებმა ხელმოწერების შეგროვება დაასრულეს
დედოფლისწყაროელები კირის ქარხნების მუშაობას წლების მანძილზე აპროტესტებენ, განსაკუთრებით რთულ ვითარებაში თამარის ქუჩის მცხოვრებნი არიან, რომელთაც კირქვის ქარხანას მხოლოდ 120 მეტრი აშორებთ და ყოველდღიურად ბოლში და აუტანელ სუნში უწევთ ცხოვრება.
პრობლემასთან დაკავშირებით, ლეიბორისტული პარტიის დედოფლისწყაროს ორგანიზაციამ ხელმოწერები შეაგროვა, საკითხს ორგანიზებას ბესიკ ცისკარაული უწევდა. როგორც ცისკარაულმა ქიზიყს განუცხადა, ხელმოწერები პარტიამ მუნიციპალიტეტის საკრებულოში შეიტანა:
,,საკრებულომ მასალები გარემოს დაცვის ინსპექციას გადაუგზავნა, რასაც სწრაფი რეაგირება მოჰყვა. გდი-მ უკვე შეამოწმა საწარმო. ასევე გამოიკვლიეს არხოტის, ვაჟა-ფშაველას და თერგის ქუჩები, სადაც სახლები დაბზარულია. მოგეხსენებათ, დედოფლისწყაროში წლების მანძილზე ქვიშას აფეთქებების შედეგად მოიპოვებენ, რაც ბინებს მასობრივად ბზარავს. იმედია, მორიგ შემოწმებად არ დარჩება და კონკრეტული შედეგები მოჰყვება – ამბობს ცისკარაული.
ლეიბორისტები იმ მეწარმეთა გვარებსაც ასახელებენ, რომლებიც ინსპექციამ თელავში დაიბარა. მათი თქმით, ვახტანგ კიკილაშვილი, ვანო ლოლაშვილი და ირაკლი ყოჩიაშვილი თელავში ჩავლენ, სადაც გარემოს დაცვის ინსპექცია მათი მუშაობის საკითხს გადაწყვეტს.
ლეიბორისტულ პარტიაში ამბობენ, რომ რაიონში მოქმედი კირქვის ქარხნები მოსახლეობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის, რის გამოც მოსახლეობა სერიოზულად ზარალდება. ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლება კი პრობლემით არ ინტერესდება. ზიანდება როგორც მოქალაქეთა საცხოვრებელი ბინები, ისე მათი ჯანმრთელობა: ,,მოვითხოვთ, ქარხნებმა წესების დაცვით იმუშაონ და დაზარალებულ მოქალაქეებს ზარალი ფინანსურად აუნაზღაურონ. გარემოს დაცვის სამინისტროს მოვუწოდებთ, ამ პრობლემის მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინოს - ამბობს ბესიკ ცისკარაული./ქიზიყი/
თამილა გურაშვილი

უკმაყოფილო მოქალაქე წნორის ენერგოდისტრიბუციაში შეიჭრა და სროლა ატეხა

ენერგოდისტრიბუციის სიღნაღის აბონენტთა მომსახურების წნორის სერვის-ცენტრზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა.
წნორში მცხოვრები ერთ-ერთი აბონენტი დავით ოღიაშვილი სერვისცენტში იმის გასარკვევად მივიდა, თუ რატომ გაუთიშა ენერგოკომპანიამ მას ელექტროენერგია. მას შემდეგ რაც ოღიაშვილს სერვის-ცენტრის თანამშრომლებმა განუმარტეს, რომ მთელი წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ ქონდა გადახდილი მოხმარებული ენერგიის გადასახადი 51 ლარის ოდენობით და კიდევ 410 ლარი აქვს გადასახდელი, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა აბონენტმა ტერიტორია დატოვა.
რამდენიმე წუთის შემდეგ ოღიაშვილი სერვის-ცენტრში ისევ დაბრუნდა, ოღონდ შეიარაღებული. მან გადაჭრილი თოფიდან სერვის-ცენტრის შენობის მიმართულებით რამდენჯერმე ისროლა, შემდეგ კი კარი შეამტვრია და შენობაში შევიდა. მან რამდენიმე გასროლა ოფისშიც მოახდინა. სროლას მსხვერპლი არ მოყოლია.
სიღნაღის რაიონულმა პოლიციამ დავით ოღიაშვილი შემთხვევის ადგილზე დააკავა. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
წნორის სერვის-ცენტრზე მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმას ოპოზიციური პარტია ,,ახალი მემარჯვენეები” გმობენ, თუმცა ამბობენ, რომ თავდამსხმელი დავით ოღიაშვილი ამ ქმედების ჩადენამდე დღევანდელმა ხელისუფლებამ მიიყვანა.
,,ადამიანი რომელიც წლების წინ შეძლებულად ცხოვრობდა და არც ელექტროენერგიის გადასახადის გადახდა უჭირდა, დღევანდელი ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკის წყალობით უმუშევარი დარჩა. მას ლუკმა პურისთვის ფულის შოვნა უჭირს. უმუშევრობამ და გაჭირვებამ არამარტო ოღიაშვილის, არამედ ძალიან ბევრი ადამიანის ფსიქიკა შეარყია. რაც დავით ოღიაშვილმა გააკეთა არ ვამართლებ, თუმცა უნდა აღინიშნოს რომ ეს დღევანდელი ხელისუფლების დამსახურებით მოხდა”, - განაცხადა ,,ახლების” სიღნაღის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე მალხაზ ხუციშვილმა. დავით ოღიაშვილი ამჟამად დაკავებულია. მიმდინარეობს გამოძიება. /რადიო ჰერეთი/


პირადი ისტორია

ამ ქალბატონს ოდნოკლასნიკებში ვესაუბრე, იმდენად საინტერესო ისტორია ჰქონია, დიდი ხვეწნის შემდეგ ძლივს დავითანხმე, მისი ცხოვრება გამოგვექვეყნებინა. ამბავი ლამაზ ზღაპარს ჰგავს, მაგრამ იმდენად ბედნიერია სხვისი აზრები ან გაკიცხვა არ ანაღვლებს. მისთვის მთავარია, რომ იმ ადამიანს შეხვდა, ვინც თავი უბედნიერეს ქალად აგრძნობინა.
ის
დედოფლისწყაროში ცხოვრობს, თეატრალური კოლეჯის დამთავრების შემდეგ დედოფლისწყაროში გათხოვდა. მეუღლე უზომოდ უყვარდა, ოჯახი წრფელი სიყვარულით შექმნა. ამბობს, რომ ვერასოდეს წარმოიდგენდა, თუ ქმარს უღალატებდა, მაგრამ ერთ საბედისწერო დღეს მარკეტში საყიდლებზე წასვლამ მისი ცხოვრება მთლიანად შეცვალა და ყველაფერი აწეწა. არასრულწლოვანი ბიჭი იმდენად ძლიერ შეუყვარდა, მის გარდა აღარაფერზე ფიქრობს.

_ _ უჩვეულო
ისტორიის სკანდალური დეტალები იხილეთ ვრცლად>>>

არასამთავრობო სექტორის სათავეებშიც ნაციონალები არიან

არასამთავრობო სექტორის სათავეებშიც ნაციონალები არიან
დედოფლისწყაროში მოქმედი 26 არასამთავრობო ორგანიზაციაა რეგისტრირებული. საყურადღებოა, რომ დამფუძნებელთა აბსოლუტური უმრავლესობას ხელისუფლების და მმართველი გუნდის წარმომადგენლები შეადგენენ, რაც ადგილობრივების აღშფოთებას იწვევს. მოსახლეობის დიდი ნაწილი საჯარო სამსახურის წარმომადგენელთა არასამთავრობო ორგანიზაციის სტატუსით წარმოჩენას უარყოფითად აფასებს და მიიჩნევს, რომ მათ ეს ორგანიზაციები პირადი ინტერესების გასამყარებლად აქვთ შექმნილი.
ასე მაგალითად: დედოფლისწყაროს საკრებულოს ერთერთი განყოფილების უფროსი მანანა ყატაშვილი იმავდროულად სათემო კავშირ ,,ხორნაბუჯის ხელმძღვანელია; საკრებულოს თავმჯდომრის მოადგილე ნიკო ბენიაიძე ა/ო მევენახეთა კავშირს ხელმძღვანელობს; ,,ქალთა საბჭო - რეგისტრირებულ კავშირს გამგებლის დედა, თამარ ბაღაშვილი უდგას სათავეში; სათემო კავშირ ,,წითელწყაროს ხელმძღვანელი დედოფლისწყაროს ექს-გამგებელი გელა იაკობიშვილი გახლავთ. ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია.
არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელთა საჯარო სამსახურში ყოფნის ინტერესთა კონფლიქტზე საუბრობენ იურისტები და უფლებათა დამცველი გავლენიანი ორგანიზაციებიც.
არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრი დედოფლისწყაროში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს უპირისპირდება. უფლებათა ცენტრის კახეთის კოორდინატორი გელა მთივლიშვილი ამბობს, რომ არასწორია, როცა საჯარო სამსახურში მყოფი პირები სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს ხელმძღვანელობენ, ან მათი დამფუძნებლები არიან.
გელა მთივლიშვილი: კანონით ეს არ რეგულირდება, ანუ საჯარო სამსახურში მყოფ პირს არ ეკრძალება არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობა. მაგრამ, როცა დამფუძნებლებისა და ხელმძღვანელების უმრავლესობა სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენელია და პარალელურად მაღალ თანამდებობაზე იმყოფებიან, ეს რა თქმა უნდა ინტერესთა კონფლიქტს იწვევს. ანუ, ამ შემთხვევაში ის ხელისუფლების მიმართ ვერ იქნება ობიექტური, კრიტიკულად განწყობილი და ნეიტრალური. შეიძლება ითქვას, რომ ეს ორგანიზაციები ნაცმოძრაობის წარმომადგენლებს სხვა გავლენიანი ორგანიზაციების დასკვნების გადასაფარად სჭირდებათ. სწორედ ამიტომ ქმნიან არასამთავრობო ორგანიზაციებს ასე მასობრივად.
საკრებულოს თავმჯდომრის მოადგილე ნიკო ბენიაიძე ამაში უცნაურს ვერაფერს ხედავს, თუმცა დასძენს, რომ თუ ვინმე მოისურვებს ხელმძღვანელის პოსტს დაუყოვნებლივ დათმობს: ,,უბრალოდ, ვიფიქრე, რომ ჩემი გამოცდილებით ამ ასოციაციას სასიკეთოდ წავადგებოდი, თორემ არანაირი პრობლემა არ მაქვს, შემიძლია დავთმო - ამბობს ბენიაიძე. /ქიზიყი/
თამილა გურაშვილი
ილია მარტყოფლიშვილი


რა კომანტარი გააკეთა ანა ბენაშვილმა და რომელი გაზეთი აქვეყნებს არასწორ ინფორმაციებს?

გელა ზედელაშვილი
სკანდალი - გაზეთი ალია - 8 დეკემბერი

დედოფლისწყაროში მოქმედ ინტერნეტ-გაზეთ ,,ქიზიყის`` რედაქცია თითქმის ყველა თანამშრომელმა დატოვა. ისინი აცხადებენ, რომ მას შემდეგ, რაც ქრონიკასა და ალიაში მათი პრობლემების შესახებ რამდენიმე მასალა გამოქვეყნდა, რაიონში მუშაობა უკვე შეუძლებელი გახდა, გამგეობის თანამშრომელთა თავხედობას საზღვარი აღარ აქვს.
ალია ამ გაზეთის მთავარ რედაქტორს
ილია მარტყოფლიშვილს დაუკავშირდა და შექმნილი მდგომარეობის შესახებ ესაუბრა.
_ ილია, ზეწოლა ჩვენს გაზეთებში გამოქვეყნებული მასალების შემდეგ დაიწყო?
_ მანამდეც იყო, მაგრამ ახლა გადამწყვეტი ბრძოლა გამოგვიცხადეს. ამ ეტაპზე წავიდა ოთხი წამყვანი ჯურნალისტი და ვეღარაფერს ვაკეთებ.
_ ოთხივეზე ზეწოლა იყო?
_ კი, იყო ზეწოლა და მუქარები... ესე იგი, წავიდა თამილა გურაშვილი, ბესიკ გულაშვილი, მაია მაძღარაშვილი და გიორგი მარჯანიძე. განსაკუთრებით თამილა გურაშვილს ისეთი ინსტრუქტაჟი ჩაუტარეს გამგეობაში, ტირილით გამოვიდა იქიდან. მაგის მერე რასაც ვავალებდი, მეუბნებოდა, რომ აღარ მინდაო, ფაქტობრივად გამგეობაში კონფლიქტამდე მიჰყავდათ საქმე.
_ კონკრეტულად ვინ დააშინა შენი თანამშრომლები?
_ ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა, დავით ჯიბღაშვილმა, ამ კაცმა განაცხადა, მე თქვენ დაგეუმძრახეთ, აღარ გელაპარაკებითო და ამის შემდეგ მიღებაზეც უარს გვეუბნებოდა. ასევე უკმაყოფილოა ჩვენით ქალაქის მერი, ლევან ნატროშვილი. მე ამ ყველაფერში ვადანაშაულებ გამგეობის აპარატის უფროსს, ალექსანდრე ალუღიშვილსაც, გამგებლის ორივე მოადგილეს ნუკრი შანშიაშვილს და გელა თეთრაულს და სოციალური სამსახურის უფროსს, ლევან ჯამალაშვილს. აქვე ერთი უცნაური რაღაც უნდა ვთქვა, თვითონ გამგებელი ლევან ბაღაშვილი არ არის ჩვენთან დაპირისპირებული, მაგრამ არც ერთ ინციდენტზე არ რეაგირებს, თავისი თანაგუნდელებისთვის შენიშვნაც კი არ მიუცია. სავარაუდოდ, ის მიესალმება ასეთ გამოხტომებს. უნდა აღინიშნოს, რომ პრესსამსახურის უფროსი, ანა ბენაშვილიც ასევე იქცევა, სულ არ ცდილობს ვითარების დარეგულირებას. ის კი არა, საერთოდ არ კონტაქტობს საინფორმაციო საშუალებებთან, ვერ გავიგე, რაში უხდიან მას ხელფასს? რესპუბლიკურ მედიას თავი დავანებოთ, ადგილობრივ მედიასთანაც არ თანამშრომლობს, საკუთარი თავის პიარი როგორ გაიკეთონ, ესეც არ იციან. როდესაც ჩვენ ამაზე ვწერთ და ვუთითებთ, ეს ქალბატონი ღიზიანდება და აცხადებს, რომ თურმე ჭკუას ვასწავლით. მე არ მახსენდება შემთხვევა, რომ მაგას როდისმე ინფორმაცია მოეწოდებინოს. ერთადერთი თავიანთი გაზეთი აქვთ _ ,,შირაქი, რომელსაც გამგობა აფინანსებს და იქ აქვეყნებენ სასიამოვნო ინფორმაციებს თვეში სამჯერ. ჩვენ გამგებელსაც ვკითხეთ ამის შესახებ, რატომ გყავთ უფუნქციო პრესსამსახურის უფროსიო, თავი იმართლა, ინტერნეტი არა გვაქვსო. ახლა ინტერნეტიც აქვთ, მაგრამ ისევ უფუნქციოდაა დარჩენილი.
_ ერთი ეს მითხარი, თანამშრომლებს ხელფასებს აძლევდი?
_ არა, ჩვენ დაფინანსება არა გვაქვს, რაღაც პატარ-პატარა რეკლამები გვაქვს... პრინციპში, ენთუზიაზმზე ვმუშაობთ. ისე, ყველა მაინც იყო დიდი შემართებით.
_ კი, მაგრამ როგორ გინდა, რომ უხელფასოდ ამუშაო ადამიანები, თანაც ასეთი ზეწოლის ქვეშ?
_ ჰოდა, მეც მაგას ვამბობ, ვერავის ვაიძულებ მუშაობას, როცა ყოველდღე გვეძახიან, სადაც დაგიჭერთ, იქ გიხმარებთო. ჩვენ უბრალოდ გვქონდა სამომავლო გეგმები. ვნახოთ, თუ ასე გაგრძელდა და ყველა შემომაცალეს, ყოველკვირეულ ფორმატზე გადავალ.
_ შენს თანამშრომლებს რაიმე უკეთესი ხომ არ შესთავაზეს?
_ არა, მაგათ გამგეობის თანამშრომლების დაბღვერილი სახეების ყურება მობეზრდათ. მე კი ვიცოდი, რომ ცალკეულად ზეწოლა მიდიოდა, მაგრამ ასე ერთბაშად თუ წავიდოდნენ, მაინც არ მეგონა.

,,ალია~ კომენტარისთვის დედოფლისწყაროს რაიონის გამგეობის პრესსამსახურის უფროსს,
ანა ბენაშვილს დაუკავშირდა:
_ ქალბატონო ანა, ინტერნეტ-გაზეთ ,,ქიზიყიდან`` თითქმის ყველა თანამშრომელი წავიდა, მისი რედაქტორი, ილია მარტყოფლიშვილი ამბობს, რომ ეს მოხდა გამგეობიდან წამოსული მუქარების გამო.
_ არა, მე ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ მაგათ ვინმე აშანტაჟებდა, ვინმე აშინებდა, მაგრამ თვითონ ის ფორმა, რა ფორმითაც წერენ, რა თქმა უნდა, გამგეობის არც ერთ თანამშრომელს არ მოსწონს.
_ რატომ, გამგეობის თანამშრომლები კრიტიკას ვერ იტანენ?
_ ეს არ არის კრიტიკა, ეს არის პიროვნული შეურაცხყოფები. თანაც, მე რამდენჯერმე გადავამოწმე ფაქტები, მეც მქონდა ასეთი შემთხვევა, ერთ-ერთ თანამშრომელს მივეცი კომენტარი, მაგრამ ამას მოჰყვა ისეთი შეურაცხმყოფელი კომენტარები, თავიანთი ხედვა, თავიანთი დამოკიდებულება. ყველა თანამშრომელი, რომელიც კი კომენტარს გააკეთებს, იმათ იციან, რომ სულ სხვა რაღაცა დაიწერება. თანამშრომლები მერე დგანან და თავს იმართლებენ, ჩვენ სხვანაირად დავწერეთ და მარტყოფლიშვილმა ასე გააკეთაო. თქვენ ჟურნალისტი ბრძანდებით და კარგად იცით, რომ როცა ვინმესთან მიდიხართ და რაღაც საკითხზე კომენტარს გააკეთებინებთ, ალბათ, ისევე ბეჭდავთ, ხომ?
_ დიახ, ნამდვილად ისევე ვბეჭდავთ.
_ ჰოდა, ესენი ერთ წინადადებას დაწერენ და მერე ისეთებს მოაყოლებენ, გული გაგისკდება. აი, ამიტომ არის, რომ ყველა ერიდება და კომენტარის გაკეთება არავის უნდა. აბა, სხვებთან, ან ახლა თქვენთან როგორ ვახერხებ ურთიერთობას? ვერ გეტყვით, რატომ მოდის ამდენი შეურაცხყოფა მაგათი გაზეთიდან, ვერ გავიგე, ამ გამგეობაში ყველანი ასეთი გაუნათლებლები და არაფრის გამკეთებლები რანაირად ვართ? მარტყოფლიშვილს რომ ჰკითხოთ, არავის არაფერი გვესმის, არავინ არაფერი ვიცით, პირდაპირ შეურაცხყოფაზე გადმოდის და უცენზურო სიტყვებსაც კი ხმარობს.
_ თქვენ არ გიცდიათ, რომ ამ ახალგაზრდა ჟურნალისტებს შეხვედროდით და დალაპარაკებოდით?
_ ვაიმე, რამდენჯერმე მე ველაპარაკე მარტყოფლიშვილს და ვუთხარი, ასეთი ფორმა მიუღებელია, შეიძლება შენ გინდა, რომ სკანდალური ჟურნალისტის სახელი გქონდეს, ძალიან გინდა, რომ ცნობილი სახე გახდე, რაღაც იმიჯის შექმნა გინდა, მაგრამ ასე არ შეიძლება-მეთქი. ერთ კონკრეტულ მაგალითს მოვიყვან, ამას წინათ ერთი ამბავი ატეხა, დედოფლისწყაროში ჯილეხი გაჩნდაო, ექიმები აღშფოთებულები იყვნენ, სრული სიცრუე გამოდგა. როცა მასალას აკეთებს, თავისებურ ინტერპრეტაციას აძლევს, როგორც უნდა, ისე მოქმედებს.
_ ესე იგი, თქვენ გაღიზიანებთ დეზინფორმაცია და შეურაცხყოფა?
_ რა თქმა უნდა. თან მეუბნებიან, პასუხი გაგვეცითო, რა პასუხი გავცე, როდესაც ჩემზე უამრავი შეურაცხმყოფელი რაღაცა დაწერეს? მე პატარა გოგო არა ვარ, რომ რაღაც ისეთი ამბიციები მაწუხებდეს, მე ეს არ მჭირდება... რომ მინდოდეს, რომ ილიას ერთი-ერთზე ნორმალურად დაველაპარაკო, არ გამოდის, დამიწყებს ჭკუაზე დარიგებას, ვინ ხარ, რას წარმოადგენო? კრიტიკული მასალა ყველას დაგვიწერია, შეიძლება ძალიან მწვავეც, მაგრამ შეურაცხყოფა უკვე სხვა რამეა. საქმეზე დაწერე, პრობლემაზე დაწერე, რატომ აყენებ შეურაცხყოფას პიროვნებას?! დგას და დაგვცინის, ახლად გამომცხვარი ჩინოვნიკებიო, თუ ახალგაზრდას საქმესთან არ მიიყვან, რანაირად გამოცხვება? არ ვიცი, მაგათ არავინ დევნის, უბრალოდ არ იქცევიან კარგად, ჩვენ ყველა ნორმალურ ადამიანთან შეგვიძლია თანამშრომლობა და ურთიერთობა.

სრულიად საპირისპიროს ლაპარაკობს ჟურნალისტი თამილა გურაშვილი, მისი თქმით, გამგეობის ჩინოვნიკების თავხედობამ ყოველგვარ ზღვარს გადააბიჯა:
_ ძალიან შეურაცხმყოფელ გარემოში მიხდებოდა მუშაობა, ინტრიგანებს გვეძახიან, ირონიულად გვექცევიან, ვეზიზღებით... ახლა, არც ჩვენ დაგვაქვს მაგათი სურათები გულის ჯიბით, მაგრამ ეს ძალაუნებურად მოქმედებს ჩემს ფსიქიკაზე, ყოველ შემთხვევაში, ზიზღს ჩვენ არ ვამჟღავნებთ, ვწერთ სიმართლეს, რაც ხდება, არაფერს ზედმეტს. ჩემთვის რომ ვფიქრობ ხანდახან, ილია მარტყოფლიშვილი ძალიან მეცოდება, ისეთ რაღაცეებს უგონებენ, ყურში ვერ შევუშვებ. მომწყინდა ეს ყველაფერი, მომბეზრდა, ქალი ვარ, რა გავაკეთო, ამდენ სიბინძურეს როგორ გავცე პასუხი? ხან მიჩნდება სურვილი, რომ სხვანაირად გავუსწორდე მაგათ! ჩვენს რაიონში ისეთი სიტუაციაა, ქვის ხანაში გეგონება თავი, ესენი მიჩვეულები იყვნენ ერთპიროვნულ მართვას, არავინ არ ეხებოდა და ახლა რომ შეზანზარდნენ უცებ, უკვე აღარ მოსწონთ, იუცხოვეს, ასეთი რაღაც ჯერ ჩვენს რაიონში არა ყოფილა. მაგათი გაზეთი შირაქი ემსახურება ადგილობრივი თვითმმართველობის პიარს, ეს გასაგებია, მაგრამ ხომ შეიძლება დამოუკიდებელ ჟურნალისტებთანაც გამონახონ რაღაც ცივილური ფორმა?!
_ თამილა, ახლა რას აპირებ? ქალბატონი ანა ამბობს, ჟურნალისტები თავს იმართლებენ, ჩვენ სხვანაირად ვწერთ და ილია სხვანაირად იყენებსო.
_ როგორ ეკადრება?! ეს არის სრული სიცრუე, ტყუილი! ილია ემსახურება სიმართლეს, ამ ბიჭს არავითარი მატერიალური დაინტერესება ამ საქმიდან არა აქვს, უკანასკნელ კაპიკებსაც კი დებს ინტერნეტში, რომ ხალხმა სიმართლე გაიგოს... მერე ჩვენ კიდევ ვდებთ უკანასკნელ კაპიკებს, მასალებს ვაქსეროქსებთ და ასე ვავრცელებთ, ყველა გლეხს არა აქვს სახლში კომპიუტერი. ამ სიტუაციაში ჩავთვალე საჭიროდ, რომ ჩემი პროტესტი გამომეხატა ასე...
_ სახლში წასვლა რა პროტესტია?
_ მაგაზე ვიმსჯელებთ, დავფიქრდებით, შეიძლება ნაჩქარევი ნაბიჯი გადავდგით, მაგრამ მეტი აღარ შემიძლია, ყოველი ფეხის ნაბიჯს გვიკონტროლებენ, სად მივდივართ, ვის ველაპარაკებით, ჩემი ტელეფონი ისმინება, ვგრძნობ ამას. ეს ყველაფერი მოქმედებს. დედოფლისწყაროს გამგეობა დაკომპლექტებულია ,,ბეზ პრედელი`` ხალხით, ეს არის ბანდა, რომელიც ყველაფერზე წამსვლელია, ამათთან დალაპარაკებაც კი არ შეიძლება!
/გაზეთი ალია/
_ _ _ _ _ _ _ _ _

მოსახლეობა ჟურნალისტების პროტესტს ეხმაურება

მკითხველის წერილები
მას შემდეგ, რაც ღიად განვაცხადეთ, რომ ,,ქიზიყი` წამყვანი ჟურნალისტების დიდმა ნაწილმა დატოვა - ჩვენი გაზეთის ელექტრონული მისამართი თანადგომის წერილებით გაივსო. მოსახლეობა ქიზიყს დიდ მხარდაჭერას უცხადებს, რაც ჩვენთვის ძალიან მოულოდნელი აღმოჩნდა.

* * *
ილია მარტყოფლიშვილს!
ილია, შვილო, ძალიან გთხოვთ, გულს ნუ გაიტეხთ. გემუდარებით, თუ ღმერთი გწამთ გაზეთი არ დახუროთ. პირველივე დარტყმაზე ფარხმალს ნუ დაყრით. წლებია თბილისში ვცხოვრობ. მშობლიური რაიონის ამბებს თქვენი მეშვეობით ვიგებ. გეხვეწები, ჩემი ხათრით მაინც ნუ შეჩერდები. დედაშვილურად გთხოვ, ყველაფრით გვერდში დაგიდგებით. მიხაროდა ეს საიტი რომ გაიხსნა. ძალიან ბევრ საინტერესო ამბებს ვიგებთ და რაც მთავარია, ახალ ამბებს ძალიან ოპერატიულად ვიგებთ. მკვლელობებს, ავარიებს, დანაშაულებს და სხვა. მარინა 47 წლის თბილისი.

* * *
თქვენს გვერდით ვართ!

გაწმინდეთ ეგ სანაგვე. გამგეობის შენობა საღორეს რომ დაამსგავსეთ თავი მაგრები გგონიათ?... ბაღაშვილი კარგი ბიჭია, მაგრამ საზიზღარი გარემოცვა ჰყავს. ბრიყვებით გაივსო ეგ სკამები. რა საშინელებაა, ამდენი ღვარძლი სად გაქვთ, ან რას ემტერებით ამ გაზეთს? რა გინდათ, რუსთავი 2-ის მსგავსად ხალხი ქუჩაში გამოვიდეს და ,,ქიზიყის ჟურნალისტებს გადაეფაროს თუ რა გინდათ? ერთს გირჩევთ, ფრთხილად იყავით, ჟურნალისტებთან ხუმრობა არ გაგივათ. მე გაფრთხილებთ და თუ არ გჯერათ, ზოგიც მერე გაიხსენეთ - ნინო.
* * *
საზღვარგარეთ მცხოვრები დედოფლისწყაროელები გაზეთ ქიზიყისთვის ფულის შეგროვებას ვიწყებთ

საბერძნეთში ვცხოვრობ. ვიდრე სამსახურში წავალ, ყოველ დილით კომპიუტერის ჩართვისთანავე პირდაპირ ქიზიყის საიტზე შევდივარ. უკვე ჩემი საუკეთესო მეგობრები გახდით. ძალიან მიყვარხართ და შვილებს გეფიცებით, ღმერთს გეფიცებით, ყველაფერს გეფიცებით, ძალიან მეწყინა, რომ გაზეთიდან წავიდნენ. საზღვარგარეთ მცხოვრები დედოფლისწყაროელები ცოტა ფულს მოვაგროვებთ და დაგეხმარებით, ძალიან გვინდა, რედაქციას რაიმე საჩუქარი გადავცეთ, რათა თქვენი მუშაობა უფრო ეფექტური გახდეს. თქვენს გვერდით გვიგულეთ, არ გაჩერდეთ. - ინკოგნიტო მკითხველი.
* * *
Au ram shegashinat ver vxvdebi, am psutianebis geshiniat? sasineli mtavroba gvkavs raa... mere itkvian qvekanas vashenebto. tu asea simartlis gamoqvekneba rato ashinebt? televiziebi daachmores da axla gazetebs miadgnen? ilo, miaceqi dzmao, shens gverdit vart. mag jibgashvils su ybebs davalecavt. prtxilad ikavit nacionalebo tore tu sadme dagipadiezdet da dagalurjet mere agar gagikvirdet. am saitze cudi aravin tqvas toreeeee... LEUSHA 29
* * *
არ შეშინდეთ!
მანდ ახლობლები კი მყავს, მაგრამ რომც დავრეკოთ, ამდენ რამეს ტელეფონით ვერც მეტყვიან და ასე ამომწურავად და სწრაფად მათ არც ეცოდინებათ. ამიტომ ,,ქიზიყი` საუკეთესო საშუალება არის. ვცდილობ ყოველდღე შემოვიდე და მანდ მიმდინარე მოვლენებს გავეცნო. ძალიან მეწყინება, რომ გაჩერდეთ. ასეთმა ზეწოლის ფაქტებმა პირიქით უნდა გაგაძლიეროთ. - ნატო.
* * *
au nagdad gavgijdebi es saiti rom gatishot. jurnalistebi ushishari xalxiao da amat tqven rogor shegashines too. modi da shevikribot da ravi rame movipikrot da tu sacemia vinme vcemot. ra problemaa. dato jibgashvilis da zogiertebis cemas 1 kacic ekopa. me mzad var da sadac itkvit dabroze var. mokled, mxarshi unda davudget am simartlis mtqmel xalxs - GIORGI lapia.
* * *
dzlivs dedofliswyaros saiti egirsa da axla unda gatishot? kai raa. ragaca xo unda gvqondes? ravi, me mgoni ar unda gatishot. gaagrdzelet da tqveni shroma odesme dafasdeba. darcmunebuli var xalxi mshvenivrad xedavs da amxela reitingic imito gaqvt. dzaan sakvarlebi xart da deda momikvdes guli damckdeba ro gacherdet. ilia, Zalian gtxov damijere raa. xom sheizleba xalxis azric gaitvaliscino da angarishi gagvicio? XODA XALXI ITXOVS RO AR GACHERDET DA TU ODNAV PATIVS SCEMT XALXIS AZRS MASHIN AR UNDA GACHERDET - TIKO dedoflisckaro.
* * *
RA IYO, MARTYOFLISHVILIC GAIYIDA DA MAGAT SHEEKRA TU RA PONTIA? - ZORO
* * *
_ _ _ მოსაზრებები გამოგვიგზავნეთ მეილზე, თქვენი აზრი ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია. ქიზიყს თქვენი დახმარება და თანადგომა ახლა ყველაზე მეტად სჭირდება:

როგორ შიმშილობენ მოხუცები ნუნუ თათარაშვილის წყალობით და რატომ დაადგნენ არასრულწლოვანები მცდარ გზას

კვირის პრესი # 4

30 ნოემბერი 2009

კვირის ფრაზა:
,,ძალიან შეურაცხყოფილად ვგრძნობ თავს. მარტყოფლიშვილი ისეთებს წერს, ნამდვილად არ მინდა ასეთ ბინძურ პოლემიკაში ჩავერთო - ანა ბენაშვილი.
კვირის სკანდალი: გასული კვირა ცუდი ამბებით დახუნძლული გამოდგა. განსაკუთრებული ,,გმირობით` თავი არასრულწლოვანებმა გამოიჩინეს. ყველაზე სკანდალურ ფაქტად კი ალბათ კვლავაც დიდხანს დარჩება უკრაინის პრეზიდენტის დედოფლისწყაროელი მოგვარე 16 წლის უშანგი იუშჩენკოს ამბავი, რომელსაც პოლიციამ ნახევარი ტომარა ნარკოტიკი ე.წ. მარიხუანა აღმოუჩინა. დაკავებული სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ ოჯახში იზრდებოდა, მათ ადვოკატის დასაქირავებელი თანხაც არ აქვთ.

მეორე შემთხვევა დედოფლისწყაროს ცენტრში საბრძოლო ხელოვნებათა ფედერაციისა და საგადასახადო ინსპექციის შენობის წინ მოხდა. დედოფლისწყაროს პოლიციამ არასრულწლოვან გოჩა ქადაგიძის სხეულის განზრახ დაზიანების ბრალდებით დედოფლისწყაროს სოფელ გამარჯვების მკვიდრი 25 წლის ლევან თეაყაშვილი დააკავა. როგორც თვითმხილველებმა ,,ქიზიყს` განუცხადეს, კამათის მიზეზი სიგარეტი გახდა, რა დროსაც თეაყაშვილმა 17 წლის სპორტსმენი გოჩა ქადაგიძე დანით მუცლის არეში დაჭრა. სხვათაშორის, კრიმინალურ გარჩევას საგადასახადო ინსპექციის დაცვის პოლიციის სამი თანამშრომელიც ადევნებდა თვალყურს, რომელთაც ვითარების განმუხტვისთვის არაფერი გაუკეთებიათ, მითუმეტეს, რომ ინციდენტი მათ პერიმეტრზე ხდებოდა. გამოძიებას სიღნაღი-დედოფლისწყაროს პროკურატურა აწარმოებს.
კვირის დადუმებული: ეს ტიტული კვლავაც ნუნუკა თათარაშვილს ეკუთვნის. ბევრმა შეიძლება თქვას ნეტა ეს ვიღაა, ვის დაკარგვიაო - ჰოდა, გეტყვით, რომ ეს ნაც-მოძრაობის ბიზნეს-ვუმენად წოდებული, აქილევსის ქუსლად ქცეული დედოფლისწყაროს უფასო სასადილოს ვაი-უფროსი გახლავთ. ეს ქალი თვალითაც არ მინახავს, მაგრამ სასადილოში რომ მიხვიდეთ და ნებისმიერ მოხუცს კითხოთ, ყველა დაადასტურებს, რომ თათარაშვილი არასოდეს უნახავთ. ის კი არა და, სასადილოს ნუნუ დეიდა რომ ხელმძღვანელობს, ეს თავისივე ბენეფიციარებმა პირველად მაშინ შეიტყვეს, როცა სასადილოს თანამშრომლები გაზეთ ქიზიყის ჟურნალისტებს თავგამოდებით უმტკიცებდნენ 2 წელია თათარაშვილი გვამარაგებსო, არა ორი კი არა ერთი წელიო, მგონი წელიწადნახევარიო... ზუსტ თარიღსაც ვერ ასახელებენ, როდიდან ჩაბარდა ფელამუშიშვილს სასადილოს მართვა. როცა დაკონკრეტება ვთხოვეთ სულ ბრინჯივით აიბნ-დაიბნნენ. არადა, ნუნუკამ ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, გინდა თუ არა კონკურსში გავიმარჯვე და ფასთა კვოტირებამ გამარჯვებულად მე გამომავლინაო. ჯერ ერთი, ჩუმად ჩატარებული კონკურსი არ გამიგია და ახლა მეორეც, ის ადამიანები, რომლებიც ამ შესაშური რეპუტაციის ადამიანს თხემით-ტერფამდე დაწვრილებით იცნობენ - ირწმუნებიან, რომ ძვირფასმა ნუნუმ სიტყვა ფასთა კვოტირების განმარტებაც არ იცის... ამის შესახებ ვრცელი ღია წერილი სექტემბერში უკვე გამოვაქვეყნეთ, ამიტომ თავს აღარ შეგაწყენთ. მოკლედ, სიმართლე გითხრათ, ნუნუკას რეპუტაცია და ღირსება სულაც არ მადარდებს, მაგრამ ნორმალური ადამიანი უხერხულობას კი უნდა გრძნობდეს, როცა თავი სასადილოზე თავგადაკლულ კრავად მოაქვს, სინამდვილეში კი წინ და უკან დაეხეტება და მოხუცები ღვთის ანაბარა ჰყავს მიგდებული. მორალს რომ გვიკითხავ და ჭკუას აქეთ გვასწავლი, ხანდახან მოსაჩვენებლად მაინც მიირბინეთ ხოლმე და მოხუცებს დაენახეთ, იქნებ გული მოულბეთ და ასე მაინც დააჯეროთ, რომ მართლა დირექტორი ხართ.

აა, ახლა გამახსენდა - ალბათ იმიტომ ვერ იცლით, რომ საკუთარი ბიზნესი გაქვთ მისახედი და ფულები მოგაკლდებათ - მოხუცები კი წყალსაც წაუღია. რას მიქვიან უმწეოები, დავრდომილები, მშივრები და ინვალიდები. ისე, ისიც კარგად მახსოვს, საკრებულოს თავმჯდომრის დღევანდელი მოადგილე ნიკოლოზ ბენიაიძე ორიოდ წლის წინ ამავე სასადილოს მოხუცებს საჯაროდ გიჟებს როგორ უწოდებდა. აი მაშინ, როცა ნიკუშა ნაცმოძრაობის რაიონული ორგანიზაციის უსტაბაში გახლდათ, მერე კი გამოაპანღურეს, მაგრამ ამის თქმა კი მოასწრო… ბიზნესის მიხედვაზე თუ მიდგა საქმე, ბენიაიძესაც ბევრი რამ აქვს მისახედი და მოსახლეობის პრობლემებისთვის ნაკლებად სცალია. ბატონ ბენიაიძეზე სხვა დროს გავაგრძელოთ, ახლა ეს ტიტული დიდ საზოგადო მოღვაწეს ნუნუ თათარაშვილს ეკუთვნის და თავს უფლებას ვერ მივცემ ღვაწლი არ დავუფასო და ბენიაიძეს დავაჩრდილინო. სად მოვა ბენიაიძე თათარაშვილთან. მოხუცები ბენიაიძის ეპოპეის პერიოდშიც კი მუდმივად მაღალკალორიული საკვებით გამძღრები დადიოდნენ (თავისივე სიტყვებით რომ ვთქვათ), მაგრამ რაც თათარაშვილი გაამწესეს მოხუცები იმდენად დანაყრებულნი არიან, შაბათი დღე საერთოდ გააუქმეს. აემ თათარაშვილმა ბიზნეს-გეგმას ახედა-ჩახედა და ბრძანა შაბათსაც რომ გაჭამოთ ზედმეტი მოგივათო და გასუქდებითო. მერე მარტყოფლიშვილთან თავი იმართლა ადამიანები ვართ და დასვენება ხომ გვინდაო. ჰოდა, ჩანს ნუნუ ფელამუშიშვილს იდეა ლევანა ჯამალაშვილმაც მოუწონა და ორივემ ერთად ტაში შემოჰკრეს. მათ ნაბოდვარზე ბაღაშვილმაც ტაში დაუკრა და სწორედ ამ ტაშფანდურში მოხუცები ერთი დღით მშივრები დარჩნენ. ანუ ყოველ შაბათს 90-ზე მეტი მარტოხელა მოხუცი იმაზე ფიქრობს, შიმშილს როგორ დააღწიოს თავი. თათარაშვილის გეგმის მიხედვით, კი არაფერი მოხდება, თუ ერთი დღე მარტოხელა მოხუცები კუჭებსაც დაასვენებენ და სასადილოს თანამშრომლებსაც. უმწეოებსაც სხვა რა გზა აქვთ, ითმენენ და ითმენენ. უძაღლო ქვეყანაო ხომ გაგიგონიათ?...
ამ ყველაფრის მერე დაჯდება თათარას ქალიშვილი ხელში კალამს მოიმარჯვებს და ჭკუის სწავლებას დაგვიწყებს. მაგრააამ... თქვენც არ მომიკვდეთ... არამც და არამც... მართალია თვითონვე გვითხრა, ჩვენს დუმილს ისე გაიგებენ თითქოს ვტყუივართო, მაგრამ ახლა მართლაც დადუმდა და მგონი მართლა მტყუანი იყო, თორემ მართალ კაცს რა გააჩუმებს სიკვდილის მეტი???

კვირის გამოუსწორებელი: დავით (აღმაშენებელი) ჯიბღაშვილი. გასულ კვირას ინფრასტრუქტურის უსტაბაშმა, დედოფლისწყაროს ამბრდღვიალებელმა და გამაბრწყინებელმა სახალხოდ გამოსთქვა, რომ ქიზიყის ჟურნალისტებს აღარ ელაპარაკება და კიბეებზე ჩაიქროლა. მოკლედ, დაგვეუნძრახა დავით ბატონი. Aმის გაგონებაზე ჩვენმა კორესპონდენტმა თამილა გურაშვილმა სულ ლოყები დაიღადრა. მერე ეს ჩვენც რომ გვითხრა ისე შეუძლოდ გავხდი, კაპლებით ძლივს მომასულიერეს და ლამის ხათუნა ზურიკაშვილს დავუკავშირდით, რომ სასწრაფო დახმარების ბრიგადე გამოეგზავნა. ხუმრობა საქმე ხომ არაა დიდი დავითი აღარ გველაპარაკება და ასე ვიფიქრეთ – ამიერიდან რაღა აზრი აქვს ჩვენს სიცოცხლეს, თუ ჯიბღაშვილი ხმას არ გაგვცემს-თქო. ის კი არა და, სულ ცოტაღა დაგვიკლდა, თორემ ვენებს გადავიჭრიდით ან ერთი, ან მეორე. ძნელია, შეეგუო იმ აზრს, რომ ამიერიდან აღარ მოგვიწევს ჯიბღაშვილის დალაგებული მოსაზრებების მოსმენა და აღარ გვექნება პატივი დიდ მოღვაწეს დავით ბატონს ვესაუბროთ.
ისე, კარგი იქნებოდა მიზეზი მაინც დაეკონკრეტებინა – რატომ აღარ გველაპარაკება? იმიტომ ხომ არა, რომ ,,ქიზიყი` მის მისამართით ძალიან ბევრს ბედავს და შეღავათს არაფერზე ვუწევთ? რას იზავ, ჩემო დავით, საჯარო სამსახური ასეთია და კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ გაგებაში არ ხარ, რას გულისხმობს საჯარო სამსახურში ყოფნა, თორემ ასეთ აბდაუბდა და დაუკვირვებელ ფრაზებს აღარ წამოისროდით. მითუმეტეს, იცით, რომ არაფერს გპატიობთ და საბაბს მაინც გვაძლევთ, ჩვენი მოვალეობა კი ეს არის, რომ საჯარო პირთა ნაბიჯები გამჭვირვალე გავხადოთ. სულ ტყუილად გვებუტები, ყველა ნორმალურ ქვეყანაში ასე ხდება და ეხლა შენ რა დემოკრატიაზე უნდა გელაპარაკო, თორემ კრიტიკა რომ არ უნდა გწყინდეს, ამდენი კი უნდა გესმოდეს.

თუმცა, თუ არაფერი გესმით და კიდევ ვერ გამოსწორდით, ეს თქვენმა ხელმძღვანელობამ იდარდოს, თორემ, ჩვენ სულ ერთ ადგილას გვკიდია. ხალხი ხელფასს გიხდით და შედეგსაც ვითხოვთ, მანდ უსაქმურად ხეტიალისთვის, ხელფასის ასაღებად და ცხოვრების მოსაწყობად არ ზიხართ. აკი თქვენვე გვმოძღვრავდით წინა კვირას – დრონი მეფობენო. ჰოდა, ალბათ წასვლაზეც ფიქრობთ, აბა გამგეობის შენობას ხომ არ გამოეკერებით...
კვირის გაჭედილი: უცნაურია, მაგრამ დედოფლისწყაროს გამგეობაში ამ კვირაში არავის გაუჭედია. ღმერთმა ქნას, ეს გრაფა სულ გამიუქმდეს, და ზოგიერთებმა იხვის სკინტლით რომ გამოვსებიათ უტვინო თავები, ცოტა ჭკუას მოუხმონ, მაგრამ ამათი გადამკიდე ეს ძნელად დასაჯერებელია. თუმცა ეშმაკმა უწყის, ყველაფერია მოსალოდნელი...
კვირის პარადოქსი: დედოფლისწყაროელი კონსერვატორები, რესპუბლიკელები, ლეიბორისტები და მოსახლეობის ნაწილი სოფლის დახმარების საპრეზიდენტო პროგრამას უარყოფითად აფასებს. დედოფლისწყაროს გამგებელი ლევან ბაღაშვილი სოფლის დახმარების პროგრამით კმაყოფილია და მომავალ წელს გაორმაგებული თანხით გაცილებით მეტი პრობლემის მოგვარებას გეგმავს.
კვირის კარგი ამბავი: ტერიტორიული ორგანოების ფუნქციები იზრდება. ოფიციალური დოკუმენტებისა და სანოტარო მოქმედებების წარმოება, ადგილობრივი ბიუჯეტის შედგენაში მონაწილეობა და სხვადასხვა სახის სანოტარო მონაცემების შეგროვება - ეს იმ ფუნქციათა არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ახალი დებულების თანახმად სოფლის რწმუნებულებს დაემატათ.
კვირის ცუდი ამბავი: თელავის სასამართლომ ზედელაშვილს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ქალაქ დედოფლისწყაროს წყალკანალის ყოფილი უფროსი ვასილ ზედელაშვილი დააკავეს. კახეთის საოლქო პროკურატურა ზედელაშვილს დიდი რაოდენობით თანხის მითვისება-გაფლანგვაში ადანაშაულებს.„გამოძიება სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს“, - განაცხადა შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს უფროსმა გიორგი კოდოშვილმა.

დაკავებულს თელავის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.
კვირის მოვლენა: კომისიის შექმნას ითხოვენ, რომელიც სოფლის დახმარების პროგრამას გააკონტროლებს
კონსერვატიული პარტიის დედოფლისწყაროს ორგანიზაცია ახალი ინიციატივით გამოდის და მომავალ წელს სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოების ეფექტურობისთვის სპეციალური კომისიის შექმნას ითხოვს, რომლებიც ინტელიგენციის წარმომადგენლებით დაკომპლექტდება და მიმდინარე სამუშაოებს მონიტორინგს გაუწევს.

ილია მარტყოფლიშვილი


პოლიციამ არასრულწლოვანის სხეულის დაზიანებისთვის ლევან თეაყაშვილი დააკავა

მიუხედავად იმისა, რომ ინციდენტი მათ პერიმეტრზე ხდებოდა, დაცვის პოლიციას ვითარება არ განუმუხტავს...

დედოფლისწყაროს პოლიციამ არასრულწლოვან გოჩა ქადაგიძის სხეულის განზრახ დაზიანების ბრალდებით დედოფლისწყაროს სოფელ გამარჯვების მკვიდრი 25 წლის ლევან თეაყაშვილი დააკავა. ინციდენტი დედოფლისწყაროს ცენტრში, საბრძოლო ხელოვნებათა ფედერაციისა და საგადასახადო ინსპექციის შენობის წინ მოხდა. როგორც თვითმხილველებმა ,,ქიზიყს` განუცხადეს, კამათის მიზეზი სიგარეტი გახდა, რა დროსაც თეაყაშვილმა 17 წლის სპორტსმენი გოჩა ქადაგიძე დანით მუცლის არეში დაჭრა.
სხვათაშორის, კრიმინალურ გარჩევას საგადასახადო ინსპექციის დაცვის პოლიციის სამი თანამშრომელიც ადევნებდა თვალყურს, რომელთაც ვითარების განმუხტვისთვის არაფერი გაუკეთებიათ, მითუმეტეს, რომ ინციდენტი მათ პერიმეტრზე ხდებოდა.
გამოძიებას სიღნაღი-დედოფლისწყაროს პროკურატურა აწარმოებს.
დედოფლისწყაროს საავადმყოფოს მორიგე ექიმი ეკა მანაგაძე აცხადებს, რომ დაზარალებულს ჭრილობები დაუმუშავდა და უკვე ბინაზე გაეწერა. /ქიზიყი/
თამილა გურაშვილი
ნიკა გულაშვილი

დედოფლისწყაროს ცენტრში არასრულწლოვანი დანით დაჭრეს

მოზარდებს შორის დაწყებული კამათი დედოფლისწყაროში არასრულწლოვანის დაჭრით დასრულდა. 17 წლის გოჩა ქადაგიძე ქალაქის ცენტრში, საბრძოლო ხელოვნებათა ფედერაციის შენობის წინ, 25 წლის ადგილობრივმა ლევან თეაყაშვილმა დანით დაჭრა. არასრულწლოვანს ბასრი ჭრილობა მუცლის ღრუში აქვს მიყენებული. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაზარალებული დაუყოვნებლივ დედოფლისწყაროს სტაციონარში გადაიყვანა.
როგორც შსს დედოფლისწყაროს რაიონულ სამმართველოში ,,ქიზიყს` განუცხადეს სისხლის სამართლის საქმე სხეულის განზრახ დაზიანების მუხლით აღიძრა. გამოძიებას სიღნაღი-დედოფლისწყაროს პროკურატურა აწარმოებს. /ქიზიყი/

ფერმერები ძველ დავალიანებებზე საურავების დარიცხვის შეჩერებას ითხოვენ
დედოფლისწყაროელი ფერმერები ფინანსთა სამინისტროსგან 2000 -05 წლებში არსებულ დავალიანებებზე საურავების დარიცხვის შეჩერებას ითხოვენ. შესაბამისი თხოვნით გადამხდელებმა კახეთის საგადასახადო ინსპექციის უფროსს მიმართეს. როგორც ფერმერმა ბეჟან გონაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, დედოფლისწყაროელი ფერმერები ყველაზე კარგი გადამხდელები არიან, თუმცა საურავების დარიცხვის საკითხი ბევრისთვის გაუგებარი და მიუღებელია. „ფერმერების უმრავლსეობამ გადავწყვიტეთ და 16 ნოემბრიდან ძირ გადასახადს ვიხდით, მაგრამ საურავების საკითხის გარკვევას ვითხოვთ“, - განაცხადა ბეჟან გონაშვილმა. ფერმერები საგადასახადო ინპსექციას ფინანსთა სამინისტროს დავების მუდმივმოქმედ საბჭოში შუამდგომლობას სთხოვენ. კახეთის საგადასახადო ინსპექციის უფროსის დავით დაბრუნდაშვილის თქმით, მათ ფერმერებს საგადასახადო ინსპექციაში შედარების აქტების წარდგენა სთხოვეს და გამოსავლის მოძებნას დაპირდნენ. /კახეთის საინფორმაციო ცენტრი/

ვინ არის ნაცების ბიზნეს-ვუმენი, კვირის გამოუსწორებელი და ვინ შექმნა ვაკხანალია?!

კვირის-პრესი 9 ნოემბერი 2009

ამიერიდან, ყოველ ორშაბათს,
ილია მარტყოფლიშვილის ახალ რუბრიკას
იხილავთ, რომელიც გასული კვირის ანალიზს
საინტერესო კუთხით წარმოადგენს და
მიმდინარე მოვლენებს შეაჯამებს.


კვირის ფრაზა: ,,ბიუჯეტი 81%-ით შესრულდა. ეს იმით არის გამოწვეული, რომ მიწაზე ქონების გადასახადის გეგმა მხოლოდ 23%-ით შესრულდა, რაც გვალვებით და მოუსავლიანობით არის გამოწვეული - ამბობს დედოფლისწყაროს გამგებელი ლევან ბაღაშვილი.
კვირის გაჭედილი: საბედნიეროდ, გასულ კვირას დედოფლისწყაროში არავის გაუჭედია. მიკვირს, მაგრამ ასეა. ზოგიერთებს კი ჰგონიათ, ჩვენ გვიხარია, მაგრამ როგორც ამ ახალი რუბრიკის ავტორი, გულწრფელად გეტყვით და ვისურვებდი, რომ ამ გრაფაში არავინ მოხვდეს და სულელური ნაბიჯები აღარ გადადგან. რა ვიცი, ვნახოთ, სადამდე ეყოფათ ინტელექტი. (არ გაგეცონოთ, იქნებ მართლა გამოიჩინონ სულგრძელობა და იქნებ ასეთებსაც აღმოაჩნდეთ ინტელექტი) ჰოდა ვნახოთ, არსად წასვლას არ ვაპირებთ, არც ,,ქიზიყი აპირებს გაჩერებას და მოდით, ერთად მივადევნოთ თვალყური მათ აზრიან თუ აბდაუბდა ნაბიჯებს.
კვირის მოვლენა: კრიმინალური პოლიციის უფროსს საჯაროდ ბოდიშის მოხდას სთხოვენ. ,,ნოშრე ნატროშვილი სუპერმარკეტების ბიზნესშია ჩართული. მარტოხელა დედა ვარ, 13 წლის შვილს ვზრდი. ძალიან მიჭირს. ყოფილი პედაგოგი ვარ, აღარსად ვმუშაობ. ნატროშვილის მაღაზიაში 3 ლარი ვალი მაქვს. იმ საღამოს ბავშვი მშიერი მყავდა. ვტიროდი, ისე იძინებდა საჭმელი არ გვქონდა. მაღაზიაში გამყიდველს ვთხოვე, პური ორიოდ დღით ნისიად მომეცით-მეთქი. ყვირილი დამიწყეს გაეთრიე აქედანო, მერე პოლიცია გამოიძახეს. მერე ნოშრე ნატროშვილი მოვიდა, ყვირილი დამიწყო და კედელზე შემოგაწყვეტავო სახალხოდ ისეთი სიტყვები მითხრა ამ შეურაცხყოფას ვერ ვაპატიებ – ამბობს სოციალურად დაუცველი მარტოხელა დედა, მადონა ღვინიაშვილი.
კვირის ცუდი ამბავი: სამთაწყაროს ხიდი, რომელიც ადგილობრივებს საინგილოსთან აკავშირებს ალაზანმა დააზიანა. ამ ხიდის ირგვლივ აჟიოტაჟი რამდენიმე წლის წინ დაიწყო. ხიდი მანამდეც ამორტიზებული იყო, თუმცა ისტორიულ ჰერეთთან და ნათესავებთან კავშირი და მიმოსვლა მაინც ხერხდებოიდა. Aმჯერად მიმოსვლა კვლავაც შეწყვეტილია, ღვარცოფმა მოსახლეობაც აზარალა, თუმცა ადგილობრივებთან არავინ ჩასულა.
კვირის კარგი ამბავი: როგორც გამგებელმა ბრძანა, ამიერიდან, სოფელ წითელწყაროს სკოლამდელ ბავშვებს ახალი, უფრო უკეთესი შენობა ექნებათ. საბავშვო ბაღის შენობა ჰერეთი-დედოფლისწყაროს ეპარქიას გადაეცა, რის გამოც აღსაზრდელები ამ დრომდე ღია ცის ქვეშ რჩებიან. შენობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გარემონტდა, შეყვანილია გაზი და წყალი.
კვირის დადუმებული: ნუნუ თათარაშვილი – ნაციონალების სისხლგადასხმული ბიზნეს-ვუმენი. ქალი სასადილოს ისე ხელმძღვანელობს, მოხუცებს თვალით არ უნახავთ და მეტი უცნაურობა რაღა გინდათ. დიდი საზოგადო მოღვაწე ნუნუკა თათარაშვილი იმდღეს, ორფურცლიანი გაზეთ ,,შირაქის` მეორე გვერდიდან გვმოძღვრავდა - დუმილი ისე არ გაგვიგოთ, თითქოს ვტყუივართ და კალამი ამიტომაც ავიღე ხელშიო. და კიდევ იმიტომ, რომ მარტყოფლიშვილის ასე მზარდი ნდობის ფაქტორი ზოგიერთებს ძალიან აშფოთებთ. მას შემდეგ, ქიზიყმა ისეთი მასალები და მოქალაქის ღია წერილი გამოაქვეყნა, საიტის გვერდები გაწითლდა და ლამის მკითხველის კომპიუტერებიც დაავირუსა, თუმცა ქალბატონ ნუნუკას ხმა არ ამოუღია. არსაიდამ ხმა არსით ძახილი! სხვათაშორის, რაკი გულწრფელად ვსაუბრობთ, ერთ ფაქტსაც გაგიმხელთ.
შირაქში ნუნუკას საპასუხო წერილი რომ გამოვაქვეყნე, ორი-სამი დღე იქნებოდა გასული, გაერთიანების შენობასთან ხიდი რომ არის, საღამოს მარტო მოვდიოდი. მანქანამ შეაჩერა და დამიძახა. დაახლოებით 32 წლამდე ასაკის ბიჭი გადმოვიდა. შორიდან ვიცნობ, ასე თქვა ნუნუ თათარაშვილის ახლობელი ვარო. ბევრი საუბრის შემდეგ მითხრა: ,,შეეშვი ნუნუსო, ლუკმა პურს ჭამენო, რა დაგიშავაო. განვუმარტე, რომ მე არავინ არაფერს მიშავებს და ღმერთია მოწმე, პირადი ინტერესების მიხედვით სტატია არასოდეს დამიწერია. ავუხსენი, რომ თუ რაიმე საინტერესო მოხდება უფასო სასადილოსთან ან თათარაშვილთან დაკავშირებით, აუცილებლად გამოვაქვეყნებთ. პირად საკითხებში არასოდეს ვერევით, მაგრამ რაც საჯაროა, იმას ვერავინ აგვიკრძალავს-თქო. ასე იყო თუ ისე, თათარაშვილს პირადად ნახვა და დალაპარაკება უნდაო. ადგილიც დანიშნა – დროც, თუმცა პაემანზე არც ნუნუკა გამოჩენილა და არც მისი კეთილისმსურველი. ჩანს სათქმელი არაფერი ჰქონდათ. ისე, შირაქში გამოქვეყნებული ჩემი პასუხის შემდეგ, ქალბატონ თათარაშვილს არგუმენტები რომ ჰქონოდა, შირაქის რედაქციას მეორე წერილსაც თავპირისმტვრევით მიწერდა. თუმცა, თავისივე სიტყვებით, რომ ვთქვათ, შეგვიძლია მისი დუმილი სხვანაირად აღვიქვათ და ვიფიქროთ, რომ მარტყოფლიშვილთან აშკარად ტყუოდა. თუ მართალია ხმა ამოეღო, რაღამ დაადუმა?
ღმერთია მოწმე, ეს უბადლო ადამიანი ორიოდ დღის წინ პირველად დავინახე, ისიც შორიდან. მისი გვარიც არ ვიცოდი და მერე გადმოდგებიან და ბჟუტურებენ პირადი ინტერესები გაქვთო. ინტერესები რა შუაშია, მედია თავისი არსით კრიტიკას გულისხმობს და არა ხელისუფლების გუნდრუკის კმევას და მონურ მორჩილებას, რასაც საუბედუროდ დღეს ჩემი კოლეგების დიდი ნაწილი აკეთებს.
კვირის გამოუსწორებელი: ანა ბენაშვილი – გამგეობის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი. მიუხედავად იმისა, რომ ურთიუერთობა სახელწოდებაშიც უწერია, მაინც ავიწყდება ხოლმე რომ მედიასთან უნდა იკონტაქტოს. მითუმეტეს ადგილობრივთან. ადრე, ინტერნეტის უქონლობას იმიზეზებდნენ. როცა ინტერნეტი გვექნება, პრეს-რელიზებსაც გავავრცელებთო. ასე ვიზამთო, ისე ვიზამთო, მაგრააამ... ისე არაა ჩვენი მტერი, რომ ესენი გამოსწორებას არც აპირებენ. კუზიანს მხოლოდ სამარე გაასწორებსო, ხომ გაგიგონიათ? ჰოდა, მეც დიდი იმედი მაქვს, გუბერნიის ახალი პრეს-მდივანი ამგვარ განუკითხაობას აღარ აიტანს და ზოგიერთებს აიძულებს, სამსახურეობრივი მოვალეობა აღასრულონ და ჟურნალისტები აღარ გადაარჩიონ. ღმერთმა ქნას, მომავალში მაინც გეგმავდეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, უკვე რამდენიმე ხანია სპეციალისტის კაბინეტი ინტერნეტით უზრუნველყოფილია, თუმცა შეაყარე კედელს ცერცვი... მათგან გაგზავნილი არაფერი გვინახავს. თქვე კაი დედმამიშვილებო, საკუთარი პიარი მაინც გაიკეთეთ და კარგი ამბები მაინც გამოგზავნეთ... სხვაგან ამაში ფულს იხდით და ჩვენ სულ უფასოდ უნდა გამოგიქვეყნოთ... მაგრამ, ვერ გესმით საკითხი და რა გიყოთ. თავს დავიჭრი, მარტყოფლიშვილს უფრო მეტი კარგი მასალა ექნება გამოქვეყნებული, ვიდრე ბენაშვილს (თუ გინთ, ერთად დავითვალოთ)...
ისე, ურიგო არ იქნებოდა, ერთ მშვენიერ დღეს, სტატია იმის შესახებაც შემოგთავაზოთ, თავის დროზე რა ენები მიუტანეს გამგებელ გელა იაკობიშვილს, რატომ გაათავისუფლა პრეს-სამსახურის უფროსობიდან ინგა შიოლაშვილი, რა მოხდა სინამდვილეში და როგორ აღმოჩნდა ანა ბენაშვილი ამ გაუგებრობაში, მაშინ, როცა პრეს-მდივნობის ავან-ჩავანიც არ გაეგება. არადა, ინგა შიოლაშვილი ბენაშვილს ინტელექტითაც, გამოცდილებითაც და ყველაფრითაც ბევრად უსწრებდა და მის დროს ჟურნალისტებთან ურთიერთობაც ნამდვილად დალაგებული იყო, არც დღევანდელივით ვაკხანალია ყოფილა. გპირდებით, ამ მასალას დიდი სიამოვნებით გამოვაქვეყნებთ და სულაც არ დავიზარებ, ისე ჩამოვარაკრაკებ ყველა დეტალს, თუ რა უკადრებელი იკადრეს ზოგიერთებმა... ასე, რომ ბენაშვილი მაგ სკამზე არცთუ სუფთა გზით მოვიდა და ნუ აგვალაპარაკებთ ამაზეც, ყველაფერი ვიცით...
ასეთი ამბები ხდება უბატონო ქიზიყში,
დაველოდოთ მომავალ ორშაბათს...

ილია მარტყოფლიშვილი


რატომ დასჭირდა ხორნაბუჯთან განხორციელებულ სამუშაოებს 25-ჯერ მეტი მასალა და ფინანსები?

გაიბერა თუ არა თანხები პროექტ ,,ხორნაბუჯში`` და რას იკვლევს სიღნაღის პროკურატურა

რა საეჭვო გარემოებები უნდა განუმარტონ საზოგადოებას პროექტის მესვეურებმა?, რომელ მტკიცებულებაზეა გამოსახული საზოგადოება ,,იფქლის`` ბეჭედი,რა ხელმოწერები გაყალბდა დედოფლისწყაროში.შეიცავს თუ არა პროექტი კრიმინალს,რა არ იცის ჯერ სიღნაღის პროკურატურამ,რატომ უნდა გაუქმდეს ხორნაბუჯის პროექტი და ვინ ცდილობს სახელმწიფო ქონების მითვისებას?...
* * *
ივნისში ინტერნეტ-გაზეთ ,,ქიზიყში`` გამოქვეყნებულმა ინფორმაციამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. საქმე დედოფლისწყაროში ხორნაბუჯის ციხესთან გამართული სამშენებლო სამუშაოებით პროკურატურის დაინტერესებას ეხებოდა. მეორე დღესვე ,,ქიზიყის` ინფორმაცია გამოქვეყნდა გაზეთებში: ,,ალია; ,,ვერსია; ,,რეზონანსი. 2 დღის მანძილზე ინფორმაციას რადიო იმედი და რადიო ჰერეთიც გადასცემდა. იმავე საღამოს კურიერის 9 საათიან გამოშვებაში ქიზიყის ინფორმაციაზე დაყრდნობით ვრცელი სიუჟეტი გავიდა. ვახტანგ ბაცაცაშვილს, რომელიც წლების მანძილზე დედოფლისწყაროს არქიტექტორი გახლდათ, საკუთარი პოზიციის დაფიქსირება სურდა და მიმდინარე წლის აგვისტოში გაზეთ ,,შირაქში` წერილი გაგზავნა, ისიც მიაწერა ყველაფერზე პასუხს ვაგებო. ტრადიციულად, წერილი შირაქში დღემდე არ დაბეჭდილა, რის შემდეგაც ბაცაცაშვილმა გადაწყვიტა მოსაზრება დამოუკიდებელ გაზეთში გამოქვეყნებულიყო. თემა უზომოდ საინტერესოა, ასე რომ...


ვახტანგ ბაცაცაშვილის განმარტებანი ,,კურიერის სიუჟეტის გამო

ამასწინათ, კურიერმა მთავარ გამოშვებაში აღინიშნა, რომ დედოფლისწყაროში ხორნაბუჯთან დაკავშირებით დავა მიმდინარეობს პროექტ ,,ხორნაბუჯის` ინიციატორებსა და არქიტექტორ ვახტანგ ბაცაცაშვილს შორის. ,,საქმეში ჩართულია პროკურატურა და კანონშესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული – აღნიშნა პროკურორმა მერაბ ფიროსმანიშვილმა.
რუსთავი 2-ის გამოჩენამდე მოამბის გადამღებმა ჯგუფმა მომაკითხა, სიუჟეტის გაკეთებას აპირებდნენ. ჩემგან უარი მიიღეს, იმ მოტივით, რომ პროკურატურას კვლევა დამთავრებული არ ჰქონდა.
საინტერესოა, დღეს რატომ გადავწყვიტე საჯაროდ ვილაპარაკო იმაზე, რაზეც აქამდე თავს ვიკავებდი. სამხილი ვიპოვე – ისეთი, რომ მექოთნეც ვეღარ შეაბამს ყურს...
სამხილზე გამოსახულია საზოგადოება ,,იფქლის ბეჭედი. ვიდრე ამ სამხილთან მივალთ, მივყვეთ მოვლენებს.
2006 წლის სექტემბერში დედოფლისწყაროელებმა იხილეს მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე დაბეჭდილი გაზეთი ,,ხორნაბუჯი, (რედაქტორი: ნელი გობეჯიშვილი) რომელიც პროექტ ,,ხორნაბუჯის გრანტის წყალობით გამოიცა. გაზეთი იტყობინებოდა, რომ განხორციელდა ფრიად მნიშვნელოვანი პროექტი, რომლის ხელმძღვანელია – გიორგი ჯინაშვილი, შემსრულებლები არიან: აკადემიკოსები: კიაზო ფიცხელაური და დავით მუსხელიშვილი, ნელი გობეჯიშვილი და მამა ნიკოლოზ ლომსაძე; შალვა ალუღიშვილი და ვასილ ყოჩიაშვილი, გელა ბიღიაშვილი და ვახტანგ კიკილაშვილი. ამ ადამიანების სიას მე დავუმატებდი იმათ, ვინც სინამდვილეში პროექტის მასალები მოამზადა და გრანტის მოპოვებას საფუძვლად მათი კვალიფიკაცია დაერთო. გიორგი ნატროშვილი (პროექტი დაწერა); გოგი კიკილაშვილი (ფინანსური ასპექტები მოამზადა); სერგო ქართველიშვილი (ნახაზები); ვახტანგ ბაცაცაშვილი (ვისი გამოცდილებაც და კვალიფიკაციის ამსახველი დოკუმენტებით იქნა პროექტის 72% დასაბუთებული) და პაატა ხუმარაშვილი (,,წარმატებული პროექტის არსებითი დოკუმენტების მაძიებელი).
სინამდვილეში ეს პროექტი შეიცავს – კრიმინალს. რომელიც ასევე არღვევს კანონს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ. მასალების მოძიებისას არ არის დაცული მთავრობის შესაბამისი განკარგულებით დამტკიცებული წესი და უგულებელყოფილია მცირე გრანტების პროგრამა. კრიმინალში ვგულისხმობ პროექტის მონაწილეთა (მათ შორის, ჩემი) ხელმოწერების გაყალბებას... ანუ, სისხლის სამართლის დანაშაულს, სსკ 362-ე მუხლით, რაზეც პროკუტარურას აღძრული აქვს სისხლის სამართლის საქმე და აწარმოებს გამოძიებას.
ასევე, ვგულისხმობ, სისხლის სამართლის მეორე დანაშაულსაც, რომელიც ჯერ პროკურატურამ არ იცის, მაგრამ თუ ვერ აღმოაჩენს მე დიდი ხალისით დავეხმარები.
ამ განუკითხაობის შემხედვარეს, ჯანმრთელობა ძალიან შემერყა. სიკვდილის პირას მყოფს, ძალას ის მმატებს, საზოგადოებას დავუმტკიცო, რომ მართალი ვარ და უსამართლოდ მომექცნენ...კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კანონის 25-ე, 31 და 32-ე მუხლების დარღვევამ ხორნაბუჯის ციხესთან წარმოშვა უცხო საგანი (კაპიტალური შენობა), ძეგლის და ბუნებრივი ლანდშაფტის დამცავ ზონებში. ეს კი ვიზიტორთა ყურადღებას ფანტავს და აღქმის გაუარესებას იწვევს. განადგურებულია, კულტურული კვალი მშენებლობისთვის საჭირო მიწის სამუშაოების ჩატარების დროს. მიუხედავად წინასწარი წერილობითი გაფრთხილებისა, პროექტის ინიციატორებმა არ გაითვალისწინეს კანონით განსაზღვრული წესი. მშენებლობის ნებართვის მიღებისას, ნაცვლად მრავალი დოკუმენტისა, წარდგენილია მხოლოდ სამშენებლო პროექტი და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ნაკვეთის შესახებ. ამ წესით განსაზღვრული დოკუმენტების წარდგენა იმ საფრთხის დანახვას უზრუნველყოფდა, რომელსაც უძრავ ძეგლს პროექტის კონკრეტული ღონისძიება უქადდა. ჩანს პროექტის ავტორებმა იმაზეც იზრუნეს, რომ ნებართვის გამცემს ძეგლის მიმართ მოსალოდნელი საფრთხე არ დაენახა. ნებართვაზე კი პასუხისმგებელია მაძიებელიც და გამცემიც. ის გაუქმებას ექვემდებარება და უნდა გაუქმდეს!
კონკურსის შედეგების დადგენის ვადა განსაზღვრული იყო პროგრამით, რომელიც მხოლოდ პროექტ ,,ხორნაბუჯზე`` არ გავრცელდა. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ ნოემბერში წარსადგენი დოკუმენტები მომდევნო წლის იანვარსა და აპრილში გაიცა.
პროგრამით, კონკურსში მონაწილეობა აკრძალული ჰქონდათ დაცული ტერიტორიების პერსონალს და მცირე გრანტების პროგრამის საბჭოს წევრებს. თუმცა, პაატა ხუმარაშვილმა ეს უგულებელჰყო, რასაც მისი ხელმოწერილი მასალები ადასტურებს. ის ერთდროულად არის დაცული ტერიტორიების დირექტორიც და მცირე გრანტების პროგრამის საბჭოს წევრიც.
ხუმარაშვილის პირადი ინტერესების გამო უარი თქვეს ჩემი პროექტის დაფინანსებაზე, რათა თავიანთი პროექტები გასულიყო. ამას ადასტურებს ჩემდამი უარის უსაფუძვლობა. არადა, მესამე კონკურსზე იგივე დოკუმენტები არც პროექტ ,,ხორნაბუჯს` ჰქონდა, თუმცა მაინც დაფინანსდა. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი უსინდისობის მოწმე გავხდი, ხმა არ ამომიღია, ისე მივატოვე კონკურსი. თუმცა, თავი მაინც არ დამანებეს. უნებართვოდ გამოიყენეს ჩემი ინტელექტუალური შესაძლებლობები დოკუმენტების სახით. ასეთი იყო პროექტის შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმი. სწორედ ჩემი ინტელექტუალური საკუთრების ქურდობამ განაპირობა ჩემი პროკურატურაში წასვლა. დარწმუნებული ვარ, იურიდიულად მართალი ვარ. მორალურადაც ჩემს უფლებებს დავიცავ. ამისთვის სასამართლოზე სამხილსაც წარმოვადგენ და თვალი არ დამიხამხამდება...როცა პროკურატურა დარწმუნდება, რომ პროექტი ,,ხორნაბუჯი` იყო წინასწარ განზრახული სქემა, გრანტის მისაღებად – მაშინ, არამარტო ხუმარაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, არამედ გიორგი ნატროშვილის, გიორგი ჯინაშვილის და საზოგადოება ,,იფქლის`` ხელმძღვანელის.
ამ ადამიანებმა საზოგადოებას უნდა განუმარტონ, რომ XXI საუკუნის გარიჟრაჟზე უნიკალური აღმოჩენა გააკეთეს. აგვიხსნან, ერთსართულიანი შენობისთვის საჭირო მასალებით როგორ არის შესაძლებელი 25 სართულიანი ნაგებობის აშენება???
თუ ამას ვერ დაამტკიცებენ, მაშინ თქვან - ბაცაცაშვილი ცილს გვწამებს, სრულიად საპირისპირო ციფრებია ჩვენს პროექტის ბიუჯეტშიო. მათ ერთსართულიანი შენობის ასაშენებლად 25 სართულიანი შენობისთვის საჭირო დაფინანსება მოითხოვეს. პროფესიით არქიტექტორი ვარ, ამ სფეროში გავჭაღარავდი და ამას ვამტკიცებ. მაშინ დამსაჯეთ უსაფუძვლო ცილისწამებისთვის, ან აღიარეთ, რომ ეს სიმართლეა.
თუმცა, ვეჭვობ პაატა ხუმარაშვილს და მის ჯგუფს აზრის გამოთქმის ხალისი ჰქონდეს.
ზოგი რამ პროექტის ცხრილის შესახებ: იყოფა 3 ნაწილად – საქონელი, სამუშაოები და საოპერაციო ხარჯი. პირველი ორი 60 დასახელების საშენ მასალას მოიცავს, ცხრილში კი ყველაფერი გაბერილია.
__ ასე, მაგალითად: (ნახაზების მიხედვით)
კედლის მასალის რაოდენობა არის 47 კუბური მეტრი, ცხრილში კი 1 116 წერია. გაბერილია შესაბამისი სამუშაოებიც. ნაცვლად 47-ისა, ცხრილში 1 127 კუბ-მეტრია. ყველაფერი გაბერილია 25-ჯერ. 6-ჯერ არის გაზრდილი მინა, 2-ჯერ გაზარდეს სახურავის მასალა და ა.შ.
ამ უსამართლობით დაინტერესებული იყო ვაშლოვანის დირექციის დირექტორი პაატა ხუმარაშვილი. მას მხოლოდ გრანტის დაუფლების სურვილი კი არ ჰქონდა, არამედ იმ 32 ჰა ტერიტორიისაც, რომელზეც უძრავი ძეგლია. მადა ჭამაში მოდისო და ჩვენმა ხუმარაშვილმა ძეგლის დაპარტნება დაიწყო.
პროგრამით გათვალისწინებული აკრძალვის მიუხედავად, აქტიურად მონაწილეობს კონკურსში, პროექტში რთავს სახელმწიფო ქონებას (ძეგლს), რათა 5 წლის შემდეგ პირადად მოიპოვოს უფლება, ძეგლის და ნებადართული შემოსავლების ფლობისა და სარგებლობისა. დაცული ტერიტორიების განვითარების ინტერესი რომ ამოძრავებდეს ბატონ დირექტორს, მაშინ სხვაგვარად მოიქცეოდა. ამ 32 ჰექტარს, 2003 წელს, კანონის მიღებისთანავე დაარეგისტრირებდა და არა 2006 წლის იანვარში, როცა უკვე პროექტი დაფინანსდა. მან პროექტს ჩამოაცილა ძირითადი მონაწილეები, რათა თავად დარჩენილიყო. ამაშიც ჩანს სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება.
ახლა სიტყვა პროკურატურას ეკუთვნის!

ვახტანგ ბაცაცაშვილი
არქიტექტორი.
________________

პაატა ხუმარაშვილს ბაცაცაშვილის ბრალდებებზე განმარტების კეთება არ სურს

არქიტექტორ ვახტანგ ბაცაცაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით ,,ქიზიყი`` პაატა ხუმარაშვილს კომენტარისთვის არაერთხელ დაუკავშირდა, ვაშლოვნის ადმინისტრაციასაც რამდენჯერმე ეწვია, თუმცა ხუმარაშვილს განმარტების გაკეთება არ სურს და მუდმივად პრეს-სამსახურისკენ გვამისამართებს. ხუმარაშვილმა ,,ქიზიყის` კითხვა: მოხდა თუ არა აკადემიკოსების ხელმოწერების გაყალბება და დაირღვა თუ არა ხორნაბუჯის ციხის იერსახე – უპასუხოდ დატოვა. პრეს-სამსახურსა და სამინისტროში კი განმარტავენ, რომ გამოძიების ოფიციალურ შედეგებს დაელოდებიან და გადაწყვეტილებებს მას შემდეგ მიიღებენ. /ქიზიყი/თამილა გურაშვილი

სკოლის არარსებობის გამო მირზაანში სულიერება და განათლების წყარო მოისპო

წვიმის მიუხედავად სოფელ მირზაანში ფიროსმანობა მაინც აღნიშნეს. უამინდობამ ზუმბასა და ჯგუფ ,,ჩვენებურებს`` სტუმრების გამხიარულებაში ხელი ვერ შეუშალა. საზოგადოებამ თვითნასწავლი მხატვრის ეზოში მწვადიც ააშიშხინა.კონსერვატიული პარტიის დედოფლისწყაროს ორგანიზაციის ლიდერი მიხეილ ბიკაშვილი სოფელ მირზაანში ცხოვრობს. ის ამბობს, რომ დღესასწაულზე მირზაანელები თითქმის არ მოსულან:,,მთელი დღე ნიკალას ეზოში ვიყავი და სულ ორიოდე ადგილობრივი მკვიდრი შევნიშნე. მირზაანელების დიდი ნაწილი გარეთ არც გამოსულა. მიიჩნევენ, რომ საზეიმოდ არა გვაქვს საქმეო. უმუშევრად არიან და სწყინთ, რომ მუზეუმშიც სხვა სოფლის კადრები არიან დასაქმებულნი. სკოლის გაუქმებამ ხომ მირზაანი თითქმის დაცალა. - ამბობს კონსერვატორი.სოფელი დაშლის საფრთხის წინაშე რომ სერიოზულად დგას ამას სოფლის კოლორიტად წოდებული, ყოფილი სკოლის დირექტორის მოადგილე, ნიკალას ნათესავი, დალი ფიროსმანაშვილიც ადასტურებს:,,სკოლის არარსებობის გამო მირზაანში სულიერება და განათლების წყარო მოისპო. კულტ-სახლი დაგვინგრიეს. ერთადერთი ეკლესიაღა შემოგვრჩა, მის აღდგენასაც დიდი ბრძოლით მივაღწიეთ. მირზაანი ნასოფლარს დაემსგავსა - ამბობს ხელოვანი დალი ფიროსმანაშვილი.ღონისძიების დაწყებამდე მირზაანის დახურული სკოლის ყველა თანამშრომელი სკოლის შენობასთან შეიკრიფა. პედაგოგები სკოლის აღდგენას და ხელისუფლების მხრიდან ყურადღებას ითხოვდნენ.ადგილობრივები სოფელში არსებული პოროტესტის გაცილებიტ ფართო მაშტაბით გამოხატვას აპირებდნენ, თუმცა როგორც ოპოზიური პარტიების წარმომადგენლებმა განაცხადეს, წინა დღეებში მოსახლეობა დააშინეს.მირზაანელი მაყვალა ბიკაშვილი ფიროსმანის ეზოში ყურადღებას ხმამაღალი საუბრით იპყრობდა, რომელიც ათასგვარ პრობლემაზე წუხდა და ხელისუფლების უყურადღებობაზე მიანიშნებდა: ,,დანგრეულ სახლში ვცხოვრობ, ინვალიდი შვილი მყავს და ისიც უსამართლოდ ციხეში ჩასვეს. სულ არ გვაქვს საზეიმოდ საქმე. ლუკმა პური გვენატრება - ხმამაღლა ყვიროდა მირზაანელი ქალბატონი. თავისი გასაჭირის შესახებ დაწერილი ვრცელი წერილი მან გუბერნატორ ღვინიაშვილს პირადად გადასცა.


რეპორტაჟები მოამზადეს:
ილია მარტყოფლიშვილი,
თამილა გურაშვილი,
ირაკლი კანდელაკი

შერჩევითი ,,სხადნიაკი რესტორან ნიკალაში

ფიროსმანობის ღონისძიების დასრულებისთანავე რესტორან ,,ნიკალაში`` დიდი სხადნიაკი და ტაშ-ფანდური გაიმართა. სტუმრებმა კულტურის სახლიდან ,,ნიკალაში` გადაინაცვლეს. ჟურნალისტებიც მიიწვიეს, ოღონდ შერჩევით... ,,ქიზიყის` ,,ინტრიგანი` ჟურნალისტები არავის გახსენებია... კულტურის ცენტრის უფროსისგან საღამოზე პირველი სიტყვიერი მიწვევა მაშინ მივიღეთ, როცა მირზაანში ყველაფერი დასრულდა და ქალაქში ღონისძიების დაწყებას 15 წთ აკლდა... როგორც ამბობენ რესტორანში სტუმრებს კულტურის სამსახურმა უმასპინძლა. რა პრინციპით გადაარჩიეს სტუმრები, ამის გასარკვევად ანა ბენაშვილს დავუკავშირდით: ,,ახლა მაჩხაანში ვარ. ანზორ მაძღვარაშვილის სტუმრებს გავყევი, ნიკალაში არ მივსულვარ. მიწვევა გამგეობამ და კულტურის სამსახურმა გააკეთა. არაფერი არ ვიცი... - ამბობს ბენაშვილი.

თამაზ კირვალიძე: ,,მე არავინ არ მიმიწვევია... არ ვიცი.- ახლა სად ხართ?- ..... პარლამენტარმა ავთანდილ ლეკაშვილმა ამგვარ გადარჩევას არასწორი უწოდა და გვითხრა გავარკვევ და დაგირეკავთო. თუმცა, ,,ქიზიყელები` მაჟორიტარსაც მიავიწყდა და აღარ გამოჩენილა...

P.S. ჩანს, ქიზიყი სხვა პლანეტაზე არსებობს და ზოგიერთები დედოფლისწყაროს შემადგენლობაში არ მიიჩნევენ... /ქიზიყი/

ფიროსმანობის ფოტორეპორტაჟი და მასალა ვრცლად იხილეთ ქვემოთ>>>...

როგორ იგინებოდა ვაჟა ქადაგიძე პედაგოგებთან და რა იკადრა სოსო ხაჩიაშვილმა

ქიზიყი იწყებს დედოფლისწყაროს ექს-გამგებლების ნაბიჯების გახსენება-შეფასებას.
ვარდების რევოლუციამდე დედოფლისწყაროს ერთი ძალზე უცნაური კაცი ხელმძღვანელობდა. ვაჟა ქადაგიძის ქმედებებზე დღესაც ლეგენდები დადის...
* * *
თემურ ლომაშვილმა სისხლი გაგვიშრო, შემდეგ ჭკუისკოლოფა ვაჟა ქადაგიძე დაგვინიშნეს, რომელსაც პედაგოგების გინებისა და რაიონის გაძარცვის მეტი არაფერი გაუკეთებია... ვრცლად>>>

კეკენაძე განმარტავს, რომ ჩაწყობას ადგილი არ აქვს და კონკურსანტები ეტაპობრივად დასაქმდებიან

კეკენაძე განმარტავს, რომ ჩაწყობას ადგილი არ აქვს და კონკურსანტები ეტაპობრივად დასაქმდებიან

26 წლის ხვიჩა მაისურაძის ბურუსით მოცული მკვლელობის ქრონოლოგია

26 წლის ხვიჩა მაისურაძის ბურუსით მოცული მკვლელობის ქრონოლოგია

კობა კობაიძის წამება, ცემა, შეურაცხყოფა და სხეულის დაზიანება, გათენებამდე გაგრძელდა...

რამდენიმე წლის წინ, დედოფლისწყაროს ღვინის ქარხნის დირექტორი, ვანდალურად, საკუთარ სახლში სასტიკი წამებით მოკლეს... მკვლელობის ირგვლივ საზოგადოების ინტერესი და მითქმა-მოთქმა დღემდე არ ცხრება, თუმცა საქმე კვლავ ბურუსით მოცულია და მასზე ხმამაღლა საუბრისგან ყველა თავს იკავებს. საქმეში ჩახედული ადამიანები ვარაუდობენ, რომ იგი თანამდებობას შეეწირა.
ვრცლად>>
_______________
ილია მარტყოფლიშვილი

26 წლის დედოფლისწყაროელი ხვიჩა მაისურაძე, რომელიც სასწავლებლად თბილისში იმყოფებოდა, თანაკურსელმა ზურა სამხარაძემ დეიდაშვილის დაბადების დღეზე, ლილოს დასახლებაში წაიყვანა. მას შემდეგ, ხვიჩა არავის უნახავს. 19 დღის შემდეგ, თბილისის ზღვამ გვამი გამორიყა,

ვრცლად>>>
------------------

ენერგოდისტრიბუციის დედოფლისწყაროს სერვის-ცენტრის უფროსი ჟურნალისტებს პრობლემების შექმნით ემუქრება..

ენერგოდისტრიბუციის დედოფლისწყაროს სერვის-ცენტრის უფროსი ჟურნალისტებს პრობლემების შექმნით ემუქრება..
,,კახეთის ენერგოდისტრიბუციის` დედოფლისწყაროს სერვისცენტრის უფროსი ვლადიმერ მოსულიშვილი ინტერნეტ-პორტალ ,,ქიზიყის` ჟურნალისტებს პრობლემების შექმნით რამდენჯერმე დაემუქრა. მოსულიშვილი მას შემდეგ გაღიზიანდა, რაც რედაქციამ, ახლახან, სერვის-ცენტრიდან გათავისუფლებული 5 თანამშრომლის ბრალდებების მოკვლევა დაიწყო და კომენტარისთვის მოსულიშვილს მიმართა. სამსახურიდან გათავისუფლებული თანამშრომლები ირწმუნებიან, რომ სამსახური მოსულიშვილის პირადი ინტერესების გამო უსაფუძვლოდ დაატოვებინეს, თელავის ოფისს არასწორი ფაქტები მიაწოდეს. ისინი თავს დამნაშავედ არ თვლიან. ამას გარდა, ისინი 2 წლის სახელფასო დავალიანების არსებობაზეც მიანიშნებენ და მის ანაზღაურებას ითხოვენ. გათავისუფლებული თანამშრომლები ირწმუნებიან, რომ მოსულიშვილს ახლობლების დასაქმება სურდა და მათ ადგილას მეგობრები დანიშნა.
ეს საკითხები მოსულიშვილს ქიზიყის კორესპონდენტმა გააცნო, თუმცა, მან ლოგიკური პასუხის ნაცვლად მუქარის სიტყვები მოიშველია: ,,ეხლავე გეუბნებით, იცოდე, პირადული არაფერი დაწეროთ, თორემ სერიოზულ პრობლემებს შეგიქმნით. თელავს დაუკავშირდით.
მოგვიანებით მოსულიშვილი ქიზიყის რედაქტორს პირად ტელეფონზე შემდეგი ნომრიდან 895 22 80 20 დაუკავშირდა: ,,რა პრობლემა გაქვთ, ვერ გავიგე? პროკურორები ხართ, თუ რა გინდათ ვერ გამიგია??? - ქედმაღლურად ბრძანა მოსულიშვილმა.
ყველაფრის მიუხედავად ,,ქიზიყი` პრობლემაზე მუშაობას აქტიურად განაგრძობს. ვრცელ მასალას და ორივე მხარის კომენტარებს უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ. /ქიზიყი/

გ ა ბ უ ტ უ ლ ე ბ ი...

ვის უფრიალეს ბიულეტენები ცხვირწინ,
რატომ გაყვეს შარში თავი,
ვინ დააბეჩავა უბატონო ქიზიყელები,
როგორ დაუფასეს ღვაწლი ზოგიერთებს,
რატომ გვაქვს საქმე სატირლად და
რამ წაუხდინა გუნება გამგგეობის პრეს-მდივანს?


___ რედაქტორის სვეტი:
ბოლო დროს ,,ქიზიყის` თანამშრომლებს არაერთი ჩინოვნიკი შემოსწყრა... ბევრი მათგანი მუდმივად დაბღვერილი გვიყურებს. მათ თვალებში იმხელა ღვარძლი იკითხება სიტყვებით ვერ გადმოგცემთ. ალბათ, ერთი სული აქვთ შუაზე გაგვგლიჯონ. ზოგიერთები სალამსაც აღარ კადრულობენ!... გადიდკაცდნენ და გაგვებუტნენ... არადა, რისთვის? სიმართლისთვის? ამჯერად, გაბუტულების გვარებს არ დავასახელებთ, თავადაც მიხვდებიან. ჩვენ კი ყურადღებით დავაკვირდებით და თუ კახურ-ქიზიყურ სიჯიუტეს კიდევ გამოამჟღავნებენ და ვერც გამარჯობის თქმას ისწავლიან, მათ გვარებს ისეთივე ხალისით ჩამოგიწიკწიკებთ, როგორც სხვა დანარჩენს. ასე, რომ ერთი შანსი ეძლევათ. ერთად ვუბალეშჩიკოთ, რომ რაიმე შეიგნონ...ერთი შეხედვითაც ნათელია, რომ ოდნავაც ვერ ერკვევიან იმაში, რა ხდება მათ თავს და ამ პოსტებზე წამოსკუპებით რა ,,შარში`` გააყოფინეს თავი. ის, რომ საჯარო სამსახურში არიან და მათი ნაბიჯებით ჟურნალისტები ინტერესდებიან, წესით მათთვის ჩვეულებრივი მოვლენა უნდა იყოს. მაგრამ ამათ დემოკრატია დემოკრატიის გარეშე უნდათ, ისე ჭრიან და კერენ, როგორც აწყობთ. ისე, მათ საქმიან ბიოგრაფიას რომ გადახედოთ, ამგვარი მიდგომა აღარ გაგიკვირდებათ... საქმიანი გამოცდილება არავის აქვს და პირდაპირ ხელმძღვანელის სავარძლებზე სხდებიან. საოცარია პირდაპირ... ზოგიერთები ნაცმოძრაობის შტაბთან ხეტიალისა და არჩევნების დღეს გამოჩენილი თავდადებისთვის უმალ სამსახურის ხელმძღვანელის სკამებზე წამოსვეს. მარტივი ენით რომ ვთქვათ – ღვაწლი დაუფასეს.
ასე მაგალითად:
დღესაც მახსოვს, როგორ იდგა აწ ინფრასტრუქტურის სამსახურის უსტაბაში დავით ჯიბღაშვილი (იგივე, დავით დედოფლისწყაროს აღმაშენებელი) საარჩევნო კაბინასთან ატუზული და ამომრჩეველთა უმრავლესობა, მითითებისამებრ, შემოხაზულ ბიულეტენებს მთელი დღე ცხვირწინ როგორ უფრიალებდა. დავით ბატონი უშედეგოდ ცდილობდა დავერწმუნებინეთ, რომ ეს შემთხვევითობა იყო, თუმცა ბავშვიც კი მიხვდება, რომ საგანგებოდ დამუშავებული-დაშინებული და დაბეჩავებული ამომრჩევლები ჯიბღაშვილს მიცემულ პირობაში არწმუნებდნენ და შემოხაზულ ბიულეტენებს ამიტომ უფრიალებდნენ.
ამათიც გამკვირებია რაა. მთავრობის ყურმოჭრილ ლაქიებად რომ გადაიქეცით - თქვენ იკითხეთ, თორემ ბაღაშვილმა ჯიბღაშვილი უმალ სამსახურის უფროსად ისე წამოსვა, უხერხულობა არცერთს უგრძვნია. ამომრჩევლები კი წყალსაც წაუღია. გასაგებია, ამაგის დაფასება რომ გინდოდათ, მაგრამ ისე მაინც ქენით, რომ დედოფლისწყაროელებს თვალში ნაცარს ნუღარ შეგვაყრით. ჯიბღაშვილი მაინცდამაინც თუ სკამისთვის იბრძოდა, ჯერ სპეციალისტად აგეყვანათ და უფროსად მერე გაგეშვათ. აღარც ამდენი ეჭვი გაჩნდებოდა და მასაც ჩაეთვლებოდა, რომ უფროსობამდე ნაყოფიერი გზა განვლო. თუმცა, სხვისი აზრები ზოგიერთებს ერთ ადგილას ჰკიდიათ და მკვეთრი ნაბიჯების გადადგმას სულაც არ ერიდებიან.
საარჩევნო ამაგი დაუფასეს ასევე, ნაც-მოძრაობის დედოფლისწყაროს ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელს შოთიკო კოჭლამაზაშვილსაც, რომელიც ,,წყალკანალის`` უფროსად გადაიყვანეს.
უხასიათოდ არის ჩვენი კოლეგა, გამგეობაში გადაბარგებული და აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტად წოდებული - ანი ბენაშვილიც. იხტიბარს არ იტეხს, თუმცა აშკარაა, რომ სალამს ნაძალადევად გვეუბნება. მომიტევეთ, ძვირფასო ანა, მაგრამ ჩემი წერილები მხოლოდ იმას ემსახურება, რომ პირადად თქვენი მუშაობა ოდნავ მაინც ნაყოფიერი გახდეს და იქნებ ჩემთან პაექრობაში მაინც ამოქმედდეთ და ყველანი ერთად რაიმეში გამოვადგეთ ყველასგან დაკიდებულ დედოფლისწყაროს, რათა ჩვენც გვეღირსოს ოდესმე ადამიანურად ცხოვრება. რატომ გწყინთ, აქტიური მუშაობისკენ მოგიწოდებთ და ამაში ცუდს რას ხედავთ? არა, იმაში მართალი ხართ, გამგებელმა ინტერნეტი ვერა და ვერ გაღირსათ, რომ ძალები მოგეკრიფათ და ელვისებურად გემუშავათ და შედეგი როგორ მოგთხოვოთ... (რა გახდა ეს ერთი კომპიუტერი, ვერ გავიგე რაა...) პიარი უნდათ, ფულის გამოყოფა ეზარებათ. ვინ იცის, იქნებ ქალბატონი ანა გუბერნიის პრეს-სამსახურში განხორციელებული ცვლილებების გამო არის აგრერიგად უხასიათოდ. ახალმა ხელმძღვანელმა წლობით უმოქმედო პრეს-მდივნებს ხელი არ მოგვისვას და არ გამოგვაპანღუროსო... რა ვიცი, ეშმაკმა უწყის...
საქირქილო და გულიანად ჩასაბჟირებელ ნაბიჯებს მრავლად შეხვდებით, მათი შეცდომების წერას ვეღარ ავუდივართ. გვარიანად კი ხალისობს ჩვენი მკითხველი, მაგრამ ალბათ, სატირლად უფრო გვაქვს საქმე...


ილია მარტყოფლიშვილი

8(93) 275 - 275

ექსკლუზივი - ,,აღარ მინდა დედოფლისწყაროში დაბრუნება!!!``

ექსკლუზივი - ,,აღარ მინდა დედოფლისწყაროში დაბრუნება!!!``

საბერძნეთში გადახვეწილი 15 წლის გოგონას სკანდალური მიმართვა დედოფლისწყაროელებს

ამასწინათ, დედოფლისწყაროს ერთ-ერთ სკოლაში მობილურით გადაღებული სტრიპტიზის ცეკვა მას ძვირად დაუჯდა, იძულებული გახდა საბერძნეთში გადახვეწილიყო. წუხს, რომ მისი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა. ნინიმ ინტერნეტ-გაზეთ ,,ქიზიყს` ვრცელი წერილი გამოუგზავნა სადაც მომხდარს დეტალურად იხსენებს და თანარაიონელებს ღიად მიმართავს.

ნინი (15 წლის): ,,საქართველოდან მაგ ამბის გამო წამოვედი, მანდ ძალიან ბევრი დამცირების ატანა მიწევდა საზოგადოებიდან. არ ვამბობ, რომ მე არ ვარ დამნაშავე, უბრლაოდ ეს სამეგობროს შორის მოხდა. ანუ, სანამ მე ცეკვას დავიწყებდი კლასში საქმეს ვაკეთებდი, რომ მოვრჩი გოგონებმა დარჩენა მთხოვეს. შემდეგ მათ ამ ცეკვაში მეც ავყევი, შემდეგ ნონა წიკ.....მა გადაღებული ვიდეო ჩემ თვალწინ წაშალა, მაგრამ სანამ წაშლიდა სხვა ფაილზე გადაინახა. მეც დავუჯერე რადგან მისი მჯეროდა, არ ველოდი რომ ამას გამიკეთებდნენ, მიტუმეტეს, რომ ყველამ იცეკვა. მე ღმერთის წინაშე ცოდვას არ ჩავიდენ და იმას არ ვიტყვი რაც არ ყოფილა. ზევითა საცვალი ერთერთმა იქ მყოფმა მათხოვა, მაგრამ ჩემ გარდა გახდილს არავის უცეკვია. ეს ჩემ ცხოვრებაში ყველაზე დიდი შეცდომა და დანაშაული იყო. ამას ჩემ თავს დღემდე ვერ ვპატიობ და დღეს ისევ ვიმყოფები ნერვულ სტესში. მაგ ამბის მერე დავკარგე სულიერი სიძლიერე და სიმშვიდე, ჯამრთელობაც აღარ მივარგა იმისთვის რომ ამ ტკივილს ვებრძოლო, მარტო ისღა დარჩა რომ უფალს ვთხოვო სულიერი სიძლიერე და ჯამრთელობა დამიბრუნოს იმისთვის, რომ შევძლო ბედნიერად ცხოვრება. მინდა ყველამ იცოდეთ, რომ ამ შეცდომის გამო ჩემი ცხოვრება ყველანაირად შეიცვალა და აღარ მინდა დედოფლისწყაროში დაბრუნება, რადგან მეც ჩემი ადამიანობა გამაჩნია.
დიდი მადლობა ყველას, ვინც მხარში დამიდგა და გჯერათ ჩემი. ეხლა კი დავრწმუნდი, რამდენად შურდათ მაგ ხალხს ჩემი, რადგან მასწავლებლებისთვის თვალსაჩინო მოსწავლე ვიყავი, მე არმინდა რომ მასწავლებლებმა ჩვენი უსაქციელობის გამო, რამეში პასუხი აგონ, ყველას მინდა უფალი გფარავდეთ. დიდი მადლობა ყველას მთელი გულით.
უკმაყოფილო ძალიან ბევრ ადამიანზე ვარ. მაგათ გამო 2 თვე მძიმედ ვიყავი, სიკვდილს ვებრძოდი, არავინ მყავდა ვინც დამეხმარებოდა და ასეთი რამ გამიკეთეს. უბრალოდ მე მაგათ სიცოცხლე გამიმწარეს და არავის ვაპატიებ... მე მანდ კარგად ვსწავლობდი და არც მიფიქრია საბერძნეთში წამოსვლა, მაგრამ ასეთი რამის მერე დედოფლისწყაროში წამით აღარ გავჩერდებოდი.
___ მე ვაპირებდი სასამართლოში საჩივარი შემეტანა რა თქმა უნდა არც მე ვარ უდანაშაულო, მაგრამ მასწავებლების გამო შევიკავე საჩივრის დაწერისგან თავი, რადგან მე მათ ვუყვარდი და ყველა გვერდში მედგა...

P.S. ,,ქიზიყი` ამ საკითხთან დაკავშირებით იურისტებსა და ფსიქოლოგებს ესაუბრა. ვისი დანასაული იკვეთება და აგებს თუ არა სკოლის დირექცია არასრულწლოვანის შებღალულ იმიჯზე პასუხს, ამას სულ მალე მოგაწვდით...
-------------------------

ტყემალზე მსხდომნი ანუ - ,,რამ გაგაბოროტათ???``

_____ რედაქტორის სვეტი:_____
,,ქიზიყის` არსებობა ბევრს კვლავაც ყელში ეჩხირება. დღედაღამ გაჰკივიან - დემოკრატიულ ქვეყანას ვაშენებთო, არადა სიმართლის გამოქვეყნება და მოსახლეობის ინფორმირებულობა საერთოდ არ უნდათ... გაგეცინება კაცს, დემოკრატიის უცნაური და უჩვეულო გაგებაა, მაგრამ სხვა რა მოეკითხებათ? ქუჩიდან პირდაპირ ხელმძღვანელი პირების სავარძლებში აღმოჩნდნენ და თავგზა აებათ... ახლა კრიტიკული მასალების გამოქვეყნებაც დაერთო და კონტროლს კარგავენ, დაუკრეფავში გადადიან. ზოგიერთებს ისიც ავიწყდებათ, რომ ჟურნალისტებთან აქვთ საქმე.
___ საერთოდ, თამამად უნდა ითქვას, რომ დედოფლისწყაროში ჟურნალისტებთან ურთიერთობის კულტურა საერთოდ არ არსებობს. მარტივი ენით, რომ ვთქვათ, გაგებაში არ არიან და ტყემალზე სხედან... სიმართლე უნდა ითქვას, ერთადერთი ლევან ბაღაშვილზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ცდილობს, ჟურნალისტებთან კონსტრუქციული და ცივილური მეთოდებით იკონტაქტოს. დანარჩენებზე გვარიანად შეგვიძლია ვიხალისოთ... საბაბს თავადვე გვაძლევენ, შეცდომას შეცდომაზე უშვებენ და მერე უკვირთ – რატომ წერთო?
___ იმდღეს, ჩვენი კორესპონდენტი ინფრასტრუქტურის სამსახურის უსტაბაშმა დავით ჯიბღაშვილმა მოიხელთა და დიდხანს ცდილობდა მის დარწმუნებას, რომ გაზეთთან თანამშრომლობა შეეწყვიტა. დავით ბატონი კორესპონდენტის გადაბირებას ამაოდ ცდილობდა. ისიც კი წამოაძახა, მაგ გაზეთში რა ცხვირპირს მიიმტვრევდი? ხომ ხედავ რამდენი ზეწოლა წამოვიდა-ო.
მოგვიანებით მისი ფანტაზია ძალიან შორს წავიდა და რედაქტორის მისამართითაც არაერთი პასკვილი ისროლა. ნეტა, ეს მარტყოფლიშვილი ასე რამ გააბოროტაო – ბრძანა დავით (დედოფლისწყაროს) აღმაშენებელმა. ამის გაგონებაზე რედაქციაში სიცილით მოვკვდი. თურმე, როგორი ბოროტი ვყოფილვარ, ხედავთ თქვენ? ავოიეეეე... მარტყოფლიშვილი რაიონზე გაბოროტებულია და თქვენისთანებს კიდევ დედოფლისწყაროელთა კეთილდღეობისთვის ზრუნვაში ღამით ძილი გაქვთ გამკრთალი, ასეა ხომ???
___ ბოლო წლებში ვინც მანდ წამოჯდა, თითქმის ყველა მათგანი პროკურატურის კარს გაუყენეს და რაც რამ ებადათ, სულ იქ მიატანინეს... (!) ასე რომ, კარგად გამოჩნდა ვინაა გაბოროტებული და ფულზე დახარბებული. ჟურნალისტებს რას გვემართლებით. ხშირად ენთუზიაზმზე ვმუშაობთ, რომ ხალხს სიმართლე ვამცნოთ და არ ჰქონდეთ განცდა, ქვეყანა ჩალით დაუხურავთო... საკუთარ ტყავში დაეტიეთ, ხალხი თავად განსჯის - ვინ ვინაა. მარტყოფლიშვილზე მთავარი აქ ის პრობლემებია, რომლებიც დედოფლისწყაროელებს მრავლად აწუხებთ. ასე რომ, დავით ბატონო, უმჯობესია იმაზე იფიქროთ, რატომ მიმდინარეობს გზების რეაბილიტაცია შეფერხებით, რატომ გაჭიანურდა სამუშაოები, ვისი მიზეზით უწევთ დედოფლისწყაროელებს გადათხრილ გზებზე სიარული???
___ საფიქრალი მართლაც ბევრი გქონიათ და ჩვენს გაზეთზე ფიქრს შეეშვით. ჯერ გადათხრილი და თავდაყირა დაყენებული რაიონი მოაწესრიგეთ და დანარჩენზე მერე...
___ ან, მარტყოფლიშვილის გაბოროტება ვინ თქვა, ქუჩაში ჭიანჭველასაც ფეხს ვარიდებთ...
___ კარგით, დაგემშვიდობებით, თორემ მებრალება მკითხველი... თქვენს მაგივრად მგონი ეს სტრიქონები გაწითლდება...

ღრმა პატივისცემით, მოწიწებით, რუდუნებითა
და კდემამოსილებით,
,,ქიზიყის` აღმასრულებელი რედაქტორი:
ილია მარტყოფლიშვილი
- - - - - - - - - - - - - - - - - - - -

როგორ გათხოვდა 19 წლის ბიჭი გერმანიაში

გიორგი ქიზიყის ერთ-ერთ სოფელში დაიბადა. 9 წლის იყო, როცა ბიძაშვილმა ბიჭმა აუხსნა, რომ სექსი კარგი რამეა და აუცილებლად უნდა გაესინჯა. ამბობს, რომ შეეშინდა, თუმცა ბიძაშვილი უყვარდა და დაიჯერა, რომ ყველა ასე იქცეოდა. ძალზე უცნაურ და შემაძრწუნებელ ცხოვრებაზე თამამად გვიყვება, თუმცა სოფლის, გვარის და სხვა წვრილმანების დასახელების ერიდება. ჩვენი საუბარი ინტერნეტით შედგა.
მოამზადა შორენა ბერიძემ

სენსაციური მასალა იხილე ვრცლად>>>


გიორგის გათხოვების ფაქტს ფსიქოლოგებისა და მოსახლეობის დიდი გამოხმაურება მოჰყვა

19 წლის გიორგის გერმანიაში გათხოვების ფაქტს ფსიქოლოგი ნათელა ურუშაძე გამოეხმაურა. ის მოზარდების გადახრებს უკვე 18 წელია იკვლევს. ურუშაძე ამბობს, რომ ჰომოსექსუალიზმისკენ გადახრა ბიჭებს გარდატეხის ასაკში ეწყებათ:
,,რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ბიჭების უმრავლესობას მამაკაცთან სექსი იძულებით ჰქონდა. უამრავი კონკრეტული მაგალითი მსმენია. ამას თან ერთვის მუქარა და გაფრთხილება, რომ მომხდარი არავის უთხრან და როდესაც მოზარდი ასეთი წესით ცხოვრებას წლობით აგრძელებს, მერე ჩვევაშიც გადადის. სხვათაშორის, სწორედ ზრდასრული და ასაკით უფროსი მამაკაცები აიძულებენ ვაჟებს, იქონიონ მათთან სექსუალური კავშირი. რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს რეალობა ასეთია, რომ გიორგის მსგავსად უმრავლესობა სწორედ ბიძაშვილთან, ახლო ნათესავთან ან მეზობელთან ამყარებს სექსს. მინდა საზოგადოებას მივმართო, რომ გიორგის საქციელი გასაკიცხი სულაც არ არის, ის თანადგომას იმსახურებს. უნდა გავითვალისწინოთ, რომ 9 წლის ასაკში გადადგა პირველი ნაბიჯი, რომელიც მასზე ბევრად უფროსმა აიძულა. 14 წლის ვაჟი უკეთესად აცნობიერებდა თავის ქმედებას, ასე რომ გიორგის ცხოვრების გამრუდებაში წვლილი დათოს მიუძღვის. თუმცა, ამასაც აქვს თავისი მიზეზები. მოგეხსენებათ, დათო გარდატეხის ასაკში იყო, ბუნებრივია, რომ სექსის მოზღვავებული სურვილი ჰქონდა. ამ შემთხვევაში გამოსავალი იმაშია, რომ მშობლებმა ასეთ ასაკში მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინონ, რათა არ მოხდეს მოზარდის ცხოვრების გაუკუღმართება. ფაქტი სახეზეა, დათოსა და გიორგის პირველი სექსი სწორედ ნათესავების შეკრეფის პარალელურად ჰქონდათ. – ამბობს ნათელა ურუშაძე და მოსახლეობას გამოხმაურებას სთხოვს./შორენა ბერიძე/

_ _ _ _ მკითხველის რჩევები:
გიო გამაგრდი, შენი ბრალი არ არის... გთხოვ დაიკიდე, დღეს ეგ აღარავის უკვირს. ხომ ხედავ, უმრავლესობა თავისივე სქესის ადამიანთან 1 ხელ მაინც ნამყოფია... არ იდარდო სიხ... თიკო 26 წ. თბილისი.

საშინელებაა რაა. ეს დათო უნდა დაიჭირო და გახიო შუაზე, სექსი თუ უნდოდა ქალები დაილია? ან თუ მაინც ბიჭი უნდოდა ბიძაშვილის მეტი ვერავინ ნახა? ამ ხალხმა გაუბერა რაა – თემო.

ღმერთო, რეები ხდება გაგიჟდები. კარგია ასეთ თემებს რომ წერთ, იქნებ ვიღაცამ გაითვალისწინოს. თამრიკო.

გიორგი, შვილო, ძალიან გთხოვ ამას თუ წაიკითხავ კარგად დაფიქრდი. დაბრუნდი შენს ქვეყანაში. საშინელება არ გიქნია. მითუმეტეს შენი სურვილით. ასეთი რაღაც პირველყოფილი დროიდან დღემდე ყველგან ხშირად ხდება. დღესაც ალბათ გესმის, საქართველოში როგორ მომრავლდნენ, მაგრამ ამის გამო არსად გარბიან. შეძელი და დაბრუნდი, ნუ იფიქრებ რომ ხალხი გაგრიყავს. მოსახლეობის დონე შედარებით ამაღლდა. დამშვიდდი და წუთითაც არ იდარდო რომ ასე მოხდა. მსოფლიოს გენიოსების უმრავლესობა გეი იყო, მაგრამ ბუმბერაზი შემოქმედის სახელი აქვთ დღემდე. მჯერა რომ მალე დაბრუნდები. ირმა 48 წლის.

ჯერ თქვენს საიტზე გავბრაზდი, ასეთ რაღაცას რატომ უწერთ, ცოდოა მეთქი. მაგრამ, კარგად რომ წავიკითხე გამიხარდა დეტალებს რომ არ ასახელებთ. ასეთები ხშირად ხდება და ვიღაცამ ხმა უნდა აიმაღლოს, თორე... ნინო 17 წნორიდან

მაინც მგონია, რომ ასეთი ისტორიები საჯაროდ არ უნდა ქვეყნდებოდეს და არც გიორგი ყვებოდეს ასე თამამად. ინკოგნიტო.

დათოს ბრალია – წყალი არ გაუვა. დავით, ნეტა ვიცოდე ვინ ხარ და ქალის ინტერესს საერთოდ დაგაკარგინებ ისე უნდა დაგჟეჟო. სულ გაუბერე? – გია დედოფლისწყარო.

ჩაქოლეთ დათო - MISTERA.

მერე ის მშობლები და ნათესავები იქ რომ ქეიფობდნენ,ხომ უნდა იკითხონ შვილები რას აკეთებენ. ასეც არ შეიძლება რაა..-lasha 21

რავიცი, რთული ისტორიაა, მაგრამ საქმე იმაშია,რომ ეს ამბავი თუ 10 წლის წინ დაიწყო, დღეს ცხოვრება იმდენად განვითარდა და პორნო-ფილმები იმდენად ხელმისაწვდომია, რომ ახლა ასეთი ფაქტები ბევრად უფრო ხშირად და ადვილად მოხდება. დაცული არავინ ვართ. ვინ იცის ჩვენს ოჯახებშიც რა ხდება? თავიდანვეა სიფრთხილე საჭირო, თორემ თუ გზას აცდი, მერე აღარაფერი ეშველება – მარინა.
* * *

ღვაწლმოსილთა პარპაში - ნუ გაგიკვირდებათ, შთამომავლობამ სახეში რომ შეგაფურთხოთ!

გამგებელ ლევან ბაღაშვილს ხალხში ცუდი იმიჯი არ აქვს, (ჯერჯერობით) თუმცა ყველა საუბრობს, რომ ცუდი გარემოცვა ჰყავს და სწორედ ბაღაშვილის მოსვლის დღიდან დედოფლისწყაროში თანამდებობების პირადი ინტერესებისამებრ დანაწილება დაიწყო. აქტუალურია კითხვა - ვინ რა დამსახურების გამო წამოჯდა სამსახურის უფროსების სავარძლებზე?..
,,ქიზიყი` ამგვარი ჩინოვნიკების სავარძლებამდე განვლილ გზას გაანალიზებს და მნიშვნელოვან დეტალებს

შეგახსენებთ... ვრცლად>>>

თენგიზ გონაშვილი ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას კვლავაც გეგმავს


რის გაპრავებას ცდილობს საკრებულო?!

როგორ ურიგებდა გელა იაკობიშვილი ნაზირ-ვეზირებს საკრებულოს სკამებს,
როდიდან იღებს დასაბამს დედოფლისწყაროში კლანური მმართველობის, განუკითხაობის და ანარქიის ერა,
ვინ მოიაზრება საკრებულოში სულით და ხორცით თხემით ტერფამდე ნაღდ ოპოზიციონერად,
რა აქვს გარანტირებული ნაციონალურ ბანდას
და როგორ აპირებს ურეიტინგო თენგიზ გონაშვილი არჩევნებში გამარჯვებას?!
* * *
დედოფლისწყაროს საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ გონაშვილი გაზაფხულზე დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას კვლავაც გეგმავს.
სხვა საკითხია როგორ მოხვდა გონაშვილი საკრებულოს თავმჯდომარის სავარძელში, მაშინ როცა მისი შესვლა თავიდანვე კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა.
როცა საკრებულოში გამსვლელთა სია იწერებოდა, მაშინ დედოფლისწყაროს გელა იაკობიშვილი მართავდა და ნაცმოძრაობის ბანდის ლიდერიც თავად იყო. იაკობიშვილი საკრებულოს სავარძლებს ნაზირ-ვეზირებს ფოჩიანი კანფეტივით რომ უქიგებდა, როგორც ჩანს გონაშვილი არც ისე გულზე ეხატებოდა. ამიტომაცაა, რომ სიაში ერთ-ერთი ბოლო ადგილი ძლივს გაუჩალიჩა. მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ იაკობიშვილს პროკურატურაში სირბილი მოუწევდა, ბოლო ნომრით ძლივს გასული გონაშვილი კი საკრებულოს ლიდერის სავარძელს ხელში ჩაიგდებდა.
დღემდე არ ცხრება ინტერესი იმ ფაქტთან დაკავშირებით, რატომ აიძულეს საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ ბუჩუკურს თანამდებობის დატოვება? ოფიციალურად ბუჩუკურს არაფერი განუცხადებია. ერთადერთი ის თქვა, ოჯახური პირობების გამოო... მაგრამ, ეს მიზეზი საზოგადოებას სასაცილოდაც არ ეყო, ყველასთვის ნათელი იყო, რომ აიძულეს. ჩანს, პრინციპულობა ვერ გამოიჩინა, დათმობაზე წავიდა და განზე დგომა არჩია. მერე მოვლენები ნაცნობი სცენარით განვითარდა. რაიონის მმართველები შეიცვალნენ და კლანური მმართველობის, განუკითხაობის და ანარქიის ერა დედოფლისწყაროში დასაბამს სწორედ აქედან იღებს. გონაშვილის საკრებულოს თავმჯდომარედ არჩევამ საზოგადოების დიდ ნაწილს თავზარი დასცა და კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ ამ ნაბიჯით საკრებულო ხალხის ნდობას საბოლოოდ დაასამარებდა და ხიდჩატეხილობის პრობლემას წარმოშობდა.
ასეც მოხდა... დეპუტატების უმრავლესობა სხდომებზე მხოლოდ ქვორუმის შესასრულებლად და თავმჯდომრის სასურველი საკითხების გასაპრავებლად ცხადდება. ბევრი მათგანი მანდატს პირადი ინტერესების დაცვის საუკეთესო საშუალებად აღიქვამს. საკრებულოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები თუ ცვლილებებიც საკუთარ თავზე მორგებული აქვთ.
ოპოზიციურ ფრთას რაც შეეხება, სულ ორი-სამი კაცი გააჭაჭანეს და როგორც გაირკვა, მათი დიდი ნაწილიც მოსყიდული აღმოჩნდა. ეს ლეიბორისტების ლიდერებმაც აღიარეს, მათ დედოფლისწყაროელ წევრს საჯაროდ ,,მოსყიდული` უწოდეს და მოღალატე პარტიიდან მოიპინტრიშეს. თუმცა, ალუღიშვილი საკრებულოს მანდატს გაზაფხულამდე მაინც შეინარჩუნებს. ასე განაგრძობს საკრებულო შეხმატკბილებულ ოპოზიციასთან თანამშრომლობას... სხვა თუ არაფერი, ქალაქის ,,ოპოზიციონერი` მაჟორიტარი ირაკლი შიოლაშვილი ერთადერთ დამოუკიდებელ მედიასაშუალებას სამუდამო ბოიკოტს რომ გამოუცხადებს - ამით ყველაფერია ნათქვამი და თავს ნუღარ გამოიდებთ. მაინც აღარავის სჯერა თქვენი უაზრო ბაქა-ბუქი. შიოლას ოპოზიციონერობა იქით იყოს და - საკრებულოს ისიც ეყოფა, სულით და ხორცით თხემით ტერფამდე ნაღდი ოპოზიციონერი ალუღიშვილი რომ უზით...
უცხო აღარავისთვისაა, რომ თავად გონაშვილი არცთუ კარგი საქმიანი რეპუტაციით სარგებლობს. ამ ფონზე, რისი იმედით აპირებს გამარჯვებას გაუგებარია. პატიოსანი გზებით რომ ვერ გაიმარჯვებენ ბავშვმაც კი იცის...
არ სარგებლობს და - ნუ სარგებლობს... ხალხის აზრს არჩევნებში ვინღა ითვალისწინებს?!
კვლავაც ჩაყრიან, კვლავაც დაგვამონებენ, კვლავაც მოგვისყიდიან. ისევ გვცემენ, ისევ დაგვემუქრებიან, ნათესავების სამსახურებიდან გაყრას დაგვიპირებენ. კვლავაც ჩაყრიან, ათასგვარ მზაკვრულ მაქინაციებს კვლავაც მიმართავენ და ,,დამსახურებული`` გამარჯვებაც გარანტირებული აქვთ... უკვე დახელოვნდნენ...
მერე მეორე დილა გათენდება. ცესკო გვეტყვის, რომ ახალ საკრებულოში ადგილები ძირითადად ნაციონალებს ერგოთ. ახალი დეპუტატები იმსჯელებენ და მიხვდებიან, რომ გონაშვილი იმდენად ნაყოფიერი მუშაობით გამოირჩეოდა, მას ბადალი არ ჰყავს და ტაშ-ფანდურით დაამტკიცებენ თავმჯდომრის პოსტზე...
მამა უცხონდათ, მე შენ გეტყვი, ვერ იკადრებენ, თუ რაა...
სკამები იმდენად გემრიელია, რომ - აღარ ეთმობათ!!! ებღაუჭებიან...
ბარე, არც ზოგიერთებს ეწადათ, მაგრამ ლამის ვირის აბანოში ამოყვეს ჩვენი ფულებით გასიებული თავი...

ილია მარტყოფლიშვილი

ღია წერილი ანა ბენაშვილს!

__ ქალბატონო ანა, ბოლო დღეებში არაერთი კონკრეტული კითხვა დაგისვით და გთხოვეთ, ღიად გეპასუხათ, მაგრამ თქვენგან დუმილი ისმის...
ირაკლი შიოლაშვილმა საკრებულოს სხდომაზე მცირე გადახვევა რომ გააკეთა, იმ თემას მთელი მასალა ცხვირპირისმტვრევით მიუძღვენით და ახლა რაღამ დაგადუმათ? ნუნუკა თათარაშვილს, ჯაფარიძის პროფ-სასწავლებლის პედაგოგებს და სხვებს საპასუხო წერილებს ,,შირაქში`` მთელი ხალისით აწერინებდით და როცა თქვენ გეხებათ, თავს რატომ იკავებთ? სირაქლემას პოზიციაში დგომა პასუხისმგებლობას ვერ აგარიდებთ. თამამად გვიპასუხეთ - არ გვეწყინება, პირიქით, ძალიან გაგვახარებთ, თუ საზოგადოებაში და მედიაში გაჩენილ კითხვებს პასუხს ღიად გასცემთ. ნორმალური პრეს-მდივნები ყოველთვის ასე იქცევიან და გვინდა, თქვენც ღირსეულად იმოქმედოთ. შიოლაშვილმა სხდომაზე განცხადების გაკეთება რომ დაიწყო, იმდენად აღტკინებული იყავით, საკრებულოს შესახებ დაწერილ სტატიაში ის ფაქტი საერთოდ გამოგრჩათ, (ან იქნებ, შეგნებულად მიჩქმალეთ) რომ ხელოვნების სკოლამ კომპიუტერის არარსებობის პრობლემა წამოჭრა და დახმარება ითხოვა. არადა, დედოფლისწყაროელებისთვის ეს პრობლემა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, რას განაცხადებს ბატონი ოპოზიც-ირაკლი შიოლაშვილი, ან რას წერს ილია მარტყოფლიშვილი. როგორც აღმოჩნდა, თქვენთვის მარტყოფლიშვილის იმიჯი უფრო მნიშვნელოვანი ყოფილა, ვიდრე ის, რომ ხელოვნების სკოლაში თავმოყრილ მოზარდებს კომპიუტერი არ აქვთ და ნიჭის სათანადოდ გამოვლინების საშუალება არ ეძლევათ...
,,მარტყოფლიშვილის წერილებზე პასუხის გაცემა იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ ამდენი დუმილი ხალხმა ისე არ გაიგოს, თითქოს ვტყუივართო - წერდა დიდი საზოგადო მოღვაწე ნუნუ თათარაშვილი. თქვენი დუმილი როგორ გავიგოთ ქალბატონო ანა, მტყუანი ხართ და ამიტომ ვერ აქვეყნებთ პასუხის პასუხს, თუ ჩვენს გაღიზიანებას ერიდებით? აკი გითხარით, ეს არათუ გაგვაღიზიანებს, პირიქით... ასეც უნდა იყოს, პრესაში გამოქვეუნებულ ამა თუ იმ ბრალდებას საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ინტენსიურად უნდა პასუხობდეს. ,,შირაქის`` ბოლო ნომრებში ნამდვილად ველოდით თქვენს პასუხს, მაგრამ ალბათ მკითხველიც ამჩნევს, რომ დუმილს ამჯობინებთ და თავს იკავებთ. ალბათ, ბევრი ფიქრობს, რომ ტყუიხართ... ამიტომ, ყველა ერთად ველოდებით თქვენს არგუმენტებს. იმედია, არ გაგვაწბილებთ და საჯაროდ გვიპასუხებთ. ძალიან დაგვავალებთ, თუ გამგეობა და მათი თანამშრომლები დამოუკიდებელ მედიასთან უხეშ პაექრობას, რეპლიკების სროლას და შორიდან ქირქილს ცივილური ფორმით კითხვა-პასუხის რეჟიმში გადაიყვანენ. მერე ნამდვილად შეგაქებთ. ამაში კი უპირველეს ყოვლისა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური უნდა გვეხმარებოდეს და დედოფლისწყაროელები ხელფასს სწორედ ამიტომ გიხდით. უჩვეულოს და ახალს არაფერს გთხოვთ, თქვენი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისკენ მოგიწოდებთ, და ადამიანს თუ მართლა შუბლის ძარღვი არ აქვს გაწყვეტილი, ალბათ უნდა გვიპასუხოს...
ტაშფანდურა სტატიებს მიჩვეული ხართ და ალბათ, ამიტომ გწყინთ, თორემ ნამდვილი ჟურნალისტი კრიტიკულ სტატიებს საწყენად არ უნდა აღიქვამდეს.
მიდით, გულში ჩაიხედეთ და კარგად გაიხსენეთ... პიროვნულად მარტყოფლიშვილსა და ბენაშვილს ერთმანეთისთვის არასოდეს არაფერი უწყენინებიათ, არც რაიმე კონფლიქტს ან დაპირისპირებას ჰქონია ადგილი. ამიტომ, მაშინ, როცა თქვენი საქმიანობის არაეფექტურობაზე ვწერთ, არანაირი პირადი ინტერესი არ გვამოძრავებს. უბრალოდ, მოვლენებს შედარებით თამამად ვაფასებთ და არც ნაკლოვანებებს ვფარავთ. ღმერთმანი, გულწრფელად გვინდა - მედიასთან ცივილიზებული ფორმით ურთიერთობა დედოფლისწყაროშიც გვეღირსოს. აქვე, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, თქვენდამი უდიდეს პატივისცემას, თუმცა ვერაფრით შევეგუებით, თქვენგან სამსახურეობრივ გულგრილობას და მედიასაშუალებების დახარისხებას... სცადეთ, კარგი დამოკიდებულება ჩამოაყალიბეთ და კარგსაც დავინახავთ. დადებითსაც გავაშუქებთ...
რატომ შეგაშინათ დამოუკიდებელი გაზეთის გამოჩენამ??? აქამდე მხოლოდ ,,შირაქის`` იმედად უფრო კომფორტულად გრძნობდით თავს? მაპატიეთ, ეს მყუდროება რომ დაგირღვიეთ, მაგრამ ჩემი პროფესიული მოვალეობა კვლავაც აქტიურად უნდა შევასრულო. ალბათ, თქვენთვის ისიც მოულოდნელი იყო, ,,ქიზიყი`` ყოველდღიურ რეჟიმში რომ მუშაობს. სიმართლე გითხრათ, ყოველდღიურ გაზეთს სულაც არ ვგეგმავდით, მაგრამ ეს მოზღვავებულმა ინტერესმა განაპირობა.
ასე რომ - გელოდებით...
იმედია, არგუმენტები გაქვთ და საზოგადოებას არ აფიქრებინებთ, რომ ტყუით... ღიად გავარკვიოთ, ვიმსჯელოთ...
შირაქის მომდევნო ნომრებში მოუთმენლად დაველოდებით თქვენს პასუხს...
იმედია პასუხი იქნება!

ილია მარტყოფლიშვილი
__________________

ანტიკვარები...


რედაქტორის სვეტი:
ბოლო დროს დედოფლისწყაროს გამგეობაში ,,ქიზიყზე`` ფიქრს უფრო ბევრ დროს უთმობენ, ვიდრე დაკისრებულ მოვალეობებს. ასეა, ჩვენი პორტალის ერთ-ერთი აქტიური მკითხველი, გამგეობის აპარატის უფროსი ალექსანდრე ალუღიშვილიც.
ისე, ბატონო ალექსანდრე, ჩვენს იმიჯზე ასე ძალიან რომ წუხხართ, უმჯობესი ხომ არ იქნება, საკუთარი მუშაობის ნაყოფიერებაზე დაფიქრდეთ? აპარატი უსაქმურებით რომ გამოტენეთ, ხელმძღვანელი იმიტომ ხართ, რომ ზოგჯერ მუშტი დააბრახუნოთ... ხან იმითაც დაინტერესდეთ, ამხელა ხელფასს რომ გიხდით, აბა ერთი ყავის სმის გარდა რას აკეთებთო...
გულწრფელად გითხრათ, თქვენზე გაცილებით მეტი წარმოდგენა გვქონდა, მაგრამ ზოგიერთების უსაქმურად ხეტიალს ისე დუმილით ხვდებით, ეფექტური მმართველები ასე ნამდვილად არ იქცევიან. შეცდომას შეცდომაზე რომ უშვებენ და ათას სულელურ ნაბიჯს დგამენ, ეს თქვენს სუსტ მმართველობაზე მეტყველებს. თორემ ,,ქიზიყმა` გინდ არაფერი გამოაქვეყნოს, ხალხი ყველაფერს ხედავს...
კარგი იქნებოდა, იმაზეც გეპასუხათ, ასეთი რა დამსახურება მიგიძღვით დედოფლისწყაროელების წინაშე, რომ რაიონის თავკაცმა პირდაპირ გამგეობის აპარატი გადმოგილოცათ სამართავად? მაგრამ, ვაი, რომ ვერ მართავთ მას... ხალხი საჯარო სამსახურში ჭაღარავდება და ხელმძღვანელის სავარძლამდე წლობით იბრძვიან და იქნებ აგვიხსნათ, ასე უცერემონიოდ რა ღვაწლის გამო ზიხართ მანდ??? მაშ აღიარეთ, რომ სავარძლები პირადი ინტერესებით დაინაწილეთ...
ახლავე დაგარწმუნებთ, რომ დედოფლისწყაროს გამგეობა ყველასგან გამორჩეული და ანტიკვარი კადრებითაა გამოტენილი.
__ სად გინახავთ, გამგებლის ერთი მოადგილე ჟურნალისტს ქურდებს უგზავნიდეს, მეორე მოადგილე გაზეთის რედაქტორს საჯაროდ სულელს უწოდებდეს, სტატიები კი ნაჯღაბნად მიაჩნდეს. სად გინახავთ, გამგებლები იცვლებოდნენ და ასეთი მოადგილე წლების მანძილზე უძრავად რჩებოდეს. ერთი სამსახურის უფროსი გაჰკიოდეს - ჟურნალისტს რაღაცაში გამოვიჭერ და უნდა ვიხმაროო, ხოლო მეორე ღვარძლიანად კიჟინებდეს - რამ გაგაბოროტათო. სად გინახავთ, ხელისუფლებისგან ნახმარი ჟურნალისტი? ჩვენგან გაფუჭებული, კარიერადანგრეული და გისოსებში მომწყვდეული ჩინოვნიკი კი რამდენიც გინდათ იმდენია. სად გინახავთ მედიასთან ურთიერთობის ისეთი სპეციალისტი, რომელსაც თავში აზრად არასოდეს მოსდის, ერთხელ მაინც შეგვეხმიანოს...
ყველა ამ კითხვაზე ერთი კონკრეტული პასუხია - ასეთები დედოფლისწყაროს გამგეობაში მრავლად არიან!!!
თუ კიდევ ვერ დარწმუნდით საკუთარი გუნდის უსუსურობაში, დანარჩენი ექსპერტებს ჰკითხეთ... თუ მიგაჩნიათ, რომ ტყუილია, მაშინ არგუმენტებით და კონკრეტული პასუხებით დაგვარწმუნეთ, რომ სუსტი გუნდი არ გაქვთ. თქვენს პასუხს მოუთმენლად დაველოდებით, მაგრამ საეჭვოა, ამ კითხვებზე პასუხის გაცემა მოახერხოთ. ჰოდა, თუ სიმართლეა მაშ რაღას გვერჩით?
ღმერთია მოწმე - გულწრფელად გვინდა ძლიერ მმართველად ითვლებოდეთ, აპარატიც შეგნებული და საღად მოაზროვნე ადამიანებით გქონდეთ დაკომპლექტებული და თქვენი მუშაობაც უფრო ნაყოფიერი იყოს, თორემ... ზოგიერთებივით დღედაღამ არც სკამები გვესიზმრება და ზოგიერთებისგან განსხვავებით მშობლიური რაიონის კეთილდღეობა ნამდვილად გვინდა. როცა საქმე მშობლიურ კუთხეს ეხება, მაშინ არც შეიძლება სხვა ინტერესი გვქონდეს. ასეთ უბრალო საკითხებზე დაწვრილებით რომ გვიწევს საუბარი, მკითხველთან ბოდიში, მაგრამ გამგეობაში ზოგიერთები ვერ ხვდებიან და იძულებულნი ვართ, დავაკონკრეტოთ. აიკლეს აქაურობა, რა უნდა მარტყოფლიშვილს - რისთვის იბრძვისო. რა უნდა გვინდოდეს სავარძელმანიით არ შევპყრობილვართ, არც პოლიტიკაში მოსვლას ვაპირებთ. დამშვიდდით, სკამებში ნამდვილად არ გეცილებით, ჩვენ უბრალოდ ჩვენს მოვალეობას ვასრულებთ. ერთ წინადადებასაც ვერ ნახავთ, რაც არასწორია. თუ არ გჯერათ, წამდაუწუმ სასამართლოთი გვემუქრებით და ძალიან გაგვიხარდება, თუ ცივილური ფორმებით გვეკონტაქტებით. ჩვენ კი ყოველთვის მზად ვართ ყოველი წინადადების სიმართლე სასამართლო დარბაზში დავამტკიცოთ.
რაიონში საკმაოდ სერიოზული პრობლემებია და უპრიანი იქნება, თუ ხელმძღვანელობა, დამოუკიდებელი მედიის გაკრიტიკების ნაცვლად (რომელიც ცდილობს ეიფორიაში მყოფ მაღალჩინოსნებს მათ ირგვლივ არსებული რეალური ვითარება ობიექტურად და მიუკერძოებლად დაანახოს... თუმცა, სიმართლე ყოველთვის მწარეა...) პრობლემების ზღვასთან საბრძოლველად გეგმები დასახონ და მათ აღმოფხვრაზე იზრუნონ.
სამწუხაროა, რჩევის მომცემი მაინც რომ არავინ გყავთ, იქნებ ამდენ შეცდომებს აღარ დაუშვებდით, მედიასთან ურთიერთობას მიეჩვეოდით და ბოლო ბოლო იმას მაინც გააცნობიერებდით, რა თანამდებობებზე ხართ და რას გულისხმობს საჯარო სამსახურში ყოფნა.
მოკლედ, მოქცევა უნდა ისწავლოთ, სხვა გზა არ არის!

პატივისცემით, მოწიწებით, რუდუნებით,
კეთილი სურვილებითა და კდემამოსილებით
ილია მარტყოფლიშვილი

„დამიბრუნეთ ჩემი შვილი, მომაკვდავი მაინც“

დედოფლისწყაროში მცხოვრები თამარ ბატიაშვილი მეშვიდე თვეა პატიმარი შვილისთვის სასჯელის დარჩენილი ნაწილის გადავადებას უშედეგოდ ითხოვს (რესპონდენტის და პატიმრის ვინაობა, ჯანმრთელობის მდგომარეობის მონაცემებთან ერთად, ქვეყნდება მათივე თანხმობით).
რობერტ ხარაიშვილი ყელის კიბოთია დაავადებული. მას ოპერაციის შემდეგ ყელში მილი ჩაუდგეს, საიდანაც ჩირქი სდის და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება. გამოკვლევების შედეგად აღმოჩნდა, რომ პატიმარს C ჰეპატიტი, ტუბერკულოზი და სხვა დაავადებებიც აქვს. ოპერაციის შემდეგ ის მალევე გლდანის ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დააბრუნეს.

თამარ ბატიაშვილის თქმით, მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების და შესაბამისი დასკვნის მომზადების თხოვნით, მან არასამთავრობო ორგანიზაცია „ემპათიასაც“ მიმართა. დონორი ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოში პატიმრების უფლებების დასაცავად სწორედ აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობს. ბატიაშვილი ამბობს, რომ თუ არ ჩავთვლით ორგანიზაციის წარმომადგენლის მხრიდან მისი შვილის გარეგნულ დათვალიერებას, ორგანიზაციის წარმომადგენლები სხვა არაფრით დაინტერესებულან.
ხარაიშვილის ადვოკატის, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტის, ეკა ქობესაშვილის თქმით, ციხის ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ პატიმრის გლდანის ციხეში დაბრუნება აუცილებელი იყო. მისთვის ცალკე ბადრაგის გამოყოფა ვერ მოხერხდა. ხარაიშვილის მძიმე მდგომარეობას ციხის ექიმებიც ადასტურებენ. ამასთან პატიმარი უკმაყოფილოა მკურნალობის ნორმებით. ექიმები მას ჭრილობის ნახვევების გამოცვლას უგვიანებენ, აქვს ძლიერი ტკივილებიც. ტკივილგამაყუჩებელი ნემსები კი გაუკეთდა, მაგრამ ნანემსარები დაუჩირქდა და მათზე იოდის წასმაც პრობლემაა. ექიმები ხარაიშვილის ნათქვამს უარყოფენ და ამბობენ, რომ ისინი თავიანთი მოვალეობის ფარგლებში ყველაფერს აკეთებენ. „სახელმწიფო არანაირ მექანიზმს არ გვიტოვებს პატიმრის სასჯელის გადასავადებლად. აუცილებელია, სასამართლოს წარედგინოს კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნა, რაც ფინანსებთანაა დაკავშირებული. ეს თანხა (ლაპარაკია 700 ლარზე) პატიმრის ოჯახს არ გააჩნია. ხარაიშვილს თავისი სასჯელის 2/3 უკვე მოხდილი აქვს და მისი ვადამდე გათავისუფლება კანონით დასაშვებია“, - აცხადებს ადვოკატი. მისივე თქმით, სასჯელის დარჩენილი ნაწილის გადავადების ან გათავისუფლების მოთხოვნით, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს, მინისტრს და შესაბამის კომისიას წერილობითი განცხადებით არაერთხელ მიმართა, მაგრამ სამინისტროდან პასუხიც კი არ მიუღია.
„დედაჩემს ჩემი ძმა 20 წელია არ უნახავს. დაკავების შემდეგ ის გასასამართლებლად საქართველოში რუსეთიდან ჩამოიყვანეს. ვიცით, რომ ის ასეთ მდგომარეობაში დიდხანს ვეღარ იცოცხლებს, რამდენიმე კვირა შეიძლება გაძლოს, მაგრამ არ გვაძლევენ იმის საშუალებას, რომ სახლში მაინც დაიღუპოს“ - ამბობს პატიმრის ძმა.
„დამიბრუნეთ ჩემი შვილი, მომაკვდავი მაინც“, - ამ თხოვნით უკიდურესად მძიმე ავადმყოფი პატიმრის დედა საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს.

[ვრცლად იხილეთ საიტზე: www.HumanRights.ge]

ბურუსით მოცული მკვლელობა კვლავ გაუხსნელია

ბურუსით მოცული მკვლელობა კვლავ გაუხსნელია

ვინ მოიაზრება ქიზიყის ზურგად და ვის ინტერესებს ატარებს საიტის ადმინისტრაცია???

ინტერნეტ პორტალ ,,ქიზიყის` აღმასრულებელ რედაქტორთან ილია მარტყოფლიშვილთან ვრცელ ინტერვიუს ახალი ამბების სააგენტო ,,სი-ეიჩ-ენი`` აქვეყნებს, რომელსაც სრულად გთავაზობთ....

იხილეთ ინტერვიუ - ვრცლად>>>
გადადი>>>
- - - - - - - -


გაბერილი თანხებისა და მოტყუებული ხალხის ამბავი...
ილია მარტყოფლიშვილი


კახეთში საკრებულოებში დაუჯერებელი ამბები ხდება. სხდომებზე დასწრებისას უმალ შეამჩნევთ, რომ საკანცელარიო ნივთების სიმცირის გამო დეპუტატების მუშაობა არასრულფასოვანია. საკრებულოები ქაღალდს ზოგავენ, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციების იურისტები ირწმუნებიან, რომ ბიუჯეტში საკანცელარიო ნივთების ხარჯები ძალზე გაბერილია...
კახეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სამოქალაქო განათლების ასოციაციის` ხელმძღვანელი გიორგი ბოკერია ამბობს, რომ კახეთის მუციციპალიტეტების საკრებულოების უმრავლესობაში საკანცელარიო ნივთებისთვის კატასტროფულად დიდი თანხებია გათვალისწინებული, რის მიხედვითაც, ყოველდღიურად, კოლოსალური ოდენობის ფურცლები უნდა იხარჯებოდეს, რაც წარმოუდგენელია.
რეალური სურათი კი ასეთია: მაგალითად, დედოფლისწყაროს საკრებულოს წევრები მუდმივად იმ ფაქტზე წუხან, რომ საპროცედურო საკითხთა კომისია დღის წესრიგს მხოლოდ ერთ ეგზემპლარად ბეჭდავს და სხდომაზე განსახილველი საკითხების გასაცნობად დოკუმენტს დეპუტატები ერთმანეთს ხელში სტაცებენ, რაც საკმაოდ კომიკურ ვითარებას ქმნის. ბევრი მათგანი კი საკითხებზე დადებით პასუხს ისე აძლევს, წარმოდგენაც არ აქვს მასზე. მმართველი პარტიის წევრთა უმრავლესობა საკრებულოს სხდომებზე მხოლოდ კვორუმის შესავსებად და თავმჯდომრისთვის სასურველი საკითხების ,,გასატანად` ცხადდება... სხვათაშორის, დღის წესრიგის, (რომელიც, წესით, ყველა დეპუტატს უნდა ურიგდებოდეს) შეზღუდული ოდენობით დაბეჭდვა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისზე საუბარი არ იყო. ამდენად, კახეთის საკრებულოებმა თანხების ,,დაზოგვაზე` თავიდანვე იზრუნეს. თუმცა, ადგილობრივი მოსახლეობისა თუ არასამთავრობო ორგანიზაციების აღშფოთება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ როგორც აღმოჩნდა, საკანცელარიო ნივთების დაზოგვა მხოლოდ ფიქტიურად ხდება, სინამდვილეში კი დაფინანსება სულაც არ შემცირებულა. ამიტომ, ადგილობრივები და არასამთავრობო სექტორი თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე მიანიშნებენ.დედოფლისწყაროელები ამ ფაქტით აღშფოთებას ხმამაღლა გამოხატავენ და აცხადებენ, რომ ამგვარი ქმედებებით საკრებულოს თავმჯდომარეები თანხებს ჯიბეში იდებენ. მოსახლეობა ჩინოვნიკთა ამგვარ საქციელს თავგასულობად აფასებს და ვითარებას კომიკურს უწოდებს, ხოლო კახეთის გუბერნატორს და პრეზიდენტს სთხოვენ, დაუყოვნებლივ დაინტერესდეს ამ საკითხით, დამნაშავეები კი მკაცრად დაისაჯონ.
,,დედოფლისწყაროს საკრებულო ყავახანას დაემსგავსა - ამგვარ განცხადებას ადგილობრივებისგან ხშირად მოისმენთ: ,,საკრებულო ყავახანას უფრო წააგავს, ვიდრე თვითმმართველ ორგანოს. ფინანსები არ გვაქვსო წუწუნებენ და ხელფასები სასწრაფოდ გაიზარდეს, თითქოს ხალხზე ზრუნვაში ათენ-აღამებდნენ. რეალურად დედოფლისწყაროს საკრებულოს თავმჯდომარეს ხალხის არცერთი თხოვნა არ გაუთვალისწინებია..

წელს გველმა 5 ადამიანი დაგესლა, ბოლო შემთხვევაში ახალგაზრდა ქალის გადარჩენა ვერ მოხერხდა


ფიროსმანი საზღვრისპირა სოფელია და რაიონული ცენტრიდან დიდი მანძილით არის დაშორებული. სოფელში საოჯახო მედიცინის ცენტრი ფუნქციონირებს, თუმცა იქ ,,ანტიგიურზა``, რომელიც გველის დაკბენის შემთხვევაში გამოიყენება, არ აქვთ. ,,ანტიგიურზა` არც სასწრაფო სამედიცინო სამსახურს აქვს. როგორც დედოფლისწყაროს საავადმყოფოს დირექტორმა ვანო ნატროშვილმა განაცხადა, 2009 წელს, დედოფლისწყაროს საავადმყოფოს გველის მიერ დაკბენილმა ოთხმა ადამიანმა მიმართა. ოთხივე მათგანს ,,ანტიგიურზა` გაუკეთდა და სიცოცხლე შეუნარჩუნდათ. სამწუხაროდ, ბოლო შემთხვევა დაგვიანებული აღმოჩნდა და ახალგაზრდა ქალის გადარჩენა ვერ მოხერხდა./კახეთის საინფორმაციო ცენტრი/

ანტიგიურზას არარსებობამ ფიროსმანში მცირეწლოვანი ბავშვების დედა იმსხვერპლა

სოფ ფიროსმანში მცხოვრები გველისგან დაგესლილი 32 წლის ნარგიზა ხოზრევანიძე ანტიგიურზას არარსებობის გამო დაკბენიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა. დაღუპულის ოჯახში აცხადებენ, რომ ქვეწარმავალმა ის ვენახში რთველის დროს დაკბინა.დედოფლისწყაროს სასწრაფო დახმარება 033-ს ხელმძღვანელი ხათუნა ზურიკაშვილი განმარტავს, რომ პაციენტს პირველადი დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, დედოფლისწყაროში გადმოყვანისთანავე კი შრატი გაუკეთდა:,,ხოზრევანიძეს ჩვენთან გადმოყვანისთანავე შრატი გავუკეთეთ, თუმცა თბილისიდან კატასტროფის ცენტრი გამოვიძახეთ და ქალბატონი თბილისში გადაყვანისას გზაში გარდაიცვალა. - ამბობს ზურიკაშვილი. ქალბატონს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დარჩა. /ქიზიყი/

მომაკვდავი პატიმრის დედა სასჯელაღსრულების სამინისტროსთან თვითმკვლელობით იმუქრება

დედოფლისწყაროში მცხოვრები პატიმარ რ. ხ-შვილის დედა, პროტესტის ნიშნად, სასჯელაღსრულების სამინისტროს შენობის წინ თვითმკვლელობით იმუქრება.მსჯავრდებულს სასჯელის ორ მესამედზე მეტი მოხდილი აქვს, რის გამოც მისი ადვოკატი და ოჯახის წევრები, მეშვიდე თვეა, სასჯელის მოუხდელი ნაწილისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებას ითხოვენ, თუმცა უშედეგოდ. მსჯავრდებული მძიმე ონკოლოგიური ავადმყოფია. გარდა ამისა აქვს ც ჰეპატიტი, ტუბერკულოზი და შიდცი. მსჯავრდებულს ყელიდან ჩირქი სდის, ვერ საუბრობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება.პატიმარი ამჟამად ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული. იგი სასწრაფო ონკოლოგიურ ოპერაციას საჭიროებს, მაგრამ ადვოკატის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციას მსჯავრდებული ონკ;ოლოგიურ საავადმყოფოში არ გადაჰყავს.მსჯავრდებულის დედის განცხადებით, პროტესტის ნიშნად, ის, სასჯელაღსრულების სამინისტროს შენობასთან, მინისტრის, დიმიტრი შაშკინის ავტომანქანას შეუვარდება და სიცოცხლეს თვითმკვლელობით დაასრულებს./კახეთის საინფორმაციო ცენტრი/

რა დოკუმენტები დაიკარგა არქივიდან და სად მიაქვს მუნიციპალიტეტს ფეკალური მასები?!


კომუნალური სამსახურის ყოფილი უფროსი თამაზ აბაშიძე ამბობს, რომ მათ სარგებლობაში არსებული დედოფლისწყაროს გარეუბანში მდებარე ე.წ. ,,ასანიზაციის ორმო`, სადაც ფეკალური მასები თავსდებოდა, გამგეობამ კანონდარღვევით გაასხვისა. ტერიტორია მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული განყოფილების უფროსმა გიორგი გონაშვილმა შეიძინა: ,,ეს რაიონისთვის სტრატეგიული ტერიტორიაა. მისი გასხვისება ეპიდემიის გავრცელების საფრთხეს ზრდის. მას შემდეგ ფეკალურ მასებს აქა-იქ ღვრიან, რის გამოც კონფლიქტებიც ხდება. გამგეობამ წერილობით მაცნობა, რომ ამ ტერიტორიის დოკუმენტაცია არქივიდან დაიკარგა, ტერიტორია კი ქონების მართვამ გაასხვისა. რაკი საძოვარი მიწა უფრო იაფია, გონაშვილმა ის საძოვრის სტატუსით შეიძინა - ამბობს აბაშიძე, რომელიც გამგეობის ამ ნაბიჯს დიდ შეცდომად აფასებს.
გიორგი გონაშვილი უკანონოს ვერაფერს ხედავს. ის ამბობს, რომ ეს ტერიტორია მას 1999 წლიდან იჯარით ჰქონდა: ,,ახლახან ხელშეკრულებით გამოვისყიდე ქონების მართვის თელავის სამმართველოდან. თუკი მუნიციპალიტეტი მიხედავს, თანახმა ვარ, ეს ორმო ფეკალური მასებისთვის კვლავაც გამოვიყენოთ... - ამბობს გონაშვილი და ბრალდებებს არასწორს უწოდებს... /ქიზიყი/


ზურას მკვლელობის დამკვეთად მისი ყოფილი მეუღლის ოჯახი დასახელდა
ადვოკატი გელა ნიკოლეიშვილი ირწმუნება, რომ #6 საპყრობილეში ექს-პარლამენტარ ლაერტ ზუბადალაშვილის ვაჟის ზურა ზუბადალაშვილის მკვლელობაში ბრალდებული ბაჩო შარაშენიძე აწამეს... ნაწამებია საკანში მასთან ერთად მყოფი ალექსანდრე ჭუმბურიძეც. ნიკოლეიშვილი ციხის ადმინისტრაციის პასუხისმგებლობის საკითხის დასმას ითხოვს. მკვლელობა 2003 წლის 15 სექტემბერს ბახტრიონზე, ზუბადალაშვილის სადარბაზოსთან საკონტროლო გასროლით მოხდა. ზურაბ ზუბადალაშვილი პირველი დამოუკიდებელი ტელეკომპანია ,,თამარიონის“ დამფუძნებელი და დამოუკიდებელ ბანკ ,,თამარიონის“ პრეზიდენტი იყო. გამოძიების მიხედვით ზუბადალაშვილის მკვლელობა მისი ყოფილი მეუღლის ოჯახმა შეუკვეთა... /ქიზიყი/

ცხინვალის ომში დაჭრილი ქოზაშვილი დახმარების გარეშე დარჩა...


როგორც 9 აგვისტოს ცხინვალში მძიმედ დაჭრილი 21 წლის იოსებ ქოზაშვილის დედა, არხილოსკალოში მცხოვრები ლალი წიკლაური ამბობს, მისი შვილი ომში მუხლების არეში დაიჭრა, დედოფლისწყაროს გამგეობამ დაჭრილებზე წელს ერთჯერადი ფულადი დახმარება გასცა, თუმცა ისინი დახმარების გარეშე დარჩნენ: ,,გაზეთში წავიკითხე, რომ გამგეობამ ორი კვირის წინ 150 ლარი გარდაცვლილებს გამოუყო, დაჭრილის ოჯახს კი 200 ლარი... ჩვენ კი არანაირი ფულადი დახმარება არ მიგვიღია - აცხადებს წიკლაური და დახმარებას ითხოვს. მებრძოლის დედა განმარტავს, რომ სოსო ქოზაშვილს 1 თვის შვილი ჰყავს და ფულადი დახმარება ძალიან ესაჭიროებათ... მუნიციპალიტეტის გამგეობის პრეს სამსახურში აცხადებენ, რომ ფულადი დახმარება სამი გარდაცვლილისა და 1 დაჭრილის ოჯახზე გაიცა... /ქიზიყი/

/გაცნობა/ SMS ჩეთი... 858 781113 - დაამესიჯე

გაცნობა - ჩეთი
ვარ 14 წლის ბიჭი, სიმაღლით 1,50 სმ. მიზიდავს ავტო რბოლა. გოგოებო, ვისაც გიზიდავთ მანქანები დამიმესიჯეთ და ვიმეგობროთ ოკ?? 857 12 77 01
* * *
გავჟიმავ ნებისმიერ მსურველს, გოგოს ან ბიჭს... ასაკს არა აქვს მნიშვნელობა. ვცხოვრობ სამთაწყაროში, მაგრამ რაიონშიც ამოვალ და შევხვდეთ. პასუხი მომწერეთ და ნომრები გავცვალოთ. სექს-ბიჭი.

* * *
გავიცნობ 27 წლამდე სიმპათიურ მამაკაცს. ვცხოვრობ სტალინის ქუჩაზე. დატოვეთ მობილურის ნომერი და ვიმესიჯოთ. ნინი 22 წლის.
* * *
გავიცნობ ქალბატონს ინტიმური ურთიერთობისთვის. თუნდაც განათხოვარს. ვისაც ბედნიერება აკლია. გამომეხმაურეთ და ნომერს დაგიტოვებთ. ზურa

* * * სამეგობროდ გავიცნობ 32 წლამდე მანქანიან ბიჭს. გამომეხმაურეთ და გავერთოთ. ნომერს თუ დატოვებთ დღესვე შევხვდეთ. გელოდებით... ანა

----------------------------------------------------


სასამართლოს დაზარალებულთა მოთხოვნა არ გაუთვალისწინებია

დედოფლისწყაროს სოფ მირზაანში მცხოვრები 19 წლის გიგა დათუკიშვილის მკვლელს, არასრულწლოვან ზვიად მეოტიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სანდოძემ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. მკვლელობა გასული წლის 26 ოქტომბერს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა, რა დროსაც 17 წლის თელაველმა მეოტიშვილმა დათუკიშვილს მოზრდილი დანით გულმკერდის არეში 4 დიდი ჭრილობა მიაყენა, მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა... პოლიციამ მკვლელი შემთხვევის ადგილზე დააკავა. პროკურატურა დამნაშავის 16 წლით დაპატიმრების შუამდგომლობით გამოვიდა, დაზარალებული ოჯახი კი დამნაშავის მთელი სიმკაცრით დასჯას მოითხოვდა, რაც სასამართლოს არ გაუთვალისწინებია. ბრალდებულის ადვოკატი საქმის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს. /ქიზიყი/

მკვლელობაში ბრალდებულ თელაველ არასრულწლოვანს სასჯელი არ შეუმცირეს

დედოფლისწყაროში, სოფელ მირზაანში მცხოვრები 19 წლის გიგა დათუკიშვილის მკვლელობაში ბრალდებულ თელაველ ზვიად მეოტიშვილის ადვოკატმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სანდოძის განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და სასჯელის შემსუბუქება მოითხოვა. როგორც მოკლულის დედა ნაირა ყოჩიაშვილი აცხადებს, სააპელაციო სასამართლომ განაჩენი უცვლელი დატოვა. დაზარალებული ოჯახი მეოტიშვილისთვის უფრო მკაცრი სასჯელის გამოტანას ითხოვდა, თუმცა არასრულწლოვანი ციხეში 12 წელს გაატარებს. /ქიზიყი/

საინტერესო წერილი უცხოეთიდან - გამარჯობა ილია

პირველად გწერთ უცხოეთიდან, რაც გამოწვეულია იმით რომ მაინტერესებს ზოგიერთი გვარების წარმოშობა, რომლებიც წარმოშობით თქვენი მხრიდან უნდა იყოს. ეს გვარები წარმოშობით სოფელ არბოსაკიდან უნდა იყვნენ.გუკაშვილი, ბუკაშვილი, ნიკოლაშვილი, კიკოლაშვილი თუ შეიძლება დაზუსტებით მითხრათ ამ გვარებიდან რომელი გვხვდება სოფელში არბოშიკში. შენ იმიტომ მოგწერე რომ ეს მისამართი მოვძებნე ინტერნეტში როდესაც ქიზიყის გაზეთს ვეძებდი, ხო და მისამართიც იქ იყო. მეც არ დავაყოვნე და გამოვგზავნე წერილი. მერეც პირველ ეტაპზე გაზეთის თანამშრომლები უფრო გამიწევდნენ დახმარებას-თქო, თან იმედი მქონდა და მაქვს რომ ჩემს ძიებაში შეიძლება გაზეთიც დაინტერესდეს და თუ საინტერესოს ჩათვლის ჩემს მოკვლევას ვითანამშრომლებთ. როგორც პირველ წერში დავწერე უხოეთში ვცხოვრობ, სადავ ქართველ მეომრების ისტოორით და ჟურნალისტიკით ვარ დაკავებული. გვარებს რომლებიც მოვიწერე ომში დაღუპულები არიან, მაგრამ დამახინჯებულად არიან მოხსენიებული, მე მათი სახელებიც ვიცი, ოღონდ პირველივე წერილში არ ჩავთვალე საჭიროდ მათი მოხსენიება, ჯერ თუ მსურველი და დაინტერესებული პირი იქნება მერე დაწვრილებით მონაცემებზე გადავალ მეთქი...ხოდა, ასე-ამრიგად მივხვდი შენთან. ეხლა უკვე წარმოდგენა შეგექმნა რისთვის მჭირდება ეს გვარები, სასურველი იქნება ჩემს შემთხვევაში რას მირჩევ და იქნებ დამაკვალიანო კიდეც ან შესაბამისი ელექტრო მისამართიც მომიძიო....
წინასწარ დიდი მადლობა,
სულხანი ამირანაშვილი-შაფათავა

P.S. თუ ვინმე ფლობთ რაიმე სახის ინფორმაციას, გთხოვთ მოგვწეროთ რედაქციაში.

მკითხველის წერილები

გამარჯობა ილია, გუშინ შემთხვევით წავაწყდი თქვენს გაზეთს ინტერნეტში... სიმართლე გითხრატ დზალიან მომეწონა, საინტერესოა და სასიამოვნოდ იკითხება. მაგრამ განსაკუთრებით მომეწონა წყალწყალა ჩახოხბილის ამბავი უფასო სასადილოზე. მაინც რა ვართ ქიზიყელები? სხვა ვინ მოიფიქრებდა ჩახოხბილში ბრინჯის დამატებას. საინტერესო გაზეთია. გისურვებთ წარმატებებს და პროფესიულ მიღწევებს.
ნანა ნატროშვილი 32 წლის. თბილისი. (წარმოშობით ზემო მაჩხაანიდან)
* * *
გამარჯობა ბატონო ილია.
მე, სოფო ვარ კოკილაშვილი, 21 წლის. უკვე რამდენიმე წელია თბილისში ვსწავლობ. რაიონის ახალ ამბებს თქვენი გაზეთიდან ვიგებ და ძალიან მიყვარხართ. ქიზიყის საიტი დედოფლისწყაროსთვის ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანია... რაიონის მცხოვრებლებს საშუალებას აძლევს (და არა მარტო რაიონის), გაეცნოს ამა თუ იმ სიახლეს... ძალიან კარგი იქნება თუ უფრო ინტენსიურად ესტუმრებით ჩვენი რაიონის საიტს... ჩვენ ხომ გვიყვარს ჩვენი რაიონი, ამიტომ მისი განვითარების და წინსვლისთვის ყველა უნდა გავერთიანდეთ და მხარში ამოვუდგეთ ამ საიტის დამფუძნებელს და სულის ჩამდგმელს ბატონ ილია მარტყოფლიშვილს..... ის ხო ჩვენი და ჩვენი შვილების ლამაზი მომავლისთვის იბრძვის,,, მაგრამ, ერთი კაცი რას გახდება... მეგობრებო?? ხომ გაგიგონიათ ძალა ერთობაშიაო,,,ამოვუდგეთ მხარში, მიაწოდეთ საინტერესო ინფორმაციები,იდეები,,,,საინტერესო და ძალიან ორიგინალური სტატიებია. კარგი იქნება თუ უფრო ვრცლად დაიწერება ამა თუ იმ საკითხზე. საიტის გახალისებაც თუ მოხერხდება უფრო ახალგაზრდული სტატიებით უკეთესი იქნება.
სოფო კოკილაშვილი

* * *
არ ვიცი რა ხდება დედოპლისწყაროში მარა ერთი კი ვიცი რო ერთ-ერთ ყველაზე მთავარ და გრძელ ქუჩას სტალინის ქუჩა ჰქვია და მტავარ ბაღსაც სტალინისას ეძახიან და მართლა თუ გამოპხიზლება უნდათ უნდა გადაარქვან ეგ სახელები.
კახა ბეროშვილი
* * *
არბოშიკში მაქვს სოფელი და ჩავდივარ ხოლმე. ვიცი, ზოგადად რა აწუხებს ხალხს, მაგრამ ვფიქრობ ,უკეთესი იქნება ხალხს ესაბრო და იმათი აზრი დაწერო..... ღმერთმა დაგლოცოს და გაგაძლიეროს! უფალი იყოს შენი შემწე ამსაქმეში. მეთუ რამით შემეძლება დახმარება, დაუფიქრებლად დაგეხმარებით. ილია, მე რუსთავში ვცხოვრობ. მანდ სოფელი მაქვს და ასე რომ, დედოფლისწყარო ძალიან ახლობელია ჩემთვის. თუ რამეში გამოგადგებით, თქვენს გვერდით ვარ. საიტს
რომ გადავხედე, გულწრფელად გეუბნები კმაყოფილი დავრჩი, იმიტომ რომ რაიონში მართლა ბევრი პრობლემაა და ამაზე აუცილებლად უნდა ითქვას. ასევე უნდა ითქვას იმაზეც, რაც კეთდება და გაკეთდება. გული მწყდება იმიტომ რომ ,ასე მგონია, ჩვენ რაიონს სათანადო ყურადღება არ ექცევა. ვფიქრობ არსებულ პრობლემებზე ყურადღება უნდა გამახვილდეს ყოველთვის და ეს თქვენი მხრიდან შესანიშნავადაა გაკეთებული. ასე რომ, მივესალმები თქვენს საქმიანობას და წარმატებებს გისურვებთ...

სოფო კოჭლამაზაშვილი
* * *
ო, კარგი ბიჭი ხარ და ძაან მკაცრ პირდაპირ სტატიებს აქვეყნებ, საკუტარ ტავს გაუფრთხილდი ზოგმა შეილება ცუდად გაგიგოს ხო იცი ამ ხალხის ამბავი
ირმა ღორაშვილი



border="0" alt="статистика сайта" />


счетчик на сайт