იგი სიტყვის კაცია, მისთვის სამართლიანი კრიტიკა მისაღებია, უსაფუძვლო კი გამაღიზიანებელი, თუმცა არა მწყობრიდან გამომყვანი. უკან დაუხევია, მაგრამ არა მისი პრინციპების საწინააღმდეგოდ. ინტერვიუ მმართველი გუნდის სიის პირველ ნომერთან ლევან ბაღაშვილთან:
- გასულ წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტებიდან თითქმის ყველა შესრულდა. ქალაქის მოსახლეობის 95%-ს წყალი 24 საათიანი გრაფიკით საკუთარ ეზოებში მიეწოდება, სოფლებს კი საუბნო ონკანებით. დარჩენილია მხოლოდ სოფელი ქვემო ქედი, სადაც წყალს მიმდინარე წელს მიიღებენ. გავაშენეთ ქარსაცავები, გავაკეთეთ გზები. სოფლის დახმარების პროგრამით წელს 375 277 ლარი გვერგო, რაც მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით იხარჯება.
- ხშირად გაისმის ოპონენტების ბრალდებები, რომ ხელისუფლება არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება...
- ოპონენტების მხრიდან ბრალდებები არჩევნების გაყალბებაზე ყოველთვის გაისმის. ხელისუფლებას ნამდვილად არ სჭირდება არჩევნების გაყალბება. ხალხი კარგად ხედავს და აფასებს გაკეთებულ საქმეებს. მართალია, არიან ისეთებიც, რომლებიც ყველაფერს შავი სათვალით უყურებენ, მაგრამ ეს საერთო სურათს ვერ ცვლის. ოპოზიციის მხრიდან გაყალბებაზე აქცენტის გაკეთება ჩვეული ხრიკია, რომ არჩევნებში წარუმატებლობა ამით გაამართლონ. ხელისუფლკებას არ სჭირდება ვინმეს დაშინება. რაც შეეხება აგიტაციას, ამ უფლებით როგორც ოპოზიცია სარგებლობს, ისე ისარგებლებს სახელისუფლებო პარტიაც. ჩვენს რაიონში ყველა ერთმანეთის ნათესავი და მეგობარია, თუმცა დამერწმუნეთ, ეს კავშირები არ ჭრის მაშინ, როცა საქმე საქართველოს მთლიანობას და პროდასავლური კურსის დაცვას ეხება. რუსული ბომბები ჩვენთან - შირაქშიც ჩამოცვივდა და დედოფლისწყაროელებმა კარგად იციან ეს რას ნიშნავს.
- დღევანდელი ოპოზიციური სპექტრიდან, რომელი პოლიტიკური ძალა მიგაჩნიათ ადგილობრივ არჩევნებზე ყველაზე რეალურ კონკურენტად?
- ასეთ რეალურ პოლიტიკურ ძალას მე დღეს ოპოზიციურ სპექტრში ვერ ვხედავ.
- მაინც რა არის თქვენთვის ამომავალი წერტილი?
- მე გამაჩნია ამბიცია, რომ დედოფლისწყარო ყველაზე ლამაზი, მოწესრიგებული და სუფთა ქალაქი იყოს; სოფლებში ელემენტარული პირობები არსებობდეს; ახალგაზრდები დედაქალაქში აღარ გარბოდნენ და მათი ცოდნის რეალიზება აქვე ხდებოდეს.
- რამდენად ხშირად გიწევთ მოსახლეობასთან შეხვედრები და რამდენად ახერხებთ მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებას?
- კვირაში რამდენჯერმე ჩავდივარ სოფლებში ხალხთან შესახვედრად. ზოგი მოთხოვნის დაკმაყოფილებას ვახერხებ, ზოგიც კანონთან შეუსაბამობის გამო თავსატეხს გვიჩენს. არის შემთხვევები, როცა ერთი და იგივე ადამიანი ყველანაირ დახმარებას ითხოვს და ამ დროს გამოსავალის მოძებნა ცოტა გვიჭირს.
- როგორ დაახასიათებთ პრეზიდენტ სააკაშვილს?
- ბატონ პრეზიდენტს რამდენჯერმე შევხვდი სხვადასხვა ღონისძიებებზე. ის საოცარი გონებისა და ენერგიის ადამიანია. ხშირად შეუძლებელს აკეთებს. საქართველოს აღმშენებლობა მის საპრეზიდენტო მმართველობას უკავშირდება. ასევე, აქვე ვიტყოდი, რომ კახეთის გუბერნატორი ბატონი გიორგი ღვინიაშვილი და დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში, ავთანდილ ლეკაშვილი გვერდში მიდგანან და ყველა საკითხის მოგვარებაში მეხმარებიან. მათი ძალიან მადლიერი ვარ.
- რას ეტყოდით თქვენი რაიონის მოსახლეობას?
- მუნიციპალიტეტის მოსახლეობას მინდა განვუცხადო, რომ ყველაფერს გავაკეთებ მათი კეთილდღეობისთვის. მთელ ენერგიას მოვახმარ არსებული პრობლემების გადაჭრას. მე დანაპირებს ყოველთვის ვასრულებ და მაქვს ამბიცია, რომ ჩემს რაიონში ბევრი რამ გაკეთდეს... [InterContinental]kaxetihttp://www.blogger.com/profile/16205686813337205022noreply@blogger.com0tag:blogger.com,1999:blog-1178870730940409759.post-29790163806696227042010-04-22T10:00:00.000-07:002010-04-26T13:04:05.091-07:00იუბილარი რედაქტორის პირველი ნაბიჯების ისტორია, გულახდილი საუბრები და უფროსისგან აღებული ინტერვიუს ამბავი
ეს ერთადერთი სტატიაა, რომელიც რედაქტორის თანხმობის გარეშე მომზადდა. თუ რატომ, ამას მალე შეიტყობთ. ჩვენმა მკითხველმა როგორც შენიშნა, ახლახან, ინტერნეტ-გაზეთ ქიზიყში ა-პოლიტიკური ინტერვიუების სერია დაიწყო. რაკი მოსახლეობას ხშირად პოლიტიკაზე მეტად თანარაიონელების ადამიანური მხარეები აინტერესებს, ამიტომ გადავწყვიტეთ კარგად ნაცნობი ადამიანები უცნობი კუთხით გაგაცნოთ და მათი ადამიანური მხარეები დაგანახოთ.
__ 28 აპრილს ინტერნეტ-გაზეთ ქიზიყის რედაქტორის ილია მარტყოფლიშვილის დაბადების დღეა. ამიტომ, პატარა სიურპრიზის სახით სხვადასხვა კითხვების დასმა რედაქციის თანამშრომლებს მისთვისაც მოგვინდა. როცა რედაქტორს ვუთხარი, რომ ინტერვიუს მომზადება მასთანაც მინდოდა - მკაცრად გამომიცხადა, აქ დავალებებს მე გავცემ და არა თქვენო. ერთი სიტყვით გამაჩუმა... იუბილარ რედაქტორს იმდენი ვეხვეწეთ, დაბადების დღის ხათრით მაინც დავითანხმეთ.
მკითხველმა შეიძლება იფიქროს სხვა ვერავინ ნახესო, მაგრამ, იუბილარია და გვეპატიება... თანაც, გულწრფელად გითხრათ, ვიდრე მარტყოფლიშვილს პირადად გავიცნობდი, ყოველთვის სამართლიანობისთვის მებრძოლ ახალგაზრდად მიმაჩნდა. ახლაც ასე ვფიქრობ და ახლა უფრო ასმაგად დავრწმუნდი ჩემს შთაბეჭდილებებში, რადგან ილია მარტყოფლიშვილი დედოფლისწყაროში ის ერთადერთი ადამიანია, რომელიც უკანასკნელ თანხას დახარჯავს იმაში, რომ სიმართლე გავრცელდეს და ფართო მასების ყურამდე მივიდეს.
-- ილია, მართალია ჩვენი ხელმძღვანელი ხარ, მაგრამ მოდი 15 წუთით დავივიწყოთ და შენს შესახებ გულწრფელად ვისაუბროთ. პირველ რიგში მინდა გკითხო, რატომ არჩიე, გამხდარიყავი ჟურნალისტი?
-- შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ არ გადამიწყვეტია. უფრო სწორად, არც მიფიქრია იმაზე, რა უნდა გამოვსულიყავი. ჯერ კიდევ 13 წლის ასაკში ვიცოდი, რომ ჟურნალისტობა მინდოდა. თუმცა, ყველა მეუბნებოდა, რომ თუ გავლენიანი ადამიანის შვილი არ ხარ, ასეთ ფაკულტეტზე ვერც ჩააბარებ და ვერც კარიერაში გაიკვალავ გზასო. ჩემს შორეულ სანათესაოშიც კი არავინ ყოფილა ჟურნალისტი, მაგრამ რატომღაც ამ პროფესიის ხიბლი ადრეული ასაკიდანვე გამიჩნდა. ამდენი შეგონებების მერე, რომ გლეხის შვილი, ანუ ილია მარტყოფლიშვილი ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ვერ მოხვდებოდა, საბედნიეროდ ცრუ აღმოჩნდა. გამიმართლა და პირველივე წელს ჩავირიცხე თსუ ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ტელე-რადიო ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე.
-- მოდი, გაიხსნენე, როგორ მოდიოდი ჟურნალისტიკაში? რა გზა განვლეთ დღევანდლამდე?
-- ძალიან საინტერესოდ მახსენდება ის პერიოდი. უნივერსიტეტში ჩაბარებიდან 3 კვირაში პირველ არხზე ყველა ცნობილ ჟურნალისტს ვიცნობდი (მაშინ მხოლოდ რუსთავი 2 და პირველი არხი იყო). ისე ძლიერ მიყვარდა ეს სფერო რომ თბილისში ახლად ჩასული ბიჭი, რომელმაც გზებიც არ ვიცოდი წესიერად ასე მოკლე დროში წამყვან ჟურნალისტებს ვხვდებოდი და გადაცემების მზადებას ვესწრებოდი. ეს ყველაფერი კი სულ რამდენიმე დღეში მოვახერხე. ანუ სწავლა 1 სექტემბერს დავიწყე და ზუსტად მახსოვს 20 სექტემბერს უკვე ყველას ვიცნობდი. ეს კი რუსუდან კერვალიშვილის ქალიშვილის ნინო დარასელის დამსახურებაა, რომელიც მაშინ მოამბის წამყვანი იყო. უზომოდ მიყვარს ეს ადამიანი. მას მერე ტელევიზიის კარი შეიძლება ითქვას ატალახებული მქონდა. დღესაც მიკვირს ამდენი ხნით და ასე ხშირად რატომ დავდიოდი ან რატომ არ მბეზრდებოდა. მერე ეკა ბერიძის თოქ-შოუშიც სულ ვიღებდი მონაწილეობას. კოკა ყანდიაშვილის გადაცემებშიც...
-- უშუალოდ პირველი სამსახური როგორ დაიწყე მედიაში? მოსახლეობაში ხშირად მსმენია სხვამ გააქაჩინაო და მოდი არ დაგვიმალო და პირდაპირ თქვი...
-- თუ გახსოვს რაზე მოამზადე პირველი სტატია?
-- პირველი ინტერვიუ 2001 წელს გავაკეთე ამჟამად ცნობილ ჟურნალისტთან, რუსთავის 2-ის პროდიუსერთან, ნინო შუბლაძესა და ამჟამად მის მეუღლესთან ალეკო ფარულავასთან. თუმცა, მაშინ ნინო და ალეკო 1 არხზე გადაცემა ალიონის წამყვანები იყვნენ, გვერდიგვერდ ისხდნენ სტუდიაში და მხოლოდ მეგობრობდნენ. მახსოვს ძალიან სახალისო სტატია გამოვიდა. საცდელად რედაქტორს რომ შევუტანე, შენიშვნების მოსასმენად იქვე ჩამოვჯექი. კითხვა რომ დაიწყო, სულ სიცილით კითხულობდა და რამდენჯერმე ხმამაღლა გადაიხარხარა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მასალა ძალიან მოეწონა, ეს კი იმის გარანტია იყო, რომ ჩემი სტატია აუცილებლად დაიბეჭდებოდა. იმავე ორშაბათს მთლიანი გვერდები დაეთმო ამ მასალას. ვერ აგიღწერთ, ეს რამხელა სიხარული იყო ჩემთვის. მით უფრო, რომ თბილისელები ძალზე პოპულარული ჟურნალია, მე კი ჩემი გვარის გაზეთში მოხვედრაზე ვვოცნებობდი. იმდენად დაუჯერებლად მეჩვენებოდა, რომ სტატია ალბათ 20-ჯერ ზედიზედ წავიკითხე და ბოლოში ჩემი გვარი სახელი რომ ეწერა, ის მგონი 100-ჯერ დამარცვლით გადავიკითხე, მართლა ჩემი სტატიაა თუ მეჩვენება-თქო. არ მჯეროდა ილია მარტყოფლიშვილი თბილისელების ფურცლებზე რომ ეწერა. ამის მერე ხშირად ვაქვეყნებდით ცნობილ ადამიანებთან ინტერვიუებს.
-- ანუ ჟურნალ თბილისელებში აიდგი ფეხი?
-- ასე შეიძლება ითქვას. თბილისელები ჩემთვის უდიდესი სკოლა იყო. საოცარი შთაბეჭდილებები მაქვს. შემდეგ მე და ჩემმა მეგობარმა, რომელიც ჟურნალ თბილისელებში ერთად მივედით და ვიმუშავეთ, ერთ წელიწადში საკუთარი ჟურნალი დავაფუძნეთ. 48 გვერდიან ფერად ყოველკვირეულ ჟურნალს ჩვენვე ვრედაქტორობდით, რომელსაც ერქვა ,,კვირის ბოლო. რედაქციაში სულ 18 წლის ბავშვები ვიყავით და ისეთ რაღაცეებს ვახერხებდით, ახლაც მიკვირს. კოკა ყანდიაშვილს ისე გაუკვირდა 18 წლის რედაქტორები რომ ვიყავით და სულ სტუდენტი კორესპონდენტები რომ გვყავდა და თანაც საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ჟურნალის 48 გვერდს ვავსებდით, ჩვენზე ვრცელი სიუჟეტი მოამზადა... ძალზე პოპულარული გადაცემა ჰქონდა, გახსოვთ ალბათ, პროგრამა _ რა ხდება! მოგვიანებით კი ძალიან დაგვეხმარა და პირველ არხზე 10 ათასი ლარის სარეკლამო დრო გვაჩუქა, რამაც ჩვენი ტირაჟი გაასამმაგა. ჩვენი ჟურნალის რელკამა დღეში სამჯერ საუკეთესო დროს გადიოდა ეთერში. სერიალში ,,ძილის წინ, მეორედ სერიალში ფიორელა და მესამედ ყანდიაშვილის გადაცემაში. ანუ, სამივე გადაცემა მაღალრეიტინგული იყო და ცხადია, ეს ძალიან დაგვეხმარებოდა, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად რამდენიმე თვეში დავიქსაქსეთ და...
-- თუ არ ვცდები მერე რადიოშიც მუშაობდით
-- ანუ, ტელევიზიის შემდეგ გადახვედით რადიოში?
-- ტელევიზიაში მუშაობის შემდეგ საქართველოში ვარდების რევოლუცია მოხდა. მერე კი ისევ თბილისში რადიო უნივერსში გადავედი FM 103.9, რომელსაც ახლა რადიო პალიტრა დაერქვა. იქ ყოველსაათიანი საინფორმაციო გადაცემის წამყვანიც ვიყავი, საპარლამენტო კორესპონდენტიც და გამომშვები რედაქტორიც. შემდეგ დედოფლისწყაროში, ისტორიულ-ეთნოგრაფიული საზოგადოება კამბეჩოვანის ბაზაზე 2003 წელს გამოვუშვით ისტორიულ-შემეცნებითი შინაარსის ბეჭდვური გაზეთი ქიზიყი. რამდენიმე ნომერი გამოვიდა და გაჩერდა. შემდეგ თბილისის პირველ რადიოში გადავედი FM 106.4-ზე. იქაც საინფორმაციოს გამომშვები რედაქტორი, პროდიუსერი და საპარლამენტო კორესპონდენტიც ვიყავი. შემდეგ იყო თავისუფალი გაზეთი, გაზეთი ვერსია, გაზეთი საქართველოს რესპუბლიკა, გაზეთი კამარა, და ასე შემდეგ. ბევრგან მიმუშავია და ზოგი რამ არც კი მახსენდება.
-- თავისუფალი დრო როდის გრჩებათ, ან რითი ხარ ამ დროს დაკავებული?
-- ისეთ პროფესიას ვემსახურები, თავისუფალი დრო ძალიან ცოტა გვაქვს.
-- ქართული სამზარეულოდან რომელი კერძები გიყვართ?
-- უპრეტენზიო ვარ კვებაში. ანუ, არ არსებობს საკვები რომელზეც ვიტყვი, რომ არ მიყვარს. თუმცა, ცხადია, მაქვს გამორჩეულად საყვარელი კერძები. მიყვარს ხინკალი, ღორის მწვადი და ხაჭაპური...
-- რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის მანდილოსნის შეფასებისას მისი ჩაცმულობა?
-- მნიშვნელოვანი კი არა, ჩემთვის ერთ-ერთი უმთავრესია. მოძველებული აზროვნება, ან რაიმე სახის კომპლექსები არ მაწუხებს, მაგრამ მაინც მიმაჩნია, რომ ქალს თავისებური სინაზე და შარმი უნდა ეტყობოდეს. აუტანელია ჩემთვის, როცა ქაჯურად იცვამენ, ამას კი ახალი თაობის გოგონების დიდი ნაწილი აკეთებს. თუ არ უხდება, მხოლოდ მოდის ტენდენციების გამო არ უნდა იცვამდნენ.
-- ქალის ადგილს სად უფრო ხედავთ, სამზარეულოში თუ კარიერაში?
-- ცუდი მიდგომაა, თუ ვინმე ფიქრობს, რომ მანდილოსანი მხოლოდ სამზარეულოში საფუსფუსოდ, ან შვილების აღსაზრდელად არის საჭირო. მე ასე არ მიმაჩნია.
-- რამდენად განიჭებთ პროფესიული საქმიანობა სიამოვნებას?
-- უზომოდ მიყვარს ჩემი პროფესია და უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. ამაზე ბედნიერება არაფერია, როცა აკეთებ იმ საქმეს, რომელიც ძალიან გიყვარს. ესაა ის საქმე, რითიც არასოდეს ვიღლები. ხშირად ღამის 4 საათამდე ვწერ, დილით ისევ ადრე ვიღვიძებ და კვლავაც ვმუშაობ. შემიძლია ეს საქმე შეუსვენებლად ვაკეთო.
ესაუბრა
თამილა გურაშვილი
ვინ არის დედოფლისწყაროში პოლიტიკურად ყველაზე აქტიური ახალგაზრდა და როგორია შოთა ჯამასპიშვილის ადამიანური მხარეები
ამ ასაკის პოლიტიკურად ასე აქტიური ფიგურა დედოფლისწყაროში ჯერჯერობით არ არსებობს. მისი ინტერვიუ ამიტომაც არის მკითხველისთვის საინტერესო, რომ ის უალტერნატივოა. თუმცა, აქტიურ პოლიტიკოსთან ამჯერად პოლიტიკაზე სულაც არ ვისაუბრებთ.
ჩვენი სტუმარია, ნოღაიდელის მოძრაობის დედოფლისწყაროს ორგანიზაციის ხელმძღვანელი შოთა ჯამასპიშვილი. ის მხოლოდ 25 წლის ხდება, თუმცა უკვე არაერთი პოლიტიკური პარტიის გამოცვლა მოასწრო. ამ ასაკში კი ახალგაზრდები და მით უფრო ვაჟები ძირითადად სხვა საქმეებით არიან ხოლმე დაკავებულნი. ჯამასპიშვილს კი თავიდანვე სულ სხვა მიზნები და გეგმები ჰქონდა.
ხშირად ამბობს, რომ დგას სიმართლის და არა ცალკეული ადამიანების გვერდით. მისი დევიზიც სწორედ ეს გახლავთ. როგორც ოპოზიციურად ყველაზე აქტიური და ადგილობრივ პოლიტიკურ სპექტრში ასაკით ყველაზე პატარა, გადავწყვიტეთ, მისი ადამიანური მხარეებიც გაგაცნოთ.
-- უცხო თვალით რომ შეაფასოთ საკუთარი თავი, ვინ არის შოთა ჯამასპიშვილი?
-- ეს არის ადამიანი, რომელიც დგას სიმართლის გვერდით და არა ცალკეული პიროვნებების გვერდით.
-- რა უფრო მნიშვნელოვანია თქვენთვის, ოჯახი თუ კარიერა, ანუ თქვენს შემთხვევაში პოლიტიკა...
-- როდესაც პოლიტიკაში მივდიოდი, ბევრი მეუბნებოდა, რომ არ ღირდა ამ სიბინძურეში გარევა. მაგრამ, ჩემთვის ვაჟკაცური საქციელია ის, რომ ამ ბინძური პოლიტიკიდან სუფთა გამოვალ... სუფთა არა მარტო ხალხის, არამედ ღმერთის წინაშე. აქედან გამომდინარე, ჩემთვის პირველ რიგში მთავარია საქმე, შემდეგ კი ოჯახი.
-- ახლო მომავალში თუ გეგმავთ დაოჯახებას?
-- არა, არც დრო მაქვს საამისოდ, რომ ამ საკითხზე ვიფიქრო. სიმართლე გითხრათ, ვფიქრობ, რომ ჯერ ჩვენი ქვეყნისთვის მაქვს საქმე გასაკეთებელი. ოჯახზე ალბათ მერე ვიფიქრებ.
-- რამდენად გჯერათ ცხოვრებაში სასწაულების?
-- სასწაულების ნამდვილად მჯერა. ოღონდ, დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი ღმერთის ნებით ხდება...
-- რა მავნე ჩვევა გაქვთ, რომელიც თავს გაბეზრებთ და გინდათ რომ მოიშოროთ?
-- მავნე ჩვევებიდან სიგარეტის მოწევას გამოვყოფდი. მინდა, რომ მოვიშორო...
-- კონკურენტებთან თუ შეგიძლიათ დახმარების სათხოვნელად მისვლა?
-- ღიად მინდა ვთქვა, რომ კონკურენტებს მე მტრად არ აღვიქვამ. ცხადია დახმარებას ვთხოვდი, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ხანდახან ჩვენი მოსაზრებები ერთმანეთს არ ემთხვეოდეს.
-- რამდენად ხართ ფულის მხარჯველი?
-- უცნაური კითხვაა. ფულის ხარჯვა არ მიყვარს, მაგრამ ბუნებით ქველმოქმედი ვარ...
-- რამდენად იცავთ და მისდევთ მამა-პაპურ ტრადიციებს?
-- ცხადია ვიცავ... მიმაჩნია, რომ ჩვენმა წინაპრებმა ამ ტრადიციებით დღევანდლამდე მოიყვანეს ჩვენი სამშობლო.
-- რაზე ოცნებობთ, რას ინატრებდით?
-- საქართველოს გაბრწყინებას, გამთლიანებას და ვინატრებდი, რომ ჩვენს ქვეყანაში ყველა ადამიანი იყოს ბედნიერი და კეთილშობილი.
-- ძირითადად რაზე საუბარს გაურბიხართ?
-- ჭორაობას...
-- როგორ ფიქრობთ, თქცენი ცხოვრების მთავარი მისია რა არის?
-- ჩემი ქვეყნისა და ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნვა.
-- რამდენად გიყვართ საჩუქრების მირთმევა?
-- სიმართლე გითხრათ, საჩუქრების კეთება მიყვარს, მაგრამ ძირითადად, ფინანსებიდან გამომდინარე ვმოქმედებ.
-- პოეზია თუ გიყვართ და რომელია თქვენი საყვარელი ლექსი.
-- ლექსები მიყვარს, მაგრამ ვერცერთს ვერ გამოვყოფ. ისე კი, შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი სამაგიდო წიგნი არის ,,ვეფხისტყაოსანი.
-- თავისუფალ დროს როგორ ატარებთ?
-- თავისუფალი დრო ცოტა მაქვს, მაგრამ როცა გამოვნახავ, ძირითადად კომპიუტერთან ვატარებ-ხოლმე. ასევე ძალიან მიყვარს ხატვა.
-- ბუნებით აზიატი ხართ, თუ ევროპელი?
-- პირველ რიგში მე ვარ ქართველი...
-- ქალის ადგილს სად უფრო ხედავთ, სახლში თუ სამსახურში?
-- პირადად მე მიმაჩნია, რომ ქალის ადგილი არის ყველგან. არასწორად მიმაჩნია სქესის დაყოფა-დახარისხება.
-- რაკი მანდილოსანზე ჩამოვარდა საუბარი, საინტერესოა, როგორი გოგონები გხიბლავთ?
-- ჩემი აზრით, გოგონა პირველ რიგში უნდა იყოს თამამი. ფიზიკურ აღნაგობაზე მეტად ლამაზი სულიერი სამყარო უნდა ჰქონდეს. ღა თქმა უნდა ამის შემდეგ სასურველია, რომ სასიამოვნო გარეგნობის პატრონი იყოს.
-- რა გეგმები გაქვთ უახლოეს მომავალში?
-- ვაპირებ ბოლომდე ვიბრძოლო საქართველოს კეთილდღეობისთვის, რადგან მიმაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნის ბედი წყდება დღეს...
ესაუბრა
თამილა გურაშვილი
რატომ დადგა თამარის ქუჩის დასახლება დაცლის საფრთხის წინაშე და რატომ იმატა დაავადებებმა
თამარის ქუჩის მცხოვრებნი გაზეთ ქიზიყთან საუბრისას აცხადებენ, რომ ამ დასახლებაში ცხოვრება აუტანელი მას შემდეგ გახდა, რაც კირის საწარმო ამოქმედდა. მისი მუშაობისგან გამოწვეული სპეციფიური სუნისა და ბოლის გამო კი ადგილობრივებისთვის ბინებში გაჩერება შეუძლებელი ხდება.
დადგენილი ნორმების მიხედვით, ამგვარი საწარმო დასახლებული პუნქტიდან მინიმუმ 300 მეტრით უნდა იყოს დაშორებული, თუმცა ერთი შეხედვითაც აშკარად ჩანს, რომ კირქვის საქარმო საცხოვრებელი ბინებიდან მხოლოდ 170 მეტრითაა დაშორებული, იქიდან ამოსული ბოლის უზარმაზარი ღრუბლები კი დასახლებას ეფინება და გაუსაძლისი ვითარება საათობით გრძელდება.
სპეციალისტები განმარტავენ, რომ კირის წვის შედეგად გამონაბოლქვი მოსახლეობისთვის შედარებით ნაკლებად მავნებელი რომ იყოს, ამისათვის აუცილებელია საწარმომ ე.წ. ანტრაციტის ნახშირი გამოიყენოს. თუმცა, იმის გამო, რომ ეს ნახშირი გაცილებით ძვირადღირებულია და საქართველოში არც მისი იმპორტი ხორციელდება, საწარმოები მის შეძენას ვერ ახერხებენ.
როგორც საწარმოს ხელმძღვანელმა გურამ ნატროშვილმა გაზეთ ქიზიყს განუცხადა, ჩვეულებრივ ნახშირს მოიხმარენ ამ საწარმოშიც, რის გამოც გამონაბოლქვის სუნი და მავნებლობა შედარებით გაზრდილია. ნატროშვილი ასევე განმარტავს, რომ მოსახლეობის პრეტენზიები მისთვის ნაცნობია, რის გამოც კირქვის ღუმელთან სპეციალური გამწოვი დამონტაჟდა, რომელიც გამონაბოლქვს ასი მეტრით უკან აფრქვევს. საწარმოს ხელმძღვანელობა მოსახლეობისთვის საფრთხის აცილებას ამ გზით ეცადა, თუმცა ვითარება არც ამ ფაქტს გამოუსწორებია.
თამარის ქუჩის მცხოვრებნი აცხადებენ, რომ გარემოს დაცვის სამინისტროსა და ინსპექციას არაერთხელ მიმართეს, თუმცა მათი უფლებების დაცვა ამ დრომდე არ ხერხდება.
მოსახლეობა სხვადასხვა დაავადებების მკვეთრ მატებასაც უჩივის და ამას მავნე გამონაბოლქვს უკავშირებს. ბევრი მათგანი იმაზეც მიანიშნებს, რომ გამოკვლევების ჩატარებას უსახსრობის გამო ვერ ახერხებს.
დედოფლისწყაროს საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანების ხელმძღვანელი ვანო ნატროშვილი ამ დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას პროფილაქტიკის მიზნით უფასო გამოკვლევების ჩატარებას სთავაზობს.
ილია მარტყოფლიშვილი
ეკომიგრანტების მასშტაბური ნათლობა დედოფლისწყაროში
ვინ გახდნენ მუსლიმანი ქართველების ქრისტიანი ნათლიები და რამდენი ადამიანი მონათლეს ლევან ბაღაშვილმა და ავთანდილ ლეკაშვილმა
საზღვრისპირა სოფელ ფიროსმანს აჭარის დეპუტაცია და პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ხულოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე ეწვივნენ. მათი სტუმრობის მიზანი დედოფლისწყაროში აჭარიდან ჩასახლებული ეკომიგრანტების მასშტაბურ ნათლობაში მონაწილეობა გახლდათ. მოსახლეობასთან შეხვედრებისა და პრობლემების გაცნობის შემდეგ, სტუმრებმა მოგვიანებით დედოფლისწყაროს ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში გადაინაცვლეს, სადაც ეკომიგრანტები ქრისტიანული წესით მონათლეს.
ამიერიდან, საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრებ მოქალაქეებს დეპუტატებთან და დედოფლისწყაროს გამგებელთან ნათესავური კავშირიც დააკავშირებთ. ახლადგაქრისტიანებულების ნათლიები პირადად გახლდნენ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ანზორ ბოლქვაძე, ქედის რაიონის მაჟორიტარი იაშა შარაშიძე, ხელვაჩაურის მაჟორიტარი ასლან თავდგირიძე, საგარეჯოს დეპუტატი ზაზა გულიკაშვილი, დედოფლისწყაროს მაჟორიტარი პარლამენტში ავთანდილ ლეკაშვილი და დედოფლისწყაროს გამგებელი, ნაციონალური მოძრაობის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომრის მოვალეობის შემსრულებელი ლევან ბაღაშვილი.
ანზორ ბოლქვაძე (პარლამენტის ვიცე-სპიკერი): ,,ჩვენი მიზანი იყო, 25 წლის წინ ჩამოსახლებულ მიგრანტებს პირადად შევხვედროდით. ვესაუბრეთ, მათი გასაჭირი მოვისმინეთ და მათ წინაშე არსებულ პრობლემებზე რეაგირებას ახლო მომავალში მოვახდენთ. მინდა გითხრათ, რომ ადგილობრივები დადებითად შეგვხვდნენ. ვიზიტი იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ არაერთი პრობლემა გამოიკვეთა. სხვადასხვა პრობლემებთან ერთად იყვნენ ავადმყოფებიც, რომელთაც სამინისტროსთან შუამდგომლობას გავუწევთ და ვეცდებით დავეხმაროთ. მოქალაქეებმა განსაკუთრებით გამოყვეს გზისა და წყლის პრობლემა.ცუდ მდგომარეობაშია გზები, რაც მათ გადაადგილებას ართულებს. საზღვრისპირა სოფლებს სარწყავი არხების პრობლემა ყველაზე მეტად აწუხებთ, რაც მათ ფინანსურ მდგომარეობაზე პირდაპირ გავლენას ახდენს. სარწყავი სისტემის მოშლის შემდეგ მოსავლიანობამ კატასტროფულად იკლო. ყურადღება სოფლებში არსებულ ინფორმაციულ ვაკუუმზეც გამახვილდა და ადგილობრივებმა გვთხოვეს, რომ ამ კუთხითაც დავეხმაროთ. სატელიტურ ანტენებს დავაყენებთ, რათა ეს ვაკუუმი აღმოიფხვრას. ჩვენი დეპუტაცია სხვადასხვა რეგიონებში ჩასახლებულ ეკო-მიგრანტებს ხშირად ხვდება-ხოლმე და მიხარია, რომ ამჯერად დედოფლისწყაროსაც ვესტუმრეთ. ორმაგად მნიშვნელოვანია, რომ აქ მასშტაბური ნათლობა გაიმართა.
სამი შვილი მონათლა სოფელ სამთაწყაროს ტერიტორიული ორგანის რწმუნებულმა პაატა ნადირაშვილმაც: ,,პირადად მე ძირძველი ინგილო ვარ... ახლა კი ბედნიერი ვარ, რომ ჩემი შვილებიც გაქრისტიანდნენ - გვითხრა ნადირაშვილმა.
სოფელ ფიროსმანიდან ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატი ავთანდილ შაინიძეც სწორედ ახლა მოინათლა მეუღლესთან, ლია შაინიძესა და 13 წლის ქალიშვილთან, მარიამთან ერთად: ,,უდიდესი შეგრძნებაა, დიდი ხნის ოცნება ასრულდა... ისეთი შთაბეჭდილებაა, გადმოცემა მიჭირს, თითქოს ცაში დავფრინავ - აცხადებს ლია შაინიძე.
ნუგზარ ჭაღალაძე (37 წლის. ერთ-ერთი ნათლია): ,,მეც მუსულმანი ვიყავი, მაგრამ 1999 წელს წინაპრების გადაწყვეტილებით ქრისტიანობა მივიღეთ. ახლა კი დანარჩენებს ვნათლავთ...
დაჩი სურმანიძე (23 წლის): ,,სამხედრო სავალდებულო სამსახური ახლახან მოვიხადე და გადავწყვიტე ქრისტიანულად მოვნათლულიყავი. ჩემი მშობლები ჯერ ვერ მოინათლნენ, მაგრამ პატივს ვცემთ ერთმანეთის რელიგიურ მრწამსს. ხელს არ შევუშლით.
როგორც ინტერნეტ-გაზეთ ქიზიყმა გაარკვია, ლევან ბაღაშვილი სამი ეკომიგრანტის ნათლია გახდა, ხოლო პარლამენტარმა ავთანდილ ლეკაშვილმა დედოფლისწყაროში მცხოვრები 4 მუსულმანი გააქრისტიანა.
ასლან თავდგირიძე (პარლამენტარი): ,,ახლა ისეთი შეგრძნება მაქვს, ცრემლი მადგება. მე ნათლულები ირანში, ფერეიდანშიც მყავს. ხელვაჩაურში 1997 წელს დავამთავრეთ ტაძრის მშენებლობა. მაშინ ჩვენთან მხოლოდ 30 ქრისტიანი იყო ახლა კი 3 ათასზე მეტი ქრისტიანი მოდის და სიამაყის გრძნობა მეუფლება. მიხარია, რომ დედოფლისწყაროში ჩასახლებული მიგრანტების გაქრისტიანებაც შევძელით.
ცერემონიალის დასასრულს ეპისკოპოსმა მელქისედეკმა განაცხადა, რომ ამიერიდან საზღვრისპირა სოფლებისთვის მოძღვარი გამოიყოფა და წირვა-ლოცვა ინტენსიურად აღევლინება. /ქიზიყი/
ილია მარტყოფლიშვილი
თამილა გურაშვილი
22.04.2010
ბექა გონაშვილი: თუ ცხვარს წელსაც არ ავცრით, მომავალ წელს, შეიძლება ეპიდემიაში ამოვყოთ თავი
გონაშვილი აცხადებს, რომ ვაქცინაცია ცხვრებში უახლოეს 10-14 დღეში უნდა ჩატარდეს, ვიდრე ცხვარს მთაში გარეკავენ.
"მეორე წელია საქართველოში აცხადებენ, რომ თუქულის ფაქტები არ დაფიქსირებულა და ამ მოტივით არ ხდება ცხვრების გეგმიური ვაქცინაცია. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, წელს მხოლოდ საზღვრისპირა რაიონში, კერძოდ ნინოწმინადაში აპირებენ აცრების ჩატარებას", - აცხადებს გონაშვილი.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სპეციალისტებმა განუმარტეს, ნინოწმინადაში ცხვარი უკვე საძოვარზეა გარეკილი და ვაქცინაციის ჩატარების შემთხვევაში მისი ეფექტი მინიმალური იქნება.
თავის მხრივ, გონაშვილი აღნიშნავს, რომ, ვაქცინაცია თურქულზე ყველა ცხვარს უნდა ჩაუტარდეს და ამ შემთხვევაში კრიტერიუმის შერჩევას იმის მიხედვით, რომ თითქოს მხოლოდ საზღვრიდან შეიძლება ეპიდემიის შემოსვლა არასწორად მიიჩნევს.
"ვაქცინაცია თუ წელსაც არ ჩატარდა და ღვთის ნებით, მშვიდობიანად გადავრჩით, ძნელია იმის პროგნიზირება რა გველოდება მომავალი წლისთვის", _ აცხადებს მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე.
გონაშვილი აცხადებს, რომ იმ გარემოების გათვალისწინებით, როდესაც ქართული ცხვრის ექსპორტით მრავალი ქვეყნა დაინტერესდა და მხოლოდ გასულ წელს ქვეყნიდან 266 244 ცხვარი გავიდა, ამ საკითხს ფაქიზი დამოკიდებულება სჭირდება.
"იმ შემთხვევაში თუ სათანადო პრევენციას არ ექნა ადგილი და თუქულის ფაქტი დაფიქსირდა, საერთაშორისო კანომდებლობის მიხედვით, ორი წლის განმავლობაში ჩვენ ექსპორტს ვერ განვახორციელებთ. ჩემთვის უცნობია, თუ რა უშლის ხელს გეგმიური ვაქცინაციის ჩატარებას _ უსახსრობა თუ სხვა რამ, მაგრამ დაბეჯითებით ვიტყვი, რომ ეს არის ძალინ მნიშვნელოვანი საკითხი ქვეყნისთვის", - აცხადებს "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში გონაშვილი და დასძენს, _ "ის, რომ შარშან თუქულის ფაქტი არ გამოვლენილა არ იძლევა იმის დაბეჯითებით მტკიცების საფუძველს, რომ ცალკეული შემთხვევები არ შეიძლება არსებობდეს. შარშან არ ავცერით, წელს არ ავცრით და მომავალ წელს, შეიძლება ეპიდემიაში ამოვყოთ თავი".
გონაშვილი აღნიშნავს, რომ პარალელურად იზრდება იმ ქვეყნების რაოდენობა, რომელებიც ქართული ცხვრის ექსპორტით არიან დაინტერესებულნი და ამ შემთხვევაში საკითხისადმი დამოკიდებულება ადეკვატური უნდა იყოს.
"ჯი-ეიჩ-ენის" კითხვაზე თუ ამ დრომდე რატომ არ დაიწყო ვაქცინაცია, გონაშვილი კონკრეტულ პასუხს ვერ ასახელებს და აცხადებს, რომ დაზუსტებული ინფორმაცია მასაც არ გააჩნია.
გონაშვილი უკმაყოფილებას გამოთქვამს, იმის გამო რომ რაიონებში ერთი ვეტერინარის მეტი არ არის და აცხადებს, რომ აღნიშნული გარემოება სწორი სტატისტიკის წარმოებასაც უშლის ხელს.
"ჩვენი ცხვრები შარშან არავის აღურიცხავს, არავინ იცის რამდენი გავყიდე, რამდენი შემომემატა, რამდენი დაეცა, ასეა სხვებთან მიმართებაშიც, ამიტომ არსებული სტატისტიკა არარეალურია", - აცხადებს მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე და დასძენს, - "ცალკეული შემთხვევებისას ვეტერინარის გამოძახებას, თუ საქმე რაიმე მძიმე შემთხევასთან არ გვაქვს, აზრი არ აქვს. ერთ რაიონს ერთი ვეტერინარი ემსახურება და შესაბამისად გასაგებია, რომ მას ყველა შემთხვევებზე რეაგირება გაუჭირდება".
შეგახსენებთ, რომ შინაური ცხოველების ცალკეულ სახეობებში გეგმიური ვაქცინაცია გასული წლის დეკემბერში ჩატარდა, რასაც სპეციალისტები არაკვალიფიციურ ქმედებად აფასებენ. "სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახური", მიზეზად ვაქცინის გვიან მიღებას ასახელებს, თუმცა აცხადებს, რომ ვაქცინაცია დადგენილ ვადებში ჩატარდა.
P.S. - ბექა გონაშვილი დედოფლისწყაროს ექს-მაჟორიტარის ბეჟან (ბაჩუკი) გონაშვილის ვაჟი გახლავთ. /GHN/kaxetihttp://www.blogger.com/profile/16205686813337205022noreply@blogger.com0tag:blogger.com,1999:blog-1178870730940409759.post-16713745632982851632010-04-21T01:00:00.000-07:002010-04-21T01:03:16.947-07:00უპატრონო სოფელი საკუთარი თავის პატრონობას იწყებსრა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს ფიროსმანის ცალკე ტერიტორიულ ორგანოდ ჩამოყალიბებას?
სოფელი ფიროსმანი სამთაწყაროს თემს გამოეყო და სოფლის სტატუსი მიიღო. ეს დაახლოებით რვაასამდე ფიროსმანელის სურვილი და მოთხოვნა იყო, რადგან ერთმანეთისგან თორმეტი კილომეტრით დაშორებული ორი სოფლის ერთ თემად არსებობა ბევრ სირთულეს ქმნიდა. ფიროსმანელებს იმედი აქვთ, რომ გამოყოფის შემდეგ უფრო უკეთ და ადვილად მოაგვარებენ იმ პრობლემებს, რომელიც ამ სოფელშია დაგროვილი.
იმ ადგილზე, სადაც ახლა ფიროსმანია, რამდენიმე ათეული წლის წინ ტრიალი მინდორი და ტყე იყო. ალაზნისპირა დასახლება მას შემდეგ გაჩნდა, რაც აჭარიდან კახეთში ეკომიგრანტების გადმოსახლება გადაწვიტეს. მთიანი აჭარიდან კახეთში ჩამოსახლებულ ოჯახებს დაახვედრეს ორსართულიანი სახლები და დაასაქმეს იმდროინდელ კოლმეურნეობაში. მაშინ სოფელში პირობები დამაკმაყოფილებელი იყო და შემოსავალიც იმდენად კარგი ჰქონდათ, რომ იმაზე არც კი უფიქრიათ, რამდენად მოწყვეტილი იყო სოფელი დანარჩენ საქართველოს და აქ მარტო დარჩენილებს რამდენი პრობლემა დაუგროვდებოდათ, რა რთული იქნებოდა საკუთარი პრობლემების მიტანა ხელისუფლებამდე. ათ წელზე მეტია, მათი ყურძენი გაუფასურდა. მათთვის ყოველი რთველი ბრძოლას ჰგავს. შემდეგ კი სარწყავი სისტემაც გაფუჭდა და ზოგი ვენახი თვითონ გახმა, ზოგიც გლეხებმა საკუთარი ხელით გადაჭრეს.
სოფელი ფიროსმანი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარეობს. რაიონული ცენტრიდან 50 კილომეტრითაა დაშორებული. ფიროსმანამდე უნდა გაიარო შირაქის ველი, ქედის სოფლები და სოფელი სამთაწყარო. სოფლიდან, თითქმის ერთ კილომეტრში, მდინარე ალაზანია და აზერბაიჯანის საზღვარი. აქვე სასაზღვრო პოლიციის საგუშაგოც არსებობს.
ოთარ ხოზრევანიძე, სოფელ ფიროსმანის რწმუნებული:
“სოფელი ძალიან მოშორებულია რაიონულ ცენტრს, ამიტომ მოსახლეობას უძნელდება ყველა დოკუმენტზე და ცნობაზე იქ სიარული. სამთაწყაროშიც უჭირდათ წასვლა, ამიტომ იძულებულები არიან, ვინც რაიონში ამოდის, მას დააბარონ წამლები და პროდუქტი, რადგან მათთან ყველაფერი გაცილებით ძვირი ღირს. საწვავიც ყოველთვის ხუთი–ათი თეთრით მეტი ღირს, რადგან იქ არსებული მაღაზიები ცდილობენ ისარგებლონ იმით, რომ კონკურენტები არ ჰყავთ და ძვირად გაყიდონ ყველაფერი.”
სოფელს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, როგორც საზღვრთან მდებარეს, ამიტომ აქ ოჯახების დაკავება და პირობების შექმნა სახელმწიფოსთვის, წესით, ნომერ პირველი პრიორიტეტი უნდა იყოს.
ლევან სურმანიძე, ფიროსმანის მკვიდრი:
“ვერ დავემდურებით მესაზღვრეებს. კარგად გვექცევიან. ცდილობენ, რომ ყურადღება გამოიჩინონ, დაგვეხმარონ. რაც ეს საგუშაგო გაკეთდა, აღარ ხდება ქურდობები. ადრე საქონელი ალაზანს გაღმა გადაყავდათ ხოლმე და იკარგებოდა. თუ საქონელი საზღვარს გადასცდებოდა, დაკარგულად ითვლებოდა. სასაზღვრო პოლიცია ცდილობს, რომ მსგავსი ფაქტები აღარ მოხდეს. პოლიცია რეგულარულად პატრულირებს”.
“ახალი 7 დღე” შეხვდა ფიროსმანელებს და მათი პრობლემებით დაინტერესდა. ისინი ძალიან ცოტას ითხოვენ სახელმწიფოსგან: სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას, სოფლამდე მისასვლელი გზის შეკეთებას და სოფლისთვის საძოვრის გამოყოფას, აფთიაქის გახსნასაც, რადგან ეს მხოლოდ ფიროსმანისთვის კი არა, სამთაწყაროსა და საბათლოსთვისაც ძალიან დიდი შეღავათი იქნება. მართალია, სოფელი საბათლო დაახლოებით 25 კილომეტრით არის ფიროსმანისგან დაშორებული, სამთაწყარო კი 12 კილომერტით, მაგრამ ეს სამი სოფელი მაინც ერთმანეთის მეზობელად ითვლება, ალაზნის ჭალის მასშტაბით.
სოფლიდან მიგრაცია ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ თითქმის ყველა ოჯახიდან რამდენიმე წევრია წასული ბათუმში ან თბილისში სამუშაოს საძებნელად, რადგან აქ, სოფლის მეურნეობის გარდა, სხვა პერსპექტივა არ არსებობს. ახლა კი აქედანაც აღარ არის შემოსავალი, რადგან სარწყავი სისტემა დაინგრა. სამთაწყაროდან ფიროსმანისკენ მომავალი სარწყავი სისტემა გაიძარცვა და ფიროსმანის ვენახები და ბაღჩეული, უკვე სამი წელიწადია, აღარ ირწყვება.
ნინო ჭაბაშვილი
/7 დღე/kaxetihttp://www.blogger.com/profile/16205686813337205022noreply@blogger.com0tag:blogger.com,1999:blog-1178870730940409759.post-12232261117141190852010-04-20T10:59:00.000-07:002010-04-20T11:15:34.629-07:00რითი მოხიბლა მეუღლემ წყალკანალის ახალგაზრდა შეფი და როგორია მისი ადამიანური მხარეები?!ქიზიყი თავისი მკითხველისთვის დედოფლისწყაროელი ჩინოსნების სხვა კუთხით გაცნობას კვლავაც განაგრძობს. ამჯერად ჩვენს ა-პოლიტიკურ კითხვებს სოფელ ზემო მაჩხაანის მკვიდრი, ამავე სოფლის ყოფილი რწმუნებული და ამჟამად დედოფლისწყაროს წყალკანალის უფროსი, გიორგი ბენაშვილი უპასუხებს. ბენაშვილი კარგი რეპუტაციით ხასიათდება. ქიზიყის კორესპონდენტთან საუბრისას ის განსაკუთრებით გულწრფელი იყო. ახლახან, ის მეორე შვილის მამა გახდა, ამჯერად კი ბენაშვილის ოჯახს გვარის გამგრძელებელი შეემატა. ინტერვიუ სწორედ ოჯახის გაცნობით დავიწყეთ.
გიორგი ბენაშვილი: ,,დავიბადე 1979 წლის 29 ივლისს, ვარ დაოჯახებული. მეუღლე გახლავთ ეკა ბენაშვილი. მყავს ორი შვილი თამარი და პატარა შენგელი.
--რა თვისებებით შეძლო მეუღლემ თქვენი მოხიბვლა?
-- ყველაფერი იმით, რაც ჩემს პიროვნებას ახასიათებს. რადგან ახლა ის უკვე ჩემს გვერდით არის, გამოდის, რომ ყველა კუთხით დაიმსახურა ჩემი ყურადღება.
-- თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია ქალის ჩაცმულობა და თქვენ თუ ანიჭებთ მნიშვნელობას მანდილოსნების სამოსს?
-- რა თქმა უნდა... მიმაჩნია, რომ ქალს აუცილებლად ის უნდა ეცვას, რაც მას უხდება. დახვეწილ ჩაცმულობას ძალიან ვაფასებ.
-- როგორი ხართ შინ და გარეთ, ანუ რა ხასიათობრივი ცვლილებებია ამ დროს?
-- მინდა გითხრათ, რომ ხასიათობრივი ცვლილებებით მე დიდად არ გამოვირჩევი... ამიტომ ძირითადად, სახლშიც და გარეთაც თითქმის ერთნაირი ვარ... დიდ სხვაობას ვერ ვხედავ...
-- რა განათლება გაქვთ და თქვენი საქიანობა რამდენად განიჭებთ სიამოვნებას?
-- დამთავრებული მაქვს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემია. სამი წლის მანძილზე ვმუშაობდი სოფელ ზემო მაჩხაანის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულად. ამჟამად უკვე ოთხი თვეა, შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დედოფლისწყაროს სერვის-ცენტრის მენეჯერად ვმუშაობ. მიმაჩნია, რომ ჩემი საქმიანობით ხალხი უნდა იყოს კმაყოფილი. მადლიერი მოსახლეობის დანახვა კი ცხადია მეც მომანიჭებს კმაყოფილებას.
-- ვიცი, რომ ძალზე ქველმოქმედი ხარ... რა გრძნობა გეუფლებათ, როდესაც ვინმეს ეხმარებით?
-- ამის სიტყვებით გადმოცემა ძნელია. ქველმოქმედება დიდი ბედნიერება და მადლია. როცა გაჭირვებულ ადამიანებს დახმარების ხელს ვუწვდი, ეს მე უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს.
-- ხართ თუ არა გურმანი და რამდენად მიმართავთ ხოლმე დიეტას?
--(იცინის) გურმანი ნამდვილად ვარ, დიეტას კი შეძლებისდაგვარად ვიცავ-ხოლმე...
-- რა გიტაცებთ ყველაზე მეტად, რა არის თქვენი ჰობი?
-- რაც შეეხება ჩემს ჰობს, მე უფრო მეტად სპორტს გამოვარჩევდი.
-- რამდენად ხშირად უსმენთ, ან გიყვართ თუ არა მუსიკა?
-- ცხადია ძალიან მიყვარს. მუსიკა რომ არ უყვარდეს, ასეთი ადამიანი, ალბათ, არ არსებობს...
-- საინტერესოა, რაზე ოცნებობთ?
-- თავისუფალი დრო ალბათ იშვიათად გაქვთ, საინტერესოა, ასეთ შემთხვევაში რას აკეთებთ-ხოლმე?
-- ძირითად დროს ჩემს მეგობრებთან ვატარებ, თუმცა სამწუხაროდ, თავისუფალი დრო უკვე იშვიათად მაქვს...
-- ადამიანში ყველაზე მეტად რა თვისება მოგწონთ?
-- განსაკუთრებით ვაფასებ თავმდაბლობას და სიკეთის გრძნობას.
-- რამდენად იცავთ 10 მცნებას და რამდენად აქტიური მორწმუნე ხართ?
-- მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ათი მცნება დავიცვა. უცოდველი არავინ არ არის, ეკლესიაში ხშირად დავდივარ...
-- მანდილოსნის სილამაზის განმსაზღვრელად შინაგან სამყაროს უფრო ანიჭებთ უპირატესობას, თუ გარეგნულ მხარეს?
-- პირველ რიგში მისი სულიერება მიმაჩნია. რა თქმა უნდა, გარეგნობითაც სასიამოვნო უნდა იყოს.
-- საკუთარი თავი წინაპრებს რომ შეადაროთ, რა განსხვავებებს ხედავთ თქვენს შორის?
-- ადრე სხვა ცხოვრება იყო, ახლა სულ სხვაა. ვცდილობ, წინაპრების კვალს გავყვე, რადგან მიმაჩნია, რომ მათ ცხოვრება ღირსეულად გაატარეს.
-- მატერიალურად ხართ თუ არა ვინმეზე დამოკიდებული?
-- არა, მატერიალურად არავისზე არ ვარ დამოკიდებული. ვცდილობ ყველაფერს ჩემი შრომით მივაღწიო. ამისთვის კი არავითარ ფიზიკურ შრომას არ ვთაკილობ!
-- რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?
-- ვგეგმავ, რომ ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი დედოფლისწყაროში წყალმომარაგების საკითხის გაუმჯობესებისთვის გამოვიყენო...
ესაუბრა
თამილა გურაშვილი
,,იმ ფონზე, როცა დედოფლისწყაროში გაუდაბნოების საფრთხე ყველაზე მეტად გამოიკვეთა და მის შესაჩერებლად გერმანელი სპეციალისტებიც ჩამოჰყავთ, აქვე ჩვენს გვერდით არიან ადამიანები, რომელთაც ტყეების მოვლა ევალებათ, მაგრამ საპირისპიროს აკეთებენ და ამით ფულს შოულობენ. ოზაანელები ერთხმად მოითხოვენ, გამოვლინდეს დამნაშავე, გაიშიფროს მათი სამოქმედო სქემა და ყველა საკადრისად დაისაჯოს. სოფელში ყველა გეტყვით, რომ მამუკა ლეკაშვილს მაზმიშვილი მფარველობს და ფულის კეთების წყაროს მიაგნეს... ასეთი განუკითხაობა არ უნდა ხდებოდეს, - აცხადებს ოზაანის მკვიდრი ნუგზარ კოხტაშვილი. იმავე აზრს იზიარებს სოფლის მცხოვრებთა უმრავლესობა.
მოსახლეობის ბრალდებები და არგუმენტები გაზეთმა ქიზიყმა სიღნაღი-დედოფლისწყაროს სატყეო უბნის უფროსს პეტრე მაზმიშვილს გააცნო, კომენტარი სთხოვა და პოზიციის დაფიქსირების საშუალება მისცა. უნდა აღინიშნოს, რომ მაზმიშვილი დასმულმა კითხვებმა ძალზე აღაშფოთა:
პეტრე მაზმიშვილი: ,,ჩამოსულნი იყვნენ გარემოს დაცვის ინსპექციის კახეთის ბიუროს თანამშრომლები, აღრიცხეს ე.წ. გედიქიდან დატაცებული ხე-ტყე და მასალები შესაბამის ორგანოებს გადაუგზავნეს. ახლა უკვე ველოდებით რეაგირებას. სხვა ჯერ ვერაფერს გეტყვით.
-- ადგილობრივები აცხადებენ, რომ თქვენ მფარველობთ და თქვენი წყალობით ახდენს ხეების განადგურებას, ამაზე რა კომენტარს გააკეთებთ?
-- ასე ბევრ რამეს იტყვიან... მაგრამ, მთავარი ისაა, რომ ყველაფერს ფაქტებით დადასტურება სჭირდება. თქვენ ახლა შეურაცხმყოფთ. ძალიან გთხოვთ, თავი ცუდად ვიგრძენი და შეურაცხყოფას ნუ მაყენებთ... გარიგება რას ქვია, ახლა ვერაფერს გეტყვით... ვინ არის თქვენი გაზეთის რედაქტორი??? ან, ვერ გავიგე, თქვენ ვინ ხართ საერთოდ?...
-- რამდენჯერ დაგიკონკრეტეთ, ბატონო პეტრე, ინტერნეტ-გაზეთ ქიზიყის კორესპონდენტი გირეკავთ. შეურაცხყოფას ჩვენ კი არ გაყენებთ, მოსახლეობის აზრი გაგაცანით. ასეთ ბრალდებებს აყენებენ ოზაანელები თქვენი მისამართით და ეს შეურაცხყოფა რატომ არის? ჩვენ ვალდებული ვართ, საგაზეთო მასალა ცალმხრივი რომ არ იყოს, თქვენი პოზიციაც დაგვეფიქსირებინა და ამიტომ გკითხეთ აზრი...
-- ეხლა რა გითხრათ, ერთ კვირაში დედოფლისწყაროში გამოვალ, თქვენც და თქვენს რედაქტორსაც შეგხვდებით და იქ ვისაუბროთ... ახლა სხვა ვერაფერს გეტყვით... არა, არა... მერე დავილაპარაკოთ... (ტელეფონი გაგვითიშა).
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს პრეს-სამსახურში გაზეთ ქიზიყს დაპირდნენ, რომ საკითხს გაარკვევენ და კომენტარს უახლოეს მომავალში გააკეთებენ.
დედოფლისწყაროს სატყეო უბანში არსებულ განუკითხაობას ქიზიყი აქტიურად მიადევნებს თვალყურს და აუცილებლად დაინტერესდება თუ რა დასკვნას დადებენ შესაბამისი უწყებები. თუ ვის მოუწევს ჩადენილი უკანონობის გამო პასუხისგება ამას თავდაპირველად სწორედ ქიზიყის მკითხველი შეიტყობს. ამჯერად სიტყვა საგამოძიებო ორგანოებს ეკუთვნით. /ქიზიყი/ 20.04.2010
თამილა გურაშვილი; ილია მარტყოფლიშვილიkaxetihttp://www.blogger.com/profile/16205686813337205022noreply@blogger.com0tag:blogger.com,1999:blog-1178870730940409759.post-46072160679215141142010-04-18T01:25:00.000-07:002010-04-18T01:57:35.063-07:00რამდენ ხანში ეყოლება დედოფლისწყაროს პირველი ლედი და როგორია ლევან ბაღაშვილის ადამიანური მხარეებიმშვილდოსანს ფაქიზი შეგრძნებები აქვს. აღმერთებს გემრიელ საჭმელებს, კარგ სასმელებს, მუსიკას, ხელოვნების ნიმუშებს, ბუნებას და ა.შ. მშვენიერი მეგობარია, პირდაპირი და გულღია. მის მიერ წარმოთქმული სიტყვები წრფელი გულითაა ნათქვამი - ასტროლოგიური პროგნოზის მიხედვით, ასეთია მშვილდოსანის ნიშნის ქვეშ დაბადებულთა დახასიათება.
სწორედ ამიტომ, ინტერნეტ-გაზეთმა ქიზიყმა გადაწყვიტა გამგებელი სულ სხვა კუთხით გაგაცნოთ.
ლევან ბაღაშვილი: ,,დედოფლისწყაროში დავიბადე 1978 წლის 13 დეკემბერს და აქვე გავიზარდე. ამდენად, მშობლიური რაიონის კეთილდღეობა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია.
-- როგორც წარმატებული ახალგაზრდა, როგორ ფიქრობთ, რა განსაზღვრავს მეტწილად თქვენს წარმატებას?
-- სახელმწიფო სამსახურში მუშაობა მესამე კურსიდან დავიწყე. ჩემი პირველი სამსახური კახეთის რეგიონულ ხაზინაში იყო. პარალელურად მიმუშავია როგორც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოში, ასევე საგადასახადო ინსპექციაში. საკრებულოში ვიყავი ქალაქ დედოფლისწყაროს მდივანი და ბოლო მოწვევის საკრებულოში გახლდით ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ქალაქის მაჟორიტარი.
-- როდის ამბობთ - არასოდეს???
-- სხვათაშორის, ძალიან ხშირად... არსებობს პრინციპები, რომელსაც არ ვღალატობ! ამის გამო ხშირად ვეუბნები ჩემს თავს - არასოდეს!
-- ნანობთ რამეს?
-- რა თქმა უნდა... ცხოვრება სიურპრიზებითაა სავსე და მოულოდნელობებით გვანებივრებს...
-- საინტერესოა, რას ნიშნავს თქვენთვის ქართველობა?
-- ქართველობა ჩემთვის სიამაყეს ნიშნავს. დიდებული ისტორიის, ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ. საქართველო ისეთი გმირების დანატოვარი ქვეყანაა, რომ ქართველობით რომ არ იამაყო არ შეიძლება...
-- საყვარელი წიგნი ან მუსიკალური მიმდინარეობა თუ შეგიძლიათ გამოყოთ...
ყველა ჟანრს მეტ-ნაკლებად პატივს ვცემ, ასე რომ, ვერცერთს ვერ გამოვარჩევ...
-- რაზე ოცნებობს ლევან ბაღაშვილი?
-- ჩვენი ქვეყანა ფეხზე მყარად იდგეს და რაც ყველაზე მთავარია იყოს ერთიანი და გამთლიანებული... ესაა ჩემი ოცნება, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ მალე ასრულდება.
-- ქართული ან უცხოური სამზარეულოდან რომელ კერძს ანიჭებთ უპირატესობას?
-- ტრადიციული ქართული კერძებიდან ყველაფერს პატივს ვცემ, გამორჩევა გამიჭირდება.
-- განცდილი უდიდესი სიხარული...
სიხარული ბევრჯერ განმიცდია, მაგრამ ძმიშვილი რომ შემეძინა, ჩემთვის ეს იყო ყველაზე დიდი სიხარული...
-- რომელი ქართველი მომღერლის შემოქმედებას სცემთ პატივს?
-- ყველაზე მეტად ქართულ ხალხურ სიმღერებს გამოვარჩევ...
-- განსაკუთრებით რა თვისებას აფასებთ ადამიანში?
-- საინტერესოა, ეყოლება თუ არა დედოფლისწყაროს სულ მალე პირველი ლედი... თქვენს უახლოეს გეგმებში ოჯახის შექმნა შედის თუ არა?
-- სიმართლე გითხრათ, ახლო მომავალში, ჯერ ოჯახის შექმნაზე არ ვფიქრობ... ამ ეტაპზე ჯერ სხვა გეგმები მაქვს.
-- თუ საიდუმლო არ არის, როგორი სტილის მანდილოსნები მოგწონთ? მკითხველს ალბათ ძალიან აინტერესებს, როგორი გოგონა მიიპყრობს თქვენს ყურადღებას...
-- აუცილებლად უნდა იყოს ზრდილობიანი, სასიამოვნო გარეგნობის და რაც ყველაზე უმთავრესია ერთგული...
-- ბედნიერი ხართ?... ,,ბედნიერება არის შესრულებული მოვალეობებით დამშვიდება სულისაო - ეთანხმებით ნიცშეს?...
-- ცხადია, ნიცშეს ვეთანხმები... ერთ-ერთი მომენტი ესეც არის. ღმერთმა შექმნა ადამიანი, რომელსაც ცალკეული ვალდებულებები აკისრია და თავისთავად მოვალეობების შესრულება ყველა ადამიანს ბედნიერებას ანიჭებს.
-- ქართულ ჟურნალისტიკაზე რას გვეტყვით...
-- თუ გრჩებათ თავისუფალი დრო და რითი ხართ ამ დროს დაკავებული?
-- მინდა გითხრათ, რომ ასეთი მომენტები ბოლო დროს გაცილებით იშვიათად მაქვს ხოლმე. ძირითად დროს მეგობრებთან ვატარებ...
-- ტელევიზორის საყურებლად რამდენად იცლით-ხოლმე და საინტერესოა, რა ტიპის გადაცემებს უყურებს ლევან ბაღაშვილი?
-- თავისუფალ დროს თუ გამოვნახავ, ვცდილობ ტელევიზორსაც დავუთმო დრო. სიმართლე გითხრათ, უფრო საინფორმაციო გამოშვებებს ვუყურებ ხოლმე.
-- რა გეგმები გაქვთ უახლოეს მომავალში?
-- ახლო მომავალში ჩვენი რაიონისთვის ისეთი სასიკეთო საქმეების კეთებას ვგეგმავ, რომელიც წაადგება როგორც დღევანდელ, ისე მომავალ თაობებს...
ესაუბრა
თამილა გურაშვილი
18.04.2010kaxetihttp://www.blogger.com/profile/16205686813337205022noreply@blogger.com0tag:blogger.com,1999:blog-1178870730940409759.post-23052178302865690652010-04-16T10:07:00.000-07:002010-04-16T10:14:08.772-07:00დედოფლისწყაროს ბიუჯეტს 1 მილიონ 057,300 ლარის ტრანსფერი დაემატადედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 057,300 ლარი დაემატა, რამაც ცვლილებები გამოიწვია.
როგორც დედოფლისწყაროს გამგეობაში გაზეთ ქიზიყს განუცხადეს, აქედან გზების რეაბილიტაციაზე 46,200 ლარი დაიხარჯება, წყლის სისტემის რეაბილიტაციაზე 298 100, მრავალსართულიანი კორპუსების სახურავების შესაკეთებლად 297 ათასი, ურბანული ტერიტორიის კეთილმოწყობაზე 89 900 ლარი.
მუნიციპალიტეტის გამგებელი ლევან ბაღაშვილი ამბობს, რომ სანიაღვრე არხებისა და საკანალიზაციო სისტემაზე 46 ათასი ლარი დაიხარჯება. მინი სპორტული მოედნების მოსაწყობად კი 157 700 ლარი.
ამას გარდა, სარეზერვო ფონდიდან 6 500 ლარი გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაემატა, გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის მიერ სპეციალური პროექტების განსახორციელებლად დედოფლისწყაროს ბიუჯეტში 90 ათასი ლარი ჩაირიცხა. /ქიზიყი/ 16.04.2010
საზღვრისპირა სოფლების მოსწავლეები გარემოს დაცვით კონკურსში მონაწილეობისთვის ემზადებიან
კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის ორგანიზებით დედოფლისწყაროში რამდენიმე პროექტი ხორციელდება. CENN-ის სამიზნე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საზღვრისპირა სოფლები გახლავთ. მათი ყურადღების ცენტრში ამჯერად საბათლო, ფიროსმანი, სამთაწყარო და ქვემო ქედი მოექცა.
პარასკევს დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრის საკონფერენციო დარბაზში CENN–ის კახეთის წარმომადგენელმა კახა სუხიტაშვილმა კლიმატის ცვლილების საკითხებზე ამომწურავად ისაუბრა. შეხვედრას ხსენებული სოფლების მოსწავლეები და მათი პედაგოგები ესწრებოდნენ. გლობალური დათბობის შესახებ ადგილობრივების ინფორმირების გარდა, ხსენებული შეხვედრა მიზნად ისახავდა საზღვრისპირა სოფლების სკოლის მოსწავლეთა სპეციალურ კონკურსში ჩართვას, რომელიც 22 აპრილს დედამიწის დღეს მიეძღვნება.
სუხიტაშვილმა ვრცელი პრეზენტაციის შემდეგ, კონკურსის პირობები განმარტა და მოსწავლეები ორგანიზაციის ცენტრალურ ოფისში კონკურსში მონაწილეობისთვის მიიწვია. თითეულ სკოლას დაევალა კლიმატის ცვლილების საკითხებზე ორიგინალური სლაიდი მოამზადონ, რომელსაც 22 აპრილს კონკურსზე გარემოს დაცვისა და განათლების მინისტრების თანდასწრებით თავადვე წარადგენენ. როგორც სუხიტაშვილმა განმარტა, იმავე დღეს მოსწავლეთაგან მხოლოდ 1 გამარჯვებული გამოვლინდება, რომელიც საინტერესო სიურპრიზით დასაჩუქრდება.
შეხვედრას ესწრებოდნენ დედოფლისწყაროს გამგეობის აპარატის არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სპეციალისტი თეა ლეკაშვილი, გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი ანა ბენაშვილი და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი მარინე მეხრიშვილი. /ქიზიყი/
ილია მარტყოფლიშვილი 16.04.2010kaxetihttp://www.blogger.com/profile/16205686813337205022noreply@blogger.com0tag:blogger.com,1999:blog-1178870730940409759.post-37029725553114832872010-04-15T08:14:00.000-07:002010-04-15T08:59:44.850-07:00დედოფლისწყაროში გაზეთ ,,სპექტრის`` ნომერი დაიბლოკაკახეთის რეგიონული გაზეთი სპექტრი საგანგებო განცხადებას აქცეყნებს და დედოფლისწყაროში შექმნილ დაბრკოლებაზე ამახვილებს ყურადღებას.
გაზეთ ,,სპექტრის~ 8_14 აპრილის #6 (272)-ში გამოქვეყნდა სტატია სათაურით: `სიღნაღს იქითაც საქართველოა~, რომელშიც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ზემო ქედის, ქვ. ქედისა და არხილოსკალოს მკვიდრი მოსახლეობის პრობლემები იყო განხილული. აქცენტი კეთდებოდა გამგებლის პირველი მოადგილის, ამჟამად სოფელ წითელწყაროს დეპუტატობის კანდიდატის გელა თეთრაულისა და დედოფლისწყაროს მაჟორიტატი დეპუტატის ავთო ლეკაშვილის მოსახლეობასთან დამოკიდებულების შესახებ.
,,გაზეთი ქსელში ს.ს. `საქ-პრესის~ საშუალებით 8_9 აპრილს უნდა შესულიყო, თუმცა როგორც დედოფლისწყაროდან მკითხველებმა შეგვატყობინეს, `სპექტრი~ საგაზეთო ჯიხურში ვერ შეიძინეს. როგორც საქ_პრესის განაწილების სამსახურში აგვიხსნეს, გაზეთი ქსელში ჩვეულებისამებრ შევიდა.
დედოფლისწყაროს საგაზეთო ჯიხურების გამყიდველები კი ამბობენ, რომ `სპექტრის~ აღნიშნული ნომერი არ მიუღიათ, თუმცა მიზეზებს ვერ აკონკრეტებენ. რედაქციამ საკუთარი ძალებით მოახერხა გაზეთის გავრცელება ზემოჩამოთვლილ სოფლებში.
ჩვენ ვერ შევძელით დაგვედგინა ვინ იყო `სპექტრის~ დაბლოკვის ინიციატორი, თუმცა ერთი რამ ცხადია, რომ დამოუკიდებელი გაზეთის გავრცელების გაკონტროლებას დაინტერესებული პირები იოლად ახერხებენ. -– ნათქვამია სპექტრის რედაქციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ინტერნეტ-პორტალმა ქიზიყმა გადაწყვიტა სპექტრის მიერ მომზადებული და დაბლოკილი სტატია უცვლელად შემოგთავაზოთ და ინფორმაციული ვალუუმი ამ გზით შეავსოს
"სიღნაღს იქითაც საქართველოა"
სპექტრი. დილით ადრიანად ავტომანქანაში ვჯდებით და გეზს ვიღებთ მუნიციპალიტეტიდან საკმაოდ მოშორებით მდებარე სოფლებისკენ (ზემო ქედი, არხილოსკალო, ქვემო ქედი). გზა საკმაოდ გრძელი, დამღლელი და ძნელადსავალია, მაგრამ ვიცით, რომ საკმაოდ შრომისმოყვარე და უამრავი პრობლემით გადაღლილი ხალხი გველოდება. ისინი არც თუ ისე განებივრებულები არიან ჟურნალისტებისა თუ ხელისუფლების წარმომადგენლების ვიზიტებით. ჩვენს მიზანს წარმოადგენს უფრო ახლოს გავეცნოთ და გავიზიაროთ იქაური ხალხის ჭირ-ვარამი.
სოფელ ზემო ქედის ცენტრში მამაკაცები შეკრებილან და მასლაათობენ. მანქანას ვაჩერებთ, გადავდივართ და შეკრებილებს ვესაუბრებით. ისინიც თავიანთ მდგომარეობაზე უკმაყოფილებას გამოთქვამენ: "შვილო, აქ დაბადებული და გაზრდილი, 74 წლის კაცი ვარ, მაგრამ ამ ხნის მანძილზე ასეთი გაპარტახებული ზემო ქედი არასოდეს მინახავს. მე ჩემი წლები და ახალგაზრდობა გავლიე, საკმარისი ოფლიც ვღვარე, მაგრამ მომავალმა თაობამ რა ქნას? მუქთად დადიან, არაფერს აკეთებენ და გაიქცევიან საზღვარგარეთ, აბა რას იზამენ?! რომ გაიძახიან, ზემო ქედს წყალი აქვსო, წამოდით, თვითონ ნახეთ რა ხდება _ გათხარეს და მილები დაყარეს. მიწა გაჯიჯგნეს, მაგრამ ერთი წვეთი წყალი არ მოდის. დენზე კიდევ ისეთ დღეში ვართ, ამისთანა ქონას არქონა ჯობია. ხან ორი ლარით ზედმეტს გვახდევინებენ, ხან სამით. წინა თვეში კი თითო ოჯახს ზედმეტად 18 ლარი დაგვაწერეს. გვაინტერესებს, ასე რატომ იქცევიან, მაგრამ არავინ გვპასუხობს. ორმოში ვართ და ჩვენი არავის ესმის. ასე გვაბეჩავებენ, მთქმელი კაცი ყველას სძულს," _ ამბობს ზაქარია ქურციკაშვილი.
მას თანასოფლელებიც ეთანხმებიან და სხვა პრობლემებზე აგრძელებენ საუბარს. "იმას რატომ აღარ ამბობ, ორი ტრაქტორის იმედად რომ ვართ მთელი სოფელი? ახლაც ტრაქტორს ველოდებით. დილიდან საღამომდე აქ ვაღამებთ, რომ როგორმე რიგმა მოგვიწიოს და ნაკვეთი მოვახვნევინოთ," _ გვეუბნებიან გლეხები. ზაურ წიკლაურის თქმით, ისეთი დიდი სოფლისთვის, როგორიცაა ზემო ქედი 2 ტრაქტორი საკმარისი არ არის. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საგაზაფხულო სამუშაოები მიმდინარეობს. "პრეზიდენტი დასავლეთ საქართველოში, რომ არიგებს ტრაქტორებს, იმათ სჭირდებათ და ჩვენ არა? ამხელა ფართობებს დამუშავება არ უნდა? იქ რომ ხშირად ჩადის, აქაც ჩამოვიდეს და ნახოს როგორ ჩაკვდა სოფლის მეურნეობა. ყველა დარგი, რომ მოისპო რიღათი ვიარსებოთ? ჩვენი ცხვარ-ძროხა არაბებმა გაზიდეს და ხვალ-ზეგ შალის ნაწარმსა თუ ტყავს ათმაგ ფასში მოგვასყიდებენ, ესაა საქმე? დღესაც სიღნაღში ბრძანებულა მიშა, სიღნაღს იქითაცაა საქართველო. რაო, აქეთ ადამიანებად აღარ გვთვლიან? მოვიდეს და გვკითხოს რა გვიჭირს და რა გვილხინს," _ ამბობს ზაურ წიკლაური.
პრობლემებზე საუბრობს არხილოსკალოს მოსახლეობაც. მათ პრეტენზიები ძირითადად სოციალური სააგენტოს მიმართ აქვთ, თუმცა ტექნიკის სიმცირესა და საწვავის სიძვირესაც უჩივიან. "სოფელში წყალი კვირაში ერთხელ მოდის. მიუხედავად ამისა, უკმაყოფილო მაინც არ ვართ, რადგან ადრე ესეც არ გვქონდა. მართალია, სასმელად ვერ ვიყენებთ, მაგრამ საქონლის დასაწყურვებლად მაინც ხომ აღარ ვყიდულობთ? ტრაქტორები არ გვყავს, თუმცა, არც საწვავი გვაქვს თავზესაყრელი, სიძვირის გამო ვერ ვყიდულობთ. გახვალ ალაზანს გაღმა 90 თეთრი ღირს, აქეთ კიდევ ორ ლარს უტოლდება. ამის შემდეგ გამოვლენ და გვიმტკიცებენ მთავრობა სოფლის მეურნეობაზე და გლეხებზე ზრუნავსო, ლამის ყელში ამოვიდეს ამდენი ტყუილი. ამ მიწებს უქმად ვინ მოაცდენს, მაგრამ საშუალება არ არის რომ დავამუშავოთ. ასეთ დღეში მაგათ ჩაგვყარეს,"_ ამბობენ არხილოსკალოელები. გაჭირვებაზე საუბრობენ 80 წლის ეთერ უგუნარაშვილი და 78 წლის მარიამ საქიძეც. "დავბერდით და შვილები ხელს გვკრავენ _ უმუშევრად ვართ და ვერ შეგინახავთო. ჩვენი პენსია კი შეშის ფულად არ გვყოფნის, ყველაფერს "ცეცხლი უკიდია". ძალიან გვიჭირს. სიარულის თავი არ გვაქვს, რომ რაიონამდე ჩავიდეთ ნათესავებთან ვართ შეკედლებული. სოციალურ დახმარებას ვითხოვთ, აგენტები გვეუბნებიან მიიღებთო, მაგრამ უკვე თვეები გავიდა. გთხოვთ დაგვეხმაროთ, რომ ისეთი კომისია გამოგვიგზავნონ, რომელიც სამართლიანად შეგვამოწმებს."
გზა ქვემო ქედისკენ განვაგრძეთ, სადაც კიდევ უფრო გაუსაძლის ცხოვრებაზე გვიყვებიან. განსხვავება მხოლოდ ერთია _ აქ დენის და ტექნიკის პრობლემებს უგზობა და უწყლობა ემატება. "არავინ არაფერში გვეხმარება, არც გზა გვაქვს, არც წყალი და დენი. რაიონის ხელმძღვანელობა ჩამოდის, მაგრამ მაინც არაფერს აკეთებს. ადგილზე პრობლემის გადაჭრაც არ შეგვიძლია, რომ მივმართოთ ვის მივმართოთ? საჯარო რეესტრიდან ცნობა რომ დაგვჭირდეს წნორში უნდა წავიდეთ თურმე. მინდოდა პოლისი მაინც ამეღო, რომ შეღავათები მქონოდა, მაგრამ არ მაღირსეს. რომ მოვკვდები ეგ იქნება ჩემი პოლისი. ჩვენს იქით მამალი აღარ ყივის, დაღუპული ქვეყანა ვართ,~ _ ამბობს ქვემო ქედელი არსენა ბედოიძე. მძიმე პირობების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ პედაგოგებიც: "ოთხი წლის წინ სკოლაში 235 მოსწავლე გვერიცხებოდა, ახლა _ 118. ქვემო ქედში ოჯახი არ არის, რომ შვილი საბერძნეთში არ ჰყავდეს, ეს ყველაფერი კი არსებული პირობების გამო ხდება. გზა ჩვენ არ გვაქს, წყალი და გაზი ხომ ოცნებად გვექცა. შარშან პროექტით მხოლოდ გარე განათება გააკეთეს, მაგრამ უკეთესი იქნებოდა ამის ნაცვლად ჯერ გზის პრობლემა გადაეჭრათ. გვითხრეს ლამპიონებზე 30 000 გავხარჯეთო, მითხარით ამდენი თანხა რად უნდა გარე განათების აღდგენას? რომ გაიძახიან, სასაფლაო შემოვღობეთო, ტყუილია. ოთხი ფიცრისგან შეკრული საპირფარეშო გააკეთეს სასაფლაოზე და როგორც ამბობენ, ათასი ლარი გახარჯეს, გამოდის, რომ ყველაზე ძვირადღირებული საპირფარეშო გვაქვს სოფლის შუაგულში. უფრო წინა წლებში 80 ათასლარიანი სტადიონი გააკეთეს, მაგრამ ტრიალ მინდორზე მხოლოდ ბოძებია ჩაყრილი, რკინის წნულიც კი არ არის. ესაა სტადიონი? აი, ამის გამო გარბიან ახალგაზრდები სოფლიდან. სკოლა კი გაგვირემონტეს კაპიტალურად, მაგრამ რად გინდა? შენობაში რომ შევდივართ დუმილი გვაშინებს, ბავშვები აღარ არიან. გამგებლის მოადგილეს გელა თეთრაულს შევჩივლეთ: _ გვიშველეთ რამე, სოფელში აღარაფერი გვაქვს, ხომ არ დავიხოცებითო? გვითხრა, _ დაიხოცეთო. საჯარო მოხელე რომ ასე გიპასუხებს, ის ამ მთავრობის რეიტინგს მაღლა ასწევს? ჩვენი დეპუტატი ავთო ლეკაშვილი ნუღარ შეეცდება რამე გვთხოვოს, რადგან მეორედ აღარ ავირჩევთ. გზის გაკეთებას შეგვპირდა, შემდეგ კი შემოგვითვალა, გრეიდერის მოტანა ძვირი ჯდება და ვერ დაგეხმარებითო. დეპუტატი რომ ხალხს დაპირდება, სიტყვა არ უნდა გატეხოს, რადგან მის სიტყვას შემდგომში აღარავინ დაიჯერებს. ერთი გაკეთებული საქმე მაინც გვაჩვენოს! ნუ გეგონებათ, რომ ჩვენი პედკოლექტივი ოპოზიციურად არის განწყობილი და ასე იმიტომ ვსაუბროთ, ამ მთავრობამ ხომ იმედი გაგვიცრუა, მაგრამ არც ოპოზიციის გვჯერა," _ ამბობენ ქვემო ქედის საჯარო სკოლის პედაგოგები, თუმცა, ვინაობის დასახელებისგან თავს იკავებენ.
უგზობით შეწუხებულმა პედაგოგებმა ისიც აღნიშნეს, რომ მიკროავტობუსის მძღოლები ქვემო ქედის დაზიანებულ გზამდე არ ჩამოდიან და არხილოსკალოს ბოლო გაჩერებიდან ფეხით უწევთ სახლამდე მისვლა, არადა, თბილისის მარშრუტი ერთადერთი სამგზავრო საშუალებაა რაიონიდან სოფლამდე.
როგორც გავარკვიეთ, აღნიშნულთან დაკავშირებით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ლევან ბაღაშვილი საქმის კურსშია. მისი განმარტებით, ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მდგომარეობა სასიკეთოდ შეიცვალოს. "ტყუილია, როცა ამბობენ, რომ ზემო ქედში წყალი არ არის. ზემო ქედი და არხილოსკალო ნამდვილად გაწყლოვანებულია და თუ ხშირად ვერ მიეწოდებათ, ეს წყლის დებეტის ბრალია. რაც შეეხება ქვემო ქედს, იქ წყალი ჯერ არ შესულა, ეს სამომავლო პროექტებია. ელექტროენერგიის ზედმეტ გადასახადებზე კი გეტყვით, რომ დედოფლისწყაროს ენერგოდისტრიბუციის უფროსი ამის თაობაზე მკაცრად გავაფრთხილე, ჩანს კარგად ვერ გაიგო და კიდევ ვუსაყვედურებ. ქვემო ქედის გზაზე ჩვენც აქტიურად ვფიქრობთ, ვეძებთ გამოსავალს, რა უნდა გავაკეთოთ, რომ პროექტში ჩავსვათ. ნუ ჰგონია ხალხს რომ ჩვენ გულხელდაკრეფილები ვზივართ და არაფერს ვცდილობთ," - განაცხადა ლევან ბაღაშვილმა.
როგორ დაამარცხეს თბილისის გუნდი რეკორდული ანგარიშით და რა პერსპექტივა აქვთ ,,მიმინოს მორაგბეებს
სოსო შიოლაშვილი (მორაგბეთა გუნდ ,,მიმინოს~ მწვრთნელი): ,,გამგეობისგან ძალიან კმაყოფილი ვართ. ასეთი ყურადღება ჩემი მწვრთნელობის განმავლობაში არასოდეს ყოფილა. თითქმის 6 წელია, ამ რაიონში ვმუშაობ და ასეთი ხელშეწყობა საერთოდ არ გვქონია. შეიქმნა რაგბის განვითარების სახელმწიფო პროგრამა და ვითარება ამანაც გამოასწორა. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობამ კი ახალი სათამაშო ფორმები და მოედნის აღჭურვილობა შეგვიძინა. ბოლო დროს ჩვენი გუნდის ტრანსპორტირების ხარჯები საკუთარ თავზე მთლიანად მუნიციპალიტეტის გამგეობამ აიღო. სულ რაღაც ერთი წელია რაც ბიუჯეტიდან ხელფასები დაგვენიშნა, თორემ მანამდე თითქმის ენთუზიაზმზე ვმუშაობდით.
_ რამდენი სპორტსმენია დედოფლისწყაროში რაგბით დაკავებული?
_ მთლიანად რაიონში რაგბიზე 52 სპორტსმენი ირიცხება, რომლებიც 3 კატეგორიადაა დაყოფილი. 15-16 წლიანი ვაჟები საქართველოს ჩემპიონატის ბე-ლიგას თამაშობენ. ამ კატეგორიაში 22 მორაგბეა. შემდეგ მოდის 13-14-წლიანთა და ქვემოთ, საფესტივალო ასაკის გუნდები.
_ რა მიღწევები აქვთ მიმინოს მორაგბეებს?
_ გასული წლის ნოემბრიდან უფრო აქტიურად დავიწყეთ მზადება. ქალაქ რუსთავის მერიის მიერ ორგანიზებულ რაგბის ფესტივალზე, რომელიც რუსთავქალაქობას მიეძღვნა, რუსთავის მერიის თასი ავიღეთ. შემდეგ სეზონი დაიხურა და სულ ახლახან, 15 მარტიდან ისევ გაიხსნა. საქართველოს ჩემპიონატის ბე-ლიგის I ტურის მატჩზე 8 აპრილს დედოფლისწყაროს სტადიონზე თბილისის ყოჩები რეკორდული ანგარიშით 54 - 0 დავამარცხეთ. ახლა იმართება საქართველოს ჩემპიონატის ბე-ლიგის II ტური, სადაც თბილისის ლელო-ს შევერკინებით. სულ 15 ტური უნდა გაიმართოს.
_ თუ ვაჟები არ იზარმაცებენ, საშუალება გვექნება პირველი ლიგა ვითამაშოთ და შემდეგ ცხადია უმაღლესი ლიგა. აქ ჭაბუკური ასაკი მთავრდება და შემდეგ 18 წლის ასაკიდან დაშვებულია ახალგაზრდების კაცთა ლიგაში თამაში. მაგრამ, ეს უკვე დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული. რაც მთავარია, თაობა უნდა იყოს ქუჩას მოწყვეტილი და ჯანმრთელი. აი, ეს არის წარმატების საწინდარი.
_ ამბობთ, კონკრეტულად რომელიმე მოთამაშის გამოყოფა მიჭირსო, მაგრამ საინტერესოა, მაინც განსაკუთრებული აქტიურობითა და მიზანდასახულობით რამდენად ბევრი მორაგბე გამოირჩევა...
_ რაგბი გუნდური თამაშია. რაც გინდა ძლიერი იყოს მოთამაშე, თუ გუნდთან შეწყობილი არ არის და გუნდური პრინციპით, ერთიანი ძალებით არ თამაშობენ, ასე არაფერი გამოვა.
_ ვნახეთ, რომ საქართველოს ჩემპიონატის ბე-ლიგის I ტურის მატჩზე რეკორდული ანგარიშით 54-ით 0 გაანადგურეთ თბილისის გუნდი. მაშინ, როცა დედაქალაქში გაცილებით უკეთესი პირობებია მოსამზადებლად, ვიდრე რეგიონებში, საინტერესოა, როგორ შეძელით თბილისის გუნდის ასე დამარცხება?
_ გულით მოვემზადეთ და შედეგმაც არ დააყოვნა. საწვრთნელი შეკრება მოვაწყვეთ, რომელიც დამატებით ხარჯებს მოითხოვდა და ეს ადგილობრივი ბიუჯეტიდან არ იყო გათვალისწინებული. მიუხედავად ამისა, გამგეობამ ეს წვრთნები მთლიანად დააფინანსა და ასე რომ არ მომხდარიყო, ალბათ ასეთ კარგ შედეგს ვერ მივიღებდით.
_ გასაგებია, რომ კარგად მოემზადეთ, მაგრამ ასეთი რა განსხვავებული ტაქტიკით თამაშობდნენ დედოფლისწყაროელი მორაგბეები, რომ ამხელა სხვაობით გაიმარჯვეს?
_ ბავშვთა მომზადების ტექნიკური დონე მაღალია. გუნდი ორგანიზებულია და ამან გამოიწვია დედაქალაქის გუნდთან მაღალი ანგარიშით გამარჯვება. რაც მთავარია, სპორტსმენების მომზადება დიდი იყო. ამ მატჩზე აშკარა უპირატესობა პირველივე წუთებიდან აშკარა იყო. თავიდანვე მედგრად შეუტიეს, არაფრის საშუალება არ მისცეს და მოწინააღმდეგე წელში გაწყვიტეს. ასე, რომ გამგეობის რიგგარეშე ფინანსური დახმარება შეიძლება ითქვას, გადამწყვეტი აღმოჩნდა და სწორედ ამის დამსახურებაა, ამხელა ანგარიშით რომ დაამარცხეს დედაქალაქის გუნდი.
ილია მარტყოფლიშვილი; თამილა გურაშვილი
15.04.2010
#1 სკოლაში დედაენის დღე საპატიო სტუმრებთან ერთად აღნიშნეს
ლამაზად მორთუილ სააქტო დარბაზში ტკბილეულის სუფრასთან მშვენიერი საღამო მიმდინარეობდა. მასში სხვადასხვა კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. როგორც გაზეთ ქიზიყს ღონისძიებაზე განუცხადეს, განსაკუთრებული წვლილი ლალი აბაშიძემ შეიტანა. საპატიო სტუმრებს შორის ღონისძიებას დედოფლისწყაროს ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის მოძღვარი, მამა ნიკოლოზ ლომსაძეც ესწრებოდა.
ღონისძიებას პედაგოგებთან და მოსწავლეებთან ერთად ესწრებოდნენ პარლამენტის წევრი, დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ლეკაშვილი, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი მარინე მეხრიშვილი და სკოლის დირექტორი მაია ლაპიაშვილი. სკოლის მოსწავლეებმა სხვადასხვა ნომრები შეასრულეს, მათ კი თბილისელი პოეტების ლექსები ენაცვლებოდა, რაც ღონისძიებას განსაკუთრებულ ხიბლს სძენდა. /ქიზიყი/
ილია მარტყოფლიშვილი 14.04.2010
ბოლო ორი წელია დედოფლისწყაროს მზრუნველი ხელი დაეტყო
დედოფლისწყაროში მიმდინარე სამუშაოებიდან რომელს მიიჩნევს მოსახლეობა პრიორიტეტულად და რა შენიშვნები აქვთ გამგეობასთან?!
ინტერნეტ-გაზეთმა ,,ქიზიყმა`` გადაწყვიტა ქალაქ დედოფლისწყაროს ქუჩებში მოსახლეობა გამოეკითხა და ადგილობრივებს მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამუშაოების შესახებ საკუთარი პოზიცია საჯაროდ დაეფიქსირებინათ. მოქალაქეთა მოსაზრებებს უცვლელად გთავაზობთ.
მარინა (48 წლის): ,,ქალაქ დედოფლისწყაროში ცვლილებები თვალშისაცემი ბოლო წლებში გახდა. ვარდების რევოლუციის შემდეგ დედოფლისწყაროში უკეთესობა საერთოდ არ შეინიშნებოდა... დანარჩენ გამგებლებს საერთოდ არაფერი გაუკეთებიათ საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნვის გარდა. რეალურად რომ შევაფასოთ, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დავით ლეკიშვილის დედოფლისწყაროში გადმოყვანის შემდეგ დაიწყო და სიმართლე უნდა ითქვას, რომ შემდეგ ლევან ბაღაშვილის პერიოდშიც ქალაქში უკეთესობისკენ ბევრი რამ შეიცვალა... ეს ყველაფერი არ არის და კიდევ ბევრია გასაკეთებელი. კარგია, აზრის გამოთქმის საშუალება რომ მომეცა. ჩემი შეფასება არის ის, რომ ქალაქს ბოლო ორი წელია მზრუნველი ხელი დაეტყო. ვერ გეტყვით, რამდენად ხარისხიანად სრულდება, მაგრამ შეუძლებელია არ დაინახო, რომ რაღაც კეთდება... თუმცა, ისიც გვახსოვს, მილიონებით განახლებულ სიღნაღში, სულ მალე, ბინებში წყალი რომ ჩასდიოდათ და უამრავი ხარვეზი გამოჩნდა. ხარვეზები ყოველთვის არსებობს, მაგრამ მთავარია გულგრილი მიდგომა არ იყოს ხელისუფლების მხრიდან და სამუშაოები პიარისთვის კი არ შესრულდეს, არამედ საქმისთვის და მოსახლეობის კეთილდღეობისთვის.
გიორგი (24 წლის): ,,გზები მომწონს. ძალიან კარგია, რომ ქალაქში გზები საგრძნობლად მოწესრიგდა. ამან სულ სხვა იერი შესძინა მთლიანად ქალაქს და მანქანებით მოძრაობაც სასიამოვნო გახადა. ეს კი ადგილობრივებისთვის ახლო მომავალშიც წარმოუდგენელი ოცნება იყო... ახლა ქალაქში მოძრაობაც სასიამოვნო გახდა და აღარც ადამიანებს ექმნებათ ამ მხრივ პრობლემები. ძვირადღირებული და კარგი საქმე გაკეთდა დედოფლისწყაროში. გზების საკითხს ნამდვილად გამოვყოფდი.
ნიკა (17 წლის): ,,კარგია ის, რომ კულტურის სახლთან სკვერი გაკეთდა და ახალგაზრდებს საშუალება მოგვეცა შევიკრიბოთ ხოლმე და ვისაუბროთ, დავისვენოთ. მაგრამ კარგი იქნება, თუ კულტურული და გასართობი ღონისძიებები აქტიურად გაიმართება, თორემ ამ მხრივ რაიონი მართლაც ჩამკვდარია და არაფერი ხდება. ამიტომაც არის, რომ ახალგაზრდები თბილისში გარბიან და აქ ჩამოსვლა ეზარებათ... ხშირად დედოფლისწყაროში მოზარდისთვის მოსაწყენი გარემოა. გამგეობა ამაზეც თუ იზრუნებს, ძალიან გამიხარდება...
თამრიკო (67 წლის): ,,წყალზე უკეთესი პირველ რიგში რა უნდა გაეკეთებინათ. ეს ყველაზე მტკივნეული და აუცილებელი პრობლემა იყო და წყლის პრობლემა აუცილებლად უნდა გამოვყოთ, რადგან ახლა ამაზე წარსულ დროში გვიწევს საუბარი...
თავი სიზმარში მგონია, ამდენი წელია უწყლოობით ვიხრჩობოდით და ახლა 24 საათით გვაქვს, მითუმეტეს საკუთარ ეზოებში... საუბნო ონკანებზეც თანახმა ვიყავით და ჩვენთვის ესეც დიდი შეღავათი იქნებოდა, მაგრამ ეს ათმაგად მეტი ბედნიერებაა, როცა საკუთარ ონკანებზე ვიღებთ წყალს... ბევრი მითქმა მოთქმა იყო, რომ დედოფლისწყაროს დებეტი არ ეყოფოდა და წყალმომარაგების 24 საათიანი გრაფიკი ვერ შენარჩუნდებოდა, მაგრამ საბედნიეროდ, ჯერჯერობით ამ მხრივ შეზღუდვები არ გვაქვს. თუ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა უზრუნველყოფს, რომ 24 საათიანი მომარაგება მომავალშიც შენარჩუნებული იყოს, მადლობლები ვიქნებით. თითეულ ოჯახში მრიცხველების დაყენება სწორი ნაბიჯი იყო, რადგან მან ხალხს წყლის ეკონომიურად მოხმარების კულტურა ასწავლა და უდიერად აღარ ღვრიან... სწორედ ამის ხარჯზე გვაქვს მუდმივი წყალი. მასიური გამრიცხველიანება რომ არ მომხდარიყო, მუდმივი მომარაგების საკითხი ალბათ, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა...
ნონა (36 წლის): ,,სხვა პრობლემებიც გვარდება, მაგრამ მე თუ მკითხავთ, ყველაზე მნიშვნელოვანი დედოფლისწყაროს გამწვანებაზე ზრუნვაა. ვიცი, რომ გაუდაბნოების საფრთხე ყველაზე მეტად ჩვენს რაიონს ემუქრება და მართლა მიხარია, რომ რაიონის ხელმძღვანელობამ ამ პრობლემას დიდი ყურადღება დაუთმო. კარგია, რომ ამ მტკივნეული საკითხის მოგვარებაში უცხოელი მეგობრებიც გვეხმარებიან... უცხოური დაფინანსება რომ არ შემოსულიყო, ალბათ კიდევ კარგა ხანს ვერ მოხდებოდა დედოფლისწყაროში ქარსაფარი ზოლების გაშენება. ჩემი აზრით, ეს ყველაზე მასშტაბური სამუშაოებია, რაც დედოფლისწყაროში ტარდება... სხვა პრობლემები უფრო დროებითია, მაგრამ ეს საკითხი მართლაც დროულად მისახედი იყო და ბედნიერი ვარ, რომ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა და გაუდაბნოებასთან ბრძოლაში ჩაერთო. ალბათ გარემო პირობებმა გამოიწვია, რომ დედოფლისწყაროში ბოლო წლებია მოსავლიანობის ხარისხმა და ოდენობამ რეკორდულად დაბლა დაიწია... /ქიზიყი/
ილია მარტყოფლიშვილი
11.04.2010
რატომ გახდა დედოფლისწყაროს სავარგულები ნაკლებად მოსავლიანი და რამდენად აისახება კლიმატის ცვლილება ადგილობრივებზე
დიმიტრი ყოჩიაშვილისთვის გლობალური კლიმატური დათბობა გვალვასა და ძლიერ ქარებთან ასოცირდება. ის დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ჯაფარიძეში ცხოვრობს და გვალვებისა და ძლიერი ქარების გამო წელს ხორბლის ყანაში კომბაინი საერთოდ არ შეუყვანია.
ქარებმა ნათესები მთლიანად წაიღო,”ამბობს 30 წლის ფერმერი ბოლო სამი წელია არავითარი მოსავალი არ აგვიღია. გვალვის გახანგრძლივება, ქარების სიჩქარის და ტემპერატურის მატება, ნალექების შემცირება –კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ის კომპონენტებია, რომელიც დედოფლისწყაროში მიმდინარეობს.
ქარები, ძირითადად, გაზაფხულზე მოდის, როცა თესვის დრო დგება,”- ამბობს მარინა შვანგირაძე.
მარინა შვანგირაძე საქართველოს მეორე ეროვნული შეტყობინების კოორდინატორია. ამ შეტყობინების ფარგლებში, დედოფლისწყარო შერჩეულ იქნა, როგორც გაუდაბნოების საფრთხის წინაშე მდგარი ტერიტორია.
ეროვნული შეტყობინების მომზადება გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო-კონვენციის წევრ ყველა ქვეყანას ევალება. საქართველომ კონვენციის რატიფიკაცია 1994 წელს მოახდინა და როგორც განვითარებად ქვეყანას, ევალება ყოველ სამ წელში ერთხელ მოამზადოს ეროვნული შეტყობინება. გლობალური გარემოსდადაცვითი ფონდი კონვენციის ფინანსური ინსტრუმენტია, რომლის დონორები განვითარებული ქვეყნები არიან და განვითარებად ქვეყნებს ეროვნული შეტყობინების მომზადებაში ფინანსურად ეხმარებიან.
კლიმატის დათბობა გავლენას ახდენს როგორც ბუნებრივ ეკო-სისტემებზე, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობაზე და რიგ შემთხვევებში, მათ გადასახლებას, ანუ ეკომიგრანტების გაჩენას იწვევს.
ეკომიგრანტები დედოფლისწყაროს რაიონიდან ჯერ არ არსებობენ, თუმცა, მეორე ეროვნულ შეტყობინებას თუ დავუჯერებთ, მათი გაჩენა რეალურია.
,,მეორე ეროვნული შეტყობინების კვლევის შედეგად, გამოიკვეთა საფრთხეები, რომელიც ელოდება ამ რეგიონს. ესენია: სასოფლო-სამეურნეო მიწებისა და საძოვრების ნაყოფიერების კიდევ უფრო შემცირება ეროზიის ზრდისა და წყლის ნაკლებობის გამო. შეტყობინების დოკუმენტის მიხედვით, ხორბალზე წყლის დანაკლისი, სავარაუდოდ, 73%-ით შემცირდება, რაც იმოქმედებს მის ხარისხსა და საკვებ ღირებულებაზე.
მაღალი სიჩქარის ქარების დროს ნიადაგი იფიტება, ქარს მიაქვს ზედა ჰუმუსოვანი, ანუ ნაყოფიერი ფენა, დათესილ კულტურასთან ერთად. ამდენად, კლიმატური ცვლილებები გავლენას ახდენს იქ მცხოვრებთა ეკონომიკაზე”-–ამბობს მარინა შვანგირაძე.
შედეგად კი ფერმერების მიერ მიწის მიტოვება და ეკოემიგრანტების ზრდაა მოსალოდნელი. სამ რეგიონში, რომელიც მეორე ეროვნული შეტყობინების მიხედვით ყველაზე მოწყვლად ტერიტორიებად დასახელდა, დედოფლისწყაროსთან ერთად, შედის შავი ზღვის სანაპირო ზონა და ქვემო სვანეთი.
დედოფლისწყაროში სასოფლო-სამეურნეო მიწების ქარისმიერი ეროზიისაგან დასაცავად გასულ საუკუნეში 1 770 ჰექტარი ფართობი დაირგა. 1990-იანი წლებიდან ენერგეტიკული კრიზისის გამო ეს ქარსაფარი ზოლები თითქმის მთლიანად გაიჩეხა, რამაც გააძლიერა ნიადაგის ქარისმიერი ეროზია.
2008 წლის ნოემბერში დაიწყო პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ქარსაფარი ზოლების აღდგენას, განადგურებული ტყეების რეაბილიტაციას და საშეშე პლანტაციების გაშენებას დედოფლისწყაროში.
პროექტის დონორია გერმანიის გარემოს, ბუნების დაცვისა და ბირთვული უსაფრთხოების ფედერალური სამინისტრო (BMU), რომელმაც პროექტს 1,2 მილიონი ევრო გამოუყო. პროექტის მიმღები (ბენეფიციარი) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროა, ხოლო განმახორციელებელი ორგანიზაციები გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოება (Gesellschaft fur Technische Zusammenarbeit, GTZ და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობა.
პროექტის ფარგლებში, ქარსაფარი ზოლების ნაწილობრივი რეაბილიტაცია უნდა მოხდეს ხეებით, რომელთა სახეობების არჩევის პროცესიც ამჟამად მიმდინარეობს.
იფანი, აკაცია, ნუში, მუხა, ელდარის ფიჭვი - ის საცდელი სახეობებია, რომლებიც ამ ეტაპზეა დარგული. მათი სიმაღლე ჯერ-ჯერობით 50 სანტიმეტრამდეა.
,,ჩვენ ვფიქრობთ, რომ ხეების გარკვეული სახეობები ვერ გაუძლებს დედოფლისწყაროს ექსტრემალურ კლიმატურ პირობებს – გვალვებს, წვიმების ნაკლებობას, ძლიერ ქარებს. ამიტომ, მხოლოდ ყველაზე გამძლე სახეობები დავტოვეთ გასაშენებლად,”-– ამბობს პროექტის ხელმძღვანელი დიტერ მიულერი.
ქარსაფარი ზოლების სიფართე - 10 მეტრია, საერთო სიგრძე კი - 1 700 კილომეტრი. ამჟამად მხოლოდ 30 კილომეტრია აღდგენილი. ზოლის სრული გაშენება შერჩეული სახეობებით არა ამ პროექტის ფარგლებში, არამედ მისი დამთავრების შემდეგ უნდა გაგრძელდეს.
მიულერს იმედი აქვს, რომ რომელიმე ადგილობრივი კომპანია ამ საქმეში დახელოვნდება და პროექტის დასრულების შემდეგ, თვითონ გააგრძელებს მათ დაწყებულ საქმეს ადგილობრივი თუ საერთაშორისო დაფინანსებით.
პროექტის ინიციატივა სწორედ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობიდან წამოვიდა. ისინი დაუკავშირდნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, ხოლო საქართველოს გარემოს დაცვის სამინსტრო – გერმანიის ბუნების დაცვისა და ბირთვული უსაფრთხოების სამინისტროს. ,,ეს პროექტი ზედა ეშელონებიდნ არ წამოსულა, პირიქით_უბრალო ხალხის ინიციატივა იყო. ისინი მიხვდნენ, რომ რაღაცა უნდა გაეკეთებინათ, - ამბობს მიულერი.
ხეები დედოფლისწყაროელებმა თვითონ დარგეს გერმანელი პარტნიორების დახმარებით. პროცესში ჯაფარიძელი დიმიტრი ყოჩიაშვილიც მონაწილეობდა. ის ხეების დამრგველი ჯგუფის ბრიგადირი იყო და ამ საქმეში სამი კვირის მუშაობის შემდეგ, 380 ლარი აიღო გასამრჯელოდ. დასაქმდნენ მისი მეგობრებიც. ამჟამად, ქარსაფარი ზოლის ნაწილი დიმიტრის კუთვნილ მიწის მიმდებარედაც გადის.
,,ჩვენთან არსებობს სოფლები, სადაც გაზი არაა გაყვანილი და შეშაა გათბობის ერთადერთი წყარო,”- ამბობს პროექტის დედოფლისწყაროელი კოორდინატორი გელა თეთრაული, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე.
ნიადაგის ეროზიის შედეგად ხორბლის წარმოება დედოფლისწყაროში შემცირდა. რამდენიმე წლის წინ, წელიწადში 7-8 ტონა ხორბალი მოდიოდა ჰექტარზე, ბოლო წლებში კი ნახევარ ტონამდე ჩამოვიდა.
დედოფლისწყაროს რაიონის მოსახლეობის ეკონომიკური სიძლიერე სწორედ მიწას უკავშირდება. ძირითადი კულტურები ხორბალი, ქერი, შვრია და მზესუმზირაა. მათ მოსაყვანად კი კლიმატური პირობები უარესდება.
,,ეს პროექტი სასიცოცხლოა დედოფლისწყაროელებისთვის, ამაზე ვერც კი ვიოცნებებდით,”-– ამბობს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ლევან ბაღაშვილი. როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი, ის მაქსიმალურად ცდილობს ამ პროექტის მნიშვნელობა ადგილობრივ მოსახლეობას გააცნოს და ასევე გაავრცელოს ინფორმაცია, თუ რა არის გლობალური კლიმატის ცვლილება.
,,გლობალური კლიმატის ცვლილება დედოფლისწყაროელების ყოველდღიურ ცხოვრებაზე და მოსავალზე აისახება,”-–ამბობს ბაღაშვილი. მისი თქმით, დაგეგმილია ქარსაფარის ზოლების გაშენებაში ადგილობრივი ფერმერების ჩართვა.
მართვის თანამედროვე მეთოდების გამოყენებით მოხდება დეგრადირებული ტყის მასივების გარდაქმნა პროდუქტიულ ტყეებად,” - აღნიშნავს პროექტის ქართველი კოორდინატორი გიორგი კოლბინი.
კლიმატის ცვლილებების ზემოქმედების შესარბილებლად და CO2–ის შესამცირებლად დედოფლიწყაროში მუშავდება ხელახალი გატყიანების მოდელები.
კიოტოს პროტოკოლით, საქართველოს, როგორც განვითარებად ქვეყანას, CO2–ის გამოყოფის კვოტა არ გააჩნია, რაც იმას ნიშნავს, რომ სათბურის ტიპის გაზების გამოყოფის კონტროლის პრობლემა საქართველოში არ დგას. შესაბამისად, პროექტს დღეისათვის არ გამოუთვლია, თუ რა რაოდენობის ნახშირორჟანგს შთანთქავენ მომავალში დედოფლისწყაროს რაიონში პროექტის ფარგლებში დარგული ხეები.
დიტერ მიულერის გამოთვლებით, ამჟამად დარგული, ჯერ კიდევ 50 სანტიმეტრის სიმაღლის ხეები 5 წელში დაიწყებენ ჩაფიქრებული – საადაპტაციო-შემარბილებელი ფუნქციების შესრულებას.
არსებობს გერმანული გამოთქმა: როცა ხეს რგავ და ფიქრობ, რომ მის ჩრდილში დაისვენებ, ცდები,”- ამბობს მიულერი “ხეები შთამომავლობისათვის ირგვება.”
ცირა გვასალია
დედოფლისწყაროელმა მორაგბეებმა თბილისი რეკორდული ანგარიშით 54-ით 0 დაამარცხეს
ხუთშაბათს ქალაქ დედოფლისწყაროს ცენტრალურ სტადიონზე საქართველოს ბე-ლიგა გაიმართა რაგბიში. ერთმანეთს დედოფლისწყაროს მორაგბეთა გუნდი ,,მიმინო` და თბილისის ,,ყოჩები` ხვდებოდნენ. ასპარეზობა 15 წლიანთა ასაკობრივ ჯგუფებში მიმდინარეობდა.
თენგიზ გუმაშვილი (დედოფლისწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრის სპეციალისტი, სპორტის ოსტატი): ,,შეხვედრა იმითაა მნიშვნელოვანი, რომ საქართველოს აღმოსავლეთი ზონის პირველობა მიმდინარეობს რაგბიში და მთლიანობაში ამ ბე-ლიგაში 16 გუნდი მონაწილეობს... სასიხარულოა, რომ დედოფლისწყაროს გუნდმა თბილისელი მეტოქეები რეკორდული ანგარიშით დაამარცხეს, საკუთარ სტადიონზე თავი არ შეირცხვინეს და რაიონის ღირსება დაიცვეს. მიმინოს მორაგბეებმა ნამდვილად გვასახელეს.
ამინდის გაუარესებისა და წვიმის მიუხედავად დედოფლისწყაროელ მორაგბეებს თბილისელი მეტოქეების დამარცხება არათუ გაუჭირდათ, არამედ შეჯიბრი განსაზღვრული დროის განმავლობაში მთლიანად დედოფლისწყაროელი ვაჟების აშკარა უპირატესობით მიმდინარეობდა. გულშემატკივარი წვიმის მიუხედავად მხურვალე ოვაციებით ცდილობდნენ სპორტსმენების გამხნევებას.
დედოფლისწყაროს მორაგბეთა გუნდ ,,მიმინოს` მთავარი მწვრთნელი სოსო შიოლაშვილი გაზეთ ქიზიყთან საუბრისას აცხადებს მორაგბეებმა განსაკუთრებულად ითამაშეს, თუმცა მან საუკეთესოებისა და აქტიური მოთამაშეების გამორჩევისგან თავი შეიკავა. /ქიზიყი/
ილია მარტყოფლიშვილი; თამილა გურაშვილი 08.04.2010kaxetihttp://www.blogger.com/profile/16205686813337205022noreply@blogger.com0